გენერალური კონფერენცია
სიტყვის ძალა
2022 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


სიტყვის ძალა

ძველი და თანამედროვე წინასწარმეტყველების სიტყვებში არის ძალა ზუსტად იმიტომ, რომ მათი სიტყვები უფლის სიტყვებია.

მორმონის წიგნში, წმინდა წერილის ერთ-ერთ საყვარელ მუხლში, ჩვენ ვკითხულობთ წინასწარმეტყველ ალმას მიერ მიღებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ. სანამ ამ ნაცნობ სიტყვებს გავიმეორებდით გთხოვთ, ჩემთან ერთად განიხილოთ ის მძიმე პირობები, რომლებშიც ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა.

ხალხის ჯგუფი, რომლებიც საკუთარ თავს ზორამელებს უწოდებდნენ, გამოეყო ნეფიელებს1 და შეიკრიბა ლამანიელებთან ახლოს მდებარე მიწის საზღვრებთან.2 ნეფიელებმა ცოტა ხნის წინ დაამარცხეს ლამანიელები უპრეცედენტო ბრძოლაში, რომელშიც ათიათასობით ადამიანი დაიღუპა3 და „ ძალზედ ეშინოდათ, რომ ზორამიელები დაამყარებდნენ კავშირს ლამანიელებთან, რაც დიდ ზარალს მიაყენებდა ნეფიელთა მხარეს.4 ალმამ, გარდა იმისა, რომ ომზე წუხდა, ასევე შეიტყო, რომ ზორამიელები, რომლებისთვისაც „ღვთის სიტყვა უკვე ნაქადაგები იყო“,5 უბრუნდებოდნენ კერპთაყვანისცემას და“ამრუდებდნენ უფლის გზას“.6 ყოველივე ეს ალმასთვის მძიმე ასატანი და „დიდი მწუხარების მიზეზი“ იყო.7

ამ რთულ, გამომწვევ ვითარებაში აღმოჩენისთანავე ალმა ღრმად დაფიქრდა, რა უნდა გაეკეთებინა. მის გადაწყვეტილებაში ჩვენ ვკითხულობთ სიტყვებს, რომლებიც შემონახული იყო ჩვენი დროის რთულ და გამომწვევ ვითარებაში ნავიგაციისთვის.8

„და ახლა, ვინაიდან სიტყვის ქადაგებას ჰქონდა დიდი თვისება – ხალხს გაძღოლოდა იმის საკეთებლად, რაც მართალია – დიახ, მას ჰქონდა უფრო ძლიერი გავლენა ხალხის შეგნებაზე, ვიდრე ხმალს ან სხვა რაიმეს, რაც მათ თავს გადახდომიათ; ამიტომ, ალმამ იფიქრა, რომ საჭირო იყო, გამოეცადათ ღვთის სიტყვის ძალა.“.9

მრავალ შესაძლო გამოსავალს შორის, ალმას რწმენამ მიიყვანა ისინი სიტყვის ძალის დაყრდნობამდე. შემთხვევითი არ არის, რომ რამდენიმე ყველაზე ძლიერი ქადაგება წმინდა წერილში იქადაგეს უმალვე ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ალმას 32-ე და 33-ე თავებში ჩვენ ვკითხულობთ მის ოსტატურ მსჯელობას უფალ იესო ქრისტესადმი რწმენის შესახებ, 34-ე თავში კი ვკითხულობთ ამულეკის მთავარ სწავლებას იესო ქრისტეს გამოსყიდვაზე.

სიტყვის ძალის მაგალითები

მართლაც, ყველგან წმინდა წერილში ჩვენ ვკითხულობთ სასწაულებრივი კურთხევების შესახებ, რომლებიც გადმოიღვარა მათზე, ვინც არჩია, გამოეცადა ცხოვრებაში ღვთის სიტყვის ძალა .10 გიწვევთ, ჩემთან ერთად დაფიქრდეთ სამ მაგალითზე, როდესაც ყურადღებას გადავიტანთ მორმონის წიგნზე - წიგნზე, რომელიც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა აღწერა, როგორც „ჩვენი უკანასკნელი დღეების გადარჩენის მეგზური“.11

პირველი: ალმამ, შეახსენა რა თავის ხალხს, როგორ იხსნა უფალმა მათი მამები, ასწავლიდა: „მან შეცვალა მათი გულები; დიახ, მან გამოაღვიძა ისინი ღრმა ძილისაგან და მათ გაიღვიძეს ღმერთისადმი. აჰა, ისინი იყვნენ ბნელეთის შუაგულში; ამისდა მიუხედავად, მათი სულები განათლდა მარადიული სიტყვის სინათლით“.12 იქნებ, თქვენც ბნელეთის შუაგულში გრძნობთ თავს? ილტვის თქვენი სული განათებისკენ? თუ ეს ასეა გთხოვთ, გამოსცადოთ სიტყვის ძალა.

მეორე: როცა ვფიქრობთ უფლის მიერ ლამანიელთა მოქცევაზე, რომელსაც იგი შეესწრო, როგორც მისიონერი, ამონმა თქვა: აჰა, რამდენი ათასი ჩვენი ძმა გამოეხსნა ჯოჯოხეთის ტკივილს; და მოყვანილნი არიან, რათა იგალობონ გამომსყიდველი სიყვარული და ეს მისი სიტყვის ძალის გამო რომელიც არის ჩვენში.13 დებო და ძმებო, ჩვენ შორის იმდენია, ვინც ოცნებობს, მოიყვანონ საყვარელი ადამიანები გამოსყიდვის სიყვარულის სიმღერამდე. მოდით, ყველა მცდელობაში გავიხსენოთ და გამოვცადოთ ჩვენში არსებული ღვთის სიტყვის ძალა.

მესამე: ჰელამანის წიგნში ვკითხულობთ: „დიახ, ჩვენ ვხედავთ, რომ ის, ვინც მოისურვებს, შეძლებს ღვთის სიტყვაზე ჩაჭიდებას, რომელიც არის ცოცხალი და ძლიერი,, რომელიც დაამსხვრევს ეშმაკის ყოველ მზაკვრობას, მახესა და ეშმაკობას, გაუძღვება ქრისტეს ადამიანს რთულ და ვიწრო ბილიკზე, იმ მარადიული უბედურების უფსკრულის გაღმა … და მიიყვანს მათ სულებს … ცათა სასუფეველში, ღმერთის მარჯვენა ხელისკენ“.14 ცდილობთ, გაარღვიოთ ეშმაკის ყველა მზაკვრობა, მახე და ეშმაკობა, რომელიც ასე გავრცელებულია ჩვენი დროის ფილოსოფიაში? გსურთ, გაფანტოთ გადაჭარბებული ინფორმაციით გამოწვეული დაბნეულობის ღრუბლები, რათა უფრო მეტად მოახდინოთ ფოკუსირება აღთქმის გზაზე? გთხოვთ, გამოსცადოთ ღვთის სიტყვის ძალა.

მე, როგორც ადამიანი, რომელიც შეიცვალა სიტყვის ძალით, პირადად ვმოწმობ ამ ჭეშმარიტების შესახებ, რომელსაც ასე ლამაზად გვასწავლის ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი: „ჩემთვის, მორმონის წიგნის ძალა ძლიერ ცვლილებათა შორის ყველაზე აშკარაა. ის მოდის მათ ცხოვრებაში, ვინც მას კითხულობს „წრფელი გულით, ჭეშმარიტი განზრახვით, ქრისტეს რწმენით“. მრავალი მოქცეული ტოვებს ბევრს, რაც ოდესღაც მისთვის ძვირფასი იყო, რათა დაემორჩილოს ამ წიგნის კანონებს. … ეს იქნება იესო ქრისტესთან სულების მოსაყვანად თქვენი ყველაზე ეფექტური იარაღი“.15

ძალის წყარო

ამ და სხვა მაგალითებში ჩვენ ვხედავთ ღვთის სიტყვის ძალას მისი შვილების ცხოვრებაში. შეიძლება ვიკითხოთ: რა არის ამ ძალის წყარო?

როდესაც განვიხილავთ ამ კითხვას, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ფრაზას „სიტყვა“, როგორც მას წმინდა წერილში იყენებენ, აქვს მინიმუმ ორი მნიშვნელობა. უხუცესი დევიდ ა. ბედნარი ცოტა ხნის წინ გვასწავლიდა, რომ „იესო ქრისტეს ერთ-ერთი სახელია „სიტყვა“,და რომ „მხსნელის სწავლება, როგორც ჩაწერილია წმინდა წერილში, ასევე არის „სიტყვა“.16

წინასწარმეტყველმა ნეფიმ გვიჩვენა კავშირი ამ ორ მნიშვნელობათა შორის, როცა დაწერა: „ყური დაუგდეთ ამ სიტყვებს და იწამეთ ქრისტე; და თუ არ გწამთ ამ სიტყვების, იწამეთ ქრისტე. და თუ იწამებთ ქრისტეს, თქვენ იწამებთ ამ სიტყვებს, რადგან ეს ქრისტეს სიტყვებია და ისინი მან მომცა“.17 ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, რომ ძველი და თანამედროვე წინასწარმეტყველების სიტყვებში არის ძალა ზუსტად იმიტომ, რომ მათი სიტყვები უფლის სიტყვებია.18 ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ამ მარადიული ჭეშმარიტების მიღება კრიტიკულია ჩვენი სულიერი გადარჩენისთვის ამ უკანასკნელ დღეებში19 როცა წინასწარმეტყველების თანახმად, იქნება „ქვეყანაზე შიმშილ[ი], არა შიმშილ[ი] პურისა და წყურვილ[ი] წყლისა, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისა“.20

და ბოლოს, ღვთის სიტყვის ძალა არის უფალი იესო ქრისტე.21 როდესაც ამას უფრო სრულად გავიაზრებთ, შევძლებთ მარადიულად მნიშვნელოვანი კავშირის დამყარებას მისი წინასწარმეტყველების როლისა და თავად გამომსყიდველს შორის. ჩვენი მის მიმართ სიყვარული, ჩვენი მასთან დაახლოების და მის სიყვარულში ყოფნის სურვილი22 გვაიძულებს, გამოვცადოთ ღვთის სიტყვის ძალა ჩვენს ცხოვრებაში - ძალა, რომელიც მოდის მისგან, როგორც ჩვენი პირადი მხსნელისგან და გამომსყიდველისგან23 და ძალა, რომელიც მოდის მისგან „უფლის ამორჩეულ მსახურთა“ მეშვეობით“.24 ჩვენ მივხვდებით, რომ, რაოდენაც არ უნდა გვეხმარებოდეს სხვა წყაროები მაცხოვრისა და მისი წინასწარმეტყველების სიტყვების შესწავლაში, ისინი არასოდეს არ უნდა გახდეს მათი შემცვლელნი. ჩვენ ხშირად და უხვად უნდა დავლიოთ25 პირდაპირ ამ წყაროდან.26

მე გამოვხატავ ღრმა სიყვარულს თითოეული თქვენგანის მიმართ, ჩემო დებო და ძმებო. და ამ სიყვარულში გევედრებით, თქვენი ცხოვრების ყოველი დღის განმავლობაში გამოსცადოთ ღვთის სიტყვის ძალა, განსაკუთრებით მორმონის წიგნის მეშვეობით. როცა ასე მოიქცევით, თქვენ აგისრულდებათ პრეზიდენტ ნელსონის წინასწარმეტყველური დაპირება: „მე გპირდებით, რომ როცა ყოველ დღელოცვით შეისწავლით მორმონის წიგნს, თქვენყოველ დღეუკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებთ. მე გპირდებით, რომ როცა ღრმად იფიქრებთ იმაზე, რასაც სწავლობთ, ცის საქანელნი გაიხსნება და თქვენ მიიღებთ კითხვებზე პასუხებს და მითითებებს საკუთარი ცხოვრებისთვის. მე გპირდებით, რომ როცა ყოველდღიურად ჩაიძირებით მორმონის წიგნში, თქვენ მიიღებთ იმუნიტეტს ყოველდღიური ბოროტებისგან“.27

მე ვმოწმობ, რომ ჩვენმა მამაზეციერმა მოგვცა სიტყვა, რადგან ჩვენ მას სრულყოფილად ვუყვარვართ და მას სურს, რომ ყოველი ჩვენგანი დაბრუნდეს შინ, მასთან მარადჟამს საცხოვრებლად. მე ვმოწმობ, რომ „სიტყვა … ხორცი იქმნა“.28 თავად იესო ქრისტე და მისი ძალა ჩვენი ხსნისა და გამოსყიდვისთვის. მე ვიცი, რომ მისი ძალა ვლინდება მისი ძველი და ახალი დროის წინასწარმეტყველების სიტყვებში.

ეს არის ჩემი გულის ლოცვა, რომ ვიქონიოთ სიბრძნე და თვინიერება, ჩავეჭიდოთ29 ღვთის სიტყვას და დავრჩეთ აღთქმის გზაზე, რომელსაც მივყავართ ამაღლებისა და მარადიული ცხოვრებისკენ.30 დაე, მუდამ ვგრძნობდეთ ძლიერ ცვლილებას, რომელიც ხელმისაწვდომის ყოველი ჩვენგანისთვის სიტყვის ძალის მეშვეობით.31 იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. ალმა 30:59.

  2. იხ. ალმა 31:3.

  3. იხ. ალმა 28:2.

  4. ალმა 31:4. უნდა შენიშნოთ, რომ ალმამ და მისმა ხალხმა წინათ უკვე „დაამყარეს ასეთი კავშირი“ ამლიკელებსა და ლამანიელებს შორის, რამაც ისინი მიიყვანი დიდ მწუახარებმდე და დანაკარგამდე (იხ. ალმა 2:21–38; ალმა 3:1–3).

  5. ალმა 31:8.

  6. ალმა 31:1.

  7. ალმა 31:2.

  8. იხ. მორმონი 8:34-35, 15.

  9. ალმა 31:5.

  10. იხ. მაგ. 1 ნეფი 15:24; ალმა 32:41–43; 36:26; 37:8, 44–45.

  11. Russell M. Nelson, “Embrace the Future with Faith,” Liahona, Nov. 2020, 75.

  12. ალმა 5:7.

  13. ალმა 26:13.

  14. ჰელამანი 3:29–30; emphasis added.

  15. Russell M. Nelson, “The Book of Mormon: A Miraculous Miracle” (address given at the seminar for new mission leaders, June 23, 2016), quoting in part Moroni 10:4.

  16. David A. Bednar, “But We Heeded Them Not,” Liahona, May 2022, 16.

  17. 2 ნეფი 33:10;

  18. იხ. მოძღვრება და აღთქმები 1:38.

  19. იხ. მოძღვრება და აღთქმები 1:14-18.

  20. ამოსი 8:11.

  21. იხ. ალმა 34:6.

  22. იხილეთ იოანე 15:10.

  23. იხ. მარკოზი 5:25-34.

  24. მორონი 7:31.

  25. არსებობს მომზადების უკეთესი გზა, რადგან დიდ რწმენას აქვს მოკლე ვადა. ჩვენ უნდა სისტემატიურად ვსწავლობდეთ ქრისტეს სიტყვებს ისე, როგორც ეს მოცემულია წმინდა წერილში და ასევე ცოცხალი წინასწარმეტყველების სწავლებას. და ია რას გავაკეთებ: I will go back to the Book of Mormon and drink deeply and often” (Henry B. Eyring, “Spiritual Preparedness: Start Early and Be Steady,” Liahona, Nov. 2005, 39).

  26. „ჩემთვის წმინდა წერილის წაკითხვა არ უკავშირდება სტიპენდიას. ეს უფრო სიყვარულის გამო ხდება უფლისა და მისი წინასწარმეტყველების სიტყვების მიმართ. …

    მე დიდად არ ვზრუნავ იმაზე, რომ ვკითხულობდე გრძელი კომენტარების ტომებს, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ მოგვიყვეს ის, რაც წერია წმინდა წერილებში. მე მირჩევნია, დავრჩე წყაროსთან და ვაგემოვნებდე ჭეშმარიტების საძირკვლის სუფთა წყალს - ღვთის სიტყვას, როგორც მან მოგვცა იგი და როგორც ეს ჩაწერილია წიგნებში, რომელსაც ჩვენ ვიღებთ წმინდა წერილად. წმინდა წერილების კითხვით, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ დარწმუნება სულისგან, რომ რასაც ვკითხულობთ, მოვიდა ღვთისგან მისი შვილების განათლების, კურთხევისა და სიხარულისთვის“ (გორდონ ბ. ჰინკლი, “Feasting upon the Scriptures,” Tambuli, June 1986, 2, 4).

  27. Russell M. Nelson, “The Book of Mormon: What Would Your Life Be Like without It?,” Liahona, Nov. 2017, 62–63.

  28. იოანე 1:14.

  29. იხ. 1 ნეფი 8:30.

  30. “The covenant path is the only path that leads to exaltation and eternal life” (Russell M. Nelson, “The Power of Spiritual Momentum,” Liahona, May 2022, 98).

  31. იხ. ალმა 5:11-13.

ამობეჭდვა