გენერალური კონფერენცია
ხანგრძლივი მოწაფეობა
2022 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ხანგრძლივი მოწაფეობა

ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ სულიერი ნდობა და სიმშვიდე, როცა ვაძლიერებთ წმინდა ჩვევებს და მართალ ყოველდღიურ საქმეებს, რომლებსაც შეუძლია ჩვენი რწმენის ცეცხლის შენარჩუნება და გაღვივება.

ამ ზაფხულს 200,000-ზე მეტი ახალგაზრდა მთელ მსოფლიოში რწმენაში გაიზარდა. ეს ხდებოდა „ახალგაზრდების გასაძლიერებლად“ (შემოკლებით აგ) კონფერენციის ასობით ერთკვირიან სესიაზე. პანდემიით გამოწვეული იზოლაციიდან გამოსულებისთვის დასწრებაც კი უფლისადმი რწმენის აქტი იყო. მრავალი ახალგაზრდა მონაწილე, როგორც ჩანს, გადიოდა უფრო ღრმა მოქცევას. კვირის ბოლოს ვეკითხებოდი: „აბა, როგორ ჩაიარა“?

ზოგჯერ ამბობდენ: „ორშაბათს ძალიან ვბრაზობდი დედაზე, რომ აქ მოსვლა მაიძულა. თანაც არავის არ ვიცნობდი. და ვფიქრობდი, რომ ეს საჩემო არ იყო. თანაც აქ მეგობრები არ მყავდა .… მაგრამ ახლა, პარასკევს, უკვე წასვლა არ მინდა აქედან. მინდა, სულიწმინდას ვგრძნობდე ცხოვრებაში. მინდა, ასე ვიცხოვრო“.

თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ისტორია სიცხადისა და სულიერი ძღვენის მომენტების შესახებ, რომლებმაც განწმინდეს ისინი და აიყვანეს ზრდის რკალზე. მეც შევიცვალე ამ ზაფხულს ახალგაზრდების გასაძლიერებლად ჩატარებული სესიების გამო, რადგან ვხედავდი, რაოდენ ძლიერად პასუხობდა ღვთის სული ამ ახალგაზრდების გულების სამართლიან სურვილებს და ყოველმა მათგანმა იპოვა გამბედაობა, მიენდოს უფალს იმ ერთი კვირის განმავლობაში.

ჩვენ, ზღვაზე ბრჭყვიალა ფოლადის გემების მსგავსად, ვცხოვრობთ სულიერად კოროზიულ გარემოში, სადაც ყველაზე კაშკაშა რწმენა შეგნებულად უნდა შევინარჩუნოთ გონებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება დაზიანდეს, დაეწყოს კოროზია და ბოლოს დაიფშვნას.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი რწმენის ცეცხლი?

„აგ“ კონფერენციები, ბანაკები, ზიარების შეკრება, მისია - ეს ის გამოცდილებაა, როელიც გვეხმარება ჩვენი დამოწმობების დახვეწაში და გადავყავართ ზრდისა და სულიერი აღმოჩენებიდან შედარებით მშვიდობიან ადგილებში. მაგრამ, რა უნდა ვქნათ, რომ აქ დავრჩეთ, „წინ [ ] მი[ვ]ისწრაფოდეთ, სიმტკიცით ქრისტეში“ (2 ნეფი 31:20) და უკან არ ჩამოვსრიალდეთ? პირველ რიგში, უნდა გავაგრძელოთ იმის კეთება, რამაც იქამდე მიგვიყვანა, მაგ: ხშირად ლოცვა, წმინდა წერილებში ჩაღრმავება და გულწრფელი მსახურება.

ზოგიერთ ჩვენგანს შეიძლება დასჭირდეს უფლის რწენაში ვარჯიში იმისთვისაც კი, რომ ზიარებას დაესწროს. მაგრამ იქ უფლის ზიარების სამკურნალო გავლენა, სახარების პრინციპები და ეკლესიური თემის სულიერი კვება მოახდენს იმას, რომ გაგვაგზავნის შინ უფრო ამაღლებულ განწყობაზე.

საიდან მოდის ერთად შეკრების ძალა?

„აგ“-ზე 200 000-ზე მეტი ახალგაზრდა მოვიდა, რათა უკეთ შეეცნოთ მხსნელი. მათ საამისოდ უბრალო ფორმულა გამოიყენეს - სადაც ორი ან მეტი შეიკრიბება უფლის სახელით (იხ. მათე 18:20). ისინი სწავლობდნენ სახარებასა და წმინდა წერილს, ერთად მღეროდნენ, ლოცულობდნენ და ქრისტეში სიმშვიდეს ჰპოვებდნენ. ეს არის სულიერი გამოღვიძების ძლიერი რეცეპტი.

