გენერალური კონფერენცია
სახარების ჭეშმარიტებისა და სიყვარულის სინათლე
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


სახარების ჭეშმარიტებისა და სიყვარულის სინათლე

მე ვმოწმობ, რომ სახარების ჭეშმარიტებისა და სიყვარულის სინათლე კაშკაშად ანათებს დღეს დედამიწაზე.

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა მშვენიერი ჰიმნი „ყური დაუგდეთ, ერებო“ უტყუარად აღბეჭდავს სახარების სისრულის ენთუზიაზმსა და აღფრთოვანებას, რომელიც მთელ მსოფლიოს სწვდება. ამ ჰიმნში ასეთი სიტყვებია:

ყური დაუგდეთ, ერებო! გაიგონეთ ზეცის ხმა

რათა ყველამ გაიხაროს ყოველ მიწაზე!

დიდების ანგელოზები მღერიან მისამღერს:

ჭეშმარიტება კვლავ აღდგა!1

ამ საზეიმო სიტყვების ავტორი გახლავთ ლუის ფ. მიონხი, გერმანელი მოქცეული, რომელმაც ამ ჰიმნის შთამაგონებელი სიტყვები დაწერა შვეიცარიაში ყოფნის დროს, ევროპაში სრული დროის მისიაში მსახურებისას.2 სიხარული, რომელიც მოდის აღდგენის გლობალური გავლენის მოწმობიდან მკაფიოდ გამოიხატება ჰიმნის შემდეგ სიტყვებში:

ერები სიბნელეში ეძიებდნენ ღაღადით;

ფხიზლად იყვნენ, რიჟრაჟს ეძებდნენ.

ახლა ყველამ იხარეთ; გრძელი ღამე დასრულდა.

დედამიწაზე კიდევ ერთხელ დამკვიდრდა ჭეშმარიტება!3

200 წელზე მეტი ხნის წინ დაწყებული ამჟამინდელი აღდგენის წყალობით, „სახარების ჭეშმარიტებისა და სიყვარულის სინათლე“4 ახლა კაშკაშად ანათებს მთელ დედამიწაზე. წინასწარმეტყველმა ჯოზეფმა 1820 წელს შეიტყო და მას შემდეგ მილიონებმაც შეიტყვეს, რომ ღმერთი „ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემია“.5

მალევე, ამ ბოლო წყობაში ეკლესიის დაარსების შემდეგ, უფალმა მიმართა ჯოზეფ სმითს და გამოუცხადა უხვი სიყვარული ჩვენდამი, როცა თქვა:

„ამიტომ, მე, უფალმა, ვიცი რა იმ უბედურებაზე, რომელიც დედამიწის მცხოვრებთ უნდა დაატყდეთ, მოვუწოდე ჩემს მსახურს, ჯოზეფ სმით უმცროსს, ზეციდან, ველაპარაკე და მივეცი მცნებები; …

რათა დამყარდეს ჩემი მარადიული აღთქმა;

რათა ჩემი სახარების სისავსე ამქვეყნის კიდით კიდემდე გამოცხადდეს სუსტისა და უბრალოს მიერ“.6

მალევე ამ გამოცხადების მიღების შემდეგ, დაიწყეს მისიონერების მოხმობა და გაგზავნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ზუსტად ისე, როგორც ამას ელოდა წინასწარმეტყველი ნეფი, აღდგენილი სახარების გზავნილის ქადაგება დაიწყეს „ყველა ერს, ტომს, ენასა და ხალხს შორის“.7

„უკანსკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ოფიციალურად დაარსდა 1830 წ. ნიუ-იორკის ჩრილოეთ ნაწილში, პატარა ხის სახლში.

„117 წელი დასჭირდა იმას, რომ 1947 წლისთვის ეკლესია გაზრდილიყო 6 წევრიდან ერთ მილიონამდე. მისიონერები ადრინდელი დროიდანვე ეკლესიის განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენდნენ; ისინი მოეფინნენ მშობლიურ ამერიკის მიწებს, კანადას და 1837 წელს გავიდნენ ჩრდილო ამერიკის კონტინენტიდან ინგლისისკენ. ამის შემდეგ კი მალევე მისიონერებმა ევროპის კონტინენტზე დაიწყეს მუშაობა და მიაღწიეს ინდოეთსა და წყნარი ოკეანის კუნძულებს.

„ორმილიონიან ნიშანს წევრებმა მიაღწიეს სულ რაღაც 16 წლის შემდეგ, 1963 წელს, მომავალი 8 წლის განმავლობაში კი სამ მილიონიან ნიშანზე ავიდნენ“.8

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ თქვა ეკლესიის სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით ასეთი სიტყვები: „დღეს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში უფლის საქმე წინ მიიწევს დიდი სისწრაფით. ეკლესიას ექნება უპრეცედენტო, არნახული მომავალი“.9

იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენამ, უფლის ცოცხალი ეკლესიის დედამიწაზე ხელახლა დაარსებამ და მას შემდეგ მისმა თვალსაჩინო ზრდამ გახადა მღვდლობის კურთხევები ხელმისაწვდომი მთელს დედამიწაზე. წმინდა წეს-ჩვეულებები და აღქთმები, რომლებიც მჭიდროდ გვაკავშირებენ ღმერთთან და გვაყენებენ აღთქმის გზაზე, ნათლად გვიცხადებენ „ღვთისმოსაობის ძალას“.10 ცოცხალთა და გარდაცვლილთათვის ამ წმინდა წეს-ჩვეულებებში მონაწილეობისას ჩვენ ვკრებთ ისრაელს საბურველის ორივე მხარეს და ვამზადებთ დედამიწას მხსნელის მეორე მოსვლისთვის.

1973 წელს მე მშობლებთან ერთად გავემგზავრე მშობლიური არგენტინიდან ტაძარში, ჩებეჭდვის მიზნით. რადგან იმ დროს არსად ლათინურ ამერიკაში არ იყო ტაძრები, ჩვენ ორ გზაზე 6000 მილზე მეტი დავფარეთ თვითმფრინავით, რათა სოლთ ლეიქის ტაძარში ჩავბეჭდილიყავით. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს სულ ორი წლის ვიყავი და ის განსაკუთრებული გამოცდილება სრულად არ მახსოვს, ჩემს გონებაში ჩაიბეჭდა და სამუდამოდ დარჩა სამი გამოსახულება იმ მოგზაურობიდან.

გამოსახულება
ხედი თვითმფრინავის ფანჯრიდან

პირველი: მახსოვს, თვითმფრინავის ფანჯარასთან დამსვეს და ჩემს ქვემოთ თეთრ ღრუბლებს ვხედავდი.

ეს შესანიშნავი კაშკაშა ღრუბლები დარჩა ჩემს გონებაში როგორც გიგანტური ბამბის ბურთები.

მეორე გამოსახულება, რომელიც გონებაში დამრჩა, არის რამდენიმე სასაცილო პერსონაჟი ლოს ანჯელესის გასართობი პარკიდან. ამ პერსონაჟების დავიწყება ძალიან ძნელია.

მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შესანიშნავ, დაუვიწყარ გამოსახულებას:

გამოსახულება
ჩაბეჭდვის ოთახი სოლთ-ლეიქის ტაძარში

კარგად მახსოვს, როგორ ვიმყოფებოდი სოლთ-ლეიქის ტაძრის წმინდა ოთახში, სადაც წყვილებისა და ოჯახების ამ დროისთვის და მარადისობისთვის ჩაბეჭდვა ხდება. მახსოვს ტაძრის ულამაზესი საკურთხეველი და კაშკაშა მზის სინათლე, რომელიც ოთახში ფანჯრიდან შემოდიოდა. მაშინ ვიგრძენი, და იმ დროიდან სულ ვგრძნობ სახარების ჭეშმარიტებისა და სიყვარულის სინათლის სითბოს, უსაფრთხოებასა და ნუგეშს.

მსგავსი გრძნობები ჩემს გულში 20 წლის შემდეგ გაჩნდა, როცა კიდევ ერთხელ შევედი ტაძარში ჩასაბეჭდად, ამჯერად ჩემს საცოლესთან ერთად და ჩვენ იქ ჩავიბეჭდეთ ამ დროისთვისა და მარადისობისთვის. თუმცა ამჯერად ჩვენ არ დაგვჭირდა ათასობით მილის სიშორეზე წასვლა, რადგან ბუენოს-აირესის ტაძარი არგენტინაში უკვე აშენებული და მიძღვნილი იყო იმ დროისთვის და ჩვენი სახლიდან მანქანით სასიარულოდ არც თუ ისე დიდ მანძილზე იმყოფებოდა.

გამოსახულება
უოქერების ოჯახი

ჩვენი ქორწინებისა და ჩაბეჭდვის ოცდაორი წლის შემდეგ ჩვენ გვერგო კურთხევა, კვლავ დავბრუნებულიყავით იმავე ტაძარში, ამჯერად ჩვენს მშვენიერ ქალიშვილთან ერთად და ჩვენ ჩავიბეჭდეთ, როგორც ოჯახი, ამ დროისთვისა და სამარადისოდ.

ჩემი ცხოვრების ამ ძალიან წმინდა მომენტების გახსენებისას მე ღრმა, ხანგრძლივი სიხარული მავსებს. მე მიგრძვნია და ახლაც ვგრძნობ ჩვენი მოწყალე ზეციური მამის სიყვარულს, რომელმაც იცის ჩვენი პირადი საჭიროებები და გულის წადილი.

უკანასკნელ დღეებში ისრაელის შეკრებასთან მიმართებაში უფალმა იეჰოვამ თქვა: „მივცემ მათ ჩემს რჯულს და მათ გულებზე დავწერ ამას, და მე ვეყოლები მათ ღმერთად და ისინი მეყოლებიან მე ერად“.11 მე სამარადისოდ მადლიერი ვარ, რომ ადრეული ასაკიდან უფლის კანონი ღრმად ჩაიწერა ჩემს გულში მისი წმინდა წეს-ჩვეულებების მეშვეობით, რომლებიც მის სახლში ტარდება. რაოდენ საფუძვლიანია ცოდნა იმაზედ, რომ იგი არის ჩვენი ღმერთი, რომ ჩვენ ვართ მისი ხალხი და რა ვითარებაშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, თუ ერთგულნი ვართ და ვიცავთ დადებულ აღთქმებს, ჩვენ შეგვიძლია სამარადისოდ „მოვექცეთ მისი სიყვარულის მკლავებში“.12

2019 წლის ოქტომბრის გენერალური კონფერენციის ქალების სესიაზე პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „ყოველი ჩვენი მცდელობა, გავუწიოთ ერთმანეთს მზრუნველობა, ვიქადაგოთ სახარება, ვსრულყოთ წმინდანები და გამოვისყიდოთ გარდაცვლილთა სულები, ყოველივე ეს თავს იყრის წმინდა ტაძარში“.13

იმავე გენერალური კონფერენციის დროს პრეზიდენტი ნელსონი გვასწავლიდა: „რა თქმა უნდა, აღდგენის დამაგვირგვინებელი მარგალიტი წმინდა ტაძარია“. მისი წმინდა წეს-ჩვეულებები და აღთქმები მთავარია მათთვის, ვინც მზადაა, მიესალმოს მხსნელს მეორე მოსვლისას“.14

აღდგენა, რომელიც დღესაც გრძელდება, გამორჩეულია დიდი სისწრაფით ტაძრების მშენებლობითა და მათი მიძღვნით. როცა ვიკრიბებით საბურველის ორივე მხარეს, როცა გავიღებთ მსხვერპლს - ვიმსახუროთ და ყველაზე წინ ტაძარს ვაყენებთ ცხოვრებაში, უფალი ჭეშმარიტად გვაშენებს - იგი თავის აღთქმულ ხალხს აღაშენებს.

ო, რა დიდებულად ბრწყინავს ზეციური ტახტიდან

სახარების ჭეშმარიტებისა და სიყვარულის სინათლე!

მზესავით კაშკაშა, ეს ზეციური სხივი

სწვდება დღეს ყოველ მიწას.15

მე ვმოწმობ, რომ სახარების ჭეშმარიტებისა და სიყვარულის სინათლე კაშკაშად ანათებს დღეს დედამიწაზე. „გასაოცარი საოცრებები“, რომლებზედაც იწინასწარმეტყველა წინასწარმეტყველმა ესაიამ16 და იხილა ნეფიმ17 დიდი სისწრაფით სრულდება, ამ გამოწვევებით სავსე დროშიც კი. როგორც ჯოზეფ სმითმა იწინასწარმეტყველა: „ჭეშმარიტების სტანდარტი აღიმართა; უწმიდური ხელი ვერ შეაჩერებს ამ საქმის წინსვლას … „სანამ ღვთის მიზნები არ შესრულდება და დიდი იეღოვა არ გვეტყვის, რომ საქმე შესრულდა“.18

დებო და ძმებო, დაე, გვქონდეს სურვილი და დღეს მივიღოთ გადაწყვეტილება, თავად და ოჯახებთან ერთად ჩავერთოთ ზეციური ხმის მოსმენაში, თავად მხსნელის ხმის. დაე, დავდოთ და დავიცათ აღთქმები ღმერთთან, რომელიც მტკიცედ დაგვიცავს ბილიკზე, რომელსაც მივყავართ მის გარემოცვაში და გავიხაროთ მისი სახარების დიდებული სინათლისა და ჭეშმარიტების კურთხევებით. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა