გენერალური კონფერენცია
ქრისტეს მშვიდობა მტრობას აუქმებს
2021 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ქრისტეს მშვიდობა მტრობას აუქმებს

როდესაც ქრისტეს სიყვარული მოიცავს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ უთანხმოებებს მივუდგებით თვინიერებით, მოთმინებითა და სიკეთით.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ფიზიკური დატვირთვის ტესტის დროს იზრდება დატვირთვა გულზე. გულს, რომელიც სიარულს უმკლავდება, შეიძლება გაუჭირდეს აღმართზე სირბილის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ასე რომ, ფიზიკური დატვირთვის ტესტს შეუძლია, გამოავლინოს ფარული დაავადება, რომელიც სხვაგვარად არ ვლინდება. და ნებისმიერი გამოვლენილი ავადმყოფობა შეიძლება მოგვარდეს მანამ, სანამ იგი არ შექმნის სერიოზულ პრობლემებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

COVID-19-ის პანდემია, რა თქმა უნდა, იყო გლობალური ფიზიკური დატვირთვის ტესტი! ამ ტესტმა აჩვენა შერეული შედეგები. შემუშავებულია უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები.1 სამედიცინო დარგის პროფესიონალებმა, მასწავლებლებმა, აღმზრდელებმა და სხვებმა გმირული მსხვერპლი გაიღეს და აგრძელებენ ამის კეთებას. მრავალმა ადამიანმა გამოიჩინა გულუხვობა და სიკეთე - და აგრძელებს ამის კეთებას. თუმცა, გამოაშკარავდა ძირითადი უარყოფითი მხარეები. დაზარალდნენ დაუცველი პირები და ეს კვლავაც გრძელდება. მათ, ვინც მუშაობს ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, უნდა ახალისებდნენ და მადლობას უხდიდნენ.

პანდემია ასევე არის სულიერი დატვირთვის ტესტი მხსნელის ეკლესიისა და მისი წევრებისთვის. შედეგები აქაც შერეულია. ჩვენი ცხოვრება დაილოცა „უფრო მაღალი და წმინდა გზით“ მსახურების მეშვეობით,2 მოდი და გამომყევი სასწავლო პროგრამითა და ეკლესიის მხარდაჭერით ოჯახზე ორიენტირებული სახარების შესწავლით. მრავალმა გამოავლინა თანაგრძნობა და ნუგეში ამ რთულ დროში და აგრძელებს ამის კეთებას.3

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, სულიერი დატვირთვის ტესტმა გამოავლინა დაპირისპირებისა და განხეთქილების ტენდენცია. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ უნდა ვიმუშაოთ გულის შეცვლაზე და გავხდეთ ერთიანნი, როგორც მაცხოვრის ჭეშმარიტი მოწაფენი. ეს გამოწვევა არ არის ახალი, თუმცა გადამწყვეტია.4

როცა მხსნელი ესტუმრა ნეფიელებს, იგი ასწავლიდა: და თქვენ შორის არ იქნება დაპირისპირება.… ვისაც აქვს განხეთქილების სული, არ არის ჩემგან, არამედ არის ეშმაკისეული, რომელიც არის მამა განხეთქილებისა და უბიძგებს ადამიანთა გულებს, წყრომით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს“.5 როცა ჩვენ წყრომით ვკამათობთ, სატანა იცინის, ზეცის ღმერთი კი ტირის.6

სატანა იცინის ღმერთი კი ტირის სულ მცირე ორი მიზეზის გამო. პირველი: კამათი ასუსტებს ჩვენს კოლექტიურ დამოწმებას იესო ქრისტეზე სამყაროს მიმართ და გამოსყიდვას, რომელიც მოდის მისი „დამსახურებით, წყალობითა და მადლით“.7 მან თქვა: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. … „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“.8 საპირისპიროც მართალია - ყველამ იცის, რომ ჩვენ არ ვართ მისი მოწაფეები, როდესაც ერთმანეთს სიყვარულს არ ვაჩვენებთ. მის უკანასკნელ დღეების საქმეს საშიშროება ექმნება, როდესაც მის მოწაფეებს შორის კამათი ან მტრობა9 არსებობს.10 მეორე: კამათი სულიერად არაჯანსაღია ჩვენთვის, როგორც ცალკეული ადამიანებისთვის. ჩვენ გვერთმევა სიმშვიდე, სიხარული, მოსვენება და უნარი - შევიგრძნოთ სულიწმინდა.

