„ღმერთის დაპირებული დალოცვები ხელმისაწვდომია ჩემთვის“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები ( 2020)
„ღმერთის დაპირებული დალოცვები ხელმისაწვდომია ჩემთვის“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები
ღმერთის დაპირებული დალოცვები ხელმისაწვდომია ჩემთვის?
ღმერთის დაპირებული დალოცვები ყველასათვის ხელმისაწვდომია.
„არის მომენტები, როცა ყოველი ჩვენგანი უყურებს საკუთარ ცხოვრებას და ცდილობს, შეაფასოს თავისი მდგომარეობა: „სად ვიმყოფები“? სად ვიმყოფები ჩემი ცხოვრების ამ მონაკვეთზე? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ როცა იწყებთ საკუთარი თავის სხვებთან შედარებას, ეს ყოველთვის გულგატეხილობით ან ამპარტავნობით მთავრდება. არც ერთია კარგი და არც მეორე, მაგრამ ეს ხშირად ხდება, როცა ადამიანები იწყებენ შედარებას. ისინი იწყებენ ფიქრს: „მე უკეთესი ბედი მერგო“, ან „მე გაცილებით უარესი ბედი მქონია“. ამიტომ, ეს არ არის სასარგებლო რამ - შევადაროთ ჩვენი მდგომარეობა სხვისას. დალოცვები მოდის მალე; დალოცვები მოდის ასევე გვიან. ზოგჯერ დალოცვები შენახულია ჩვენთვის და მე მჯერა, რომ მივიღებთ მათ, როცა საბურველის მიღმა აღმოვჩნდებით, ჩვენს მომავალ ცხოვრებაში. ასე რომ, ჩვენ ამჟამად ძალიან შეზღუდულ სივრცეში ვიმყოფებით და ამ შეზღუდულ სივრცეში არ არის სასარგებლო ჩვენთვის, ვეცადოთ, შევადაროთ გავლილი უბედურება ან ამჟამინდელი დალოცვები.
„ჩვენ გვახსოვს, როცა ადამმა და ევამ დატოვეს ედემის ბაღი, ერთ-ერთი რამ, რასთანაც შეხება მოუწიათ, იყო ეკლები და ჩვენც შეგვხვდება ისინი ცხოვრებაში. მაგრამ შეგვიძლია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ყოველივე ამის დაძლევა შესაძლებელია, რის წინაშეც არ უნდა აღმოვჩნდეთ. უფალი გვეუბნება, რომ გზად გასაჭირი გვექნება და იგი იმასაც ამბობს, რომ ტანჯვა ჩვენს სარგებელს მიეძღვნება. ახლა ზოგჯერ წლების მანძილზე გვიწევს ამის ლოდინი, მაგრამ საბოლოო ჯამში შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მარადიული ცხოვრების დაპირებები ყველასთვისაა. ყველა თანაბარ ჯილდოს მიიღებს თავისი ერთგულებისთვის. თუ თქვენ ბოლომდე გაძლებთ, დალოცვილნი იქნებით. შეიძლება, დღეს, ხვალ და ერთი თვის შემდეგ ამის ატანა ძნელი იყოს, მაგრამ ეს ყოველთვის არ იქნება ძნელი. თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, როცა გამოავლენთ რწმენას იესო ქრისტეში და მის გამოსყიდვაში.
„ზოგჯერ ისეთი სირთულეებისა და გამოცდების წინაშე დავდგებით, რომ ვიფიქრებთ: ამის ატანა შეუძლებელია. მაგრამ იგი გვეტყვის: „მიუხედავად ამისა, გამხნევდით, რადგან წინ წაგიძღვებით“. ეს უფლის დაპირებაა. იყავი კარგ განწყობაზე. უბედურების დროსაც კი გამხნევდით, რადგან წინ წაგიძღვებით. და მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე წინ წაგიძღვებათ ნებისმიერი გასაჭირის ჟამს“ (გარი ე. სტივენსონი, „ერთგულებს დალოცვებზე უარი არ ეთქმით’, ChurchofJesusChrist.org).