საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
უნდა ვაღიარო ანუ სხვებს ვუთხრა?


„უნდა ვაღიარო ანუ სხვებს ვუთხრა“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები ( 2020)

„უნდა ვაღიარო ანუ სხვებს ვუთხრა“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ცალკეული პიროვნებები

უნდა ვაღიარო ანუ სხვებს ვუთხრა?

დასაფიქრებელი

ზოგიერთ ადამიანში საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვის გრძნობის დამალვა იწვევს სირცხვილის გრძნობას ან უარყოფით შინაგან დიალოგს. ასეთი გრძნობების გაზიარება სანდო პირისთვის შეიძლება გამათავისუფლებელი და განმკურნებელი გახდეს. ზოგს კი ურჩევნია, რაც შეიძლება დიდ ხანს არ გაამხილოს ეს ან მინიმუმამდე დაიყვანოს იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც მათ თავიანთი გრძნობები გაუმხილეს, ასე რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს დაფუძნებული ზეწოლაზე, საჯაროდ გამოაცხადოთ ანუ ღიად აღიაროთ, რომ გეი ხართ. თუ გადაწყვეტთ, არ დამალოთ საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვის გრძნობები, ლოცვით გადაწყიტეთ, ვის გაანდობთ ამას და როგორ გაუზიარებთ მათ მიწიერი გამოცდილების ასპექტს.

თუ გადაწყვეტთ საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვის თქვენი გამოცდილების გაზიარებას ან ღიად აღიაროთ, რომ გეი ხართ, თქვენ უნდა მიიღოთ მხარდაჭერა, პატივისცემითა და კეთილად მოპყრობა, როგორც შინ, ისე ეკლესიაში. ჩვენ უნდა მოთმინება ვიქონიოთ ერთმანეთის მიმართ, როცა ვარკვევთ გარკვეულ მომენტებს.

ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრებს, გვაკისრია ვალდებულება, შევუქმნათ ყოველ ჩვენს დასა და ძმას სიყვარულისა და მხარდაჭერის გარემო. ასეთი მხარდაჭერის ქსელი ძალიან აადვილებს სახარების მიხედვით ცხოვრებასა და სულიწმინდის ძიებას მორალის ნებისმიერი ასპექტის ძებნისას.