ძმებისა და დების ეს მრავალრიცხოვანი ჯგუფი ახლა სახლში გაემგზავრა, რათა გაიაზროს, რას ნიშნავს „დაენდე უფალს“(იგავები 3:5; 2022 youth theme), როცა შეშლილი სამყაროს ალიაქოთში ხარ ჩაფლული. ერთია, როცა „მას უსმენ“ (ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:17) ჩუმ ადგილას, გადაშლილი წმინდა წერილით. მაგრამ სულ სხვა საქმეა ჩვენი მოწაფეობა ამ ყურადღების გამფანტველ მოკვდავ ნაკადში, სადაც უნდა ვცდილობდეთ „მას ვუსმინოთ“ მაშინაც კი, როცა საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ და თვითდაჯერებულობაც შეგვერყა. დაე, ნუ გვექნება ეჭვი: ჩვენი ახალგაზრდები გმირების თვისებებს ავლენენ, როდესაც თავიანთ გულებსა და გონებას განაწყობენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ჩვენი დროის მერყევ მორალს.

რისი გაკეთება შეუძლიათ ოჯახებს სახლში, რათა განავითარონ ეკლესიური ღონისძიებებით შექმნილი იმპულსი?

ერთხელ ვმსახურობდი, როგორც პალოს ახალგაზრდა ქალების პრეზიდენტის მეუღლე. ერთ ღამეს მე დავალებული მქონდა ნამცხვრების დაწყობა ფოიეში, როცა ჩემი მეუღლე სამლოცველოში „ბუხართან შეხვედრას“ ატარებდა მშობლებისა და მათი ქალიშვილებისთვის, რომლებიც მომავალ კვირას ახალგაზრდა ქალების ბანაკში წასასვლელად ემზადებოდნენ. მას შემდეგ, რაც აუხსნა, სად უნდა მოსულიყვნენ და რა უნდა მოეტანათ, მან თქვა: „სამშაბათს დილით თქვენს ტკბილ გოგონებს რომ ავტობუსთან მოიყვანთ, მაგრად ჩაეხუტეთ მათ. და აკოცეთ, რადგან ისინი აღარ დაბრუნდებიან“.

ვიღაცას სუნთქვა შეეკრა, თურმე ეს მე ვყოფილვარ. „არ დაბრუნდებიან“?

ჩემი მეუღლე კი აგრძელებდა: „როდესაც სამშაბათს დილით გოგონებს აქ მოიყვანთ, ისინი უკან მოიტოვებენ ყურადღების გამფანტველ უმნიშვნელო საქმეებს და ერთ კვირას ერთად გაატარებენ, ისწავლიან, გაიზრდებიან და დაენდობიან უფალს . ჩვენ ერთად ვილოცებთ, ვიმღერებთ და საჭმელს მოვამზადებთ, გავაზიარებთ დამოწმებებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ნებას დაგვრთავს, ვიგრძნოთ მამაზეციერის სული მთელი კვირის განმავლობაში, სანამ ის ძვლებში არ გაგვიჯდება. და შაბათს, როცა ეს გოგონები ავტობუსიდან ჩამოვლენ, ისინი არ იქნებიან ის გოგონები, რომლებიც სამშაბათს აქ დატოვეთ. ისინი ახალი ადამიანები იქნებიან. და თუ თქვენ დაეხმარებით მათ, გააგრძელონ ცხოვრება ამ მაღალი საფეხურიდან, ისინი გაგაოცებენ. ისინი არ შეწყვეტენ შეცვლასა დაზრდას. ასევე თქვენი ოჯახიც“.

იმ შაბათს ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც მან იწინასწარეტყველა. კარვებს რომ ვდებდი მანქანაში, ჩემი მეუღლის ხმა გავიგონე ტყის პატარა ამფითეატრში, სადაც გოგონები შეიკრიბნენ, სანამ სახლებში წავიდოდნენ. მან თქვა: „აი სად ხართ. მთელი კვირა გელოდებოდით. ჩვენი შაბათის გოგონები“.

სიონის მტკიცე ახალგაზრდობა განსაცვიფრებელ დროში მოგზაურობს. მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ - იპოვონ სიხარული ამ ნაწინასწარმეტყველური ნგრევების სამყაროში ისე, რომ არ გახდნენ ამ სამყაროს, მისივე ბრმა წერტილით, ნაწილი სიწმინდისკენ მიმავალ გზაზე. გ. კ. ჩესტერტონი ლაპარაკობდა ისე, თითქოს ამ ძიებას ხედავდა, როგორც ეკლესიის მხარდაჭერით ოჯახზე ორიენტირებულ საქმეს, როცა თქვა: „ჩვენ ერთდროულად უნდა ვიგრძნოთ სამყარო, როგორც შტურმით ასაღები ციხესიმაგრე და როგორც ჩვენი საკუთარი სახლი, სადაც საღამოს შეგვიძლია დაბრუნება“ (Orthodoxy [1909], 130).

