„ღმერთს ვუყვარვარ“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები ( 2020)
„ღმერთს ვუყვარვარ“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები
ღმერთს ვუყვარვარ?
ღმერთს სრულად უყვარხართ
პრეზიდენტი დიტერ ფ. უხტდორფი ასე აღწერს ღვთის სიყვარულს:
„ღმერთი არ უყურებს გარეგნობას. მე მწამს, რომ მას არ აინტერესებს, ვცხოვრობთ ჩვენ სასახლეში თუ ქოხში, ლამაზი გარეგნობა გვაქვს თუ უბრალო, ვართ განთქმულნი თუ ყველასგან მივიწყებულნი. მიუხედავად იმისა, რომ დასრულებულნი არ ვართ, ღმერთს სრულად ვუყვარვართ. მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილნი ვართ, მას სრულყოფილად ვუყვარვართ. გინდაც თავს დაკარგულად ვგრძნობდეთ და არ გვქონდეს კომპასი, ღვთის სიყვარული სრულად მოგვიცავს.
„ჩვენ მას ვუყვარვართ, რადგან იგი აღვსილია წმინდა, სუფთა, აუღწერელი სიყვარულით. ჩვენ მნიშვნელოვანი ვართ ღმერთისთვის არა ჩვენი მიღწევების გამო, არამედ იმიტომ, რომ მისი შვილები ვართ. მას ყოველი ჩვენგანი უყვარს“ (“ღვთის სიყვარული“ Liahona, May 2009, 22-23.)
ღმერთს ყველანი ვუყვარვართ. მას უყვარს სხვადსხვა მრწამსის ადამიანებიც და ისინიც, რომლებსაც მრწამსი არ აქვთ. მას უყვარს ისინი, ვინც იტანჯებიან. მას ერთნაირად უყვარს მდიდრები და ღარიბები. მას უყვარს ყოველი რასისა და კულტურის ადამიანები, დაქორწინებულები თუ დასაქორწინებლები, ასევე ისინი, ვინც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდიან ლტოლვას ან თავს თვლიან გეად, ლესბოსელად ან ბისექსუალად. და ღმერთი ელის ჩვენგან, რომ მის მაგალითს მივბაძავთ.
ღმერთმა თავისი ძე თქვენთვის შესწირა.
„რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16).
არაფერი ისე სრულად არ ავლენს ღვთის სიყვარულის სიღრმეს, როგორც მისი მზაობა, შესწიროს თავისი ძე, რათა ჩვენ, მისმა შვილებმა, შევძლოთ სიკვდილის დაძლევა და მივიღოთ მარადიული ცხოვრება.
არაფერი არ გამოხატავს იმაზე კარგად იესო ქრისტეს სიყვარულს, ვიდრე მისი სურვილი, გაიღოს საკუთარი სიცოცხლე კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად, ყოველივე ტანჯვისა და უსამართლობის დასაფარად და სიკვდილის მარწუხებისგან გასანთავისუფლებლად (იხ. ალმა 7:11-13).