გენერალური კონფერენცია
ჩემი სახარების პრინციპები
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


„ჩემი სახარების პრინციპები“

(მოძღვრება და აღთქმები 42:12)

სახარების პრინციპი გახლავთ დოქტრინაზე დაფუძნებული მორალური თავისუფალი არჩევანის სამართლიანად გამოყენების სახელმძღვანელო.

1849 წელს, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ოქტომბრის გენერალურ კონფერენციაზე, უხუცესი ჯონ ტეილორი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან მოიხმეს, გაეხსნა საფრანგეთის მიწა იესო ქრისტეს სახარაბის ქადაგებისთვის. მისი მსახურება მოიცავდა პირველი ოფიციალური საეკლესიო პერიოდული გამოცემის რედაქტირებას იმ ქვეყანაში. 1851 წელს, პასუხად უამრავი კითხვისა, რომელსაც მას უსვამდნენ ეკლესიის შესახებ, უხუცესმა ტეილორმა მოამზადა და გამოსცა სტატია. იმ სტატიის ბოლოს უხუცესმა ტეილორა გაიხსენა შემდეგი ეპიზოდი:

„რამდენიმე წლის წინ, ნავუში, ერთ-ერთმა ბატონმა (რამდენადაც ვიცი, საკანონმდებლო ორგანოს წევრმა) ჰკითხა ჯოზეფ სმითს, როგორ მოახერხა მან ამდენი ადამიანის მართვა და ასეთი სრულყოფილი წესრიგის შენარჩუნება; იმავე დროს მან აღნიშნა, რომ მათთვის შეუძლებელი იყო კიდევ სადმე მსგავსის მიღწევა. ბატონმა სმითმა აღნიშნა, რომ ამის გაკეთება ძალიან ადვილი იყო. „როგორ“? ჰკითხა ამ ბატონმა; „ჩვენთვის ეს ძალიან ძნელია“. ბატონმა სმითმა უპასუხა: „მე მათ სწაორ პრინციპებს ვასწავლი და ისინი თავად მართავენ საკუთარ თავს“.1

მე ვლოცულობ იმაზედ, რომ სულიწმინდამ დაგვარიგოს და გვასწავლოს ყოველივე ჩვენგანს, როცა ხაზგასმით ვისაუბრებ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების პრინციპებზე.

პრინციპები

უფალმა განუცხადა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს: „ამ ეკლესიის უხუცესებმა, მღვდლებმა და მასწავლებლებმა უნდა ასწავლონ ჩემი სახარების პრინციპები, რომლებიც არის ბიბლიაში და მორმონის წიგნში, რომელშიც არის ჩემი სახარების სისრულე“.2 მან ასევე გამოაცხადა, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანები „უფრო სრულყოფილად [უნდა იყვნენ] განსწავლულნი თეორიაში, პრინციპებში, მოძღვრებაში, სახარების კანონში, ყოველივეში, რაც ეხება ღვთის სასუფეველს, რასაც საჭიროა, რომ ჩასწვდ[ნენ]“.3

მოკლედ რომ ვთქვათ, სახარების პრინციპი გახლავთ დოქტრინაზე დაფუძნებული მორალური თავისუფალი არჩევანის სამართლიანად გამოყენების სახელმძღვანელო. პრინციპები გამომდინარეობს სახარების უფრო ფართო ჭეშმარიტებიდან და გვაძლევს მითითებებსა და სტანდარტებს, როდესაც ჩვენ წინ მივისწრაფით აღთქმის გზაზე.

მაგალითად, რწმენის პირველი სამი სიმბოლო ავლენს იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების მოძღვრების ფუნდამენტალურ ასპექტებს: ღვთაების ბუნება რწმენის პირველ სიმბოლოში, ადამისა და ევას დაცემის შედეგი რწმენის მეორე სიმბოლოში; მესამე სიმბოლოშიდალოცვები, რომლებიც იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახადა.4 და რწმენის მეოთხე სიმბოლო გადმოსცემს პირველ პრინციპებს - იესო ქრისტეში რწმენის გამოვლენისა და მონანიების მითითებებს, ასევე მღვდლობის პირველ წეს-ჩვეულებებს, რაც იესო ქრისტეს გამოსყიდვას მოქმედს ხდის ჩვენს ცხოვრებაში.5

სიბრძნის სიტყვა არის კიდევ ერთი მაგალითი პრინციპის, რომელიც მითითების როლს ასრულებს. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ მოძღვრება და აღთქმების 89 ნაწილის შესავალში მოცემულ ამ მუხლებს:

„მოცემულია, როგორც წესი დაპირებით, სუსტთა შესაძლებლობაზე მისადაგებული და ყველაზე სუსტი წმინდანებისთვის, რომლებიც არიან ან იქნებიან წოდებულნი წმინდანებად.

„აჰა, ჭეშმარიტად, ამას გეუბნებათ უფალი: სიბოროტისა და ზრახვების შედეგად, რომელნიც არის და იქნება შეთქმულების მომწყობ ადამიანთა გულში უკანასკნელ დღეებში, გაგაფრთხილეთ და წინასწარ გაფრთხილებთ, გიბოძებთ რა გამოცხადებით ამ სიბრძნის სიტყვას“.6

შთაგონებული მითითება რომელიც მოჰყვება ამ შესავალს, უზრუნველყოფს მყარ მითითებებს როგორც ფიზიკური ისე სულიერი კეთილდღეობისთვის და მოწმობს კონკრეტულ დალოცვებზე, რომლებიც დამოკიდებულია ჩვენს ამ პრინციპებისადმი ერთგულებაზე.

სახარების პრინციპების შესწავლა, გაგება და მათ მიხედვით ცხოვრება აძლიერებს ჩვენს რწმენას მხსნელში, აღრმავებს ჩვენს მის მიმართ ერთგულებას და იწვევს ჩვენს ცხოვრებაში უამრავ დალოცვასა და ძღვენს. სიმართლის პრინციპები ასევე გვეხმარება, გავიხედოთ პირადი უპირატესობებისა და საკუთარ თავზე ორიენტირებული სურვილების მიღმა, უზრუნველვყოფს რა მარადიული ჭეშმარიტების ძვირფას პერსპექტივას, როცა ვიმყოფებით მიწიერი ცხოვრების სხვადასხვა გარემოებებში, ვდგავართ გამოწვევების წინაშე, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და გამოცდილება.

სწორი პრინციპების სწავლების თანამედროვე მაგალითები

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ გაკეთებული განცხადება სწორი პრინციპების სწავლების შესახებ ალბათ მისი სწავლებებიდან ერთ-ერთი ყველზე ხშირად ციტირებულია. დღეს ჩვენ ვპოულობთ ამ მითითების შთაგონებულ მაგალითს უფლის უფლებამოსილი მსახურების განცხადებებში.

ყურადღების არ მიპყრობის პრინციპი

პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი 1998 წლის გენერალურ კონფერენციაზე საუბრობდა ააონის მღვდლობის მატარებლების ვალდებულებებზე ზიარების მომზადებასა და ჩატარებასთან მიმართებაში. მან ახსნა ყურადღების არ მიპყრობის პრინციპი და აღნიშნა, რომ აარონის მღვდლობის მქონე პირი თავისი ქცევით ან გარეგნობით არასოდეს არ უნდა იწვევდეს წევრების ყურადღების მიქცევას, რადგან მათ მთელი ყურადღება გადატანილი უნდა ჰქონდეთ ღვთის მსახურებასა და აღთქმების განახლებაზე. პრეზიდენტმა ოუქსმა ასევე ხაზი გაუსვა ამასთან დაკავშირებულ წესრიგის, სისუფთავის, მოწიწებისა და ღირსების პრინციპებს.

საინტერესოა, რომ პრეზიდენტ ოუქსს არ მოუმზადებია ახალგაზრდა მამაკაცებისთვის გრძელი სია იმისა, რა შეიძლება და რა არა. მან ახსნა ეს პრინციპი იმ მოლოდინით, რომ ახალგაზრდა მამაკაცებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს, ამ მითითების გამოსაყენებლად, შეუძლიათ და კიდევაც უნდა გამოიყენონ საკუთარი განსჯა და შთაგონება.

მან ახსნა: „მე არ გთავაზობთ წესებს დეტალებში, რადგან ჩვენს საერთაშორისო ეკლესიაში სხვადასხვა მრევლში და მეურვეობებში ვითარება განსხვავდება ერთმანეთისგან და კონკრეტული წესი, რომელიც ერთ შემთხვევაში მისაღებია, შეიძლება მიუღებელი იყოს მეორეში. ამის ნაცვლად დოქტრინაზე დაფუძნებულ პრინციპს გთავაზობთ. თუ ყველა გაიგებს ამ პრინციპს და მასთან ჰარმონიაში იცხოვრებს, წესებისთვის არ იქნება დიდი საჭიროება. თუ საჭირო იქნება რჩევის მიცემა ან წესის მიხედვით მოქმედება კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილობრივ ხელმძღვანელებს შეუძლიათ ამის უზრუნველყოფა დოქტრინისა და მასთან დაკავშირებული პრინციპების შეთანხმებით“.7

კვირა დღის პრინციპი როგორც ნიშანი

2015 წ. აპრილის გენერალურ კონფერენციაზე პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა, რომ „კვირა დღე სიხარულია“.8 მან ასევე ახსნა, როგორ მივიდა პირადად კვირა დღის პრინციპის პატივისცემის წვდომამდე.

„როგორ ვადიდებთ კვირა დღეს? როცა ბევრად ახალგახზდა ვიყავი, მე სხვების ნამუშევარს ვსწავლობდი იმის თაობაზე, რისი კეთება შეიძლებოდა და რისი კეთება არ შეიძლებოდა კვირას . მხოლოდ მოგვიანებით შევიტყვე წმინდა წერილიდან, რომ ჩემი ქცევა და დამოკიდებულება წარმოადგენდა ნიშანს ჩემსა და მამაზეციერის შორის . ასეთი წვდომით მე აღარ მჭირდებოდა „შეიძლება“ და „არ შეიძლებას“ გრძელი სია. როცა მიწევდა გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, იყო თუ არა ესა თუ ის ღონისძიება კვირისთვის შესაფერისი, მე უბრალოდ ვეკითხებოდი საკუთარ თავს: „რა ნიშანს ვაძლევ ამით ღმერთს“? ეს შეკითხვა ჩემს გადაწყვეტილებებს კვირასთან დაკავშირებით დღესავით ნათელს ხდიდა“.9

პრეზიდენტ ნელსონის უბრალო თუმცა ძლიერი შეკითხვა ხაზს უსვამს პრინციპს, რომელიც არანაირ ეჭვს არ ტოვებს იმაზე, რას ნიშნავს ეს და რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ კვირას. მისი შეკითხვა აჯამებს მითითებებსა და სტანდარტს, რასაც შეუძლია, ყველანი დაგვლოცოს სხვადასხვა ვითარებაში ყოფნისას.

ღმერთისთვის პირველობის მინდობის პრინციპი

ექვსი თვის წინ გენერალურ კონფერენციაზე პრეზიდენტმა ნელსონმა აღწერა თავისი პირადი აღტაცება იმის თაობაზე, რომ მას სიტყვა ისრაელი-ს ახალი შრე გაეხსნა. მან გვითხრა, რომ მისი სული აღელვდა, როცა მან შეიტყო, რომ „სიტყვა ისრაელი უკავშირდება პიროვნებას, რომელიც თანახმაა, მიანდოს ღმერთს პირველობა თავის ცხოვრებაში“.10 შემდეგ პრეზიდენტმა ნელსონმა დაადგინა მთელი რიგი მნიშვნელოვანი შედეგებისა, რომლებიც გამომდინარეობს ამ ახალი შრიდან.

მისი გზავნილი თემაზე იყო თანახმა, მიანდო ღმერთს პირველობა საკუთარი თავის მართვის სწორი პრინციპების სწავლების შესანიშნავი მაგალითია. ისევე, როგორც მან ეს გააკეთა თავის გზავნილში შაბათით აღფრთოვანების შესახებ, პრეზიდენტმა ნელსონმა დასვა პრინციპებზე დაფუძნებული კითხვები, რომლებიც თითოეული ჩვენგანისთვის მითითებებსა და სტანდარტებს წარმოადგენს.

თქვენ თანახმა ხართ, მიანდოთ ღმერთს პირველობა თქვენს ცხოვრებაში? თქვენ თანახმა ხართ, ღმერთს ჰქონდეს ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა თქვენს ცხოვრებაზე?

იგი აგრძელებს:

წარმოიდგინეთ, როგორ დაგლოცავთ ასეთი თანხმობა. თუ დასაოჯახებელი ხართ და მარადიულ მეწყვილეს ეძებთ, თქვენი სურვილი - „ეკუთვნოდეთ ისრაელს“ დაგეხმარებათ გადაწყეტილებაში, ვისთან და როგორ იაროთ პაემანზე.

„თუ ოჯახი შექმენით ადამიანთან, რომელმაც დაარღვია აღთქმები, თქვენი თანხმობა - მიანდოთ ღმერთს პირველობა თქვენს ცხოვრებაში, ხელს შეუწყობს იმას, რომ თქვენი აღთქმები ღმერთთან შეუხებელი დარჩეს. მხსნელი განკურნავს თქვენს ნატკენ გულს. ზეცა გაიხსნება, როცა ეძიებთ, გაიგოთ, როგორ წაიწიოთ წინ. არ გჭირდებათ კითხვა ან ხეტიალი.

„თუ გაქვთ გულწრფელი შეკითხვები სახარებისა ან ეკლესიის შესახებ, როცა აკეთებთ არჩევანს, მიანდოთ ღმერთს პირველობა, თქვენ წინ გაგიძღვებიან, რათა იპოვოთ აბსოლუტური და მარადიული ჭეშმარიტება, რომელიც წარმართავს თქვენს ცხოვრებას და დაგეხმარებათ, მტკიცედ დარჩეთ აღთქმის გზაზე.

„როცა ცდუნების წინაშე დგახართ - მაშინაც კი, როცა ცდუნება მოგაკითხავთ დაქანცულობის, მარტოობის ან გარიყულობის მომენტში - წარმოიდგინეთ, რა სიმამაცის მიღწევას შეძლებთ, როცა მიანდობთ ღმერთს პირველობას თქვენს ცხოვრებაში და შეევედრებით, გაგაძლიეროთ.

„როცა თქვენი ყველაზე დიდი სურვილია, მიანდოთ ღმერთს პირველობა და იყოთ ისრაელის ნაწილი, იმდენი გადაწყვეტილების მიღება გაგიადვილდებათ. იმდენი საკითხი მოგიგვარდებათ! თქვენ იცით, როგორ მოუაროთ თავს. თქვენ იცით, რას უყუროთ და რა წაიკითხოთ, რას დაახარჯოთ დრო და ვისთან იურთიერთობოთ. თქვენ იცით, რას უნდა მიაღწიოთ. თქვენ იცით, რანი გინდათ გახდეთ სინამდვილეში“.11

დაფიქრდით, რამდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე შეუძლია, მოახდინოს გავლენა პრინციპმა იყო თანახმა, მიანდო ღმერთს პირველობა: პაემანზე სიარული და დაოჯახება, სახარების საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები და ეჭვები, ცდუნებები, თავის მოვლა, რას ვუყუროთ და რა წავიკითოთ, სად ვატაროთ დრო, ვისთან ვიურთიერთობოთ და მრავალი სხვა. პრეზიდენტ ნელსონის შთაგონებული შეკითხვები ხაზს უსვამენ უბრალო პრინციპს, რომელიც უზრუნველყოფს მითითებებს ჩვენი ცხოვრების ყოველი ასპექტისთვის და გვაძლევს საკუთარი თავის მართვის საშუალებას.

„ძალიან პატარა საჭე“

როცა ჯოზეფ სმითი ლიბერთის ციხეში იმყოფებოდა, მან ეკლესიის წევრებსა და ხელმძღვანელებს დაუწერა წერილები მითითებებით და შეახსენა მათ, რომ „დიდი გემისთვის ძალიან პატარა საჭე ძალზედ დიდ როლს ასრულებს ქარიშხლის დროს, რადგან ქარისა და ტალღების მიმართულებით მართავს ხომალდს“.12

გამოსახულება
გემის საჭე

„საჭე“ არის ბორბალი ანუ ტილერი და მასთან დაკავშრებული აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენაბა ნავისა ან გემის მართვისთვის. :ქარისა და ტალღების მიმართულებით“ ნიშნავს გემის ისეთნაირად შემობრუნებას, რომ იგი ბალანსირებს და არ ყირავდება ქარიშხალის დროს.

გამოსახულება
ქარიშხალში გემის ტრიალი

სახარების პრინციპები ჩემთვის და თქვენთვის იგივეა, რაც საჭე გემისთის. სწორი პრინციპები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიპოვოთ გზა და მყარად ვიდგეთ, ურყევად, გაუნძრევლად, რათა არ დავკარგოთ ბალანსი და არ ჩავცვივდეთ უკანასკნელი დღეების მძვინვარე ქარიშხლის სიბნელესა და აურზაურში.

