გამოძებნეთ დრო უფლისთვის
მე გევედრებით დღეს, დაუპირისპიროთ საერო ცდუნებებს უფლისათვის გამოყოფილი დრო ცხოვრებაში და ეს ყოველდღიურად გააკეთოთ.
ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ორი დღის განმავლობაში ჩვენ გვასწავლიდნენ უფლის მსახურები, რომლებიც ბეჯითად ეძიებდნენ, რა უნდა ეთქვათ თქვენთვის.
ჩვენ ეს მუხტი ექვსი თვის განმავლობაში გაგვყვება. ახლა, ჩნდება კითხვა: როგორ შევიცვლებით იმის გამო, რაც მოვისმინეთ და ვიგრძენით?
პანდემიამ გვაჩვენა, რაოდენ სწრაფად შეიძლება, შეიცვალოს ცხოვრება, როცა ვითარებას ვერ ვაკონტროლებთ. თუმცა, არსებობს მრავალი რამ, რისი კონტროლიც შეგვიძლია . ჩვენ საკუთარ პრიორიტეტებს ვირჩევთ და ვწყვეტთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ენერგია, დრო და საშუალებები. ჩვენ ვწყვეტთ, როგორ მოვექცეთ ერთმანეთს. ჩვენ ვირჩევთ მათ, ვისთანაც მივალთ ჭეშმარიტებისა და რჩევის მისაღებად.
საერო ხმები და ზეწოლა მიმზიდველი და მრავალრიცხოვანია. მაგრამ მეტისმეტად მრავალი ხმა მაცდური და მომხიბვლელია; მას შეუძლია, გადმოგვქაჩოს აღთქმის გზიდან. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს გარდაუვალი გულგატეხილობა, რაც ამას მოჰყვება, მე გევედრებით დღეს, დაუპირისპიროთ საერო ცდუნებებს უფლისათვის გამოყოფილი დრო ცხოვრებაში და ეს ყოველდღიურად გააკეთოთ.
თუ ინფორმაცია, რომელსაც იღებთ, მოდის მეტწილად სოცქსელებიდან ან სხვა მედიას საშულებით, თქვენი შესაძლებლობა, გაიგონოთ სულიწინდის ჩურჩული, შემცირდება. თუ თქვენ არ ეძიებთ უფალს ყოველდღიურ ლოცვაში და სახარების სწავლების მეშვეობით, თქვენ ხდებით დაუცველნი იმ ფილოსოფიებისთვის, რომლებიც დამაინტრიგებელია მაგრამ არა ჭეშმარიტი. ერთგული წმინდანებიც კი შეიძლება შეცდნენ ბაბილონის ბენდის თანაბარი რითმის ფონზე.
ჩემო დებო და ძმებო, მე გევედრებით, გამოძებნოთ დრო უფლისთვის. გააძლიერეთ თქვენი სულიერი საძირკველი ისე, რომ გაუძლოს დროის გამოცდას იმის კეთებით, რაც სულიწმინდას მისცემს საშუალებას, მუდამთქვენთან იყოს .
არასოდეს არ დააკნინოთ ის ღრმა ჭეშმარიტება, რომ „სულიწმინდა ლაპარაკობს ყველაფერზე, როგორც სინამდვილეში არის და ყველაფერზე, რაც ნამდვილად იქნება“.1 „იგი დაგანახებთ ყველაფერს, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ“.2
არაფერი არ იზიდავს სულიწმინდას ისე, როგორც თქვენი ფოკუსირება იესო ქრისტეზე. ისაუბრეთ ქრისტეზე, იხარეთ ქრისტეში, ინადიმეთ ქრისტეს სიტყვებით და ისწრაფეთ წინ სიმტკიცით ქრისტეში.3 დაე, თქვენი კვირადღე იყოს სასიამოვნო უფლის მსახურებისას, ზიარების მიღებისას და უფლის დღის წმინდად შენახვისას.4
როგორც ამ დილით აღვნიშნე, გამოძებნეთ დრო უფლისთვის მის წმინდა სახლში. ვერაფერი ვერ გააძლიერებს თქვენს სულიეს საძირკველს ისე, როგორც სატაძრო მსახურება და ტაძარში ღვთისთაყვანისცემა.
მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მუშაობს ახალი ტაძრების მშენებლობაზე. ისინი მთელ მსოფლიოში შენდება. დღეს სიამოვნებით ვაცხადებ ჩვენს გეგმებს ტაძრების მშენებლობასთან დაკავშირებით შემდეგ ადგილებში: კაოშიუნგი (ტაივანი); ტაკლობანი (ფილიპინები); მონროვია (ლიბერია); კანანგა (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა); ანტანანარივო (მადაგასკარი); კულიაკანი (მექსიკა); ვიტორია (ბრაზილია); ლა პაზი (ბოლივია); სანტიაგო ვესტი (ჩილე); ფორტ ვორსი (ტეხასი); ქოუდი (ვაიომინგი); რექსბურგ ნორსი (აიდაჰო); ჰებერ ველი (იუტა) და პროვოს იუტას ტაძრის რეკონსტრუქცია (ორემის იუტას ტაძრის მიძღვნის შემდეგ).
მიყვარხართ, ძვირფასო დებო და ძმებო. უფალი გიცნობთ და თქვენ მას უყვარხართ. იგი ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველია. იგი მართავს და ხელმძღვანელობს თავის ეკლესიას. იგი თქვენც წინ გაგიძღვებათ პირად ცხოვრებაში, თუკი თქვენ ყოველდღიურად გამოძებნით მისთვის დროს .
დაე, ღმერთი იყოს თქვენთან, სანამ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. მე ამაზედ ვლოცულობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.