იესო ქრისტემ აგვიხსნა, რომ მისი სწავლება ის კი არ არის, „ვუბიძგო ადამიანთა გულებს ერთმანეთის მიმართ წყრომისკენ, არამედ ჩემი მოძღვრებაა – ასეთი რამ უნდა შეწყდეს“.11 თუ ჩვენ ადვილად გვწყინს ან აზრთა სხვაობაზე ვრეაგირებთ წყრომით ან განკითხვით, ჩვენ ამით ვერ გავდივართ სულიერი დატვირთვის ტესტს. ეს „ჩაჭრა“ არ ნიშნავს, რომ უიმედო ვარ. იგი მიჩვენებს, რომ უნდა შევიცვალო. და ამის ცოდნა კარგია.

მას შემდეგ, რაც მხსნელი ამერიკის კონტინენტს ეწვია, ხალხი გაერთიანდა; „მთელ მიწაზე არ იყო განხეთქილება“.12 როგორ ფიქრობთ, ისინი გახდნენ ერთიანნი, რადგან ერთნაირები იყვნენ თუ იმიტომ, რომ აზრთა სხვაობა არ ჰქონდათ? ეჭვი მეპარება. კამათი და მტრობა გაქრა, რადგან მათ მხსნელის მოწაფეობა ყველაფერზე ზემოთ დააყენეს. მათ შორის სხვაობა გაფერმკრთალდა მხსნელისადმი ერთობლივ სიყვარულთან შედარებით და ისინი გახდნენ ერთიანნი, როგორც „ღვთის სასუფევლის მემკვიდრენი“.13 ამის შედეგი იყო: „ღვთის ხელით შექმნილ ადამიანთა შორის, არ იქნებოდა უფრო ბედნიერი ხალხი“.14

ერთიანობა მოითხოვს ძალისხმევას.15 იგი ვითარდება, როცა ჩვენ ღმერთის სიყვარულს ვაღვივებთ გულში16 და ფოკუსირებულნი ვართ მარადიული დანიშნულების ადგილზე.17 ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი საერთო პირველადი იდენტობა, როგორც ღვთის შვილებს18 და ჩვენი ერთგულება აღდგენილი სახარების ჭეშმარიტებისადმი. ამის ნაცვლად, ღვთისადმი სიყვარული და იესო ქრისტეს მოწაფეობა სხვების მიმართ გულწრფელ ზრუნვას იწვევს. ჩვენ ვაფასებთ სხვათა მახასიათებლების, პერსპექტივებისა და ნიჭის მრავალფეროვნებას.19 თუ ჩვენ არ შეგვიძლია, იესო ქრისტეს მოწაფეობა დავაყენოთ პირად ინტერესებსა და შეხედულებებზე მაღლა, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს პრიორიტეტებს და შევცვალოთ ისინი.

შესაძლოა ვთქვათ: „რა თქმა უნდა, შეგვიძლია გვქონდეს ერთიანობა, თუკი თქვენ დამეთანხმებით“! უკეთესი მიდგომაა კითხვა: „რა შემიძლია გავაკეთო ერთიანობის გასაძლიერებლად? როგორ შემიძლია, დავეხმარო ამ ადამიანს, დაუახლოვდეს ქრისტეს? რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ შევამცირო კამათი და შევქმნა თანაგრძნობითა და მზრუნველობით სავსე ეკლესიური თემი“?

როდესაც ქრისტეს სიყვარული მოიცავს ჩვენს ცხოვრებას,20 ჩვენ უთანხმოებებს მივუდგებით თვინიერებით, მოთმინებითა და სიკეთით.21 ჩვენ ნაკლებად შეგვაწუხებს საკუთარი მგრძნობიარობა და უფრო მეტს ვიფიქრებთ მოყვასის გრძნობებზე. ჩვენ „ვეძიებთ ზომიერებასა და გაერთიანებას“.22 ჩვენ არ ჩავერთვებით „საეჭვო კამათში“, არ განვიკითხავთ მათ, ვისაც არ ვეთანხმებით და არ ვეცდებით მათთვის ფეხის დადებას.23 ამის ნაცვლად, ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ისინი, ვისაც არ ვეთანხმებით, საუკეთესოდ იქცევიან თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ჩემი მეუღლე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა იურისტად. როგორც ადვოკატი, ის ხშირად მუშაობდა მათთან, რომლებიც აშკარად იცავდნენ საპირისპირო შეხედულებებს. მაგრამ მან ისწავლა, არ დაეთანხმოს, თუმცა უხეშობის გარეშე. მას შეეძლო, ეთქვა საპირისპირო მხარის ადვოკატისთვის: ”მე ვხედავ, რომ ჩვენ არ შევთანხმდებით ამ საკითხზე. მომწონხართ. პატივს ვცემ თქვენს აზრს. ვიმედოვნებ, რომ შეძლებთ, თქვენც თავაზიანი იყოთ ჩემ მიმართ“. ხშირად ეს, განსხვავებების მიუხედავად, ხდებოდა ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის საწინდარი.