ჩვენ უხვად მივიღეთ დალოცვები ამ გენერალური კონფერენციის დროს, რათა ვისწავლოთ მარადიული პრინციპები უფლის უფლებამოსილი პირებისგან. ახლა, ჩვენი პირადი ვალდებულებაა, ვმართოთ საკუთარი თავი იმ ჭეშმარიტებების მიხედვით, რომლებზედაც მათ დაგვიმოწმეს.13

მოწმობა

პრეზიდენტი ეზრა ტაფტ ბენსონი გვასწავლიდა: „მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში [ლიახონას] საკონფერენციო გამოცემა უნდა მოათავსოთ სტანდარტულ ნამუშევრების გვერდით და ხშირად ჩაიხედოთ მასში“.14

ჩემი სულის მთელი ძალით მე გიწვევთ, ყველამ ვისწავლოთ, ვიცხოვროთ და გვიყვარდეს სიმართლის პრინციპები. მხოლოდ სახარების ჭეშმარიტებას შეუძლია, მოგვცეს უნარი, „მხნედ გავაკეთოთ ყოველივე, რისი ძალაც შეგვწევს“, რათა მივისწრაფოთ წინ აღთქმის გზაზე და „ვიხილოთ ღვთის ხსნა და მისი ხელის გამოცხადება“.15

მე ვიცი, რომ იესო ქრისტეს სახარების დოქტრინა და პრინციპები არის ჩვენს ცხოვრებაში მითითებების ძირითადი წყარო, მიწიერ მოგზაურობაში და მარადისობაში კი - სიხარულის მომტანი რამ. ამ დიდებულ აღდგომის კვირას მე სიხარულით ვმოწმობ, რომ ჩვენი ცოცხალი მხსნელი არის ის წყარო, რომლიდანაც მოედინება ეს ჭეშმარიტებანი . მე ამას ვმოწმობ უფალ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. John Taylor, in Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007), 284.

  2. მოძღვრება და აღთქმები 42:12.

  3. მოძღვრება და აღთქმები 88:78.

  4. იხ. რწმენის სიმბოლოები 1:1.

  5. იხ. რწმენის სიმბოლოები 1:4.

  6. მოძღვრება და აღთქმები 89:3-4.

  7. Dallin H. Oaks, “The Aaronic Priesthood and the Sacrament,” Liahona, Jan. 1999, 45–46.

  8. See Russell M. Nelson, “The Sabbath Is a Delight,” Liahona, May 2015, 129–32.

  9. Russell M. Nelson, “The Sabbath Is a Delight,” 130; emphasis added.

  10. Russell M. Nelson, “Let God Prevail,”Liahona, Nov. 2020, 92.

  11. Russell M. Nelson, “Let God Prevail,” 94.

  12. მოძღვრება და აღთქმები 123:16.

  13. პრეზიდენტი ჰაროლდ ბ. ლი 1899–1973) აგულიანებდა წევრებს, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გახადონ კონფერენციის მასალები თავიანთ გზამკლევად სიარულისა და საუბრის დროს. მან ახსნა: „ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უფალს მიაჩნია, რომ უნდა განუცხადოს თავის ხალხს ამ დროში“ (მმართვა კონფერენციაზე, 1946 წ. აპრილი, გვ. 68).

    პრეზიდნეტი სპენსერ ვ. კიმბალი (1895-1985) ასევე ხაზს უსვამდა გენერალური კონფერენციის გზავნილების მნიშვნელობას. მან თქვა: „არც ერთ ტომს ან ტექსტ ეკლესიის სტანდარტული ნამუშევრების მიღმა არ უნდა ჰქონდეს ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი თქვენი ბიბლიოთეკის პირად თაროზე, არც რიტოტიკული თვასაზრისით არც მჭერმეტყველობის დამსახურების გამო, ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ კონცეფციის დამსახურების გამო, რომელიც გვიჩვენებს გზას მარადიული ცხოვრებისკენ“ (In the World but Not of, Brigham Young University Speeches of the Year [May 14, 1968], 3).

    პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა ასევე დაამტკიცა კონფერენციის მასალების შესწავლის მნიშვნელობა. მან თქვა: „დაე, დიდხანს გვახსოვდეს ის, რაც ითქვა გენერალურ კონფრენციაზე. გზავნილები დაიბეჭდება შემდეგ თვეში Ensign and Liahona ჟურნალებში. მე გაგულიანებთ, შეისწავლოთ ისინი და დაფიქრდეთ მათ სწავლებებზე“ („Until We Meet Again“, Liahona, Nov. 2008, 106).

  14. Ezra Taft Benson, “Come unto Christ, and Be Perfected in Him,” Ensign, May 1988, 84.

  15. მოძღვრება და აღთქმები 123:17.

ამობეჭდვა