მხსნელს მართლა ესმის, რას გავდივარ? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები ( 2020)
„მხსნელს მართლა ესმის, რას გავდივარ“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები
მხსნელს მართლა ესმის, რას გავდივარ?
მხსნელს ესმის ჩემი
უყურეთ უხუცეს ჰოლანდის ვიდეოს „მხსნელს ესმის ჩემი“.
მხსნელს აქვს ღვთიური თანაგრძნობის გრძნობა.
მხსნელს არაჩვეულებრივად ესმის ჩვენი უნიკალური ვითარება. ჩვენი წვდომა, როგორც მოკვდავი ადამიანებისა, შეზღუდულია. ჩვენ შეგვიძლია, განვაცხადოთ ნეფისთან ერთად: „ვიცი, რომ მას უყვარს თავისი შვილები; მიუხედავად ამისა, [ჩვენ] არ ვიცი[თ] ყველაფრის არსი. (1 ნეფი 11:17).
პირადი ცხოვრებისთვის პასუხებისა და მითითებებისთვის ძებნისას შეგიძლიათ, ენდოთ ღმერთსა და ძალას, რომელიც დაიმკვიდრეთ იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით. რადგან იესო ქრისტემ აიღო საკუთარ თავზე სამყაროს ცოდვები, მან ასევე აიტანა ყოველი ტკივილი და ტანჯვა, რომლის ატანაც ნებისმიერ ადამიანს მოუწევდა.
ვინაიდან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ. ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი“ (1 კორინთელთა 13:12).
და ის ივლის, აიტანს რა ყველანაირ ტკივილსა და ტანჯვას და ცდუნებას; და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ აღსრულდეს სიტყვა, რომელიც ამბობს: ის აიღებს თავის თავზე საკუთარი ხალხის ტკივილსა და ავადმყოფობას“ (ალმა 7:11).