საბედნიეროდ, ისინი მარტონი არ არიან. მათ ერთმანეთი ჰყავთ. და თქვენც ჰყავხართ. და ისინი მიჰყვებიან ცოცხალ წინასწარმეტყველს, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონს, რომელიც ხელმძღვანელობს წინასწარმჭვრეტისთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმით, როცა აცხადებს, რომ ამ დროის უდიდესი მცდელობა - ისრაელის შეკრება - იქნება გრანდიოზული და დიდებული (see “Hope of Israel” [worldwide youth devotional, June 3, 2018], HopeofIsrael.ChurchofJesusChrist.org).

ამ ზაფხულს მე და ჩემი მეუღლე, კელინი, ამსტერდამში ტრანზიტით ვიმყოფებოდით. იქ მე წლების წინ მისიაში ვმსახურობდი. თვეების მანძილზე ჰოლანდიურს ვსწავლობდით. ჩვენი KLM-ის თვითმფრინავის დაშვებისას კაპიტანმა რაღაც გაურკვევლად გამოაცხადა. წამიერი დუმილის შემდეგ ჩემმა ძმადნაფიცმა ჩაილაპარაკა: „მგონი ჰოლანდიური იყო“. თვალები ავწიეთ და ერთმანეთის აზრები წავიკითხეთ: „ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა“.

ყველაფერი ასე ცუდად არ არის. ასე გაოგნებული ვიდექი, ვფიქრობდი რწმენის ნახტომზე, რომელიც მაშინ გავაკეთეთ, როცა ამ აეროპორტში მივაბიჯებდით იმ სასწაულებისკენ, რომლებიც წვიმის მსგავსად ციდან ჩამოვიდოდა ჩვენზე, როგორც მისიონერებზე, მაგრამ უცებ ცოცხალმა მისიონერმა რეალობაში დამაბრუნა. ის შინ ბრუნდებოდა - თვითმფრინავში ჯდებოდა. მან თავი გაგვაცნო და გვკითხა: „პრეზიდენტო, რა უნდა ვქნა, ძლიერი რომ დავრჩე“? რა გავაკეთო , ძლიერი რომ დავრჩე?

ზუსტად ეს შეკითხვა აწუხებს ჩვენს ახალგაზრდებს, როდესაც ისინი ტოვებენ „აგ“-ს კონფერენციებს, ახალგაზრდულ ბანაკებს, ტაძრებს და ნებისმიერ დროს, როდესაც ისინი გრძნობენ ზეცის ძალას: „როგორ უნდა გადაიზარდოს ღმერთის მიმართ სიყვარული ხანგრძლივ მოწაფეობაში“?

მე მოზვავებული სიყვარული ვიგრძენი ამ მისიონერის მიმართ, რომელიც მისიის ბოლო საათებს ატარებდა მსახურებაში და სულიწმინდის ამ სულიერ სიჩუმეში აკანკალებული ხმით ვთქვი: „უფლის სახელის სატარებლად არ არის საჭირო სამკერდე ნიშნის ტარება”.

მინდოდა, მისთვის მხრებზე ხელები დამედო და მეთქვა: „აი რა უნდა ქნა: წადი სახლში და ესეთიიყავი. შენ ისეთი კარგი ხარ, რომ თითქმის ანათებ სიბნელეში. მისიის დისციპლინამ და მსხვერპლმა ღვთის დიდებულ შვილად გაქცია. გააგრძელეთ სახლში იმის კეთება, რაც აქ ასე ძლიერად მუშაობდა. შენ ისწავლე ლოცვა და ის, ვის უნდა მიმართო ლოცვაში, ასევე ლოცვის ენა. შენ შეისწავლე ღვთის სიტყვა და შეიყვარე მხსნელი, რადგან ცდილობდი, დამსგავსებოდი მას. შენ გიყვარდა მამაზეციერი ისე, როგორც უფალს უყვარდა ზეციური მამა, შენ ემსახურებოდი სხვებს ისე, როგორც უფალი ემსახურებოდა სხვებს და ცხოვრობდი მცნებების მიხედვით ისე, როგორც უფალი და როცა ასე არ იყო, შენ ინანიებდი. შენი მოწაფეობა არ არის უბრალოდ წარწერა მაისურზე - შენ შეგნებულად ცხოვრობ სხვებისთვის. ასე რომ, წადი სახლში და ასე გააგრძელე. იყავი ასეთი პიროვნება. ატარე ეს სულიერი იმპულსი მთელი შენი ცხოვრება“.

მე ვიცი, რომ როცა უფალ იესო ქრისტესა და მის აღთქმის გზას ვენდობით ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ სულიერი ნდობა და სიმშვიდე, როცა ვაძლიერებთ წმინდა ჩვევებს და მართალ ყოველდღიურ საქმეებს, რომლებსაც შეუძლია ჩვენი რწმენის ცეცხლის შენარჩუნება და გაღვივება. დაე, ყოველი ჩვენგანი კიდევ უფრო ახლოს მივიდეს იმ თბილ ცეცხლთან და რაც არ უნდა მოხდეს, დარჩეს იქ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა