გენერალური კონფერენცია
ჯვარზე აღმართული
2022 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ჯვარზე აღმართული

იყო იესო ქრისტეს მიმდევარი ნიშნავს, რომ ზოგჯერ ტვირთი უნდა ატარო და წახვიდე იქ, სადაც მსხვერპლია საჭირო, ტანჯვა კი - გარდაუვალი.

წლების წინ, ასპირანტურაში ამერიკის რელიგიურ ისტორიაზე დისკუსიის შემდეგ, ერთმა სტუდენტმა მკითხა: „რატომ არ მიიღეს უკანასკნელ დღეთა წმინდანებმა ჯვარი, რომელსაც სხვა ქრისტიანები თავიანთი რწმენის სიმბოლოდ იყენებენ?

რადგან ჯვრის შესახებ ასეთი კითხვები ხშირად უკავშირდება ჩვენს ქრისტესადმი ერთგულებას, მე მაშინვე ვუთხარი მას, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია მიიჩნევს, რომ იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლშეწირვა არის ცენტრალური ფაქტი, გადამწყვეტი საფუძველი, მთავარი დოქტრინა და ღვთის დიდ გეგმაში მისი შვილების გადარჩენისთვის ღვთაებრივი სიყვარულის საბოლოო გამოხატვა.1 მე ავუხსენი, რომ ამ მოქმედებასთან დაკავშირებული ხსნის მადლი იყო არსებითი და საყოველთაოდ ბოძებული კაცობრიობის მთელი ოჯახისთვის, დაწყებული ადამიდან და ევადან, სამყაროს აღსასრულამდე.2 მე მოვახდინე წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის ციტირება, რომელმაც თქვა: „ყველაფერი, … რაც ეხება ჩვენს რელიგიას, არის მხოლოდ დამატება“ იესო ქრისტეს გამოსყიდვისა.3

შემდეგ მე წავუკითხე მას ნეფის სიტყვები, რომლებიც იესოს დაბადებამდე 600 წლით ადრე დაიწერა: „და … ანგელოზმა კვლავ მომმართა, სიტყვით: შეხედე! და შევხედე და დავინახე ღვთის კრავი, [რომელიც] … აღმართეს ჯვარზედ და მოკლეს ამა ქვეყნის ცოდვებისათვის“.4

ჩემი „შეიყვარე, გაუზიარე და მოიწვიე“-ს შემართებით მე ვაგრძელებდი კითხვას! აღმდგარმა ქრისტემ უთხრა ნეფიელებს ახალ სამყაროში: „მამამ გამომგზავნა, რათა აღმმართონ ჯვარზე; და მას შემდეგ, რაც ჯვარზე აღმმართეს, რომ ჩემთან მომეზიდა ყველა ადამიანი“.5

პავლე მოციქულის ციტირება დავაპირე როცა შევამჩნიე, რომ ჩემს მეგობარს თვალი გაუშტერდა. მან უცებ მაჯის საათს დახედა და სავარაუდოდ გაახსენდა, რომ სადღაც უნდა ყოფილიყო, ნებისმიერ ადგილას - და ის თავის გამოგონილ შეხვედრაზე გაიქცა. ასე დამთავრდა ჩვენი საუბარი.

ამ დილით, დაახლოებით 50 წლის შემდეგ, მე გადავწყვიტე, დამესრულებინა ეს ახსნა - გინდაც თითოეულმა თქვენგანმა დაუწყოს მაჯის საათს ყურება. როდესაც ვცდილობ ავხსნა, რატომ არ ვიყენებთ ჯვრის იკონოგრაფიას, მსურს ნათლად გამოვხატო ჩვენი ღრმა პატივისცემა და სრული აღფრთოვანება მათ მიმართ, ვინც ამას აკეთებს რწმენით სავსე მოტივებითა და თავდადებული ცხოვრებით.

ერთ-ერთ მიზეზს, რის გამოც ჩვენ აქცენტს არ ვაკეთებთ ჯვარზე, როგორც სიმბოლოზე, ბიბლიური ფესვები აქვს. იმის გამო, რომ ჯვარცმა რომის იმპერიაში სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფორმა იყო, იესოს ბევრმა ადრეულმა მიმდევარმა არჩია, ხაზი არ გაესვა ტანჯვის ამ სასტიკი ხერხისთვის. ქრისტეს სიკვდილის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ცენტრალური იყო მათი რწმენისთვის, მაგრამ დაახლოებით სამასი წლის განმავლობაში ისინი, როგორც წესი, სხვა საშუალებებით ცდილობდნენ სახარების იდენტობის გადმოცემას.6

მეოთხე და მეხუთე საუკუნეებში ჯვარი შემოღებულ იქნა, როგორც განზოგადებული ქრისტიანობის სიმბოლო, მაგრამ ჩვენი ქრისტიანობა არ არის „განზოგადებული ქრისტიანობა“. ვართ რა არც პროტესტანტები და არც კათოლიკები, ჩვენ უფრო აღდგენილი ეკლესია ვართ, ახალი აღთქმის აღდგენილი ეკლესია. ამრიგად, ჩვენი წარმოშობა და უფლებამოსილება იწყება სათათბირო საბჭოებამდე, სარწმუნოებამდე და ხატწერამდე.7 ამ თვალსაზრისით, სიმბოლოს არარსებობა, რომელიც მოგვიანებით გახდა ზოგადი გამოყენების სიმბოლო, არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის ჭეშმარიტი ქრისტიანული საწყისების აღდგენა.

ხატოვანი ჯვრების გამოუყენებლობის კიდევ ერთი მიზეზია აქცენტი ქრისტეს მისიის სრულ სასწაულზე - მის დიდებულ აღდგომაზე, ასევე მის მსხვერპლშეწირულ ტანჯვასა და სიკვდილზე. ამ ურთიერთობის ხაზგასმისას მე აღვნიშნავ ხელოვნების ორ ნიმუშს,8 რომელიც გამოიყენება როგორც ფონი პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წმინდა შეხვედრებისას ტაძარში ყოველ ხუთშაბათს სოლთ-ლეიქ სითიში. ეს გამოსახულებები არის მუდმივი შეხსენება ჩვენთვის გადახდილი ფასისა და იმ გამარჯვების შესახებ, რომელიც მოიპოვა მან, ვისი მსახურებიც ვართ.

გამოსახულება
ჯვარცმა, ჰარი ანდერსენი
გამოსახულება
აღდგომა, ჰარი ანდერსენი

ქრისტეს ორნაწილიანი ტრიუმფის უფრო საჯარო წარმოდგენისთვის ჩვენ ვიყენებთ თორვალდსენის ამ პატარა გამოსახულებას -მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე, რომელზედაც უფალი დიდებით გამოდის სამარხიდან, აშკარა ჯვარცმის ჭრილობებით.9

გამოსახულება
ეკლესიის ლოგო

და ბოლოს, ჩვენ ვახსენებთ საკუთარ თავს, რაც პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ ერთხელ თქვა: „ჩვენი ხალხის ცხოვრება უნდა იყოს ჩვენი რწმენის სიმბოლო“.10 ამ მოსაზრებებს მივყავარ წმინდა წერილში ჯვრის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან მითითებამდე. ამას არანაირი კავშირი არ აქვს გულსაკიდებთან ან სამკაულებთან, შპილებთან ან საგზაო ნიშნებთან. ეს უფრო უკავშირდება ურყევ პატიოსნებას და მყარ მორალურ ხერხემალს, რომელიც ქრისტიანებმა უნდა შემოიტანონ იესოს მოწოდებაში თითოეული თავისი მოწაფესადმი. ყველგან და ყოველთვის იგი გვეუბნებოდა ყველას: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე“.11

აქ საუბარია ჯვარზე, რომელსაც ვზიდავთ და არა მკერდზე ვატარებთ. იყო იესო ქრისტეს მიმდევარი ნიშნავს, რომ ზოგჯერ ტვირთი უნდა ატარო - საკუთარი ან ვიღაცის და წახვიდე იქ, სადაც მსხვერპლია საჭირო, ტანჯვა კი - გარდაუვალი. ჭეშმარიტი ქრისტიანი ვერ მიჰყვება მოძღვარს მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებშიც ეთანხმება. არა. ჩვენ უფალს ყველგან მივყვებით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ცრემლებითა და პრობლემებით აღვსილ ადგილებში, სადაც ზოგჯერ სულ მარტო მოგვიწევს დგომა.

