საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
რა არის იესო ქრისტეს სახარება და როგორ მეხმარება იგი მე?


რა არის იესო ქრისტეს სახარება და როგორ მეხმარება იგი მე? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები ( 2020)

„რა არის იესო ქრისტეს სახარება და როგორ მეხმარება იგი მე“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები

რა არის იესო ქრისტეს სახარება და როგორ მეხმარება იგი მე?

რისთვის გვჭირდება იესო ქრისტეს გამოსყიდვა

ყოველი ადამიანი, როგორც ადამისა და ევას შთამომავალი, მემკვიდრეობით იღებს დაცემის შედეგს. ჩვენს დაცემულ მდგომარეობაში ჩვენ ვხდებით ცდუნებისა და წინააღმდეგობის საგანი. როცა ცდუნებას ვერ ვუძლებთ, ჩვენ უცხონი ვხდებით ღმერთისთვის და თუ ვაგრძელებთ ცოდვის ჩადენას, ჩვენ ვკარგავთ სულიწმინდის გავლენასა და თანამგზავრობას ჩვენს ცხოვრებაში.

ჩვენი ხსნისთვის ერთადერთი გზა რჩება - ვინმემ უნდა გადაგვარჩინოს. ჩვენ გვჭირდება ვინმე, ვინც სამართალის მოთხოვნას დააკმაყოფილებს - ჩვენ მაგივრად აიღებს დაცემის ტვირთს და გადაიხდის ჩვენი ცოდვების საფასურს. იესო ქრისტე ყოველთვის იყო ერთადერთი, ვისაც შეეძლო მსგავსი მსხვერპლის გაღება.

დედამიწის შექმნამდე მხსნელი იყო ჩვენი ერთადერთი იმედი „მშვიდობ[ი]ს ამასოფელში და მარადიულ[ი] სიცოცხლ[ი]ს იმქვეყნად“ (მოძღვრება და აღთქმები 59:23).

იესო ქრისტეს სამკურნალო და გამაძლიერებელი ძალა

„ჩვენი მხსნელის გამოსყიდვა იმაზე გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე საერთო აღდგომის მეშვეობით უკვდავების უზრუნველყოფა და მონანიებისა და ნათლობის მეშვეობით ცოდვებისგან განწმენდა. მისი გამოსყიდვა ასევე გვაძლევს საშუალებას, მივმართოთ მას, ვინც სრულად გამოსცადა ჩვენი მიწიერი სისუსტეები, რათა მოეცა ჩვენთვის მიწიერი ცხოვრების ტვირთის ზიდვის ძალა. მან იცის ჩვენი ტანჯვა და იგი ყოველთვის ჩვენთანაა. კარგი სამარიელის მსგავსად, როცა არ უნდა გვიპოვოს დაჭრილნი გზის პირას, იგი ჭრილობებს გადაგვიხვევს და იზრუნებს ჩვენზე (იხ. ლუკა 10:34). იესო ქრისტეს სამკურნალო და გამაძლიერებელი ძალა, ასევე მისი გამოსყიდვა ყველასთვისაა, ვინც მას ითხოვს“ (დალინ ჰ. ოუქსი, „იესო ქრისტეს გამოსყიდვით გაძლიერება“, ლიახონა, ნოემბერი, 2015 წ, გვ.64).

ეს ცხოვრება გვაძლევს იმის საშუალაებას, უფრო მეტად დავემსგავსოთ ჩვენს მამაზეციერს. როცა მივიღებთ ჩვენს მარადიულ დანიშნულებას, რომ ღვთის შვილები ვართ, ჩვენ ამით დავიწყებთ მუდმივი ზრდისა და გაუმჯობესების პროცესს. როგორც უხუცესი დევიდ ა. ბედნარი გვასწავლიდა:

„მიწიერი მოგზაურობა ნიშნავს, ცუდიდან კარგისკენ, შემდეგ საუკეთესოსკენ სიარულს, რათა ჩვენი ბუნება შეიცვალოს. მორმონის წიგნში მოწაფეებისა და წინასწარმეტყველების უამრავი მაგალითია, რომლებმაც იცოდნენ, ესმოდათ და შეიცვალნენ იმით, რომ თავიანთ ცხოვრებაში გამოსყიდვის ძალას მისცეს გზა. რაც უფრო მეტად გავიაზრებთ ამ წმინდა ძალას, მით უფრო გაღრმავდება და გამდიდრდება ჩვენი სახარების ხედვა. ასეთი ხედვით კი ჩვენ არნახულად შევიცვლებით. …

„…როცა მე და თქვენ ჩავწვდებით გამოსყიდვის ძალას და დავტკბებით მისით ჩვენს პირად ცხოვრებაში, ჩვენ ვილოცებთ და ვეძიებთ ძალას, შევცვალოთ ჩვენი ვითარება იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ვილოცოთ იმისთვის, რომ ჩვენი ვითარება შეიცვალოს. ჩვენ გავხდებით მოქმედი ძალა და არა ძალა, რომელზეც მოქმედებენ 2 ნეფი 2:14)” (“გამოსყიდვა და მიწიერი მოგზაურობა,” Liahona, Apr. 2012, 15–16).

გულის შეცვლა

როცა ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს, ძალას მივწვდებით, რათა გაგვაძლიეროს და განგვკურნოს, იგი შეძლებს ჩვენი გულების შეცვლას.

უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა, თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან, გაგვიზიარა შემდეგი ამბავი:

„მე ვსაუბრობ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც მისიაში ღირსეულად წავიდა, მაგრამ თავისი ნებით სახლში ადრე დაბრუნდა საკუთარი სქესის ადამიანების ლტოლვისა და გარკვეული ტრავმის გამო. იგი მაინც ღირსეული იყო, მაგრამ მისმა რწმენამ კრიზისულ ზღვარს მიაღწია, მისი ემოციური ტვირთი კიდევ უფრო დამძიმდა და სულიერი ტკივილი უფრო და უფრო გამძაფრდა. იგი ხან ტკივილს, ხან წყრომას, ხან მარტოობას განიცდიდა.

„მისი მისიის პრეზიდენტი, პალოს პრეზიდენტი, ეპისკოპოსი - უამრავ საათს ატარებდნენ მის ძიებაში. ისინი მის გამო ქვითინებდნენ, ლოცავდნენ მას ყოველთვის, როცა მასთან შეეძლოთ კონტაქტის დამყარება, მაგრამ მისი ტკივილის დიდი ნაწილი იმდენად პირადული იყო, რომ იგი მას ყველას უმალავდა. მოსიყვარულე მამა ამ მონათხრობიდან მთელი სულით ცდილობდა შვილის დახმარებას, მაგრამ სამსახურის გამო იძულებული იყო, შვილი დედასთან დაეტოვებინა მაშინ, როცა მისი სული გრძელი ღამეების სიბნელეში იძირებოდა. დღე და ღამე, თავიდან კვირების განმავლობაში, შემდეგ თვეების, რომლებიც წლებში გადაიზარდა, ისინი ერთად ეძიებდნენ განკურნებას. მწარე პერიოდების განმავლობაში (ძირითადად მისივე, ზოგჯერ მისი დედის) და გაუთავებელი შიშის (მეტწილად დედის, ზოგჯერ კი შვილის), დედა მოწმობდა - აი ეს მშვენიერი, მძიმე სიტყვა, დიახ, იგი მოწმობდა შვილისთვის, ღვთის ძალის, მისი ეკლესიის, განსაკუთრებით კი მისი სიყვარულის შესახებ. იმავდროულად იგი მოწმობდა შვილისადმი საკუთარი უკომპრომისო, უკვდავი სიყვარულის შესახებ. იმისთვის, რომ მისი არსებობის ეს ორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სვეტი - იესო ქრისტეს სახარება და მისი ოჯახი, ერთად მოექცია, იგი განუწყვეტლად ლოცვაში იშიშვლებდა სულს. იგი მარხულობდა და ტიროდა, ტიროდა და მარხულობდა და შემდეგ უსმენდა შვილს, რომელიც გამუდმებით უყვებოდა, როგორი გულგატეხილი იყო. ასე ატარებდა იგი მას - ამჯერად არა ცხრა თვის განმავლობაში. ამჯერად მას ეგონა, რომ შვილის სასოწარკვეთლებით შელახულ ლანდშაფტზე შრომა უსასრულოდ გაგრძელდებოდა.

„მაგრამ ღმერთის წყალობით, დედის სიმტკიცითა და ეკლესიის ხელმძღვანელების, მეგობრების, ოჯახის წევრებისა და პროფესიონალების დახმარებით ამ შეუპოვარმა დედამ იხილა შვილის დაბრუნება აღთქმულ მიწაზე. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი კურთხევა არ მოდის ან ჯერ არ მისულა ყოველ მშობელთან, რომელიც იტანჯება შვილების სხვადასხვა მდგომარეობის გამო, მაგრამ აქ იმედი იყო. და უნდა ვთქვა, რომ ამ ვაჟის სექსუალური ორიენტაცია ჯადოსნურად არ შეცვლილა და არც არავინ არ ელოდებოდა ამას. მაგრამ ნელ-ნელა მისი გული შეიცვალა“ („აი დედაშენი“, ლიახონა, ნოემბერი, 2015 წ, გვ.49).