„რა უნდა ვქნა, თუ დეპრესიაში ვარ, ვშფოთავ ან თვითმკვლელობის აზრები მაწუხებს“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები ( 2020)
„რა უნდა ვქნა, თუ დეპრესიაში ვარ, ვშფოთავ ან თვითმკვლელობის აზრები მაწუხებს“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები
რა უნდა ვქნა, თუ დეპრესიაში ვარ, ვშფოთავ ან თვითმკვლელობის აზრები მაწუხებს?
კრიზისის დროს დახმარება
გადადით “კრიზისში ხართ? ახლა ისაუბრეთ“ თვითმკვლელობის პრევენციისა და მზრუნველობის დამატებითი საშუალებები.
დეპრესია და თვითმკვლელობა
მათ, ვინც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ გრძნობენ ლტოლვას ან ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას როგორც გეი, დეპრესიისა ან თვითმკვლელობის რისკ-ჯგუფში მოხვედრის უფრო მაღალი შანსი აქვთ. დეპრესიაში მყოფმა ადამიანებმა ან მათ, ვინც თვითმკვლელობაზე ფიქრობენ, უნდა იცოდნენ, რომ ისინი უყვართ და უნდა გადაამისამართოთ კომპეტენტურ მენტალური ჯანმრთლობის სპეციალისტთან. თვითმკვლელობასთან დაკავშირებული დამატებითი მასალები, მაგ. თვითმკვლელობის აზრები, შეგიძლიათ იპოვოთ განყოფილებაში „სიცოცხლის გადასარჩენად და თვითუზრუნველყოფისთვის“ საიტზე ChurchofJesusChrist.org ან სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაციაში.
გრძნობები რეალურია
დეპრესიის გრძნობები რეალურია და ისინი შეიძლება იყოს დამთრგუნველი და გამომფიტავი. ხშირად პროფესიონალის კონსულტაცია და სამედიცინო დახმარების გაწევა ეხმარება ადამიანებს, გაუმკლავდნენ დეპრესიას. როცა დეპრესია თვითმკვლელობის აზრებში გადადის, აუცილებელია ვინმესთან საუბარი. თვითმკვლელობის რისკის ჯგუფის ადამიანები განიცდიან მნიშვნელოვან ფიზიკურ, მენტალურ ან ემოციიურ ტკივილს; ისინი ხშირად იზოლირებულები არიან; შეიძლება უიმედობას გრძნობენ მომავალთან დაკავშირებით. შეიძლება ისე იგრძნონ თავი, რომ მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფით დასრულდება ეს აუტანელი ტკივილი. ძალიან ხშირად თვითმკვლელობის აზრებს განიხილავენ, იაზრებენ და არაერთხელ უბრუნდებიან მათ, სანამ რამე მცდელობას მოიმოქმედებენ. ამ განხილვის პერიოდში ჩარევამ შესაძლოა სიცოცხლე გადაურჩინოს ადამიანს.
თვითმკვლელობის პრევენცია იწყება მაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობით. მაფრთხილებელი ნიშნების სია იხილეთ თვითმკვლელობის პრევენციის ამერიკული ფონდი.
გაესაუბრეთ ვინმეს, ვისაც ენდობით
თუ ისე მოხდა, რომ ვიღაც რისკის ჯგუფში აღმოჩნდა, საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ამ პიროვნებისთვის - დაელაპარაკოთ მას. შეიძლება ეს უხერხულად და თავხედურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დეპრესიაში მყოფ ადამიანებს ხშირად ესაჭიროება ვინმესთან საუბარი, ვინმე, ვინც დაეხმარება მათ გრძნობებისა და აზრების გააზრებაში. ეს საუბარი შეიძლება რთული აღმოჩნდეს, მაგრამ ეს აუცილებელია თვითმკვლელობისკენ წამყვანი იზოლაციისა და უიმედობის შეგრძნების შემცირებისთვის. თუ აღმოჩნდა, რომ პიროვნება უშუალოდ თვითმკვლელობის ჩადენის წინაშე დგას, დაუკავშირდით თვითმკვლელობის პრევენციის ეროვნულ ორგანიზაციას ტელეფონზე 1-800-273-TALK (8255)
მთავარია თანაგრძნობა
უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი თანაგრძნობით საუბრობს დეპრესიის დაძლევის გზებზე:
„რა ბრძოლასაც არ უნდა გადიოდეთ, ჩემო დებო და ძმებო - მენტალურს თუ ემოციურს, ფსიქიურს თუ რომელიმე სხვაგვარს, ნუ დაუჭერთ მხარს ფასდაუდებელი სიცოცხლის ხელყოფას მისი დასრულებით! გწამდეთ ღმერთი. დამკვიდრდით მის სიყვარულში. იცოდეთ, რომ დადგება დღე, როცა განთიადი გაანათებს და მიწიერი ცხოვრების ყოველი ჩრდილი გაიფანტება“. გინდაც „გატეხილ ჭურჭლად“ ვიგრძნოთ თავი, როგორც ეს მეფსალმუნემ თქვა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჭურჭელი ღვთიური მეთუნის ხელშია“ („გატეხილი ჭურჭლის მსგავსად“, ლიახონა, 2013 წ. ნოემერი, 42).