მე ვიცნობ ადამიანებს როგორც ეკლესიაში, ისე მის გარეთ, რომლებიც ზუსტად ასე ერთგულად მიჰყვებიან ქრისტეს. ვიცნობ ბავშვებს მძიმე ფიზიკური შეზღუდვებით და ვიცნობ მათ მშობლებს, რომლებიც უვლიან მათ. ვხედავ, რომ ყველა მუშაობს ხანდახან სრულ დაღლილობამდე, ეძებს ძალას, უსაფრთხოებას და სიხარულის მომენტებს, რომლებიც სხვაგვარად არ მოდის. მე ვიცნობ ბევრ მარტოხელა ზრდასრულ ადამიანს, რომლებსაც ძალზედ სურთ და იმსახურებენ მოსიყვარულე თანამგზავრს, მშვენიერ ქორწინებას და შვილებით სავსე სახლს. არცერთი სხვა სურვილი არ შეიძლება იყოს ამაზე მართალი, მაგრამ წლები გადის და ბედი მათ არ სწყალობთ. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა სახის მენტალურ ავადმყოფობას, რომლებიც ლოცულობენ დახმარებისთვის და ემოციური სტაბილურობისთვის. მე ვიცნობ მათ, ვინც ცხოვრობს სიდუღჭირეში, მაგრამ სასოწარკვეთილებას ებრძვის და ითხოვს მხოლოდ საყვარელი ადამიანებისა და მათ ირგვლივ გაჭირვებულთა ცხოვრების გაუმჯობესებას. მე ვიცნობ ბევრს, ვინც გასაჭირშია იდენტობის, სქესის და სექსუალობის მძიმე საკითხების გამო. მე ვტირი მათ გამო, ვტირი მათთან ერთად ვიცი რა, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მათი არჩევნის შედეგები.

ეს არის მხოლოდ რამდენიმე იმ მრავალი რთული გარემოებიდან, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოვჩნდეთ ცხოვრებაში; საზეიმო შეხსენება იმისა, რომ არსებობს ჭეშმარიტი მოწაფეობის ფასი. მეფე დავითმა უთხრა არავნას, რომელიც ცდილობდა, მეფისთვის უსასყიდლოდ ხარები და შეშა მიეცა დასაწველის შესაწირად: „არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან. ვერ შევწირავ უფალს, ჩემს ღმერთს, მუქთ სრულადდასაწველს.“12 და ჩვენც იგივეს ვამბობთ.

როცა საკუთარ ჯვარს ვიტვირთავთ და მივყვებით უფალს, მართლაც ტრაგიკული იქნებოდა, თუ ჩვენი გამოწვევების სიმძიმე არ გაზრდიდა ჩვენს თანაგრძნობას სხვების მიმართ, ვინც ტვირთს ატარებს. ჯვარცმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარადოქსია, რომ მაცხოვრის ხელები ჯერ ფართოდ გაშალეს და შემდეგ ლურსმნებით დააჭედეს, რაც უნებლიედ, მაგრამ ზუსტად ასახავს, რომ ყველა მამაკაცს, ქალსა და ბავშვს მთელი კაცობრიობის ოჯახიდან არა მხოლოდ მიესალმებიან, არამედ იწვევენ მის გამომსყიდველ, ასამაღლებელ მკლავებში მოცაქცევად.13

როგორც დიდებული აღდგომა მოჰყვა მტანჯველ ჯვარცმას, ისე ყოველგვარი კურთხევა იღვრება მათზე, ვისაც სურს, როგორც მორმონის წიგნის წინასწარმეტყველი იაკობი ამბობს, „იწამოს ქრისტე და დაფიქრდეს მის სიკვდილზე და ატაროს მისი ჯვარი“. ზოგჯერ ეს კურთხევები მალე მოდის, ზოგჯერ კი მოგვიანებით, მაგრამ ჩვენი პირადი via dolorosa-ს14 საოცარი დასასრული არის დაპირება თავად მოძღვრისგან, რომ ისინი მოვა. ასეთი კურთხევების მოსაპოვებლად მოდით, ვიაროთ მის კვალზე - უცვლელად, ურყევად, გაქცევის სურვილის გარეშე, თავს არ ვარიდებდეთ დავალებას არც მაშინ, როდესაც ჩვენი ჯვარი შეიძლება იყოს მძიმე და არც მაშინ, როცა, რაღაც დროით, ბილიკი შეიძლება დაბნელდეს. მე პირადად გიხდით მადლობას თქვენი ძალისა და ერთგულებისთვის. და როგორც მოციქული დღეს ვმოწმობ მასზე, ვინც ამაღლდა15 და იმ მარადიულ კურთხევებზე, რომლებსაც იგი ანიჭებს მათ, ვინც მასთან ერთად „ამაღლდებიან“, თავად უფალ იესო ქრისტეზე, ამინ.

შენიშვნები

  1. See Jeffrey R. Holland, Encyclopedia of Mormonism (1992), “Atonement of Jesus Christ,” 1:83.

  2. ამულეკი საუბრობს ქრისტეს გამოსყიდვაზე, როგორც „დიდ და უკანასკნელ მსხვერპლშეწირვა[ზე] რომელიც არის „უსაზღვრო და მარადიული მსხვერპლშეწირვა“ (Alma 34:10). რადგან „ყველა დაცემულია და დაკარგული და უნდა დაიღუპოს, რომ არა გამოსყიდვა“ (ალმა 34:9; იხ. ასევე მუხლები 8–12). პრეზიდენტმა ჯონ ტეილორმა დაამატა: „ჩვენთვის გაუგებარი და აუხსნელი ხერხით [იესომ] იტვირთა მთელი მსოფლიოს ცოდვები; არა მარტო ადამის, არამედ მისი შთამომავლობისა; და ამით გაიხსნა ცათა სასუფეველი, არა მხოლოდ ყველა მორწმუნესთვისა და ყველასთვის, ვინც ემორჩილებოდა ღვთის კანონს, არამედ ადამიანთა ოჯახის ნახევარზე მეტისთვის, რომელნიც დაიხოცნენ, სანამ ზრდასრულობის ასაკს მიაღწევდნენ, ისევე მათთვის, ვინც … კანონის გარეშე წავიდნენ, მისი შუამავლობით აღდგებიან კანონის გარეშე და განიკითხებიან კანონის გარეშე და ამგვარად, გახდებიან … მისი გამოსყიდვის კურთხევების მონაწილენი“ (An Examination into and an Elucidation of the Great Principle of the Mediation and Atonement of Our Lord and Savior Jesus Christ [1892], 148–49; Teachings of Presidents of the Church: John Taylor [2001], 52–53).

  3. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007), 49.

  4. 1 ნეფი 11:32-33.

  5. 3 ნეფი 27:14-15

  6. პავლე მოციქულის სწავლებაში, რა თქმა უნდა, არის ინფორმაცია ჯვარზე (იხ. მაგ. 1 კორინთელთა 1:17–18; გალატელთა 6:14; ფილიპელთა 3:18), თუმცა იქ საუბარია იმაზე, რაც ბევრად აღემატება ორ ერთმანეთზე მიმაგრებულ ძევს ან რომელიმე უფრო პატარა მსგავსს სიმბოლოს. ასე რომ, როდესაც პავლე მოციქული საუბრობს ჯვარზე, ის იყენებს დოქტრინულ სტენოგრამას, რათა ისაუბროს გამოსყიდვის დიდებულებაზე ანუ ასპარეზზე, სადაც უკანასკნელ დღეთა წმინდანები ადვილად უერთდებიან მას და ციტირებენ მას.

  7. ადრეული და ტრადიციული ქრისტიანული მოღვაწეები, როგორიცაა მარტინ ლუთერის თანამოაზრე, ანდრეას კარლშტადტი (1486-1541) შუა საუკუნეების მიწურულს ამტკიცებდნენ, რომ „ჯვარცმა ასახავდა მხოლოდ ქრისტეს ადამიანურ ტანჯვას და არ უთმობდა ყურადღებას მისი აღდგომისა და გამომსყიდველ ძალას“.(in John Hilton III, Considering the Cross: How Calvary Connects Us with Christ [2021], 17).

  8. Harry Anderson, The Crucifixion; Harry Anderson, Mary and the Resurrected Lord.

  9. See Russell M. Nelson, “Opening the Heavens for Help,” Liahona, May 2020, 72–74.

  10. Gordon B. Hinckley, “The Symbol of Christ,” Ensign, May 1975, 92.

  11. მათე 16:24.

  12. 2 მეფეთა 24:24.

  13. „მისი ხელი გაწვდილია ყოველი ადამიანისადმი, რომელიც მოინანიებს და მის სახელს იწამებს“ (ალმა 19:36; იხ. 2 ნეფი 26:33; ალმა 5:33).

  14. Via dolorosa გახლავთ ლათინური ფრაზა, რომელიც ნიშნავს „მტკივნეულად რთული მარშრუტი, მონაკვეთი ან გამოცდილებათა სერია” (Merriam-Webster.com Dictionary, “via dolorosa” ). ყველაზე ხშირად ეს ასოცირდება იესოს გზას პილატეს მიერ განსჯიდან გოლგოთაზე ჯვარცმამდე.

  15. იხ. 3 ნეფი 27:14-15.

ამობეჭდვა