გენერალური კონფერენცია
შეიმოსე შენი ძალა, სიონო
2022 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


შეიმოსე შენი ძალა, სიონო

ყოველმა ჩვენგანმა უნდა გულწრფელად და ლოცვით შეაფასოს სულიერი და მიწიერი პრიორიტეტები.

იგავები არის უფალი იესო ქრისტეს სწავლებისადმი ოსტატური მიდგომის განმსაზღვრელი თვისება. მარტივად რომ ვთქვათ, მხსნელის იგავები არის ისტორიები, რომლებიც გამოიყენება სულიერი ჭეშმარიტების მატერიალურთან და მოკვდავ გამოცდილებასთან შესადარებლად. მაგალითად, ახალი აღთქმის ოთხ სახარებაში ხშირად გვხვდება სწავლებანი, სადაც ცათა სასუფეველს ადარებენ მდოგვის მარცვალს,1 ძვირფას მარგალიტს,2 სახლის პატრონს და ვენახის მუშაკებს,3 ათ ქალწულს,4 და მრავალ სხვას. წმინდა წერილი მიგვითითებს, რომ გალილეაში მსახურების დროს უფალი „იგავის გარეშე არ ესაუბრებოდა მათ“.5

იგავის მნიშვნელობა ანუ გზავნილი, როგორც წესი, არ არის აშკარად გამოხატული. პირიქით, ამბავი გადასცემს მიმღებს მხოლოდ ღვთაებრივ ჭეშმარიტებას, პროპორციულად ღვთისადმი მისი რწმენისა, პირადი სულიერი მომზადებისა და სწავლის სურვილისა . ამრიგად, ინდივიდმა უნდა გამოიყენოს მორალური არჩევანი და აქტიურად „ითხოვოს, ეძიოს და დარეკოს“6 რათა აღმოაჩინოს იგავში დამალული ჭეშმარიტება.

მე გულწრფელად ვლოცულობ, რომ სულიწმინდამ სინათლით აავსოს ყოველი ჩვენგანი, როცა განვიხილავთ იგავს საქორწილო ნადიმზე.

საქორწილო ნადიმი

„და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ:

„ცათა სასუფეველი ჰგავს მეფეკაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა.

„გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა.

„კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: ‘უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ჩემი სერობა, ჩემი ხარები და ნასუქალი პირუტყვი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!’

„მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე“.7

ძველ დროში ებრაელთა ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო შემთხვევა იყო საქორწილო ზეიმი — მოვლენა, რომელიც ერთი ან თუნდაც ორი კვირა გრძელდებოდა. ასეთი ღონისძიება მოითხოვდა კარგ დაგეგმვას და სტუმრებს დიდი ხნით ადრე ატყობინებდნენ, დღესასწაულის დაწყების დღეს კი ახსენებდნენ ნადიმის შესახებ. მეფის მიერ მისი ქვეშევრდომების მიწვევა ასეთ ქორწილში არსებითად განიხილებოდა როგორც ბრძანება. თუმცა, ამ იგავში, მრავალი დაპატიჟებული სტუმარი არ მოვიდა.8

„მეფის დღესასწაულზე უარის თქმა იყო მიზანმიმართული აჯანყება სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ და პირადი შეურაცხყოფა როგორც მმართველი სუვერენის, ისე მისი შვილის. … ერთი კაცის ყანაში წასვლა და მეორესი - თავის [საქმეზე]“9 ასახავს მათ მცდარ პრიორიტეტებს და მეფის ნების სრულ უგულებელყოფას.10

იგავის გაგრძელება:

„ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი.

ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში.

და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი, და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით“.11

იმ დღეებში ჩვეულება იყო, რომ საქორწილო ნადიმის მასპინძელს - ამ იგავში, მეფეს - ქორწილში სტუმრებისთვის სამოსი უნდა უზრუნველეყო. ასეთი საქორწილო სამოსი იყო უბრალო, მოკრძალებული, ის ყველა დამსწრეს ეცვა. ამგვარად, წოდება და პოზიცია იშლებოდა და დღესასწაულზე ყველას შეეძლო თანაბრად ეძრძნოთ თავი.12

ქორწილში დასასწრებად შორიდან მიწვეულ ადამიანებს არ ექნებოდათ დრო და საშუალება, შეეძინათ შესაბამისი ჩაცმულობა ღონისძიებისთვის. შესაბამისად, მეფე, სავარაუდოდ, სტუმრებს საკუთარ ტანსაცმელს ჩუქნიდა. ყველას ეძლეოდა შესაძლებლობა, ჩაეცვა სამეფო სამოსი.13

როდესაც მეფე შევიდა საქორწილო დარბაზში, მან გადახედა შეკრებილებს და მაშინვე შენიშნა, რომ ერთ თვალსაჩინო სტუმარს არ ეცვა საქორწილო სამოსი. კაცი წინ გამოიყვანეს და მეფემ ჰკითხა: „მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია? ის კი დუმდა“.14 ფაქტობრივად, მეფემ ჰკითხა მას: „რატომ არ გაცვია საქორწილო ტანსაცმელი, რომელიც გიბოძეს“?15

მამაკაცი აშკარად არ იყო სათანადოდ ჩაცმული ამ განსაკუთრებული შემთხვევისთვის და ფრაზა „და ის დუმდა“ მიუთითებს იმაზე, რომ მამაკაცი თავს ვერ იმართლებდა.16

უხუცესი ჯეიმს ე. ტალმიჯი გვაწვდის ამ ჭკუის სასწავლებელ კომენტარს ამ კაცის საქციელტან დაკავშირებით: „კონტექსტიდან აშკარად ჩანს, რომ შეუმოსავი სტუმარი იყო დამნაშავე უგულებელყოფაში, განზრახ უპატივცემულობაში ან რაიმე უფრო მძიმე დანაშაულში. მეფე თავიდან კეთილგანწყობილი იყო და მხოლოდ კითხულობდა, თუ როგორ შევიდა ის კაცი საქორწინო ტანსაცმლის გარეშე. კაცს რომ შეძლებოდა, აეხსნა თავისი განსაკუთრებული გარეგნობის მიზეზი ან რაიმე გონივრული საბაბი შეეთავაზებია, აუცილებლად ილაპარაკებდა; მაგრამ გვეუბნებიან, რომ ის დუმდა. მეფის მოწვევა გადაეცა ყველას, ვინც მისმა მსახურებმა იპოვეს; მაგრამ თითოეული მათგანი კარიდან უნდა შესულიყო სამეფო სასახლეში; და სანამ ზეიმის ოთახს მიაღწევდა, რომელშიც მეფე პირადად გამოჩნდებოდა, ყველა სათანადოდ იქნებოდა ჩაცმული; მაგრამ ის მამაკაცი რაღაც სხვა გზით შევიდა; და არ გაიარა შესასვლელში მდგომი დარაჯები ანუ შემოიჭრა“.17

ქრისტიანმა ავტორმა, ჯონ ო. რეიდმა, აღნიშნა, რომ მამაკაცის უარი საქორწინო სამოსის ჩაცმაზე აშკარა უპატივცემულობის მაგალითია როგორც მეფის, ასევე მისი შვილის მიმართ“. მას საქორწინო სამოსი კი არ აკლდა; უფრო სწორად, მან არჩია, არ ჩაეცვა იგი. მან ურჩად უარი თქვა ზეიმისთვის შესაფერისად ჩაცმაზე. მეფის რეაქცია სწრაფი და გადამწყვეტი იყო: „გაუკარით მაგას ხელ-ფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა“.18

მეფის განაჩენი ამ კაცზე ძირითადად უკავშირდება არა საქორწილო ტანსაცმლის არქონას, არამედ იმას, რომ „მას, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ჰქონდა, არ ჩაეცვა იგი. კაცს სურდა საქორწილო წვეულებაზე დასწრება, მაგრამ არ სურდა მეფის ტრადიციის დაცვა. მას თავის ნებაზე უნდოდა საქმეების კეთება. სათანადო ჩაცმულობის არქონამ გამოავლინა მისი შინაგანი ჯანყი მეფისა და მისი მითითებების წინააღმდეგ“.19

წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა

შემდეგ იგავი მთავრდება ამ სულში ჩამწვდომი სიტყვებით: „რადგან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა“.20

საინტერესოა, რომ ჯოზეფ სმითმა მოახდინა მათეს ამ მუხლის შემდეგი კორექტირება, მის მიერ ბიბლიის შთაგონებულ თარგმანში: „რადგან ბევრია მოწოდებული, მაგრამ ცოტაა რჩეული; ამიტომ ყველას არ აქვს საქორწილო სამოსი.“.21

ქორწილში წვეულება და მასში მონაწილეობის მიღების არჩევანი ერთმანეთთან კავშირშია, თუმცა ერთი და იგივე არ არის. მოწვევას იღებს ყველა ქალი და მამაკაცი. კონკრეტულ პირს შეუძლია, მიიღოს კიდევაც მოსაწვევი და დაჯდეს ქორწილში, თუმცა მაინც არ იყოს რჩეული, რადგან მას არ აქვს უფალ იესოზე და მის ღვთიურ მადლზე მოქცევის შესაფერისი საქორწილო სამოსი. ამრიგად, ჩვენ გვაქვს როგორც ღვთის მოწოდება, ისე ჩვენი ინდივიდუალური პასუხი ამ მოწოდებაზე და შეიძლება ბევრი იყოს მოწოდებული, მაგრამ ცოტა - რჩეული.22

იყო ან გახდე არჩეული არ არის ჩვენთვის მინიჭებული ექსკლუზიური სტატუსი. მე და თქვენ საბოლოოდ შეგვიძლია, ავირჩიოთ, გავხდეთ რჩეულნი ჩვენი მორალური არჩევანის სამართლიანად გამოყენების მეშვეობით.

