გენერალური კონფერენცია
იყავი ერთგული ღმერთისა და მისი საქმის მიმართ
2022 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


იყავი ერთგული ღმერთისა და მისი საქმის მიმართ

ჩვენ ყველანი უნდა ვეძიოთ საკუთარი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ, მოვთოკოთ ჩვენი ვნებები, მოვინანიოთ ცოდვები და ვიყოთ ღმერთისა და მისი საქმის ერთგულნი.

გასულ ოქტობერს მე, პრეზიდენტ მ. რასელ ბალარდთან და უხუცეს ჯეფრი რ. ჰოლანდთან ერთად, მივიღე დავალება, ჩავსულიყავი გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ჩვენ სამივენი ახალგაზრდობაში მისიაში ვმსაუხურობდით. ჩვენ გვქონდა სწავლისა და დამოწების პრივილეგია, ასევე მოგვეცა საშუალება, თავიდან გაგვეხსენა ადრეული ეკლესიის ისტორია ბრიტანეთის კუნძულებზე, სადაც ჩემი დიდი პაპა, ჰებერ ს. კიმბალი და მისი თანამოაზრეები პირველი მისიონერები იყვნენ.1

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვეხუმრებოდა ამ დავალების გამო, ამბობდა რა რომ სამი მოციქულის გაგზავნა იმ ადგილას, სადაც ისინი ახალგაზრდობაში მისიაში მსახურობდნენ, უჩვეულო რამ იყო. იგი გამოტყდა, რომ ეს ყველას სურვილია - ეწვიონ ახალგაზრდობის მისიას. სახეზე დიდი ღიმილით მან მოკლედ განმარტა ეს პრეცედენტი, რომ თუ კიდევ მოიძებნებოდა სამი მოციქული, რომელიც ერთსა და იმავე მისიაში 60 წელზე მეტი ხნის წინ მსახურობდნენ, შესაძლოა მათაც მიეღოთ მსგავსი დავალება.

გამოსახულება
ჰებერ ს. კიმბალი

ამ დავალებისთვის მზადებისას მე გადავიკითხე უხუცეს კიმბალის შვილიშვილის, ორსონ ფ. ვიტნის მიერ დაწერილი წიგნი, ჰებერ ს. კიმბალის ცხოვრება. მოგვიანებით იგი მოციქულად მოიხმეს. ეს წიგნი ძვირფასმა დედამ მაჩუქა, როცა თითქმის 7 წლის ვიყავი. ჩვენ ვემზადებოდით „ეს არის ის ადგილი“-ს მიძღვნის ცერემონიის დასწრებისთვის, რომელიც 1947 წ 24 ივლისს პრეზიდენტ ჯორჯ ალბერტ სმითს უნდა ჩაეტარებინა.2 დედას სურდა, მეტი მცოდნოდა ჩემი წინაპრის, ჰებერ ს. კიმბალის შესახებ.

წიგნი მოიცავს ჭეშმარიტ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტ კიმბალს მიეწერება და იგი დღესაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვიდრე ამ განცხადებას გაგიზიარებთ, მოდით, ცოტათი წარსულში დავბრუნდეთ.

სანამ წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი პატიმრობაში იმყოფებოდა ლიბერთის ციხეში, მოციქულებს ბრიგამ იანგს და ჰებერ ს. კიმბალს ეკისრებოდათ ვალდებულება, საშინლად არახელსაყრელ ვითარებაში მეთვალყურეობა გაეწიათ წმინდანთა ევაკუაციისთვის მისურიდან. ევაკუაცია დიდწილად საჭირო გახდა გუბერნატორ ლილბერნ ვ. ბოგსის მიერ გაცემული წმინდანების განადგურების ბრძანების გამო.3

