„ეხება უმანკოების კანონი მათ, ვინც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდიან ლტოლვას“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები ( 2020)
„ეხება უმანკოების კანონი მათ, ვინც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდიან ლტოლვას“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები
ეხება უმანკოების კანონი მათ, ვინც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდიან ლტოლვას?
უმანკოება ყველას ეხება
სქესობრივი სიწმინდე არის ჩვენი ბედნიერებისთვის ღვთის გეგმის აუცილებელი ნაწილი. პირველმა პრეზიდენტობამ და თორმეტ მოციქულთა ქვორუმმა განაცხადეს:
„პირველი მცნება, რომელიც ღმერთმა ადამს და ევას მისცა, იყო შესაძლებლობა იმისა, რომ ისინი, როგორც ცოლი და ქმარი, გამხდარიყვნენ მშობლები. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ღმერთის მცნება მისი შვილებისათვის: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, კვლავ ძალაშია. ჩვენ ასევე ვაცხადებთ, რომ ღმერთის ბრძანებით გამრავლების წმინდა ძალა უნდა გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ მამაკაცსა და ქალს შორის, რომლებიც არიან კანონიერად დაქორწინებული, როგორც ცოლი და ქმარი“ (“ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს”).
„უფლის უმანკოების კანონია:
-
ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავება ქალსა და მამაკაცს შორის ღვთის კანონის თანახმად.
-
ქორწინებაში ერთგულება“ („უმანკოება და ერთგულება,” ზოგადი სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია, 38.6.5).
ქალისა და მამაკაცს შორის ქორწინების ამ შინაარსით სქესობრივი ურთიერთობა ხდება ცოლ-ქმრული ურთიერთობის კავშირის მნიშვნელოვანი ასპექტი. მაგრამ, თუ ჩვენ უფლის მიერ დაწესებული საზღვრების მიღმა ვამჟღავნებთ სექსუალურობას, ჩვენ არა მხოლოდ სიკეთის არჩევანს ვაყენებთ რისკის ქვეშ არამედ უარს ვამბობთ უფლის მიერ დაწესებულ მაგალითზე მარადიული ბედნიერებისთვის.
პრეზიდეტნმა დალინ ჰ. ოუქსმა აგვიხსნა:: „მიწიერი სიცოცხლის შექმნის ძალა არის ყველაზე ამაღლებული, რაც ღმერთმა უბოძა თავის შვილებს. მისი გამოყენება აღწერილი იყო პირველ მცნებაში, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი მცნება მოგვეცა მისი უკუგამოყენების საწინააღმდეგოდ. აქცენტი, რომელსაც ვაკეთებთ უმანკოების კანონზე, შეიძლება ავხსნათ ღვთის გეგმის შესრულებისთვის შექმნის ძალის დანიშნულების ჩვენი წვდომით. …
„ქორწინების მიღმა ამ შექმნის ძალის გამოყენება ასე თუ ისე წარმოადგენს ცოდვას და ქალისა და მამაკაცის ყველაზე ღვთიური თვისების დამახინჯებას“. (ბედნიერების დიადი გეგმა,” Ensign, Nov. 1993, 74).
უმანკოება და პორნოგრაფია
„რადგან როგორც ის ფიქრობს თავის სულში, ისეთია იგი“ (იგავები 23:7).
„ეკლესია გმობს პორნოგრაფიის ნებისმიერ ფორმას. ნებისმიერი სახის პორნოგრაფია ანგრევს პიროვნების ცხოვრებას, ოჯახსა და საზოგადოებას. იგი ასევე განდევნის უფლის სულს. ეკლესიის წევრები თავს უნდა არიდებდნენ პორნოგრაფიის ნებისმიერ მასალას და წინააღმდეგობას უნდა უწევდენ მის გამოცემას, გავრცელებასა და გამოყენებას“ („პორნოგრაფია“, ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 38.6.11).
აშკარა სექსუალური სახის გამოსახულებების დათვალიერება, თუნდაც ცნობის მოყვარეობს გამო, ასევე ღვთის მცნებების დარღვევაა. სექსუალური სტიმულირება ძლიერ ეფექტს ახდენს ჩვენზე. გამოსახულებების დათვალიერება ან თუნდაც სექსუალურ გამოვლენაზე ფიქრი სიამოვნების შეგრძნებასა და სურვილებს გვიღვივებს. ამ სტიმულირების წახალისებით პორნოგრაფია კლავს ჩვენს მგრძნობიარობას ღვთის მორალური კანონის მიმართ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს სულიწმინდას შეურაცხყოფს და ტოვებს პიროვნებას სულიწმინდის მითითებებისა და დაცვის გარეშე.
ეკლესია სთავაზობს ეპისკოპოსებსა და პალოს პრეზიდენტებს შემდეგ მასალებს პორნოგრაფიაში ჩართულ წევრთათვის რჩევის მისაცემად:
-
დახმარება ჩემთვის, ChurchofJesusChrist.org
-
რჩევის მისაცემი მასალები, ChurchofJesusChrist.org
-
მავნე ჩვევებისგან განთავისუფლების პროგრამა, ChurchofJesusChrist.org
-
დაე, მუდამ სათნოებით იყოს შემკობილი შენი ფიქრები (ბუკლეტი)
როცა ვიყენებთ ჩვენს თავისუფალ არჩევანს, რათა ვიცხოვროთ ღვთის კანონის მიხედვით, ჩვენი სული იზრდება და ძლიერდება. თუ ჩვენ სულიერად დავსუსტდით - რაც პერიოდულად გვემართება, ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე, ჩვენს გვერდით არის. მონანიების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, დავუბრუნდეთ თვითდაუფლების ცხოვრებას.
მონანიება
ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც არღვევენ უმანკოების კანონს, შეუძლიათ, მონანიების მეშვეობით შეურიგდნენ ღმერთს.
როგორც უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა გვასწავლა:
„ზოგიერთმა თქვენგანმა, ვინც მიიღებს ამ გზავნილს, უნდა მოინანიოს სექსუალური ან სხვა სახის ცოდვა. მხსნელს ხშირად მოიხსენიებენ როგორც დიად მკურნალს და ამ წოდებას აქვს როგორც სიმბოლური ისე პირდაპირი მნიშვნელობა. ყოველ ჩვენგანს ჰქონია ჭრილობის ან ფიზიკური დაზიანების გამო გამოწვეული ტკივილი. როცა ტკივილს ვგრძნობთ, ჩვენ, როგორც წესი, ვეძიებთ შვებას და მადლიერნი ვართ წამლისთვის ან მკურნალობისთვის, რომელიც ტანჯვას შეგვიმსუბუქებს. შეხედეთ ცოდვას როგორც სულიერ ჭრილობას, რომელიც იწვევს დანაშაულის გრძნობას ან როგორც ალმამ აუხსნა თავის შვილს, კორიანტონს, „სინდისის ქეჯნა“ (ალმა 42:18). დანაშაულის გრძნობა ჩვენი სულისთვის იგივეა, რაც სხეულისთვის ტკივილი - საშიშროების შესახებ გაფრთხილება და დამატებითი ზიანისგან თავის დაცვა. მხსნელის გამოსყიდვისგან მოედინება სამკურნალო ბალზამი, რომელსაც შეუძლია ჩვენი სულიერი ჭრილობების მოშუშება და დანაშაულის გრძნობის მოშორება. თუმცა, ამ ბალზამის გამოყენება შესაძლოა მხოლოდ უფალში რწმენის მეშვეობით, მონანიებითა და მორჩილებით. გულწრფელი მონანიების შედეგია სუფთა ნამუსი, ნუგეში, სულიერი განკურნება და განახლება“ (გვწამს უმანკოება“, Liahona, May 2013, 44).
მონანიება მოითხოვს გულის შეცვლას. მონანიების ძვირფასი ძღვენი და მიტევება შესაძლებელი ხდება იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით. მათ შეუძლიათ, ყველაფერი გადაასუფთავონ და გააძლიერონ ჩვენი შესაძლებლობა, გავაკეთოთ კარგი არჩევანი.