ტაძარი და თქვენი სულიერი საძირკველი
რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, სულიერად ყველაზე უსაფრთხო ადგილი იქნება თვენი სატაძრო აღთქმა!
ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ამ დილით თქვენთან ვიმყოფები, რათა გაგიზიაროთ ჩემი გულის გრძნობები.
როგორც იცით, ჩვენ ვატარებთ ისტორიული სოლთ-ლეიქ ტაძრის კაპიტალურ რემონტს. ეს რთული პროექტი მოიცავს არსებული თავდაპირველი საძირკვლის ძირითად გამაგრებას, რომელიც საუკუნეზე მეტ ხანს გაძლო. ეს ტაძარი გაცილებით მეტ ხანს უნდა იდგეს. მაისის ბოლოს მე შევამოწმე ამ კაპიტალური რემონტის წინსვლა. ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება იმის ნახვა, რაც მე და ჩემმა მეუღლემ, ვენდიმ, ვიხილეთ. მგონი ახლა მიხვდებით, რატომ შეიძინა ჰიმნმა „როგორ განგვიმტკიცდება“1 ჩვენთვის ახალი მნიშვნელობა.
ვიდეო სოლთ-ლეიქ ტაძრის გამაგრების შესახებ: „ჩვენ ახლა ვხედავთ სოლთ-ლეიქ ტაძრის თავდაპირველ საძირკველს. მე ვდგავარ ე. წ. ბაღის ოთახის ქვემოთ მდებარე ადგილას. მთლიანი შენობის ოსტატობას ვეცნობი და გაოცებული ვარ პიონერების მიერ მიღწეული შედეგებით. ვთრთი, როცა ვფიქრობ იმაზე, რომ მათ ეს საოცარი ტაძარი ააშენეს იმ იარაღებითა და ტექნიკის გამოყენებით, რომელიც მათთვის ერთი საუკუნის წინ იყო ხელმისაწვდომი.
„თუმცა როცა ამდენი ათწლეულის შემდეგ ჩვენ ყურადღებით შევამოწმებთ საძირკველს, ვიხილავთ ეროზიის კვალს, ხარვეზებს თავდაპირველი ქვის დამუშავებაში და ქვის წყობის სტაბილურობის სხვადასხვა დონეს.
„ახლა, როცა ვარ მოწმე იმისა, რა შეუძლიათ თანამედროვე ინჟინრებს, არქიტექტორებსა და მშენებლობის ექსპერტებს ამ თავდაპირველი საძირკვლის გამყარების გასაკეთებლად, სრულიად გაოცებული ვარ! ისინი საოცარ საქმეს აკეთებენ!
„ნებისმიერი შენობის საძირკველი, განსაკუთრებით ასეთი ზომის, უნდა იყოს მყარი და საკმაოდ გამძლე იმისთვის, რომ გაუძლოს მიწისძვრებს, კოროზიას, ძლიერ ქარს და ყველა შენობისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ „დაჯდომას“. გამაგრებასთან დაკავშირებული რთული დავალება, რომელიც ახლა სრულდება, გაამყარებს ამ წმინდა ტაძარს ისეთი საძირკვლით, რომელიც დროის გამოცდას გაუძლებს“.
ჩვენ ძალ -ღონეს არ ვიშურებთ იმისთვის, რომ მივცეთ ამ მხცოვან ტაძარს, რომელიც სულ უფრო და უფრო დაუცველიხდება, საძირკველი, რომელიც ათასწლეულის მანძილზე გაუძლებს ბუნების ძალებს. ანალოგიურად, დროა, თითოეულმა ჩვენგანმა მიიღოს განსაკუთრებული ზომები - შესაძლოა ისეთი, რომლებიც აქამდე არასდროს მიგვიღია - ჩვენი პირადი სულიერი საფუძვლების გასაძლიერებლად. უპრეცედენტო დრო მოითხოვს უპრეცედენტო ზომებს.
ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ეს უკანასკნელი დღეებია. თუ მე და თქვენ ვაპირებთ, გავუძლოთ მომავალ საფრთხეებსა და ზეწოლას აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს მყარი სულიერი საძირკველი, რომელიც აშენებულია ჩვენი გამომსყიდველის, იესო ქრისტეს კლდეზე.2
ასე რომ, ვეკითხები ყოველ თქვენგანს: რაოდენ მყარია თქვენი საძირკველი? თქვენი დამოწმებებისა და სახარების წვდომის რა გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებელი“?
