საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
ვინ ვარ?


„ვინ ვარ“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: პიროვნებები ( 2020)

„ვინ ვარ“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: პიროვნებები

ვინ ვარ?

თქვენ ღვთის შვილი ხართ

თქვენ მიერ საკუთარი თავის აღქმა შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ყველაზე მთავარი და პირველი არის ის, რომ თქვენ ღვთის საყვარელი შვილი ხართ. იგი თქვენი სულის მამაა (იხ. რიცხვნი 16:22; 27:16; Hebrews 12:9).

მიწიერ ცხოვრებაში შეიძლება უამრავი იარლიყი მიგვაწებონ ან ჩვენ თვითონ მივიწებოთ იარლიყი. ზოგი იარლიყი შეიძლება აღწერდეს ცხოვრების კონკრეტულ ეტაპს ან კუთვნილებას, სხვა იარლიყები შესაძლოა გადმოსცემდნენ ფიზიკურ დახასიათებას, როგორიცაა „მაღალი“, „დაბალი“, „ბრიუნეტი“, „მელოტი“ ან „წითური“.

იარლიყებს გარკვეული ძალა აქვს. პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა აღწერა საკუთარი გამოცდილება იარლიყების ძალასთან დაკავშირებით.

„ზოგჯერ ქალაქები და ერები ატარებენ საიდენტიფიკაციო იარლიყებს. ასე იყო ცივ და ძალიან ძველ ქალაქში აღმოსავლეთ კანადაში. მისიონერებმა შეარქვეს მას „ქვის კინგსტონი“. ექვსი წლის განმავლობაში ეკლესიას შემოემატა მხოლოდ ერთი წევრი, მიუხედავად იმისა, რომ იქ გამუდმებით მისიონერები იმყოფებოდნენ. არავინ არ ინათლებოდა კინგსტონში. …

იმ დროს, როცა ვლოცულობდი და ვფიქრობდი ამ დილემაზე, რამეთუ მე, როგორც იმ დროს მისიის პრეზიდენტს, მევალებოდა, მელოცა და მეფიქრა მსგავს მოვლენებზე, ჩემმა მეუღლემ მიპოვა ერთი ამონარიდი წიგნიდან ბავშვის ისტორია წინასწარმეტყველ ბრიგამ იანგის შესახებ, რომლის ავტორია დეტა პეტერსენ ნილი (სოლთ ლეიქ სითი: დეზერეტ ნიუს პრეს, 1969, გვ. 36). მან ხმამაღლა წაიკითხა, რომ ბრიგამ იანგი ონტარიოში, კინგსტონში, ცივ და თოვლიან დღეს ჩამოვიდა. მან იქ დაახლოებით ოცდაათი დღე იმუშავა და ორმოცდახუთი სული მონათლა. ეს იყო პასუხი. თუ მისიონერმა ბრიგამ იანგმა ეს მოიმკა, დღევანდელ მისიონერებსაც შეეძლოთ ეს.

„ახსნის გარეშე მე გამოვითხოვე მისიონერები კინგსტონიდან, რათა დამერღვია მარცხის წრე. შემდეგ ფრთხილად ითქვა სიტყვა: „მალე მისიონერული სამსახურისთვის ახალი ქალაქი გაიხსნება; ეს იქნება ქალაქი, რომელშიც ბრიგამ იანგი ქადაგებდა და სადაც ოცდაათ დღეში ორმოცდახუთი ადამიანი მონათლა“. მისიონერები ცდილობდნენ, გამოეცნოთ ეს ქალაქი. თავიანთ ყოველკვირეულ წერილებში ისინი იხვეწებოდნენ ამ შან-გრილაში დავალებით გაგზავნას. მეტი დრო გადიოდა. შემდეგ ოთხი საგანგებოდ შერჩეული მისიონერი - ორი ახალი და ორი გამოცდილი - შეირჩა ამ თავგადასავლისთვის. პატარა მრევლის წევრები დაპირდნენ მათ თავიანთ მხარდაჭერას. მისიონერებმა კი სასიცოცხლო ფიცი დადეს. უფალმა ორივე მიიღო.

„სამი თვის მანძილზე კინგსტონი გახდა ყველაზე შედეგიანი ქალაქი კანადის მისიაში. კირის ნაცრისფერი სახლები ისევ იქ იყო, ქალაქს იერი არ შეცვლია, მოსახლეობაც იგივე იყო. შეიცვალა მხოლოდ დამოკიდებულება. ეჭვის იარლიყი შეიცვალა რწმენის იარლიყად“ (იარლიყები,” Ensign, Nov. 1983, 19–20).

ჩვენი დამახასიათებლების ასპექტები იცვლება ცხოვრების განმავლობაში. ჩვენი გადასვლა ახალგაზრდა მდგომარეობიდან მოხუცებულობაში გარდაუვალია. შეიძლება შეიცვალოს ჩვენი შეხედულებები და ამ შეხედულებებთან ერთად შეიძლება შეიცვალოს ჩვენი წრე.

ჩვენი იდენტურობა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არსებობს ერთი უცვლელი ასპექტი: ჩვენ მუდამ ღვთის შვილები ვიქნებით.

იდენტიფიცირება და იარლიყები

ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ საკუთარი თავისთვის იარლიყების მიწებებაში. იარლიყები უნდა გამოიყენოთ ფრთხილად, სულიწმინდის კარნახით. იარლიყი მოქმედებს ჩვენს თვითშეფასებაზე და იმაზე, სხვები როგორ გვექცევიან; მათ შეუძლია, გააფართოვონ ან შეზღუდონ ჩვენი შესაძლებლობა, მივყვეთ ღვთის გეგმას ჩვენი ბედნიერებისთვის. იარლიყებს შეუძლია, იმოქმედონ ჩვენს მიზნებზე, იდენტიფიცირებაზე და ადამიანებზე, რომლებსაც მეგობრებს ვეძახით. თუ იარლიყები ჩვენი მარადიული წინსვლის გზაზე გვაბრკოლებს, ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ ისინი. პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა აგვიხსნა:

„ვფიქრობ, არ ვცდები, როცა ვამბობ, რომ ზოგიერთი ადამიანი განიხილავს საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვას როგორც მათი არსებობის განსაზღვრელ ფაქტს. ჩვენ თავად ვირჩევთ საკუთარი თავის დამახასიათებელ თვისებებს; ამ არჩევანს არავინ არ გვახვევს თავზე.

„ჩვენი საბოლოო განსაზღვრელი ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ყველანი ზეციური მშობლების შვილები ვართ, რომლებიც დავიბადეთ დედამიწაზე გარკვეული მიზნით და ღვთიური დანიშნულებით. როდესაც რომელიმე სხვა ცნება, რაც არ უნდა იყოს ის, ხელს უშლის ამ საბოლოო განმსაზღვრელ ფაქტს, ეს დამანგრეველია და არასწორ გზაზე მიგვიყვანს“ (ინტერვიუ დალინ ჰ. ოუქსთან და უხუცეს ლენს ბ. უიქმენთან: „საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა“ [2006]).

თუ საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდით ლტოლვას თქვენ შეგიძლიათ, აირჩიოთ საკუთარი თავის ასაღწერად სექსუალური ორიენტირების აღსანიშნავი იარლიყი ან უარი თქვათ მასზე. საკუთარი თავის იდენტიფიცირება გეად ან ლესბოსელად არ ეწინააღმდეგება ეკლესიის პოლიტიკას ან დოქტრინას; თუმცა, შესაძლოა ჰქონდეს არასასურველი შედეგი სხვების მხრიდან საქციელში. ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევარს არასოდეს არ ექნება გამართლება, თუ არ გიჩვენებთ გულს მხოლოდ თქვენი იდენტიფიცირების გამო.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა შეგვახსენა: „ერთ დღეს მოგიწევთ, გასცეთ პასუხი კითხვას, აიღეთ თუ არა საკუთარ თავზე ქრისტეს სახელი და თუ იყავით ერთგული ამ აღთქმის“ („იდენტიფიცირება, პრიორიტეტი და კურთხევები“, ენზაინი, აგვისტო, 2001 წ. გვ.10).

როგორც პავლე მოციქულმა გამოხატა ეს: „ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით. უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“ (გალატელთა 3:27-28).

ერთ დღეს, ამ მოკლე მოგზაურობის ბოლოს, ჩვენ დავბრუნდებით ჩვენი ზეციური მშობლების გარემოცვაში. ერთ დღეს, ყველა სხვა იარლიყი შთაინთქება ჩვენს მარადიულ იდენტიფიცირებაში - ღვთის შვილები.