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება სიტყვა რჩეული -ს გამოყენებას მოძღვრება და აღთქმების შემდეგ ნაცნობ მუხლებში:

„აჰა, მრავალია მოწოდებული, მაგრამ მცირედი რჩეული. და რატომ არ არიან ისინი რჩეულნი?

„ვინაიდან გული იმდენად მიმართულია აქვთ ამაქვეყნის საგნებისკენ და ისწრაფიან ადამიანთა ქება-დიდებისკენ“.23

მე მჯერა, რომ ამ მუხლების მნიშვნელობა საკმაოდ პირდაპირია. ღმერთს არ აქვს ფავორიტების სია, რომელსაც, იმედი უნდა ვიქონიოთ, ოდესმე ჩვენი სახელები დაემატება. „რჩეულები“ არ შეოიფარგლება მისთვის რამდენიმე ადამიანით. სამაგიეროდ, ჩვენი გულები, ჩვენი სურვილები, ჩვენი სახარების წმინდა აღთქმებისა და წეს-ჩვეულებების პატივისცემა, ჩვენი მცნებებისადმი მორჩილება და, რაც მთავარია, მხსნელის გამომსყიდველი მადლი განსაზღვრავს, ჩავითვლებით თუ არა ღვთის რჩეულთა შორის.24

„რადგან ჩვენ ბეჯითად ვშრომობთ, რომ დავწეროთ, რათა დავარწმუნოთ ჩვენი შვილები, ასევე ჩვენი ძმები, იწამონ ქრისტე და შეურიგდნენ ღმერთს; რადგან ჩვენ ვიცით, რომ მადლით გადავრჩებით, მას შემდეგ, რაც გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია“.25

ჩვენს ყოველდღიურ დატვირთულ ცხოვრებაში და თანამედროვე სამყაროს მღელვარებაში შესაძლოა, გადავიტანოთ ყურადღება მარადიული საგნებიდან, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია, და გავხადოთ ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად სიამოვნება, კეთილდღეობა, პოპულარობა და გამორჩეულობა. ჩვენმა მოკლევადიანმა გატაცებამ „ამაქვეყნიურით“ და „ადამიანთა ქება-დიდებით“ შეიძლება მიგვიყვანოს ჩვენი სულიერი პირმშოობის დაკარგვამდე და ამას ერთი ულუფაც არ დასჭირდება.26

დაპირება და დამოწმება

მე ვიმეორებ უფლის შეგონებას თავისი ხალხისადმი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის, ანგიას, მეშვეობით: „ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი; „დაუკვირდით თქვენს საქციელს“.27

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეაფასოს ჩვენი მატერიალური და სულიერი პრიორიტეტები გულწრფელად და ლოცვით, რათა განსაზღვროს ის, რასაც შეუძლია, უხვად შეაფერხოს კურთხევები, რომლების გადმოსაღვრელად მზად არიან მამაზეციერი და მხსნელი. სულიწმინდა დაგვეხმარება, დავინახოთ საკუთარი თავი ისე, როგორებიც რეალობაში ვართ.28

როდესაც ჩვენ სათანადოდ ვეძიებთ თვალებისა და ყურების სულიერ ძღვენს29 მე გპირდებით, რომ ჩვენ დალოცვილები ვიქნებით შესაძლებლობისა და განსჯის უნარით - განვამტკიცოთ ჩვენი აღთქმის კავშირი ცოცხალ უფალთან. ჩვენ ასევე მივიღებთ ღვთისმოსაობის ძალას ჩვენს ცხოვრებაში30და საბოლოოდ მოგვიწვევენ და გავხდებით რჩეულნი უფლის დღესასწაულზე.

„გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე შენი ძალა, სიონო“.31

„ვინაიდან სიონი უნდა გაიზარდოს სილამაზესა და სიწმინდეში; მისი საზღვრები უნდა გაფართოვდეს; მისი პალოები უნდა გაძლიერდეს; დიახ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სიონი უნდა აღდსგეს და შეიმოსოს თავისი მშვენიერი სამოსელით“.32

სიხარულით ვმოწმობ ღმერთის, ჩვენი მარადიული მამისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, ღვთიურობასა და რეალობას. მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი და იგი ცოცხალია. მე ასევე ვმოწმობ, რომ მამა და ძე მოევლინნენ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს, რათა დაწყებულიყო მხსნელის სახარების აღდგენა ამ უკანასკნელ დღეებში. დაე, თითოეული ჩვენგანი ეძიოს და დაილოცოს თვალებით, რათა დაინახოს და ყურებით, რათა გაიგონოს. მე ამაზე ვლოცულობ უფალი იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა