გენერალური კონფერენცია
აჰა! მე ვარ სასწაულების ღმერთი;
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


აჰა! მე ვარ სასწაულების ღმერთი;

სასწაულები, ნიშნები და საოცრებანი დღესაც უხვად ხდება იესო ქრისტეს მიმდევრებში, თქვენსა და ჩემს ცხოვრებაში.

ძვირფასო დებო და ძმებო, რამხელა პრივილეგიაა, ვიდგე აქ დღეს თქვენ წინაშე. ვუერთდები მათ, ვინც უკვე მოგვმართა ამ კონფერენციაზე და ვმოწმობ, რომ იესო ცოცხალია. იგი მართავს თავის ეკლესიას; იგი ესაუბრება თავის წინასწარმეტყველს, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონს და მას უყვარს მამაზეციერის ყოველი შვილი.

ამ აღდგომის კვირას ჩვენ ვიხსენებთ ჩვენი გამომსყიდველისა და მხსნელის,1 ძლიერი ღმერთის, 2 მთავრის მშვიდობისა,3იესო ქრისტეს აღდგომას. მისი გამოსყიდვა, რომლის კულმინაცია იყო სამი დღის შემდეგ ნათხოვნი სამარხიდან აღდგომა, დღემდე კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს სასწაულს წარმოადგენს. „რადგან, აჰა“ - განაცხადა მან, „მე ვარ ღმერთი; და მე ვარ სასწაულების ღმერთი“.3

„ნუთუ შეწყდა სასწაულები იმის გამო, რომ ქრისტე ზეცაში ამაღლდა და ღმერთის მარჯვენა ხელის მხარეს დაჯდა“4 - გვეკითხება მორმონი „მორმონის წიგნში“. იგი პასუხობს: „არა, და ანგელოზებმაც არ შეწყვიტეს ადამიანთა შვილებისთვის მსახურება“.5

ჯვარცმის შემდეგ უფლის ანგელოზი მოევლინა მარიამს, რომელიც რამდენიმე სხვა ქალთან ერთად მივიდა სამარხთან, რათა იესოს სხეულისთვის სურნელობები ეცხო. ანგელოზმა უთხრა მათ:

„რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?6

აქ არ არის, ვინაიდან აღდგა“.7

წინასწარმეტყველმა აბინადიმ მორმონის წიგნიდან ასე განაცხადა ამ სასწაულის შესახებ:

„ქრისტე რომ არ აღმსდგარიყო მკვდრეთით … მაშინ აღდგომაც ვერ მოხდებოდა.

„მაგრამ აღდგომა არის, ამიტომ საფლავმა ვერ გაიმარჯვა და ქრისტეში შთაინთქა სიკვდილის ნესტარი“.8

იესო ქრისტეს სასწაულების გამო მისმა მოწაფეებმა წამოიძახეს: „ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც, და ემორჩილებიან მას?“9

როცა მოციქულები დაჰყვებოდნენ იესო ქრისტეს და ისმენდნენ, როგორ ქადაგებდა იგი სახარებას, ისინი მრავალი სასწაულის მოწმენი ხდებოდნენ: „ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ“.10

სასწაულები, ნიშნები და საოცრებანი დღესაც უხვად ხდება იესო ქრისტეს მიმდევრებში, თქვენსა და ჩემს ცხოვრებაში. სასწაული არის ღვთიური ქმედებანი, ღვთის უსაზღვრო ძალისა და მტკიცებულების გამოვლენა და გაცხადება, რომ „იგი არის უცვლელი გუშინ, დღეს და უკუნისამდე“.11 იესო ქრისტე, რომელმაც შექმნა ზღვები, შეუძლია მათი დაწყნარება; მას, ვინც ბრმას აუხილა თვალი შეუძლია,ზეცაში აღაპყროს ჩვენი მზერა; მას, რომელმაც კეთროვანი განწმინდა, შეუძლია ჩვენი სისუსტეების გამოსწორება; მას, ვინც ხეიბარი განკურნა, შეუძლია, აგვაყენოს სიტყვებით: “მოდი და გამომყევი“.12

მრავალი თქვენგანი სასწაულების მოწმე გახდა, იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ისინი, შესაძლოა, იესოს მიერ მკვდრების აღდგომასთან შედარებით პატარა და უმნიშვნელოდ გეჩვენებათ. მაგრამ სასწაული მასშტაბით კი არ განისაზღვრება არამედ მხოლოდ იმით, რომ ის ღმერთისგან მოდის. ზოგი ამბობს, რომ სასწაულები უბრალოდ დამთხვევები ან სუფთა იღბალია. მაგრამ წინასწარმეტყველმა ნეფიმ განკიცხა ისინი, ვინც „ამცირებენ ღვთის ძალასა და სასწაულებს და ადიდებენ თავიანთ ქადაგებებში საკუთარ სიბრძნეს და საკუთარ სწავლულობას, რათა მიიღონ სარგებელი“.13

სასწაულები ხდება „ხსნის შემძლის“ ღვთიური ძალით.14 სასწაულები გახლავთ ღვთის მარადიული გეგმის გაგრძელება; სასწაულები ის სამაშველო ზოლია, რომელიც ზეციდან მიწამდეა გაჭიმული.

გასულ შემოდგომას მე და და რასბანდი ვიყავით გოშენში, იუტას შტატში, სადაც 600 000 მეტ ადამიანითვის 16 ენაზე16ტარდებოდა საერთაშორისო ღონისძიება „პირისპირ“. პროგრამის ცენტრალური ნაწილი იყო იესო ქრისტეს სახარების აღდგენა, კერძოდ კი ზრდასრული ადამიანები მთელი მსოფლიოდან აგზავნიდნენ შეკითხვებს ამ თემაზე. მე და და რასბანდმა პირადად განვიხილეთ ეს კითხვები. ამით ჩვენ მოგვეცა საშუალება, დაგვემოწმებინა ჯოზეფ სმითის, როგორც წინასწარმეტყველის, შესახებ, ასევე ჩვენს ცხოვრებაში გამოცხადების ძალის, იესო ქრისტეს სახარების აღდგენისა და იმ ჭეშმარიტებებისა და მცნებების შესახებ, რომლებიც ჩვენთვის სანუკვარია. მრავალი დღევანდელი მსმენელი იმ საოცარი მოვლენის მონაწილე იყო.

გადაცემა უნდა ჩაწერილიყო ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ნაწილში, წმინდა ტყეში, სადაც ჯოზეფ სმითმა დაამოწმა: „ჰაერში ვიხილე ორი პიროვნება, რომელთა ბრწყინვალების და დიდების აღწერა შეუძლებელია. ერთი მათგანი დამელაპარაკა, სახელით მომმართა, მიუთითებდა რა მეორისაკენ და თქვა:ეს არის ჩემი საყვარელი ძე. უსმინე მას!16 ეს, დებო და ძმებო, სასწაული იყო.

გამოსახულება
იერუსალიმის დეკორაციები გოშენში, იუტა

ამ მსოფლიო პანდემიამ გვაიძულა, გადაგვეტანა მაუწყებლობა იუტაში, გოშენში, სადაც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიამ გადაღებებისთვის ძველი იერუსალიმის დეკორაციები მოაწყო. მე და და რასბანდი იმ კვირა საღამოს გოშენიდან სულ რამდენიმე მილით ვიყავით დაშორებულები, როცა ვიხილეთ შავი ბოლი, რომელიც იმ მიმართლებიდან მოდიოდა, სადაც ჩვენ მივემგზავრებოდით. იმ რეგიონში ტყეში ხანძრები იყო გაჩენილი და ჩვენ ვშიშობდით, რომ ამის გამო გადაღებები შესაძლოა, ჩაშლილიყო. ამის გარდა, ექვსს ოცი რომ აკლდა, მაუწყებლობის დაწყებამდე, მთელ კომპლექსში სინათლე ჩაქრა. სინათლე არ არის? ე.ი. მაუწყებლობა არ არის! ერთი გენერატორი იყო ადგილზე და ზოგიერთების აზრით შესაძლო იყო მისი გამოყენება, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ იგი თანამედროვე აპარატურას გაუძლებდა.

გამოსახულება
ხანძრის ბოლი

პროგრამის ყველა მონაწილე - მთხრობელები, მუსიკოსები, ტექნიკური პერსონალი, ჩემი 20 ახალგაზრდა ნათესავიც კი, ძალიან განიცდიდნენ იმას, რაც უნდა მომხდარიყო. მე მათ ცრემლებსა და დაბნეულობას გამოვერიდე და უფალს სასწაული შევთხოვე. „ზეციერო მამავ“ - დავიწყე მე, „იშვიათად მითხოვია შენგან სასწაულები, ახლა კი გთხოვ. ეს შეხვედრა დაგეგმილია ყველა ახალგაზრდა ზრდასრულისთვის მთელს მსოფლიოში. ჩვენ დენი გვჭირდება, თუ შენი ნებაა ამისთვის“.

შვიდის შვიდ წუთზე, ისევე სწრაფად, როგორც წავიდა, დენი მოვიდა. ყველაფერი ამუშავდა, დაწყებული მუსიკითა და მიკროფონებით დამთავრებული ვიდეოთი და გადამცემი მოწყობილობებით. ჩვენ ჩვეულებრივად ვმუშაობდით! ეს სასწაული იყო.

გამოსახულება
მუსიკალური წარმოდგენა „პირისპირ“-ის დროს

როცა იმავე საღამოს, მოგვიანებით, მე და და რასბანდი მანქანით შინ ვბრუნდებოდით, პრეზიდენტმა და და ნელსონნა ეს ტექსტური შეტყობინება გამოგვიგზავნეს: „რონ, მიდნა იცოდე: როგორც კი გავიგეთ, რომ დენი წავიდა, ჩვენ სასწაულისთვის დავიწყეთ ლოცვა“.

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა წმინდა წერილში ვკითხულობთ: „ვინაიდან მე, უფალმა, ხელი გავიწოდე, რათა მოვავლინო ზეციური ძალები; თქვენ ახლა ამას ვერ ხედავთ, მაგრამ ცოტა ხანში იხილავთ და გაიგებთ, რომ მე ვარ და რომ მოვალ და ვიმეფებ ჩემს ხალხთან ერთად“.17

ზუსტად ასე მოხდა. უფალმა ხელი გაიწოდა და დენიც მოვიდა.

სასწაულები ხდება რწმენის ძალის მეშვეობით., როგორც ეს ასე ძლიერად გვასწავლა პრეზიდენტმა ნელსონმა ბოლო სესიაზე. წინასწარმეტყველი მორონი მოუწოდებდა ხალხს: „რომ არ ყოფილიყო რწმენა ადამიანთა შვილებს შორის, ღმერთი ვერ მოახდენდა ვერცერთ სასწაულს მათში; ამიტომ, იგი არ გამოეცხადა მათ, სანამ არ იწამეს იგი“.19

იგი აგრძელებს:

„აჰა, ეს იყო ალმასა და ამულეკის რწმენა, რამაც გამოიწვია საპყრობილის მიწაზე დაცემა.

„აჰა, ეს იყო ნეფისა და ლეხის რწმენა, რის გამოც ცვლილება მოხდა ლამანიელებში, ისეთი, რომ მოინათლნენ ცეცხლითა და სულიწმინდით.

აჰა, ეს იყო ამონისა და მისი ძმების რწმენა, რომელმაც მოახდინა ასეთი დიდი სასწაული ლამანიელთა შორის.

„და არავის მოუხდენია სასწაული, სანამ არ იწამეს, ამიტომ მათ ჯერ იწამეს ძე ღვთისა.18

შემეძლო, ამ წმინდა წერილისთვის დამემატებინა ასეთი სიტყვები: „ეს იყო გულწრფელი ახალგაზრდა ზრდასრულების, პროგრამაში ჩართული პროფესიონალების, ეკლესიის წინამძღვრებისა და წევრების, მოციქულისა და ღვთის წინასწარმეტყველის რწმენა, რომელნიც ისე ეძიებდნენ დიდ სასწაულს, რომ იუტაში, გოშენში, გადაღების მოედანზე, დენი მოვიდა.

სასწაული შეიძლება მოგვევლინოს, როგორც ლოცვაზე პასუხი. ეს ყოველთვის არ არის ის, რასაც ვთხოვთ ან ველით, მაგრამ როცა ღმერთს ვენდობით, იგი ჩვენთან იქნება და იგი მართალია. ის მოახდენს სასწაულებს იმ მომენტისთვის, როცა ჩვენ ეს გვჭირდება.

უფალი ახდენს სასწაულებს, რათა შეგვახსენოს თავისი ძალა, სიყვარული, მიგვწვდეს ზეციდან მიწიერ ყოფაში და მას სურს, გვასწავლოს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. „ ვისაც აქვს ჩემში რწმენა, რათა განიკურნოს“, - უთხრა მან წმინდანებს 1831 წ. და ეს დაპირება დღემდეც გრძელდება, „ და არ არის მისთვის განკუთვნილი სიკვდილი – განიკურნება“.19 არსებობს ზეცაში დაწერილი კანონები და ჩვენ მათ ყოველთვის ვემორჩილებით.

არის პერიოდები, როცა ვიმედოვნებთ, რომ სასწაული გადაგვირჩენს საყვარელ ადამიანს, არ დაუშვებს უსამართლობას ან გამწარებულ, დამძიმებულ ადამიანს გულს მოულბობს. როცა მოვლენებს მიწიერი თვალებით ვუმზერთ, ჩვენ გვინდა, რომ უფალი ჩაერიოს, გამოასწოროს, რაც გაფუჭდა. რწმენით, სასწაული მოხდება; შესაძლოა არა ჩვენი განრიგით და არა ჩვენთვის სასურველი შედეგით. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ საკმარისად ერთგულნი არ ვართ ან არ ვიმსახურებთ მის ჩარევას? არა. ჩვენ უფალს ვუყვარვართ. მან სიცოცხლე შეგვწირა და მისი გამოსყიდვა ახლაც გვათავისუფლებს ცოდვის ბორკილებისგან, თუკი ვინანიებთ და უფალს ვუახლოვდებით.

უფალმა შეგვახსენა: „თქვენი გზები ჩემი გზები არ არის“!20 იგი გვთავაზობს: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“.21.- მოგასვენებთ დარდისგან, გულგატეხილობისგან, შიშისგან, ურჩობისგან, ახლობლებზე ნერვიულობისგან, დამსხვრეული ოცნებეისგან. სიმშვიდე, დაბნეულობისა და მწუხარების ჟამს, სასწაულია. გახსოვდეთ უფლის სიტყვები: „ნუთუ არ დაგიმშვიდე გონება ამ საკითხის შესახებ? ღმერთისგან მიღებულ დამოწმებაზე უფრო დიდი დამოწმება რა უნდა მიიღო?22 სასწაული ისაა, რომ იესო ქრისტე, დიადი იეჰოვა, უზენაესის ძე, სიმშვიდით გვპასუხობს.

ზუსტად როგორც იგი მარიამს გამოეცხადა ბაღში და სახელით მიმართა, ისე ჩვენ შეგვძახებს, რწმენის გამოსავლენად. მარიამს სურდა, ეზრუნა მასზე და ემსახურა მისთვის. მისი აღდგომა ის არ იყო, რასაც მარიამი ელოდა, მაგრამ ეს ბედნიერების დიადი გეგმის მიხედვით მოხდა.

„გადმოდი ჯვრიდან“23 - უყვიროდა მას ურწმუნოთა ბრბო გოლგოთაზე. მას შეეძლო ამ სასწაულის მოხდენა. მაგრამ იცოდა ყველაფერი დასაბამიდან და აპირებდა, მამის გეგმის ერთგული დარჩენილიყო. ეს მაგალითი არ უნდა დავკარგოთ.

ჩვენ გასაჭირის ჟამისთვის მან ასეთი სიტყვები დაგვიტოვა: „შეხედეთ ჩემს გვერდში მოყენებულ ჭრილობებს, ასევე ლურსმნების კვალს ჩემს ხელებსა და ტერფებზე; იყავით ერთგულნი, დაიცავით ჩემი მცნებები და მემკვიდრეობით მიიღებთ ცათა სასუფეველს“.24 ეს, დებო და ძმებო, ყოველი ჩვენგანისთვის დაპირებული სასწაულია.

ამ აღდგომის კვირას, ჩვენი უფლის აღდგომის სასწაულის ზეიმისას მე, როგორც იესო ქრისტეს მოციქული, გიტოვებთ ჩემს დალოცვებს, იგრძნოთ მხსნელის ძალა ცხოვრებაში, რათა თქვენს ვედრებას მამაზეციერისადმი გაეცეს პასუხი იმ სიყვარულითა და თავდადებით, რომელიც იესო ქრისტემ გამოიჩინა მსახურებისას. დაგლოცავთ, რათა მყარად და ერთგულად იდგეთ ყველაფერში, რაც წინ გელით. გლოცავთ, თქვენს ცხოვრებაში მოხდეს ისეთი სასწაულები, რომლების მოწმენიც ჩვენ გოშენში გავხდით - თუ ამისთვის უფლის ნება იქნება. ეძიეთ ამ ზეციდან გამოგზავნილ დალოცვებს ცხოვრებაში, როცა ეძიებთ იმ იესოს, „რომელზეც წერდნენ წინასწარმეტყველები და მოციქულები, რათა მადლი მამა ღმერთისა, ასევე უფალი იესო ქრისტესი და სულიწმინდის, რომელიც მათზე მოწმობს, მარად იყოს თქვენში“.25 იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა