საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
მივეკუთვნები ეკლესიას როგორც მისი წევრი?


„მივეკუთვნები ეკლესიას როგორც მისი წევრი“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: პიროვნებები ( 2020)

„მივეკუთვნები ეკლესიას როგორც მისი წევრი“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები

მივეკუთვნები ეკლესიას როგორც მისი წევრი?

თქვენთვის არის ადგილი

უყურეთ უხუცეს კრისტოფერსონის ვიდეოს „არის ჩემთვის ადგილი?

ჩვენ გვჭირდებით

„ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და ვიზრუნეთ იმაზე, რომ უკეთ გავიგოთ საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვის შემთხვევები“. და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა პიროვნებები, რომლებიც გრძნობენ ასეთი ტიპის ლტოლვას და მათი ოჯახები კარგად მიიღონ და თავი აგრძნობინონ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის საერთაშორისო დიადი ოჯახის წევრებად.

„მე ახლა მივმართავ პირდაპირ ეკლესიის წევრებს, ვინც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდის ლტოლვას ან თავს თვლის გეად, ლესბოსელად ან ბისექსუალად. გვინდა იცოდეთ, რომ გვიყვარხართ. მოგესალმებით. გვსურს, ჩვენი მრევლის ნაწილი იყოთ. თქვენ ხართ დიდი ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რათა აღაშენოთ ღვთის სასუფეველი დედამიწაზე და ჩვენ ვაღიარებთ თქვენს ფასეულ წვლილს. თუ რომელიმე თქვენგანი არ არის დარწმუნებული ეკელესიის პოზიციაში ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ გიწვევთ, განიხილოთ [სიცოცხლის დახმარებისა და თვითუზრუნველყოფის] განყოფილებაში საიტზე ChurchofJesusChrist.org ან სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაციაში განთავსებული მასალები. ლოცვისეული განწყობით ეძიეთ სულიწმინდა, რათა მიიღოთ პასუხები, რომლებსაც ეძიებთ. და დარწმუნებულები იყავით, რომ ღმერთს უყვარს თავისი შვილები“ (ლ. უიტნი კლეიტონი, „ღმერთს უყვარს თავისი შვილები“, ChurchofJesusChrist.org).

როგორ შემიძლია მონაწილეობის მიღება?

ღმერთი დაგვპირდა, რომ თუ დავემორჩილებით მის კანონებს, ჩვენ მარადიულ სიხარულს მოვიპოვებთ, იგი კი ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებებს. მათ, ვინც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ გრძნობენ ლტოლვას ან ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას როგორც გეი, შეუძლიათ, დადონ პირობა და დაიცვან იგი ღმერთის წინაშე. მათ შეუძლიათ, იარონ მის ნათელში. მათ შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში.

„თუ წევრები საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ გრძნობენ ლტოლვას და ცდილობენ, იცხოვრონ უმანკოების კანონის მიხედვით, ხელმძღვანელები მხარს უჭერენ მათ და ამხნევებენ ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ამ წევრებს შეუძლიათ, მიიღონ საეკლესიო მოწოდებები, სატაძრო რეკომენდაცია და გაიარონ სატაძრო წეს-ჩვეულებები, თუ არიან ამის ღირსნი. მამაკაცებს შეუძლიათ, მიიღონ და გამოიყენონ მღვდლობა“ (“საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა და საკუთარი სქესის ადამიანებთან საქციელი“, ზოგადი სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მსახურება, 38.6.12).

პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ განაცხადა:

„ჩვენ ისინი გვიყვარს, როგორც ღვთის ძენი და ასულნი. მათ შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული მიდრეკილებები, რომლების კონტროლიც რთულია. უმეტესობას გარკვეულ პერიოდში აქვს ამა თუ იმ სახის მიდრეკილებები. თუ ისინი არ მოქმედებენ ამ მიდრეკილების მიხედვით, მათ შეუძლიათ, ეკლესიის სხვა წევრების მსგავსად, წინ იარონ. თუ ისინი არღვევენ უმანკოების კანონსა და ეკლესიის მორალურ სტანდარტებს, ისინი, სხვების მსგავსად, უნდა ეკლესიის დისციპლინის საგანი გახდნენ“ („რისი ცოდნა უნდათ ადამიანებს ჩვენ შესახებ“? Ensign, ნოემბერი 1998, 71.

სხვების ამაღლება

უყურეთ ქეროლ მაკკონკის ვიდეოს „სხვების ამაღლება“.

ყველას რაღაც ძღვენი აქვს

მიუხედავად ვითარებების, რომლებშიც პიროვნება იმყოფება, მას შეუძლია, ამჟამად შეიტანოს წვლილი უფლის საქმეში და ელოდოს იმას, რომ მისი ერთგულება მოუტანს მას იმავე დალოცვებს აწ და მარადის, რომლებიც დაპირდა ღმერთი ნებისმიერ ამგვარად ერთგულ ადამიანს. უხუცესი დ. ტოდ კრისტოფერსონი მოწმობდა:

“ყველას აქვს ძღვენი; ყველას აქვს ნიჭი; ყველას შეუძლია, ყოველ თაობაში შეიტანოს წვლილი ღვთიური გეგმის განვრცობაში. მრავალი კარგი, მრავალი აუცილებელი რამ, ზოგჯერ ყველაფერი, რაც კი საჭიროა ახლა, შეიძლება მიღწეულ იქნეს ისეთ ვითარებაში, რომელსაც იდეალურს ვერ დავარქმევთ. მრავალი თქვენგანი ძალიან ცდილობს. და როცა თქვენ, ვინც ატარებთ მიწიერი ცხოვრების ყველაზე მძიმე ტვირთს, იმაღლებთ ხმას ღვთის გეგმის დასაცავად, მისი შვილების ასამაღლებლად, ჩვენ ყველანი მზად ვართ, მწყობრში ვიაროთ. ჩვენ დაჯერებულად ვმოწმობთ, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვა ითვალისწინებს და საბოლოო ჯამში აუნაზღაურებს ყოველივე დანაკარგს მათ, ვინც შემობრუნდებიან მისკენ. არავინ არ მიიღებს იმაზე ნაკლებს, რაც მამაზეციერმა მოუმზადა თავის შვილებს (“რატომ დაქორჭინება, რატომ ოჯახი“, Liahona, May 2015, 52).