საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
როგორ გავიგო, რომ გეი ვარ?


„როგორ გავიგო, რომ გეი ვარ“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები ( 2020)

„როგორ გავიგო, რომ გეი ვარ“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები

როგორ გავიგო, რომ გეი ვარ?

დასაფიქრებელი

თუ საკუთარ თავს ეკითხებით, ხართ თუ არა გეი, თქვენ ალბათ საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ გიგრძვნიათ ლტოლვა და გაინტერესებთ, როგორ ახსნათ ეს გრძნობები. სექსუალური სურვილები რთულია და მრავალი ფაქტორის გავლენის გამო იქმნება. თუ რომანტიკული, ემოციური ან სექსუალური მიზიდულობა გაწვდით სექსუალური ორიენტაციის სიგნალს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ავტომატურად უნდა იგულისხმოთ ეს, როგორც ფაქტი. სექსუალური სურვილი შეიძლება იყოს ცვალებადი. თუ ეჭვი გაგიჩნდათ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზეწოლის ქვეშ ან ნაუცბადევად უნდა გამოიტანოთ დასკვნა თქვენი სექსუალობის შესახებ.

სხვადასხვა ადამიანების სხვადასხვა სიტყვას სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ და სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება შეიცვალოს ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. თქვენთვის რას ნიშნავს სიტყვა გეი ? ეს გრძნობაა? იდენტიფიცირება? ცხოვრების სტილი? სიტყვა გეის გამოყენება იცვლებოდა საზოგადოებისა და კულტურის შეცვლის პარალელურად. როცა ვინმე ახდენს იდენტიფიცირებას როგორც გეი, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პიროვნება განიცდის ლტოლვას საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ თუმცა ირჩევს, არ მოიყვანოს ეს გრძნობები მოქმედებაში. ან შესაძლოა, ეს იარლიყი აღწერს იმას, როგორ ამჟღავნებთ თავს ემოციურად, ფიზიკურად, სექსუალურად ან პოლიტიკურად. თუ გაინტერესებთ, რას გულისხმობს პიროვნება, როდესაც აცხადებს:“მე გეი ვარ“, უბრალოდ ჰკითხეთ მას, რას გულისხმობს იგი.