თითქმის 30 წლის შემდეგ ჰებერ ს. კიმბალი, იმ დროს პირველი პრეზიდენტობის წევრი, უკვე ახალ თაობასთან ერთად იხსენებდა ამ ამბავს და ასწავლიდა: „ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ მრავალი თქვენგანი მოესწრება იმ დროს, როდესაც დადგებით ყველანაირი უბედურების, განსაცდელისა და დევნის წინაშე, რომლის ატანას შეძლებთ და გექნებათ უამრავი შესაძლებლობა იმისთვის, რომ აჩვენოთ: თქვენ ხართ ღმერთისა და მისი საქმის ერთგულნი“.4

ჰებერი აგრძელებს: „იმისთვის, რომ დახვდეთ მომავალ სირთულეებს საჭიროა, გააცნობიეროთ, რომ ეს საქმე ჭეშმარიტია. ეს სირთულეები ისეთი ხასიათის იქნება, რომ მამაკაცი ან ქალი, რომელიც არ ფლობს ამ პირად ცოდნას ან დამოწმებას, დაეცემა. თუ თქვენ არ მიგიღიათ დამოწმება, იცხოვრეთ მართალი ცხოვრებით, შეჰღაღადეთ უფალს და არ შეწყვიტოთ, სანამ არ მიიღებთ ამ მოწმობას. თუ არა და ვერ გაძლებთ. … დადგება დრო, როცა ვერც ქალი და ვერც მამაკაცი ვერ გაძლებს ნასესხ სინათლეში. ყოველ ადამიანს მოუწევს საკუთარი სინათლით სიარული. … და თუ ის არ გექნებათ, თქვენ ვერ იდგებით; ასე რომ, ეძიეთ იესოს დამოწმება და ჩაეჭიდეთ მას, რათა განსაცდელის ჟამს არ წაბორძიკდეთ და არ წაიქცეთ“.5

ყოველივე ჩვენგანს სჭირდება პირადი დამოწმება ღვთის საქმისა6 და იესო ქრისტეს უმთავრესი როლის შესახებ. მოძღვრება და აღთქმების 76 ნაწილი აღწერს ბრწყინვალების სამ ხარისხს და ადარებს ცელესტიალურ ბრწყინვალებას მზეს. შემდეგ ადარებს ტერესტრიალურ სასუფეველს მთვარეს.7

საინტერესოა, რომ მზეს საკუთარი სინათლე გააჩნია, მთვარე კი ირეკლავს მას ანუ „ნასესხი სინათლე“ აქვს. ტერესტრიალურ სასუფეველზე საუბრისას მუხლი 79 ვკითხულობთ: „ესენი არ არიან მამაცნი ქრისტეს დამოწმებაში“. ჩვენ ვერ მივიღებთ ცელესტიალურ სასუფეველს და ვერ ვიცხოვრებთ მამა ღმერთთან ნასესხი სინათლით; ჩვენ გვჭირდება საკუთარი დამოწმება იესო ქრისტესა და მისი სახარების შესახებ.

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ბოროტება ჭარბობს8 ადამიანთა მცნებების გამო მათი გულები ღმერთს დაშორდა.9 ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი მაგალითი წმინდა წერილებში ჰებერ კიმბალის შეშფოთების შესახებ - ღვთის საქმისა და იესო ქრისტეს დამოწმების ძიებასთან დაკაცშირებით, გახლავთ ალმას რჩევა თავის სამ ვაჟს - ჰელამანს, შიბლონს და კორიანტონს.10 მისი ორი შვილი იყო ერთგული ღმერთისა და მისი საქმის მიმართ. თუმცა ერთმა ვაჟმა რამდენიმე ცუდი არჩევანი გააკეთა. ჩემი აზრით ალმას რჩევის უდიდესი მნიშვნელობა ის არის, რომ იგი აძლევდა მას, როგორც მამა, საკუთარი შვილების საკეთილდღეოდ.

ალმას პირველი საზრუნავი, ისევე როგორც ჰებერ ს. კიმბალის, იყო ის, რომ თითოეულს ჰქონდეს დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ და იყოს ერთგული ღმერთისა და მისი საქმის მიმართ.

ალმას მნიშვნელოვან ქადაგებაში თავისი შვილის, ჰელამანისადმი, იგი აძლევს ჭეშმარიტ დაპირებას მათ, ვინც „ღმერთს მიანდობს საკუთარ სასოებას, მხარს დაუჭერენ მათსავე გამოცდის, მწუხარებისა და გაჭირვების ჟამს. და ამაღლდებიან ისინი უკანასკნელ დღეს“.11

მიუხედავად იმისა, რომ ალმამ მიიღო გამოცხადება, სადაც მან ანგელოზი იხილა, ეს იშვიათობაა. სულიწმინდის კარნახი ყველაზე ტიპიური რამ არის. ასეთი კარნახები შეიძლება იყოს ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ანგელოზის გაცხადება. პრეზიდენტი ჯოზეფ ფილდინგ სმითი გვასწავლიდა: „სულიწმიდის მიერ ჩვენს სულზე მოხდენილი გავლენა ხილვაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. როდესაც სული ესაუბრება სულს, სულის მიერ სულზე დატოვებული ანაბეჭდის წაშლა გაცილებით რთულია“.12

ასე მივდივართ ალმას რჩევამდე თავის მეორე შვილისთვის, შიბლონისთვის. შიბლონი, მსგავსად თავისი ძმის, ჰელამანისა, მართალი კაცი იყო. მინდა ხაზი გავუსვა ალმა 38:12-ში მოცემულ რჩევას, სადაც წერია: „მიაქციე ყურადღება, რომ მოთოკო შენი ყოველი ვნება, რომ აღსავსე იყო სიყვარულით“.

მოთოკვა საინტერესო სიტყვაა. ცხენით სიარულისას ჩვენ ვთოკავთ მას მიმართულების მისაცემად. ამ სიტყვის კარგი სინონიმია მართვა, კონტროლი ან შეკავება. ძველ აღთქმაში წერია, რომ სიხარულისგან ვყვიროდით, როცა შევიტყეთ, რომ ფიზიკური სხეული გვექნებოდა.13 სხეული არ არის ბოროტი, იგი ლამაზი და აუცილებელია, მაგრამ ზოგი ვნება, თუკი შესაბამისად არ გამოვიყენებთ და შესაფერისად არ მოვთოკავთ, დაგვაშორებს ღმერთისგან და მისი საქმისგან , ასევე უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს დამოწმებაზე.

მოდით, განსაკუთრებით განვიხილოთ ორი ვნება, პირველი - წყრომა და მეორე - გულისთქმა.14 საინტერესოა, რომ ორივემ, როცა მოუთოკავი ანუ უკონტროლოდ დატოვებულია, შეიძლება გამოიწვიოს დიდი გულისტკენა, შეამციროს სულის გავლენა და დაგვაშოროს ღმერთისგან და მისო საქმისგან. მოწინააღმდეგე გამოიყენებს ნებისმიერ საშუალებას იმისთვის, რომ აავსოს ჩვენი ცხოვრება ძალადობისა და ამორალურობის სურათებით.

ზოგიერთ ოჯახში ჩვეულებრივი ამბავია, რომ გაბრაზებული ქმარი ურტყამს მეუღლეს ან ბავშვს. ივლისში მონაწილეობას ვიღებდი ლონდონში გამართულ გაერთიანებული სამეფოს ყველა პარტიის საპარლამენტო ფორუმში .15 იქ ხაზი გაესვა იმას, რომ ქალებსა და ახალგაზრდებზე ძალადობა მნიშვნელოვანი მსოფლიო პრობლემაა. ძალადობის გარდა ზოგიერთ სიტყვიერ შეურაცხყოფას იყენებს. მოწოდება მსოფლიოს გვასწავლის, რომ „ისინი, ვინც შეურაცხყოფენ მეუღლეს ან შვილებს, ერთ დღეს ღვთის წინაშე აგებენ პასუხს“.16

პრეზიდენტა ნელსონმა გუშინ დილით ეს ხაზგასმით აღნიშნა.17 გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად იმისა, გაყენებდნენ თქვენი მშობლები შეურაცხყოფას თუ არა, თქვენ არც ფიზიკურად, არც სიტყვიერად და არც ემოციურად არ შეურაცხყოფთ თქვენს მეუღლეს ან შვილებს.

ჩვენს დროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული კამათი და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხშირ შემთხვევაში გაბრაზება და შეურაცხყოფა ანაცვლებს მიზეზს, დისკუსიასა და თავაზიანობას. მრავალმა მიივიწყა მაცხოვრის უფროსი მოციქულის, პეტრეს, შეგონება - ეძიოს ქრისტეს მსგავსი თვისებები, როგორიცაა თავშეკავება, მოთმინება, ღვთისმოსაობა, ძმური სიკეთე და მოწყალება.18 მათ ასევე მიივიწყეს ქრისტესმაგვარი თავმდაბლობის თვისება.

სიბრაზის კონტროლისა და სხვა ვნებების მოთოკვის გარდა, ჩვენ გვჭირდება წმინდა მორალური ცხოვრება ჩვენი აზრების, ენისა და მოქმედებების კონტროლით. უნდა თავი ავარიდოთ პორნოგრაფიას, შევაფასოთ იმის მიზანშეწონილობა, რასაც ვუსმენთ და ვუყურებთ ჩვენს სახლებში და მოვერიდოთ ყოველგვარ ცოდვილ საქციელს.

ასე მივდივართ ალმას რჩევამდე თავის შვილს, კორიანტონს. ჰელამანისა და შიბლონისგან განსხვავებით, კორიანტონი მორალურ შეცოდებებში ჩაერთო.

იმის გამო, რომ კორიანტონი უზნეობას სჩადიდა, ალმას მისთვის მონანიების შესახებ უნდა ესწავლებინა. მას უნდა ესწავლებინა მისთვის ცოდვის სერიოზულობის შესახებ და შემდეგ - მონანიება.19

ასე რომ, ალმას პრევენციული რჩევა იყო ვნებების მოთოკვა, ხოლო მათთვის, ვინც შესცოდა - მონანიება. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, 2019 წ. აპრილის გენერალურ კონფერენციაზე, მისცა წევრებს მნიშვნელოვანი რჩევა. მან ცხადყო, რომ ყოველდღიური მონანიება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. „მონანიება არ არის მოვლენა; ეს პროცესია. ეს არის ბედნიერების გასაღები და გონების სიმშვიდე“ - ასწავლიდა იგი. „ყოველდღიური მონანიება სისუფთავისკენ მიმავალი ბილიკია, სისუფთავეს კი ძალა მოაქვს“.20 კორიანტონს რომ გაეკეთებინა ის, რასაც პრეზიდენტი ნელსონი გვირჩევდა, იგი მონანიებას დაიწყებდა უკვე მაშინ, როცა უწმიდურ ფიქრებს არ შეაჩერებდა. მრავალ შეცოდებას შეაჩერებდნენ ასე.

დასკვნითი რჩევა, რომელიც ალმამ მისცა თავის ვაჟებს, მოისაზრება წმინდა წერილში მოცემულ ყველაზე მნიშვნელოვან დოქტრინათა შორის. იგი უკავშირდება იესო ქრისტეს მიერ განხორციელებულ გამოსყიდვას.

ალმა მოწმობდა, რომ იესო ცოდვებს მოგვაშორებდა.21 მხსნელის გამოსყიდვის გარეშე სამართალის მარადიული პრინციპი მოითხოვდა დასჯას.22 მხსნელის გამოსყიდვის გამო წყალობა ექნება მათ, ვინც მოინანია და მათ მიეცემათ ღვთის გარემოცვაში დაბრუნების საშუალება. კარგი იქნებოდა, ამ შესანიშნავ დოქტრინაზე რომ დავფიქრებულიყავით.

ვერავინ ვერ დაბრუნდება ღმერთთან მხოლოდ თავისი კეთილი საქმეების გამო; ჩვენ ყველას გვჭირდება მხსნელის მსხვერპლის სიკეთე. ყველამ შესცოდა და მხოლოდ იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ წყალობა და ვიცხოვროთ ღმერთთან.23

ალმამ ასევე მისცა შესანიშნავი რჩევა კორიანტონს, რომელიც ეხება ყოველ ჩვენგანს, ვინც უკვე გამოირა ან გაივლის მონანიების პროცესს, მიუხედავად იმისა, პატარაა მისი ცოდვები თუ ისეთივე დიდი, როგორიც კორიანტონმა ჩაიდინა. თავი 42 მუხლი 29 გვასწავლის: “და ახლა, შვილო ჩემო, მე მსურს, აღარ დაუშვა, რომ ყოველივე ამან კიდევ აგაღელვოს; დაე, მხოლოდ შენი ცოდვები გაღელვებდეს იმ მღელვარებით, რომელიც მონანიებამდე მიგიყვანს“.

კორიანტონმა გაითვალისწინა ალმას რჩევა და მოინანია, ასევე ღირსეულად იმსახურა. მხსნელის გამოსყიდვის გამო განკურნება ყველას ეკუთვნის.

ალმას დღეებში, ჰებერის დღეებში და რა თქმა უნდა, ჩვენს დღეებში ყველანი უნდა ვეძიოთ საკუთარი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ, მოვთოკოთ ჩვენი ვნებები, მოვინანიოთ ცოდვები, ვიპოვოთ სიმშვიდე იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით და ვიყოთ ღმერთისა და მისი საქმის ერთგულნი.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ბოლო გამოსვლაში და დღეს დილით თქვა: „გევედრებით, აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იესო ქრისტეს დამოწმების შესახებ. იშრომეთ ამისთვის. მოიხვეჭეთ იგი. მოინდომეთ ეს. კვებეთ იგი, რათა გაიზარდოს. და შემდეგ, დაელოდეთ სასწაულებს თქვენს ცხოვრებაში“.24

მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ახლა მოვუსმენთ პრეზიდენტ ნელსონს. მე ვმოწმობ, პრეზიდენტი ნელსონი დღეს უფლის წინასწარმეტყველია. მე მიყვარს მისგან მიღებული საოცარი შთაგონება და ვაფასებ მას.

მე, როგორც უფალ იესო ქრისტეს მოციქული, დაჯერებით ვმოწმობ მხსნელის ღვთიური ბუნებისა და მისი გამოსყიდვის რეალობის შესახებ, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. რონალდ კ. ესპლინი, “A Great Work Done in That Land,” Ensign, July 1987, 20: “On June 13, Elder Kimball, Orson Hyde, Joseph Fielding, and Heber’s friend Willard Richards left Kirtland for England. 22 ივნისს ნიუ-იორკში მათ შეუერთდნენ კანადელები ისააკ რასელი, ჯონ გუდსონი და ჯონ სნაიდერი. შვიდმა მისიონრემა დაჯავშნა ბილეთები ლივერპულში გარიკზე. (See Heber C. Kimball papers, 1837–1866; Willard Richards journals and papers, 1821–1854, Church History Library, Salt Lake City.)

  2. მონუმენტი „ეს არის ის ადგილი“, რომელიც მდებარეობს სოლთ-ლეიქ სითის, იუტას, აღმოსავლეთითი, ემიგრაციის კანიონის მთასთან, ეძღვნება 1847 წ. 24 ივლისს, წმინდანების სოლთ-ლეიქ ველში ჩასვლის 100 წლის იუბილეს. მონუმენტი ასახავს ბრიგამ იანგის, ჰებერ ს. კიმბალისა და ვილფორდ ვუდრაფის ფიგურებს.

  3. 1839 წ. დასაწყისში 8 000 -10 000 უკანასკნელ დღეთა წმინდანი წმინდანი გამოიქცა მისურიდან, რათა თავი დაეღწიათ ძალადობისგან. ბრიგამ იანგისა და ჰებერ ს. კიმბალის ხელმძღვანელობით შეიქმნა კომიტეტი მარაგების შეგროვების, საჭიროებების შესაფასებლად და ზამთარში ილინოისში 200 მილის (320 კმ) დამღლელი გამგზავრებისთვის მარშრუტების შესამუშავებლად. ქალაქ კვინსის გულკეთილმა მაცხოვრებლებმა დროებით შეიფარეს ტანჯული წმინდანები, მისცეს რა თავშესაფარი და საკვები. (See Saints: The Story of the Church of Jesus Christ in the Latter Days, vol. 1, The Standard of Truth, 1815–1846 [2018], 375–77; William G. Hartley, “The Saints’ Forced Exodus from Missouri,” in Richard Neitzel Holzapfel and Kent P. Jackson, eds., Joseph Smith: The Prophet and Seer [2010], 347–89.)

  4. In Orson F. Whitney, Life of Heber C. Kimball: An Apostle, the Father and Founder of the British Mission (1945), 449; emphasis added.

  5. In Orson F. Whitney, Life of Heber C. Kimball, 450.

  6. See Moses 1:39; see also “The Work of Salvation and Exaltation,” section 1.2 in General Handbook: Serving in The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, ChurchofJesusChrist.org. ჩვენ მოვდივართ ქრისტესთან და ვეხმარებით ღვთის საქმეში იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრებით, გაჭირვებულებზე ზრუნვით, ყველას მოწვევით - მიიღონ სახარება და ოჯახების სამარადისოდ შეკვრით. იხ. ასევე მოძღვრება და აღთქმები 110, სადაც მოცემულია ხსნის საქმის გასაღებები.

  7. იხ. 1 კორინთელთა 15:40-41.

  8. იხ. მოძღვრება და აღთქმები 45:27.

  9. იხ. მოძღვრება და აღთქმები 45:29.

  10. ალმა იყო წინასწარმეტყველ ალმას ვაჟი. იგი ერის მთავარი მოსამართლე, მღვდელმთავარი და წინასწარმეტყველი იყო. მან ახალგაზრდობაში საოცარი მოქცევის გამოცდილება მიიღო.

  11. ალმა 36:3.

  12. Joseph Fielding Smith, “The First Presidency and the Council of the Twelve,” Improvement Era, Nov. 1966, 979.

  13. (იხ. იოანე 38:47).

  14. იხ. ალმა 39:9. ალმა ასწავლის კორიანტონს: „და აღარ აჰყვე თვალის ვნებას“.

  15. All-Party Parliamentary Group, Parliamentary sessions, Tuesday, July 5, 2022, “Preventing Violence and Promoting Freedom of Belief.”

  16. The Family: A Proclamation to the World,” ChurchofJesusChrist.org; see also Patrick Kearon, “He Is Risen with Healing in His Wings: We Can Be More Than Conquerors,” Liahona, May 2022, 37–39.

  17. See Russell M. Nelson, “What Is True?,” Liahona, Nov. 2022, 29.

  18. იხ. 2 პეტრე 1:5-10.

  19. იხ. ალმა 39:9.

  20. Russell M. Nelson, “We Can Do Better and Be Better,” Liahona, May 2019, 67, 68.

  21. იხ. ალმა 39:15.

  22. იხ. ალმა 42:16.

  23. იხ. 2 ნეფი 25:23.

  24. Russell M. Nelson, Facebook, Aug. 1, 2022, facebook.com/russell.m.nelson; Twitter, Aug. 1, 2022, twitter.com/nelsonrussellm; Instagram, Aug. 1, 2022, instagram.com/russellmnelson; see also “Choices for Eternity” (worldwide devotional for young adults, May 15, 2022), broadcasts.ChurchofJesusChrist.org.

ამობეჭდვა