ყოფილ მტრებსაც კი შეუძლიათ, გახდნენ ერთიანნი მხსნელის მოწაფეობაში.24 2006 წელს ვესწრებოდი ჰელსინკის ტაძრის მიძღვნას ფინეთში. მინდოდა ამით პატივი მიმეგო ჩემი მამისა და პაპა-ბებიასთვის, რომლებიც ფინეთში ეკლესიის ძალიან ადრეული წევრები იყვნენ. ფინელები, მამაჩემის ჩათვლით, რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ოცნებობდნენ ტაძარზე ფინეთში. იმ დროს სატაძრო ოლქი მოიცავდა ფინეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, ბელარუსსა და რუსეთს.

მიძღვნის დროს მე საოცარი რამ შევიტყვე. ტაძრის ფუნქციონირების პირველი დღე დაინიშნა რუსეთის წევრებისთვის, მათთვის წეს-ჩვეულებების ჩასატარებლად. ძნელია იმის აღწერა, რამდენად გასაკვირი იყო ეს. რუსეთსა და ფინეთს საუკუნეების მანძილზე მრავალი ბრძოლა ჰქონიათ. მამა არ ენდობოდა და მას არ მოსწონდა არა მხოლოდ რუსეთი არამედ რუსებიც. იგი ემოციურად გამოხატავდა ამ გრძნობებს და ფინელების ასეთი მტრული განწყობა რუსების მიმართ ტიპიური იყო. მას დაზეპირებული ჰქონდა ეპიკური პოემები, რომლებიც აღწერდა მე-19 საუკუნის ომს ფინელებსა და რუსებს შორის. მეორე მსოფლიო ომის დროს მიღებულმა გამოცდილებამ, როცა ფინეთი და რუსეთი კვლავ ანტაგონისტები იყვნენ, არანაირად არ შეცვალა მისი შეხედულებები.

ჰელსინკის ფინეთის ტაძრის მიძღვნამდე ერთი წლით ადრე, ტაძრის კომიტეტი, რომელიც მხოლოდ ფინელი წევრებისგან შედგებოდა, შეიკრიბა მიძღვნის გეგმების განსახილველად. შეხვედრის დროს ვიღაცამ შენიშნა, რომ რუს წმინდანებს რამდენიმე დღე უნდა ემოგზაურათ, რათა მიძღვნას დასწრებოდნენ და ალბათ იმედი ექნებოდათ, რომ დაბრუნებამდე სატაძრო კურთხევას მიიღებდნენ. კომიტეტის თავმჯდომარემ, ძმა სვენ ეკლუნდმა თქვა, რომ ფინელებს შეეძლოთ ცოტა ხანი კიდევ დალოდებოდნენ, რომ რუსები უნდა ყოფილიყვნენ პირველი წევრები, რომლებიც სატაძრო წეს-ჩვეულებებს გაივლიდნენ ამ ტაძარში. კომიტეტის ყველა წევრი დათანხმდა. უკანასკნელ დღეთა ერთგულმა ფინელებმა წმინდანებმა გადადეს საკუთარი ტაძრის კურთხევის მიღება რუსი წმინდანების სასარგებლოდ.

რეგიონის პრეზიდენტმა, უხუცესმა დენის ბ. ნიუიშვანდერმა, რომელიც იმყოფებოდა ტაძრის კომიტეტის იმ სხდომაზე, მოგვიანებით დაწერა: ”მე არასოდეს ვყოფილვარ ფინელებით ისეთი ამაყი, როგორც იმ მომენტში. ფინეთის რთული ისტორია აღმოსავლეთ მეზობელთან, … წევრების აღფრთოვანება იმით, რომ საბოლოოდ [ტაძარი] აშენდა მათ მიწაზე - ყოველივე ეს გვერდზე გადაიდო. რუსებისთვის ტაძარში პირველების შესვლის ნების დართვა [იყო] სიყვარულისა და მსხვერპლის განაცხადი“.25

როცა მამას ამ სიკეთის შესახებ ვუამბე, მას გული მოულბა და ატირდა - ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა სტოიკოსი ფინელისთვის. იმ დროიდან გარდაცვალებამდე სამი წლის განმავლობაში, მას არასოდეს გამოუთქვამს უარყოფითი აზრი რუსეთის შესახებ. ფინელი ძმების მაგალითით შთაგონებულმა, მამაჩემმა არჩია, იესო ქრისტეს მოწაფეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა დაეყენებინა. ფინელები ფინელებად დარჩნენ, რუსები - რუსებად; არცერთმა ჯგუფმა არ მიატოვა თავისი კულტურა, ისტორია ან გამოცდილება მტრობის გასაქრობად. მათ ეს არ სჭირდებოდათ. ამის ნაცვლად მათ არჩიეს, წინა გეგმილზე იესო ქრისტეს მოწაფეობა დაეყენებინათ.26

მათ თუ შეძლეს ამის გაკეთება, ჩვენც შევძლებთ. ჩვენ შეგვიძლია, მოვიტანოთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში ჩვენი მემკვიდრეობა, კულტურა, გამოცდილება. სამუელს არ რცხვენოდა თავისი ლამანიელთა წარმომავლობის,27 არც მორმონი მალავდა თავის ნეფიელობას.28 ყოველი მათგანი ყველაზე წინ მხსნელის მოწაფეობას აყენებდა.

თუ ჩვენ არ ვართ ერთიანნი ჩვენ მისი არ ვართ.29 მე გიწვევთ, ვიქონიოთ გაბედულება - დავაყენოთ ჩვენი სიყვარული ღვთისადმი და მაცხოვრის მოწაფეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა.30 მოდით, დავიცვათ ჩვენი მოწაფეობის თანდაყოლილი აღთქმა - აღთქმა, ვიყოთ ერთიანნი.

მოდით, მივბაძოთ წმინდანთა მაგალითს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც წარმატებით ხდებიან ქრისტეს მოწაფეები. ჩვენ შეგვიძლია, დავეყრდნოთ იესო ქრისტეს, რომელიც არის „ჩვენი მშვიდობა, რომელმაც … დაანგრია ჩვენ შუა მდგარი ზღუდე; გააუქმა მტრობა თავისი გამომსყიდველი მსხვერპლით“.31 ჩვენი დამოწმება იესო ქრისეზე გაძლიერდება და ჩვენ სულიერად ჯანმრთელნი დავრჩებით.32 მე ვმოწმობ, რომ როცა „შევამცირებთ კამათს“, „გონებაში უფლის მსგავსად სიყვარულზე განვეწყობით და მასთან რწენაში გავხდებით ერთიანნი“, ჩვენ მისი მშვიდობა გვექნება.33 იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. See “The First Presidency Urges Latter-day Saints to Wear Face Masks When Needed and Get Vaccinated Against COVID-19,” Newsroom, Aug. 12, 2021, newsroom.ChurchofJesusChrist.org; “Vaccines Explained,” World Health Organization, who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/covid-19-vaccines/explainers; “Safety of COVID-19 Vaccines,” Centers for Disease Control and Prevention, Sept. 27, 2021, cdc.gov/coronavirus/2019-ncov/vaccines/safety/safety-of-vaccines.html; “COVID-19 Vaccine Effectiveness and Safety,” Morbidity and Mortality Weekly Report, Centers for Disease Control and Prevention, cdc.gov/mmwr/covid19_vaccine_safety.html.

  2. Russell M. Nelson, “Sisters’ Participation in the Gathering of Israel,” Liahona, Nov. 2018, 69.

  3. იხ. მოძღვრება და აღთქმები 81:5.

  4. Many apostles and prophets have addressed unity and contention over the years. See, for example, Marvin J. Ashton, “No Time for Contention,” Ensign, May 1978, 7–9; Marion G. Romney, “Unity,” Ensign, May 1983, 17–18; Russell M. Nelson, “The Canker of Contention,” Ensign, May 1989, 68–71; Russell M. Nelson, “Children of the Covenant,” Ensign, May 1995, 32–35; Henry B. Eyring, “That We May Be One,” Ensign, May 1998, 66–68; D. Todd Christofferson, “Come to Zion,” Liahona, Nov. 2008, 37–40; Jeffrey R. Holland, “The Ministry of Reconciliation,” Liahona, Nov. 2018, 77–79; Quentin L. Cook, “Hearts Knit in Righteousness and Unity,” Liahona, Nov. 2020, 18–22; Gary E. Stevenson, “Hearts Knit Together,” Liahona, May 2021, 19–23.

  5. 3 ნეფი 11:28-29.

  6. იხ. მოსეს 7:26, 28, 33. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხსნელის გამომსყიდვველი მსხვერპლი უწყვეტია ან რომ იგი ახლაც იტანჯება; იესო ქრისტემ აღასრულა გამოსყიდვა. თუმცა, მისი უსაზღვრო და სრულყოფილი თანაგრძნობა, რომელსაც იგი ითხოვდა თავისი გამომსყიდველი მსხერპლის შედეგად, გახადა შესაძლებელი, ეძრძნო გულგატეხილობა და მწუხარება.

  7. 2 ნეფი 2:8.

  8. იოანე 13:34, 35.

  9. მტრობა არის ვინმეს ან რაიმეს მიმართ აქტიური წინაამდეგობის მდგომარეობა ან გრძნობა; იგი მიუთითებს მტრობაზე, ანტაგონიზმზე, მრისხანებაზე და ღრმა სიძულვილზე ან ბოროტ ზრახვებზე. ბერძნული სიტყვა „მტრობა“ ასევე ითარგმნება, როგორც „სიძულვილი“. იგი სიტყვა agape-ს საპირისპიროა, რაც ითარგმნება, როგორც „სიყვარული“. See James Strong, The New Strong’s Expanded Exhaustive Concordance of the Bible (2010), Greek dictionary section, number 2189.

  10. იხ. იოანე 17:21, 23.

  11. 3 ნეფი 11:30.

  12. 4 ნეფი 1:18.

  13. 4 ნეფი 1:17.

  14. 4 ნეფი 1:16.

  15. President Russell M. Nelson has said, “The Lord loves effort” (in Joy D. Jones, “An Especially Noble Calling,” Liahona, May 2020, 16).

  16. იხ. 4 ნეფი 1:15. არიან ისენი, ვინც მიაღწია სეთ ერთობას. ენოქის დღეებში უფალმა უწოდა თავის ხალხს სიონი, რადგან ისინი იყვნენ ერთიანნი გულსა და გონებაში და ცხოვრობდნენ მართლად. და არ იყო მათ შორის ღარიბი“ (მოსე 7:18).

  17. იხ. მოსია 18:21.

  18. See საქმეები 17:29; ფსამუნი 82:6.

  19. იხ. 1 კორინთელთა 12:12-27.

  20. იხილეთ მორონი 7:47-48.

  21. იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:30-31.

  22. Dallin H. Oaks, “Defending Our Divinely Inspired Constitution,” Liahona, May 2021, 107.

  23. იხ. რომაელთა 14:1–3, 13, 21.

  24. უფალი არ იწონებდა თავის მოწაფეებს, რომლეიც ერთმანეთს ვერ ურიგდებოდნენ და არ მიუტევებდნენ გულში; და ამისთვის ისინი იტანჯებოდნენ და განიკიცხებოდნენ. იესო მოძღვრავდა თავის უკანასკნელ დღეთა მოწაფეებს: გეუბნებით, ერთმანეთს უნდა აპატიოთ“ (Doctrine and Covenants 64:8–9).

  25. უხუცესი დენის ბ. ნუიშვანდერი, პირადი კომუნიკაცია.

  26. In a typical Finnish fashion, when Brother Eklund discussed this decision, he said it was simply logical. Instead of praising the Finns’ magnanimity, he expressed appreciation for the Russians. The Finns were grateful for the significant contribution of the Russians to the work being done in the Helsinki Finland Temple. (ძმა სვენ ეკლუნდი, პირადი კომუნიკაცია).

  27. იხ. ჰელამანი 13:2, 5.

  28. იხ. 3 ნეფი 5:13,20.

  29. იხ. მოძღვრება და აღთქმები 38:27.

  30. იხ. ლუკა 14:25-33.

  31. ეფესელთა 2:14-15.

  32. იხ. ეფესელთა 2:19.

  33. See Russell M. Nelson, “The Canker of Contention,” Ensign, May 1989, 71.

ამობეჭდვა