გენერალური კონფერენცია
მოწაფეობის ნიმუშები
2022 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


მოწაფეობის ნიმუშები

როცა ქრისტესა და მისი გზების შესახებ ვსწავლობთ, ჩვენ მივალთ იქამდე, რომ შევიცნობთ მას და შევიყვარებთ.

რწენის ნიმუში

ამ დილით ჩვენმა ორმა შვილმა და სამმა შვილიშვილმა ჩრდილოეთ ამერიკაში და დაახლოებით ნახევარმა მსოფლიომ, იხილეს აღმოსავლეთიდან ამომავალი მზის სიკაშკაშე. სამმა შვილმა და შვიდმა შვილიშვილმა აფრიკაში და მსოფლიოს მეორე ნახევარმა კი იხილეს, რომ სიბნელე თანდათანობით დაეუფლა მათ, როცა მზე დასავლეთის ჰორიზონტზე ჩაიძირა.

დღისა და ღამის ეს მარადიული წრე არის ერთი ყოველდღიური შეხსენება იმ რეალობისა, რომელიც მართავს ჩვენს ცხოვრებას და რომლის შეცვლაც ჩვენ არ შეგვიძლია. როდესაც ჩვენ პატივს ვცემთ ამ მარადიულ რეალობას და ვმოქმედებთ მასთან შეთანხმებით, ჩვენ შინაგან სიმშვიდესა და ჰარმონიას ვგრძნობთ. თუ არადა კალაპოტიდან ვართ ამოვარდნილები და ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ველოდებოდით.

დღე და ღამე ერთ-ერთი მაგალითია იმ ნიმუშებისა, რომლებიც ღმერთმა მისცა ყველას, ვისაც ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე, იმ სახით, რა სახითაც ისინი რეალობაში არსებობს. ეს არის ჩვენი ადამიანური არსებობის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ შეუძლებელია, ვაწარმოოთ მოლაპარაკება ჩვენი საკუთარი სურვილების მიხედვით და არ ვიწვნიოთ ამის შედეგები. მე ეს მახსენდება ყოველ ჯერზე, როცა აფრიკიდან გენერალურ კონფერენციაზე მივფრინავ და ერთ დღეში სხეული 10 საათით უკან უნდა გადავწიო.

ყოველთვის, თუ მოვინდომეთ, ვამჩნევთ, რომ მამაზეციერმა მოგვცა ჭეშმარიტების საკმარისი დამოწმება ჩვენი ცხოვრების სამართავად, რათა ვცნობდეთ მას და მივიღოთ მშვიდობისა და სიხარულის კურთხევები.

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით უფლის სული გვიდასტურებს: „და კვლავ, მე გიბოძებთ ყველაფრის ნიმუშს, რათა არ შეგაცდინონ; ვინაიდან, ეშმაკი არის მიწაზე ყველგან და დადის, ატყუებს რა ერებს“.1

ანტი-ქრისტე ყორიჰორი გახდა ამ ტყუილის მსხვერპლი, რადგან არ სჯეროდა ღმერთის არსებობა და ქრისტეს მოსვლა. წინასწარმეტყველმა ალმამ დაუმოწმა მას: „ყველაფერი მიუთითებს, რომ ღმერთი არსებობს, დიახ, თვით დედამიწა და ყველაფერი, რაც არის დედამიწის პირზე, დიახ, მისი მოძრაობა, დიახ, ყველა პლანეტა, რომელიც მოძრაობს თავისი ჩვეული წესით, არის მოწმე, რომ არსებობს უზენაესი შემქმნელი“.2

როცა ყორიჰორი დაჟინებით მოითხოვდა ნიშანს, რათა დაეჯერა, ალმამ დაამუნჯა იგი. ამ ტანჯვით დამდაბლებული ყორიჰორი გამოტყდა, რომ მას ეშმაკმა მოატყუა.

ჩვენ არ უნდა მოვტყუვდეთ. ინტელექტუალური ცხოვრების სასწაული მუდმივად თამაშობს ჩვენ წინაშე. თვალს რომ გადავავლებთ უთვალავი ვარსკვლავებითა და გალაქტიკებით მოჭედილ ცას და დავფიქრდებით მის საოცრებებზე, მორწმუნე გულის მქონე ადამიანს გაუჩნდება სურვილი, განაცხადოს: „ო ღმერთო, რა დიდებული ხარ“!3

დიახ, რმერთი, ჩვენი ზეციური მამა, ცოცხალია და ყოველთვის გვევლინება უამრავი ხერხით.