ტაძარი ჩვენი რწმენის სიმყარისა და სულიერი სიძლიერის ცენტრია, რადგან მხსნელი და მისი დოქტრინა ტაძრის შუაგულია. ყოველივე, რაც ტაძარში ისწავლება, მითითებებისა და სულიწმინდის მეშვეობით, ზრდის ჩვენ მიერ იესო ქრისტეს შეცნობას. მისი აუცილებელი წეს-ჩვეულებები, მღვდლობის წმინდა აღთქმების მეშვეობით, შეგვკვრავს უფალთან. ასე რომ, თუ ვიცავთ აღთქმებს, იგი გვიბოძებს თავის სამკურნალო, გამაძლიერებელ ძალას.3 ო, როგორ დაგვჭირდება მისი ძალა შემდგომ დღეებში.
ჩვენ გვაქვს დაპირება „თუ მზად [ვ]იქნებით – არ შეგ[ვ]ეშინდება.“4 ამ გარანტიას დღეს აქვს ღრმა მნიშვნელობა. უფალმა განაცხადა, რომ დღევანდელი უპრეცედენტო გამოწვევების მიუხედავად ისინი, ვინც ააშენებენ დამოწმებებს იესო ქრისტეზე და უკვე ისწავლეს მისი ძალის გამოყენება, არ უნდა დაემორჩილონ ამ ეპოქის უნიკალურ შფოთვას.
ტაძრის წეს-ჩვეულებები და ღთქმები უძველესია. უფალმა დამოძღვრა ადამი და ევა, ელოცათ და დაედოთ აღთქმები და მსხვერპლი შეეწირათ.5 მართლაც, „ყოველთვის, როცა დედამიწაზე უფლის ხალხი არსებობდა, რომელიც მის სიტყვას ყურს უგდებდა, მათ უბრძენებდნენ ტაძრების შენებას“.6 ეკლესიის სტანდარტული ნიმუშები მოიცავს ჩანაწერებს სატაძრო სწავლებების, სამოსის, ენებისა და მრავალი სხვა ცნების შესახებ.7 ტაძარში ერთად იყრის თავს ყველაფერი , რაც გვწამს და ღვთის ყოველი დაპირება თავის აღთქმულ ხალხთან. ყოველ ეპოქაში ტაძარი ხაზს უსვამდა იმ ძვირფას ჭეშმარიტებას, რომ ისინი, ვინც ღმერთთან დადებენ აღთქმებს და იცავენ მათ, აღთქმის შვილები არიან.
ასე რომ, ამ უფლის სახლში ჩვენ შეგვიძლია, დავდოთ იგივე აღთქმები ღმერთთან, რაც აბრამმა, ისააკმა და იაკობმა დადეს. და ჩვენ იმავე კურთხევების მიღება შეგვიძლია!
ტაძრები თავიდანვე ამ წყობის ნაწილი იყო.8 ელიამ კირტლანდის ტაძარში ჯოზეფ სმითს მიანიჭა ჩაბეჭდვის უფლებამოსილების გასაღებები. ნავუს ტაძარში აღდგა მღვდლობის სისრულე.8
ჯოზეფ სმითი მეწამეობამდე იღებდა გამოცხადებებს, რომლებმაც წინ წაწია შემოსვისა და ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებები.10 თუმცა მან აღიარა, რომ საჭირო იყო შემდგომი დახვეწა. 1842 წ. მაისში ბრიგამ იანგისთვის შემოსვის წეს-ჩვეულების ჩატარების შემდეგ ჯოზეფმა უთხრა ბრიგამს: „ეს სწორად არ ჩატარდა, მაგრამ არსებულ ვითარებაში ამაზე მეტი ვერ შევძელით. მსურს, ხელი მოკიდოთ ამ საქმეს და სისტემაში მოიყვანოთ და მოაგვაროთ ყველა ეს ცერემონია“.11
წინასწარმეტყველის სიკვდილის შემდეგ პრეზიდენტი იანგი ზედამხედველობდა ნავუს ტაძრის12 დასრულებას და მოგვიანებით ააშენა ტაძრები იუტას ტერიტორიაზე. სეინტ ჯორჯის ტაძრის ქვედა სართულების მიძღვნაზე ბრიგამ იანგმა შეუპოვრად გამოაცხადა ჩანაცვლებითი სატაძრო სამუშაოს აუცილებლობა, როცა თქვა: „როცა ამ საკითხზე ვფიქრობ, მინდა, შვიდი მეხის ხმამ გამოაფხიზლოს ეს ხალხი“.13
იმ დროიდან მოყოლებული, ტაძრის წეს -ჩვეულებები თანდათან დაიხვეწა. პრეზიდენტმა ჰაროლდ ბ. ლიმ განმარტა, თუ რატომ იცვლება პროცედურები, პოლიტიკა და ტაძრის წეს-ჩვეულებების ჩატარებაც კი მაცხოვრის აღდგენილ ეკლესიაში. პრეზიდენტმა ლიმ თქვა: „იესო ქრისტეს სახარების პრინციპები ღვთიურია. არავინ ცვლის ეკლესიის პრინციპებსა და [მოძღვრებას] უფლის გარდა, გამოცხადებით. მაგრამ მეთოდები იცვლება, როცა ისინი, ვინც თავმჯდომარეობს მოცემულ დროს, იღებენ შთაგონებებს“.14
დაფიქრდით, როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში ზიარების ჩატარება. ადრეულ წლებში ზიარების დროს მრევლს სთავაზობდნენ წყალს დიდი ჭურჭლით. ყველა იქიდან სვამდა. ახლა ჩვენ ერთჯერად ინდივიდუალურ ჭურჭელს ვიყენებთ. პროცედურა შეიცვალა, მაგრამ აღთქმები იგივე დარჩა.
დაფიქრდით ამ სამ ჭეშმარიტებაზე:
-
აღდგენა არის პროცესი და არა მოვლენა და იგი გაგრძელდება უფლის მოსვლამდე.
-
ისრაელის შეკრების საბოლოო მიზანია15 ტაძრის დალოცვების მიტანა ღვთის ერთგულ შვილებამდე.
-
როცა ამ მიზნის მიღწევას უფრო ეფექტურად ვეძიებთ, უფალი მეტად შთაგვაგონებს გამოცხადების სახით. უწყვეტი აღდგენა საჭიროებს უწყვეტ გამოცხადებას.
პირველი პრეზიდენტობა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმი ხშირად ეკითხებიან უფალს, არსებობს თუ არა უკეთესი საშუალებები იმისთის, რომ მიუტანონ ტაძრის დალოცვები უფლის ერთგულ შვილებს. ჩვენ სულ ვეძიებთ მითითებებს იმაზედ, თუ როგორ უზრუნველვყოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სატაძრო მითითებების, აღთქმებისა და წეს-ჩვეულებების სიზუსტე და თანმიმდევრობა ამდენი სხვადასხვა ენისა და კულტურის ფონზე.
უფლის მითითებებისა და ჩვენს ლოცვებზე მიღებული პასუხების შედეგად ჩატარდა შემდეგი პროცედურული ცვლილებები: იგი არის ის, ვისაც სურს, ძალიან ნათლად გაიგოთ, რისთვის დებთ აღთქმებს. იგი არის ის, ვისაც სურს, სრულად მიიღოთ მისი წმინდა წეს-ჩვეულებები. მას სურს, კარგად გაიაზროთ თქვენი უპირატესობები, დაპირებები და ვალდებულებები. მას სურს, მიიღოთ ისეთი სულიერი შთაგონება და გამოღვიძება, რომელიც აქამდე არასოდეს არ გქონიათ. და მას ეს სურს ტაძარში ყველა მოსიარულისთვის, განურჩევლად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი.
ამჟამინდელი, ასევე მომდევნო კორექტირებები სატაძრო პროცედურებში გახლავთ უწყეტი მტკიცებულება იმისა, რომ უფალი აქტიურად მართავს თავის ეკლესიას. იგი ყოველ ჩვენგანს აძლევს საშუალებას, უფრო შედეგიანად გავაძლიეროთ ჩვენი სულიერი საძირკველი, უფალზე და მისი ტაძრის წეს-ჩვეულებებსა და აღთქმებზე ჩვენი ცხოვრების ფოკუსირებით. როცა უფლის ცოდნის მიღების სახლში მოგაქვთ თქვენი სატაძრო რეკომენდაცია, მოდრეკილი გული და მაძიებელი გონება, იგი გასწავლით თქვენ.
თუ მანძილის, ჯანმრლობისა თუ სხვა შეზღუდვების გამო გარკვეული დროით ვერ დადიხართ ტაძარში, მე გიწვევთ, დანიშნოთ კონკრეტული საათი იმისთვის, რომ გონებაში გადაიმეოროთ თქვენ მიერ დადებული აღთქმები.
თუ ჯერ არ შეიყვარეთ ტაძარში სიარული - კი არ მოუკლოთ იქ სიარულს პირიქით - მოუხშირეთ. დართეთ ნება უფალს, მისი სულიწმინდის მეშვეობით, გასწავლოთ და შთაგაგონოთ იქ. მე გპირდებით, რომ დროთა განმავლობაში ტაძარი გახდება უსაფრთხოების, სიმშვიდისა და გამოცხადების ადგილი.
რომ შემეძლოს ყოველ ზრდასრულ ადამიანთან ერთი-ერთზე საუბარი, შევევედრებოდი ყველას: ეძიონ პიროვნება, რომელთანაც შეძლებდნენ ტაძარში ჩაბეჭდვას. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რა შეიცვლება ამით თქვენს ცხოვრებაში. გპირდებით, რომ ამით ყველაფერი შეიცვლება! როცა ტაძარში დაქორწინდებით და იქ ხშირად ივლით, თქვენ გაძლიერდებით და მიიღებთ მითითებებს გადაწყვეტილების მიღებისას.
რომ შემეძლოს, მიმემართა ყოველი შეუღლებული წყვილისთვის, რომელიც ჯერ არ ჩაბეჭდილა ტაძარში, შევევედრებოდი მათ, გადაედგათ ამ დამაგვირგვინებელი, ცხოვრების შემცვლელი წეს-ჩვეულების მიღებისთვის აუცილებელი ნაბიჯი.16 ამით რამე შეიცვლება? კი, თუ გსურთ მარადიული წინსვალა და მარად ერთად ყოფნა. მხოლოდ სურვილი - იყოთ ერთად მარადის, ამას არ მოახდენს. არც სხვა რომელიმე ცერემონია ან გარიგება არ მოახდენს ამას.17
რომ შემეძლოს ყოველ ქალთან და მამაკაცთან საუბარი, რომლებსაც სურთ დაოჯახება მაგრამ ჯერ არ უპოვიათ მარადიული მეწყვილე გირჩევდით, არ დაელოდოთ იმ დროს, როცა ქორწინების ჩატარება შესაძლებელი გახდება უფლის სახლში. ახლა დაიწყეთ იმის შესწავლა და შეგრძნება, რას მიშნავს, იყო შეიარაღებული მღვდლობის ძალით.
ყოველ თქვენგანს კი, ვინც ტაძარში აღთმა დადო, ვევედრები - ლოცვითა და თანმიმდევრულად ეძიეთ, ჩასწვდეთ სატაძრო აღთქმებს და წეს-ჩვეულებს.18 სულიერების კარი გაიღება. თქვენ ისწავლით, როგორ გაწიოთ საბურველი ცასა და დედამიწას შორის, როგორ ითხოვოთ ღვთის ანგელოზების სტუმრობა და როგორ უკეთ მიიღოთ დარიგებები ზეციდან. თქვენი ბეჯითი მცდელობები ამ მიმართულებით გააძლიერებს და გაამყარებს თქვენს სულიერ საძირკველს.
ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, როცა სოლთ-ლეიქ ტაძრის სარემონტო სამუშაოები დასრულდება, არ იქნება სოლთ-ლეიქის ველში იმაზე უსაფრთხო ადგილი, ვიდრე ტაძარი.
ანალოგიურად, რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, სულიერად ყველაზე უსაფრთხო ადგილი იქნება თქვენი სატაძრო აღთქმა!
გთხოვთ, დამიჯეროთ, როცა გეუბნებით, რომ როდესაც თქვენი სულიერი საძირკველი მყარად არის აშენებული იესო ქრისტეზე, თქვენ არ უნდა გეშინოდეთ. როცა ტაძარში დადებული აღთქმების ერთგული ხართ, თქვენ უფლის ძალა გაგაძლიერებთ. ამიტომ, სულიერი მიწისძვრის დროს შეძლებთ, მყარად იდგეთ, რადგან თქვენი სულიერი საძირკველი მტკიცე და ურყევია.
მიყვარხართ, ძვირფასო დებო და ძმებო. მე ვიცი ეს ჭეშმარიტებანი: ღმერთს, ჩვენს ზეციურ მამას, სურს, თქვენ არჩიოთ მასთან, შინ, დაბრუნება. მისი მარადიული წინსვლის გეგმა არ არის რთული და ითვალისწინებს თავისუფალ არჩევანს. თქვენ შეგიძლიათ, თავად აირჩეიოთ, რანი გინდათ იყოთ და ვისთან ერთად შემდგომ ცხოვრებაში!
ღმერთი ცოცხალია! იესო არის ქრისტე! ეს მისი ეკლესიაა და იგი აღდგენილ იქნა, რათა დაგეხმაროთ თქვენი ღვთიური დანიშნულების აღსრულებაში. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.