გენერალური კონფერენცია
ეკლესიის სახელწოდება არ არის მოლაპარაკების საგანი
2021 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ეკლესიის სახელწოდება არ არის მოლაპარაკების საგანი

როცა ჩვენ საკუთარი ნებით მივყვებით უფლის რჩევას, რომელსაც იგი აცხადებს თავისი ცოცხალი წინასწარმეტყველის მეშვეობით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს რჩება ეწინააღმდეგება ჩვენს თავდაპირველ აზრს, მოითხოვს ჩვენგან მორჩილებასა და მსხვერპლს, უფალი გვლოცავს დამატებითი სულიერი ძალით.

2018 წ. 16 აგვისტოს პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა: „უფალმა მაცნობა გონებაში იმ სახელწოდების მნიშვნელობა, რომელიც მან გამოუცხადა თავის ეკლესიას, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას.1 ჩვენ წინ გველის მის ნებასთან ჰარმონიაში მოსვლის სამუშაო“.2

ორი დღის შემდეგ, 18 აგვისტოს, მე პრეზიდენტ ნელსონთან ერთად კანადაში, მონრეალში, ვიმყოფებოდი. წევრთა შეხვედრის შემდეგ შთამბეჭდავ პალე დე კონგრეში, პრეზიდენტმა ნელსონმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. მან აღიარა, რომ „რთული იქნებოდა [ეკლესიის სახელწოდების აღდგენა და] საუკუნეზე მეტი ხნის ტრადიციის შეცვლა“. მაგრამ მან დაამატა: „ეკლესიის სახელწოდება არ არის მოლაპარაკების საგანი“.3

შვიდი კვირის შემდეგ იგი სიტყვით გამოვიდა გენერალურ კონფერენციაზე: „უფალმა მაცნობა გონებაში იმ სახელწოდების მნიშვნელობა, რომელიც მან უბოძა თავის ეკლესიას - უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას. … თავად მხსნელმა თქვა: „რამეთუ ასე დაერქმევა ჩემს ეკლესიას“. შემდეგ პრეზიდენტმა ნელსონმა გაიმეორა: „ეკლესიის სახელწოდება არ არის მოლაპარაკების საგანი“.4

კარგი შეკითხვა

გაჩნდა კარგი კითხვა: „რატომ ახლა, როცა მრავალი ათწლეულის მანძილზე ჩვენ მივიღეთ ზედმეტი სახელი „მორმონები“? „მორმონთა ტაბერნაკალური გუნდი“, ვიდეოები „მე მორმონი ვარ“, დაწყებითი საზოგადოების სიმღერა „მე მორმონი ბიჭი ვარ“.

ქრისტეს დოქტრინა უცვლელი და მარადიულია. თუმცა მხსნელის საქმის კონკრეტული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები შესაფერის დროს ცხადდება. ამ დილით პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „აღდგენა არის პროცესი და არა მოვლენა“.5 უფალმა თქვა: „ყოველივე უნდა ახდეს თავის დროზე“.6 ახლა ჩვენი დროა, აღვადგინოთ გამოცხადებაში მიღებული ეკლესიის სახელწოდება.

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის იდენტობა და დანიშნულება მოითხოვს, რომ უფლის სახელი გვერქვას. არც ისე დიდი ხნის წინ ვიყავი ოჰაიოში, კირტლანდში, სადაც წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა, ეკლესიის მხოლოდ რამდენიმე წევრის დასწრებით, იწინასწარმეტყველა: „ეს ეკლესია აავსებს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას, იგი აავსებს მსოფლიოს“.7 უფალმა აღწერა ამ წყობის საქმე, როგორც „საოცარი საქმე და სასწაული“.8 მან ისაუბრა „აღთქმაზე, რომელიც უნდა აღსრულდეს უკანასკნელ დღეებში“, … რის გამოც „კურთხეული იქნება დედამიწის ყოველი ტომი“.9

ამ კონფერენციის სიტყვები პირდაპირ ეთერში ითარგმნება და გადაეცემა მთელ მსოფლიოში 55 ენაზე. საბოლოო ჯამში ეს სიტყვები მიაღწევს 220 ქვეყანას, მას წაიკითხავენ და მოუსმენენ 98 ენაზე.

გამოსახულება
მეორედ მოსვლა

როცა მხსნელი დაბრუნდება თავის დიდებაში და ბრწყინვალებაში, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები იქნებიან მსოფლიოს ყველა ერში, ხალხში, რასაში, ენასა და კულტურაში.

ეკლესიის გავლენის ზრდა

იესო ქრისტეს აღდგენილ ეკლესიას არ ექნება გავლენა მხოლოდ ეკლესიის წევრებზე. ჩვენს დროში ზეციური გამოცხადებების გამო წმინდა წერილი და სულიწმინდის ძლიერი ძღვენი აღდგენილ იქნა დედამიწაზე და ჩვენ ვიქნებით ნათელი გორაკზე, როცა იესო ქრისტეს ურწმუნოების საშინელი ჩრდილები დააბნელებენ სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ადამიანი დაუშვებს, რომ საერომ დაჩრდილოს მათი რწმენა მხსნელში, ჩვენ „არ დავიძრებით [ჩვენი] ადგილიდან“.10 ქრისტიანები, რომლებიც არ არიან ჩვენ წევრთა შორის, მიესალმებიან ჩვენს როლსა და ჩვენს დამოწმებას ქრისტეზე. ის ქრისტიანებიც კი, რომლებიც ახლა სკეპტიკურად გვიყურებენ, ერთ დღეს მიგვიღებენ, როგორც მეგობრებს. ახლო მომავალში ჩვენ იესო ქრისტეს სახელით მოგვმართავენ.

მადლობას გიხდით თქვენი კეთილშობილური მცდელოებებისთვის, გაავრცელოთ ეკლესიის ნამდვილი სახელწოდება. სამი წლის წინ, კონფერენციაზე, პრეზიდენტი ნელსონი დაგვპირდა, „რომ როცა მკაცრად გავაკონტროლებთ იმას, რომ გამოვიყენოთ მხსნელის ეკლესიისთვის … სწორი სახელწოდება, გაიზრდება ეკლესიის წევრების რწმენა და უფრო დიდი სულიერი ძალა გახდება მათთვის ხელმისაწვდომი“.11

ეს დაპირება გაითავისეს ერთგულმა წევრებმა მთელ მსოფლიოში.12

ძმა ლორი აჰოლა შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილიდან გამოგვიტყდა, რომ ზოგჯერ მას ეუხერხულება ეკლესიის სრული სახელწოდების გაზიარება. მაგრამ წინასწარმეტყველის რჩევის გამო იგი დინჯად იყენებს მას. ერთხელ იგი სხვა მრწამსის მეგობარს სტუმრობდა ეკლესიაში. აი მისი სიტყვები:

„ნაცნობმა მკითხა: „მორმონი ხარ“?

„ დიახ, მე უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი ვარ, “ - მივუგე მას. მან დაიწყო კითხვების დასმა და ყოველი კითხვა იწყებოდა სიტყვებით: „მორმონთა ეკლესიას სწამს“ … ? და ყოველ ჯერზე მე ვიწყებდი პასუხს ფრაზით: „[იესო] ქტრისტეს აღდგენილ ეკლესიაში ჩვენ გვწამს“ …

„… როცა მან შენიშნა, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო სახელწოდება „მორმონი“, მან პირდაპირ მკითხა: „შენ მორმონი არ ხარ“?

„ასე რომ, მე ვკითხე მას, თუ იცოდა, ვინ იყო მორმონი. მან არ იცოდა. მე ვუთხარი, რომ მორმონი წინასწარმეტყველი იყო … და ჩემთვის პატივი იყო მასთან კავშირი.

„მაგრამ“ - განვაგრძე მე, „მორმონი არ მომკვდარა ჩემი ცოდვებისთვის. მორმონი არ იტანჯებოდა … გეთსიმანიაში და არც ჯვარზე აღსრულებულა [ჩემთვის]. … იესო ქრისტე არის ჩემი ღმერთი და მხსნელი. … და მსურს, მისი სახელით ვიყო ცნობილი“. …

რამდენიმე წამის დუმილის შემდეგ [ნაცნობმა წამოიძახა]: „ანუ ქრისტიანი ხარ“!13

გამოსახულება
პრეზიდენტი ნელსონი გენერალურ კონფერენციაზე

გახსოვთ პრეზიდენტ ნელსონის სიტყვები? „მე გპირდებით, რომ თუ ძალიან ვეცდებით, აღვადგინოთ უფლის ეკლესიის სწორი სახელი, ის, ვისი ეკლესიაც არის ეს, გადმოღვრის უკანასკნელ დღეთა წმინდანებზე თავის ძალასა და ისეთ კურთხევებს, რომლის მსგავსიც არასოდეს გვინახავს“.14

უფალი ყოველთვის გვიხსნის გზას

უფალი ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებებს. იგი ყოველთვის გვიხსნის გზას, როცა ჩვენ მის საქმეს ვასრულებთ.

წლების განმავლობაში ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ შევისყიდიდით ინტერნეტის მთავარ საიტებს ChurchofJesusChrist.org and ChurchofJesusChrist.com. არც ერთი არ იყიდებოდა. პრეზიდენტ ნელსონის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ორივე მოულოდნელად ხელმისაწვდომი გახდა. ეს სასწაული იყო.15

უფლის გავლენამ ასევე გაზარდა ჩვენი მცდელობები, განგვეახლებინა სახელწოდებები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ეკლესიას უკავშირდებოდა.

სახელწოდება მორმონთა ტაბერნაკალური გუნდი შეიცვალა ტაბერნაკალური გუნდით ტაძრის მოედნიდან. ვებგვერდი LDS.org,რომელსაც ყოველ თვე 21 მილიონზე მეტი მნახველი ყავდა, გადავიდა ChurchofJesusChrist.org-ზე.16 ელ-დი ეს ბიზნეს კოლეჯი შეიცვალა ენზაინ კოლეჯით. ვებგვერდი Mormon.org გადავიდა into ChurchofJesusChrist.org.-ზე. ათასზე მეტი მასალა სახელწოდებით „მორმონი“ ან „ელ-დი-ეს“, რაც მათზე იყო მიბმული, შეიცვალა. ერთგულმა უკანასკნელ დღეთა წმინდანებმა მოარგეს საკუთარი ვებგვერდი, პოდკასტი და ტვიტერი ამ ცვლილებებს.

გამოსახულება
ეკლესიის ახალი ემბლემა

ჩვენ შევარჩიეთ ახალი სიმბოლო, რომლის ცენტრშია იესო ქრისტე.

„ემბლემის ცენტრში ტორვალდსენის მარმარილოს ქანდაკება, ქრისტუსია. იგი ასახავს აღმდგარ, ცოცხალ უფალს, რომელიც მზადაა, მიიღოს ყველა, ვინც მასთან მოვა.

„იესო ქრისტე სიმბოლურად დგას თაღის ქვეშ, [გვახსენებს რა] რომ აღმდგარი მხსნელი სამარხიდან გამოვიდა“.17

გამოსახულება
ეკლესიის სახელწოდება სხვადასხვა ენებში
გამოსახულება
ეკლესიის სახელწოდება დამატებით ენებში

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიამ მოახდინა ტიპოგრაფიის მორგება 50-ზე მეტ ენაზე. ათობით სხვადასხვა ენაზე მოპოვებულ იქნა ახალი დომენები.

სხვების დახმარებისთვის მადლიერება

მადლიერები ვართ მრავალი კარგი, დიდსულოვანი ადამიანებისა, რომლებიც პატივისცემით შეხვდნენ ჩვენს სურვილს, მოგვმართონ სწორი სახელწოდებით. ცოტა ხნის წინ წავიკითხე სტატია, რომელშიც კათოლიკე კარდინალი ახსენებს „უკანსკნელ დღეთა წმინდანებს“.18 როცა ერთი თვის წინ შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში ვეწვიე ქრისტიანული ეკლესიის ხელმძღვანელს, მან თავის პირველ კომენტარში მოიხსენია ჩვენი ეკლესია სრული სახელწოდებით, შემდგომ კი ახსენებდა მას, როგორც „იესო ქრისტეს ეკლესია“-ს.

ჩვენ გვესმოდა, რომ ექვსი სიტყვის დამატება ჩვენი სახელწოდებისთვის არ იქნებოდა იდეალური ვარიანტი მედიასთვის, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა ნელსონმა წინასწარ განჭვრიტა, „პასუხისმგებლობიანი მედია სიმპათიით გამოეხმაურება ჩვენს მოთხოვნას“.19 მადლობას გიხდით იმისთვის, რომ იგივე ყურადღებას იჩენთ ჩვენ მიმართ და გამოიყენებთ ჩვენ მიერ მოწონებულ სახელწოდებას, როცა საქმე ეხება კულტურულ, სპორტულ, პოლიტიკურ ან სათემო ორგანიზაციებს

იქნებიან ისეთნიც, მცირე რაოდენობით, რომლებიც მაინც „მორმონებს“ ან „მორმონთა ეკლესიას“ დაგვიძახებენ, ეცდებიან რა ჩვენი მისიის სერიოზულობის დაკნინებას ან დამცირებას. ჩვენ კვლავ თავაზიანად ვთხოვთ სამართლიან მედიას, პატივი სცეს ჩვენს სურვილს, გვიწოდონ ჩვენი 200 წლიანი სახელწოდება.

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა სიმამაცე

არიან ათასობით უკანასკნელ დღეთა წმინდანები, რომლებმაც გაბედულად განაცხადეს ეკლესიის სახელწოდება. როცა ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ, სხვებიც გამოგვყვებიან. ძალიან მომწონს ეს ტაიტიში მომხდარი ამბავი.

ათი წლის ირიურა ჯინმა გადაწყვიტა, შეესრულებინა პრეზიდენტ ნელსონის რჩევა.

„სკოლაში ისინი გაკვეთილზე შაბათ-კვირის ამბებს ყვებოდნენ … და ირიურამ ეკლესიის შესახებ ისაუბრა.

„მისმა მასწავლებელმა, ვაიტე პიფაომ, თქვა: „ა, შენ მორმონი ხარ“?

„ირიურამ თამამად უპასუხა: „არა, … მე უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი ვარ“!

„მასწავლებელმა მიუგო: „ხო, … შენ მორმონი ხარ“.

„ირიურამ კი დაჟინებით თქვა: „არა, მასწავლებელო, მე უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი ვარ“!

„ქალბატონი პიფაო გაოცებული იყო ირიურას დაჯერებულობით, მას აინტერესებდა, ასე დაჟინებით რატომ ამბობდა გოგონა ეკლესიის გრძელ სახელწოდებას. [მან გადაწყვიტა, მეტი შეეტყო ეკლსიის შესახებ].

„[მოგვიანებით, როცა და] ვაიტე პიფაო მოინათლა [მან გამოხატა მადლიერება] ირიურას მიმართ, რომელმაც ყური უგდო პრეზიდენტ ნელსონის რჩევას“.20

გამოსახულება
და, რომელმაც თავისი სტუდენტისგან შეიტყო ეკლესიის შესახებ

„ეკლესიის სახელწოდება არ არის მოლაპარაკების საგანი“. მოდით, ვიაროთ რწმენით. როცა ჩვენ საკუთარი ნებით მივყვებით უფლის რჩევას, რომელსაც იგი აცხადებს თავისი ცოცხალი წინასწარმეტყველის მეშვეობით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს რჩება ეწინააღმდეგება ჩვენს თავდაპირველ აზრს, მოითხოვს ჩვენგან მორჩილებასა და მსხვერპლს, უფალი გვლოცავს დამატებითი სულიერი ძალით და გვიგზავნის ანგელოზებს დასახმარებლად.21 ჩვენ ვიღებთ უფლისგან დამტკიცებასა და მოწონებას.

მე ვარ თვითმხილველი ზეციური ძალისა, რომელიც სუფევს ჩვენს ძვირფას წინასწარმეტყველზე, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონზე. მისი ერთადერთი სურვილია - ასიამოვნოს უფალი და დალოცოს მამაზეციერის შვილები. წმინდა, პირადი გამოცდილებიდან ვმოწმობ, რომ უფალს უყვარს იგი. იგი არის ღვთის წინასწარმეტყველი.

მე ვმოწმობ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. 3 ნეფი 27:7-9; მოძღვრება და აღთქმები 115:4.

  2. Russell M. Nelson, in “The Name of the Church,” Newsroom, Aug. 16, 2018, newsroom.ChurchofJesusChrist.org.

  3. President Nelson Discusses the Name of the Church,” Newsroom, Aug. 21, 2018, newsroom.ChurchofJesusChrist.org.

  4. Russell M. Nelson, “The Correct Name of the Church,” Liahona, Nov. 2018, 87.

  5. Russell M. Nelson, “The Temple and Your Spiritual Foundation,” Liahona, Nov. 2021, 94.

  6. მოძღვრება და აღთქმები 64:32.

  7. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007), 137.

  8. იხ.2 ნეფი 27:26.

  9. 1 ნეფი 15:18.

  10. მოძღვრება და აღთქმები 101:17.

  11. Russell M. Nelson, “Becoming Exemplary Latter-day Saints,” Liahona, Nov. 2018, 114.

  12. See Henry B. Eyring, “Thus Shall My Church Be Called,” Liahona, Oct. 2021, 6–9.

  13. Lauri Ahola, “Using the Full Name of the Church Was Awkward but Worth It” (digital-only article), Liahona, Apr. 2020, ChurchofJesusChrist.org.

  14. Russell M. Nelson, “The Correct Name of the Church,” 89.

  15. ეკლესიის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი ახდენდა ChurchofJesusChrist.org დომეინის სახელის მონიტორინგს 2006 წლიდან, მაგრამ იგი მიუწვდომელი იყო. ნიშანდობლივია, რომ იგი გასაყიდად გამოიტანეს დაახლოებით იმ დროისთვის, როცა პრეხიდენტმა ნელსონმა გააკეთა განცხადება და ეკლესიამ იყიდა დომეინის სახელი ძალიან მისაღებ ფასად.

    ანალოგიურად, ეკლესი ახდენდა ChurchofJesusChrist.com სტატუსისა და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი 2011 წლიდან. საკვირველია, რომ იგიც 2018 წლის აგვისტოშიხელმისაწვდომი გახდა და ასევე შეძენილ იქნა.

  16. 2018 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენციაზე პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა:

    „დებო და ძმებო, უამრავი საერო კამათია ამ ეკლესიის სწორი სახელის აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ სამყაროში და ძიების საშუალებების მეშვეობით სწრაფად ვპოულობთ საჭირო ინფორმაციას, უფლის ეკლესიაზე ინფორმაციის ჩათვლით და კრიტიკოსები გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე შესწორება არ არის ბრძნული ნაბიჯი.

    „… მე გპირდებით, რომ თუ ძალიან ვეცდებით, აღვადგინოთ უფლის ეკლესიის სწორი სახელი, ის, ვისი ეკლესიაც არის ეს, გადმოღვრის უკანასკნელ დღეთა წმინდანებზე თავის ძალასა და კურთხევებს“ (”The Correct Name of the Church,” 88, 89).

    LDS.org-დან ChurchofJesusChrist.org-ზე გადასვიდან დომეინის უფლება (საიტის რანგი) იმაზე ძლიერი გახდა, ვიდრე იყო. მაგალითად, ChurchofJesusChrist.org ძირითადი გვერდი ახლა და უკვე ერთი წლის განმავლობაში, გუგლის ყველაზე მოთხოვნადი ძიების შედეგს გვიჩვენებს, როცა ვინმე ეძებს ტერმინს „ეკლესია“. აქამდე ეს შეუძებელი იყო.

  17. Russell M. Nelson, “Opening the Heavens for Help,” Liahona, May 2020, 73.

  18. See Tad Walch, “‘If We Can’t Get Along, It’s Downright Sinful’: The Partnership between Catholics and Latter-day Saints,” Deseret News, July 1, 2021, deseret.com.

  19. Russell M. Nelson, “The Correct Name of the Church,” 89.

  20. The Correct Name of the Church: A Tahitian Story,” Pacific Newsroom, Sept. 15, 2019, news-nz.ChurchofJesusChrist.org.

  21. იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:88.

ამობეჭდვა