გენერალური კონფერენცია
ყურადღება გადაიტანეთ ტაძარზე
2022 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ყურადღება გადაიტანეთ ტაძარზე

გპირდებით, რომ სხვა არაფერი ვერ დალოცავს თქვენს ცხოვრებას იმაზე მეტად, ვიდრე ტაძარში გატარებული მეტი დრო.

ძვირფასო დებო და ძმებო, გენერალური კონფერენციის ამ ხუთ საოცარ სესიაზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ ზეცა გახსნილია! მე ვლოცულობ, რომ ჩაიწეროთ შთაბეჭდილებები და შემდეგ იმოქმეოდოთ. ჩვენი მამაზეციერი და მისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე, მზად არიან, დაგეხმარონ. მე გაგულიანებთ, გააძლიეროთ მათგან დახმარების მიღების მცდელობები.

ცოტა ხნის წინ მე და და ნელსონს გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა მორმონის წიგნის ვიდეოები -ს სერიალის ახალი, მე-4 სეზონი.1 ჩვენთვის შთამაგონებელი იყო! შემიძლია, გაჩვენოთ მოკლე ნაწყვეტი სცენიდან, რომელიც ასახავს მხსნელის გამოჩენას ნეფიელებთან.

მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვარმა არჩია, ტაძარში გამოცხადებოდა ხალხს. ეს მისი სახლია! იგი აღვსილია მისი ძალით. მოდით, ნურასოდეს დავივიწყებთ, რას აკეთებს ჩვენთვის უფალი. იგი თავის ტაძრებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის. იგი ჩვენ მიერ ტაძრების შენების ტემპს ზრდის. იგი ზრდის ჩვენს შესაძლებლობას, დავეხმაროთ ისრაელის შეკრებაში. იგი ასევე გვიადვილებს ყველას, სულიერად დავიხვეწოთ. გპირდებით, რომ სხვა არაფერი ვერ დალოცავს თქვენს ცხოვრებას იმაზე მეტად, ვიდრე ტაძარში გატარებული მეტი დრო.

ჩვენ ამჟამად გვაქვს 168 მოქმედი ტაძარი, 53 მშენებლობის პროცესშია, 54 კი წინასამშენებლო დიზაინის ეტაპზეა!2 სიამოვნებით ვაცხადებ ჩვენს გეგმებს ახალი ტაძრების მშენებლობასთან დაკავშირებით შემდეგ ადგილებში: ბუსანი - კორეა; ნაგა - ფილიპინები; სანტიაგო - ფილიპინები; ეკეტი - ნიგერია; ჩიკლაიო - პერუ; ბუენოს აირეს ცითი ცენტერი - არგენტინა; ლონდრინა - ბრაზილია; რიბეირა პრეტო - ბრაზილია; უეუეტენანგო - გვატემალა; ჯექსონვილი - ფლორიდა; გრანდ რეპიდსი - მიჩიგანი; პროსპერი - ტეხასი; ლოუნ მაუნთნი - ნევადა და ტაცომა - ვაშინგტონი.

ჩვენ ასევე ვგეგმავთ მრავალი ტაძრის აშენებას შერჩეულ დიდ მეგაპოლისებში, სადაც არსებულ ტაძარში მგზავრობის დრო უმთავრესი გამოწვევაა. ამიტომ, სიამოვნებით ვაცხადებ ოთხ დამატებით ადგილს მეხიკოსთან, სადაც აშენდება ახალი ტაძრები: კუერნავაკა, პაჩუკა, ტოლუკა და ტულა.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, დაე, გადაგეტანოთ ტაძარზე ყურადღება ისე, როგორც არასდროს. დაგლოცავთ, ყოველ დღე უფრო ახლოს მიდიოდეთ ღმერთთან და იესო ქრისტესთან. მიყვარხართ! დაე, ღმერთი იყოს თქვენთან, სანამ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. მე ამაზედ ვლოცულობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ეს ახალი ვიდეოები ხელმისაწვდომი იქნება მრავალ ენაზე სახარების ბიბლიოთეკაში და სხვა ადგილებში. ეპიზოდები გამოქვეყნდება ყოველკვირეულად, კონფერენციის დასრულებისთანავე.

  2. 2022 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ოთხი ახალი ტაძარი განახლების პროცესშია (სეინტ ჯორგი- იუტა; მანტი - იუტა; სოლთ ლეიქ და კოლამბუსი - ოჰაიო). კიდევ სამი ელის მიძღვნას (ჰამილტონი -ახალი ზელანდია; ქუიტო - ეკვადორი და ბელემი - ბრაზილია).

ამობეჭდვა