საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
როგორ უნდა ვესაუბრო მშობლებს ან ეპისკოპოსს საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვის შესახებ?


„როგორ უნდა ვესაუბრო მშობლებს ან ეპისკოპოსს საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვის შესახებ“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები ( 2020)

„როგორ უნდა ვესაუბრო მშობლებს ან ეპისკოპოსს საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვის შესახებ“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები

როგორ უნდა ვესაუბრო მშობლებს ან ეპისკოპოსს საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვის შესახებ?

რამდენიმე სასარგებლო რჩევა

  • თუ თავს კომფორტულად გრძნობთ, რომ დაელაპარაკოთ მშობელს, ოჯახის სხვა წევრს, მეგობარს ან ეკლესიის ხელმძღვანელს, გაუზიარეთ მათ თქვენი გრძნობები. დაეხმარეთ მათ, გაიგონ, რას გადიხართ, რათა მათ გაგიწიონ შესაბამისი დახმარება.

  • თუ მათ არ ესმით, რას ნიშნავს ეს მდგომარეობა, სთხოვეთ, წაიკითხონ ეკლესიის მიერ განთავსებული მასალები საკუთარი სქესის მქონე ადამიანების მიმართ ლტოლვის შესახებ განყოფილებაში სიცოცხლის მხარდასაჭერად და თვითუზრუნველყოფისთვის ან სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაციაში ეკლესიის საიტზე (კარგი მასალებია საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ოჯახი და მეგობრები ან საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები, ChurchofJesusChrist.org). ამ საუბრის დაწყება ალბათ იოლი არ იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია დიალოგის დაწყება.

  • იყავით მომთმენნი თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანების მიმართ და გახსოვდეთ: თქვენ ერთად სწავლობთ. თუ თქვენს საყვარელ ადამიანებს უჭირთ თქვენი გაგება ან მხარდაჭერა, შესაძლოა მათ თქვენი დახმარება დასჭირდეთ.

  • მოექეცით თქვენს მშობლებს და ხელმძღვანელებს ისეთივე სიკეთითა და პატივისცემით, როგორიც მათგან გსურთ, მიიღოთ. საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვაზე მასალები როგორიცაა საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ინფორმაცია განყოფილებაში სიცოცხლის დასახმარებლად და თვითუზრუნველყოფისთვის, საიტზე(ChurchofJesusChrist.org), დადებულია იმისთვის, რომ დაეხმაროს ყველას, უკეთ გაიგონ საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა სახარების გადასახედიდან.