თავმდაბლობის ნიმუში

მაგრამ იმისათვის, რომ ვაღიაროთ, ვირწმუნოთ და გავაგრძელოთ ღმერთში ყოფნა, ჩვენს გულებს სჭირდება ჭეშმარიტების სული. ალმა გვასწავლიდა, რომ რწმენას წინ უძღვის თავმდაბლობა.4 მორმონმა დაამატა, რომ შეუძლებელია ადამიანმა, რომელიც არ არის „თვინიერი და გულით დაბალი“, იქონიოს რწმენა და იმედი და მიიღოს სული ღვთისა.5 მეფე ბენჯამინმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამაქვეყნის დიდებას ყველაფერზე წინ დააყენებს, „ღმერთის მტრად რჩება“.6

მთელი სიმართლის შესასრულებლად ნათლობის მიღებით, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო მართალი და წმინდა, იესო ქრისტემ აჩვენა, რომ თავმდაბლობა ღვთის წინაშე მისი მოწაფეების ძირითადი თვისებაა.7

ყოველ ახალ მოციქულს მოეთხოვება, გამოავლინოს უფლის წინაშე თავმდაბლობა ნათლობის წეს-ჩვეულების მეშვეობით. ამგვარად, „ყველანი, რომლებიც თავს იმდაბლებენ უფლის წინაშე და სურთ ნათლობა, რომლებიც მოდიან მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით … ნათლობით იქნებიან მიღებულნი მის ეკლესიაში“.8

თავმდაბლობა მოწაფის გულს სინანულისა და მორჩილებისკენ უბიძგებს. მაშინ ღვთის სული შეძლებს ამ გულში ჭეშმარიტების მიტანას და შესასვლელსაც იპოვის.9

თავმდაბლობის ნაკლებობა ყველაზე მეტად უწყობს ხელს პავლე მოციქულის წინასწარმეტყველების შესრულებას ამ უკანასკნელ დღეებში.

„ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავის მოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,

„მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი“.10

მაცხოვრის მოწვევა - შევიცნოთ იგი, არის მოწვევა, ზურგი შევაქციოთ ამქვეყნიურობის ცდუნებას და გავხდეთ ისეთნი, როგორიც ის არის - თვინიერი და გულით მდაბალი, მორჩილი. შემდეგ ჩვენ შევძლებთ, ავიღოთ მისი უღელი და აღმოვაჩინოთ, რომ ის ადვილია, რომ მოწაფეობა ტვირთი კი არა, სიხარულია, როგორც პრეზიდენტმა ნელსონმა არაერთხელ ასე მჭევრმეტყველურად გვასწავლა.

სიყვარულის ნიმუში

როცა ქრისტესა და მისი გზების შესახებ ვსწავლობთ ჩვენ მივალთ იქამდე, რომ შევიცნობთ მას და შევიყვარებთ.

მან საკუთარ მაგალითზე გვაჩვენა, რომ თავმდაბლობით მართლაც შესაძლებელია, ვიცნობდეთ მამა ღმერთს და გვიყვარდეს იგი მთელი ჩვენი არსით, ასევე გვიყვარდეს სხვები, როგორც საკუთარი თავი, თავდაუზოგავად. უფლის მიწიერი მსახურება, როდესაც მან საკურთხეველზე დადო თავისი ნება და სხეული, იყო იმ პრინციპების გამოყენების ნიმუში, რომლებზეც მისი სახარებაა აგებული. ორივე პრინციპი ეხება იმას, თუ როგორ ვექცევით სხვებს და არა პირადი კმაყოფილების ან დიდების ძიებას.

ამის სასწაულებრივი ირონია ის არის, რომ როდესაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ღმერთზე და სხვების სიყვარულზე ფოკუსირებით, ჩვენ გვეძლევა საშუალება, აღმოვაჩინოთ ჩვენი ჭეშმარიტი ღვთიური ღირსება, როგორც ღვთის შვილებს, სრული სიმშვიდითა და სიხარულით, რომელიც ამ გამოცდილებას მოჰყვება.

სიყვარულისა და მსახურების მეშვეობით ჩვენ ვხდებით ერთნი ღმერთთან და ერთმანეთთან. მაშინ ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ სულიწმინდის მოწმობა იმ წმინდა სიყვარულის, იმ ნაყოფის შესახებ, რომელზეც ლეხი საუბრობს, როგორც „ის იყო ყველაზე ტკბილი, რომელიც ოდესმე მიგემია“.11

გვირგვინი, რომელიც ქრისტემ მიიღო, გასცემდა რა ყველაფერს და ყველაფერს აკეთებდა, რათა დაეტოვებინა ჩვენთვის მამისა და ჩვენ მიმართ სიყვარულის ნიმუში, საჭირო იყო, რომ მიეღო მთელი ძალა, თუნდაც ყველაფერი, რაც მამას გააჩნდა, რაც არის ამაღლება.12

ჩვენი შესაძლებლობა, ვკვებოთ ჩვენს სულებში ღვთისა და მოყვასისადმი მარადიული სიყვარული, იწყება სახლში, მამაზეციერთან ყოველდღიური კავშირის წმინდა ჩვევებით, პირად და ოჯახურ ლოცვებში მისი მხოლოდშობილი ძის სახელით, ინდივიდუალური და ოჯახური წმინდა წერილის შესწავლით, კვირა დღის სიწმინდის ერთად დაცვით და ტაძრის მოქმედი რეკომენდაციის პირადად მიღებითა და რაც შეიძლება ხშირად მისი ერთად გამოყენებით.

როცა ყოველი ჩვენგანი ინდივიდუალურად იზრდება მამისა და ძის ცოდნაში და სიყვარულში, იზრდება ჩვენი ერთმანეთის მიმართ სიყვარული და დაფასება. დიდად იზრდება ჩვენი სიყვარულისა და მსხურების შესაძლებლობა.

ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ სახლში, არის გამძლე და მხიარული მოწაფეობის გამოცდა. აღდგენილი სახარების ყველაზე ტკბილი კურთხევები, რომლებითაც მე და ჩემი მეუღლე, გლედისი, ჩვენს ოჯახში ვტკბებოდით, მოვიდა სახლში ღმერთის შეცნობითა და პატივისცემით, ჩვენს შთამომავლებთან უფლის სიყვარულის გაზიარებით.

მსახურების ნიმუში

ღმერთის სიყვარული და სახლში აღზრდილი ერთმანეთისადმი მსახურება, ასევე სახლის გარეთ მსახურება დროთა განმავლობაში გულმოწყალების თვისება ხდება.

ეს უკავშირდება ღვთის სასუფეველში მსახურების ნიმუშს, რომელიც გვიბოძეს უფლის ცოცხალმა წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა. ჩვენ ერთნი ვხდებით მათთან.

ამის შემდეგ ჩვენ, მათი მეშვეობით, გვეძლევა საშუალება, ვუყუროთ ღმერთს „ყოველ ფიქრში“, რათა [არ გვქონდეს ეჭვი] და [არ გვეშინოდეს]“.13

ჩვენ, როგორც უფლის ცოცხალ წინასწარმეტყველებს, შეგვიძლია ვიაროთ „წიაღით, სავსე … გულმოწყალებით ყოველი ადამიანისადმი და თანამორწმუნეთადმი, … სათნოებით … შემკობილი … ]; მაშინ გაძლიერდება [ჩვენი] ნდობა ღმერთის გარემოცვაში; და მღვდლობის მოძღვრება ჩამოიღვრება [ჩვენს] სულში, ვითარცა ზეციური ცვარი“.

უფლის ცოცხალ წინასწარმეტყველებთან და მოციქულებთან ერთად ჩვენც შეგვიძლია, შევუერთდეთ რწმენის სათნო წრეს, რომელიც განმტკიცებულია თავდადებული მსახურებით, რომელშიც „სულიწმინდა [ჩვენი] მუდმივი მეგზურია, [ჩვენი] კვერთხი [არის] სიმართლისა და ჭეშმარიტების უცვლელი კვერთხი; და [ჩვენი] ძალაუფლება [არის] მარადიული ძალაუფლება, ლაღად გადმოიღვრება [ჩვენ]ზე უკუნითი უკუნისამდე“.14 რადგან ეს არის მამაზეციერის გეგმის დაპირება. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა