საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
რატომ არ პასუხობს ღმერთი ჩემს ლოცვებს?


„რატომ არ პასუხობს ღმერთი ჩემს ლოცვებს“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები ( 2020)

„რატომ არ პასუხობს ღმერთი ჩემს ლოცვებს“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები

რატომ არ პასუხობს ღმერთი ჩემს ლოცვებს?

ღმერთს ესმის თქვენი ლოცვები

ზოგჯერ ცხოვრება უსამართლოდ გეჩვენებათ. შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ ჩვენი გულწრფელი ლოცვები პასუხის გარეშე რჩება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ უარი გვეთქვა შესაძლებლობების სისრულეზე და ღმერთის საბოლოო კურთხევებზე. მაგრამ არცერთი გულწრფელი ლოცვა არ რჩება მოსმენის გარეშე. ღმერთი აღასრულებს ყოველ დაპირებას. მის ერთგულ და მორჩილ შვილებს არცერთ კურთხევაზე არ ეტყვიან უარს. ჩვენი ღვთიური პოტენციალია ვიცხოვროთ, როგორც მარადიული ოჯახი და დავემსგავსოთ ჩვენს ზეციურ მშობლებს.

ზოგჯერ ჩვენი ეჭვი, შიში და გულგატეხილობა გვთრგუნავს. ცხოვრებამ შეიძლება დაგვისვას რთული კითხვები და სერიოზული წინააღმდეგობების წინაშე დაგვაყენოს. იქონიო რწმენა იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაქვს, მაგრამ როცა რწმენას ეჭვზე ზემოთ აყენებ შენ ამით აკეთებ არჩევანს, ენდო ღმერთს. ჩვენ ვირჩევთ, ვენდოთ მის გეგმასა და განრიგს, მაშინაც კი, როცა ჩვენი მიწიერი გამოცდილების ზოგი ნაწილი ამჟამად აზრს მოკლებული გვეჩვენება. როცა ღმერთს ვენდობით და მოთმინებას ვავლენთ, რათა ყოველდღე გავაძლიეროთ რწმენა, საბოლოო ჯამში ჩვენ ყველაფერს ნათლად ვიხილავთ. (იხილეთ 1 კორინთელთა 13:12).

ნათლად დანახვა არ არის ერთჯერადი მოვლენა. ეს პროცესია. ჩვენ უფრო ნათლად ვხედავთ ყველაფერს, როცა ვამჟღავნებთ პოტენციალს როგორც ღვთის შვილები. რა პოტენციალი გვაქვს? თუ საუკეთესოდ ვცდილობთ მის მცნებების დაცვას, იგი გვპირდება მარადიულ სიხარულს - ჭეშმარიტ, ხანგრძლივ სიხარულს.