საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
ხსნის გეგმა ვრცელდება გეებზე?.


„ხსნის გეგმა ვრცელდება გეებზე“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები ( 2020)

„ხსნის გეგმა ვრცელდება გეებზე“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები

ხსნის გეგმა ვრცელდება გეებზე?

ღმერთს აქვს გეგმა თქვენი ბედნიერებისთვის

ღმერთის გეგმა არის სრულყოფილი, გინდაც მისი გეგმის ჩვენი ამჟამინდელი წვდომა არ იყოს სრულყოფილი. მხსნელი იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ იმედი და განკურნება, მიუხედავად ცხოვრების მრავალი გამოწვევებისა.

ღმერთს აქვს გეგმა თქვენი ბედნიერებისთვის. მან დედამიწაზე გამოგვაგზავნა, რათა გვესწავლა ჩვენს ირგვლივ არსებულ ვითარებაში. მან აქ გამოგვაგზავნა, რათა არჩევანი გაგვეკეთებინა.

ჩვენ ვცხოვრობდით ღმერთთან, სანამ დავიბადებოდით. ჩვენ ვიცნობდით მას, იგი კი ჩვენ გვიცნობს. მან იცის ჩვენი ძლიერი მხარე და სისუსტეები, ჩვენი ოცნებები და შიში. მიწიერი ცხოვრება ჩვენი ღმერთის შეცნობის მიზნით პირადი მოგზაურობაა. მან იცის ჩვენი დიდი პოტენციალი და ის, რანი შეიძლება გავხდეთ. ღმერთს ვუყვარვართ ყველაფერზე მეტად (იხ. 2 ნეფი 2:25).

შეიძლება, დაგვავიწყდეს ღმერთთან გატარებული დრო, მაგრამ მას არ დავვიწყებივართ. იგი მოიხმობს წინასწარმეტყველებს, რათა შეგვახსენოს, რატომ ვართ აქ და როგორ დავემსგავსოთ მას (იხ. ლუკა 11:49).

ჩვენ აქ კეთილგონივრული მიზნით ვიმყოფებით. ღმერთმა გამოგვაგზავნა ამ ადგილას, ამ დროის მონაკვეთში. მან იცოდა ჩვენი გამოწვევების შესახებ, იმ არჩევნის შესახებაც, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა. ღმერთი არცერთ თავის შვილს არ დააძალებს მისი კანონების დაცვას. მას სურს, საკუთარი თავისთვის გავაკეთოთ არჩევანი, რა ვითარებაშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, ვისწავლოთ ჩვენი გამოცდილებიდან და დავემსგავსოთ მას. მაგრამ ღმერთი არ გვაიძულებს, დავემორჩილოთ. (იხ. 2 ნეფი 2:16).

ჩვენ, როგორც ქრისტეს მიმდევრები, ვსწავლობთ, მოვუსმინოთ სულიწმინდას და ვიაროთ ქრისტეს ნათელში. ჩვენ შეგვიძლია, განვასხვავოთ კარგი და ცუდი იმ ფიზიკური მადისა და ცდუნების მიუხედავად, რომლებიც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ პრინციპებს. და სწორი არჩევნის გაკეთებით ჩვენ ვძლიერდებით. ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ საკუთარ თავს ვებრძვით, მაგრამ საპირისპიროს დაძლევა გეგმის ნაწილია და უნდა გვაძლიერებდეს. წინააღმდეგობა კომფორტული არ არის, მაგრამ აუცილებელია.

„ვინაიდან საჭიროა, რომ ყველაფერს ჰქონდეს საპირისპირო. ასე რომ არ ყოფილიყო, … არ აღსრულდებოდა სამართალი, არც სიბოროტე, არც სიწმინდე და არც უბედურება, არც კარგი და არც ცუდი“2 ნეფი 2:11).

როცა ვცოდავთ - ჩვენ კი ყვალანი ვცოდავთ - შეგვიძლია, მოვინანიოთ. მონანიების პროცესი გვეხმარება სულის განწმენდაში და ნებას გვრთავს, უფრო ახლოს მივიდეთ ღმერთთან. მონანიება დასჯა არ არის. ეს არის ძღვენი, რომელიც შეძენილ იქნა გეთსიმანიასა და გოლგოთაზე ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს, მიერ.

„მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი ჩვენი ურჯულოების გამო, ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ (ესაია 53:5–5).

ჩვენი მხსნელის მსხვერპლი, რომელსაც ვუწოდებთ იესო ქრისტეს გამოსყიდვას, იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი ცოდვების საფასური. ჩვენ შეგვიძლია, მივუბრუნდეთ მხსნელს ჩვენი გულის განკურნების მიზნით, ჩვენი სულის გასაძლიერებლად, სიმშვიდის მოსაპოვებლად. ჩვენ შეგვიძლია, მის ფერხთით დავდოთ ჩვენი ტვირთი და იგი მას აიღებს. იგი ჩვენი გამომსყიდველია. იგი გვიცნობს.

„და ის აიღებს თავის თავზე მათ უძლურებას, რათა მისი წიაღი მოწყალებით აღივსოს ხორციელისამებრ, რათა მან შეიცნოს ხორციელის შესაბამისად, თუ როგორ დაეხმაროს საკუთარ ხალხს მისივე უძლურების შესაბამისად“ (ალმა 7:12).