გენერალური კონფერენცია
პასუხია - იესო
2022 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


პასუხია - იესო

რაც არ უნდა რთული ან დამაბნეველი იყოს გამოწვევები, ყოველთვის შეგიძლიათ გახსოვდეთ, რომ პასუხი მარტივია; ის ყოველთვის იესოა.

რამხელა პატივია, მოგმართოთ სიტყით კონფერენციის ამ სესიაზე. დღეს მოგმართავთ, როგორც მეგობრებს. იოანეს სახარებაში მხსნელმა გვასწავლა, რომ ჩვენ მისი მეგობრები ვართ, თუ ვაკეთებთ იმას, რასაც გვთხოვს.1

ჩვენი ინდივიდუალური და კოლექტიური სიყვარული მხსნელისადმი და მასთან დადებული აღთქმა გვაერთიანებს. როგორც პრეზიდენტი აირინგი გვასწავლიდა: „მინდა გითხრათ, რაოდენ უყვარხართ უფალს და როგორ გენდობათ იგი. და მეტიც: მინდა გითხრათ, რამდენად დამოკიდებულია თქვენზე“.2

როცა პრეზიდენტმა ნელსონმა მომიხმო მთავარი ხელმძღვანელის პოზიციაზე, მე ემოციებმა მძლია. გაოცებული ვიყავი. მე და ჯული მოუთმენლად ველოდით გენერალური კონფერენციის კვირის დღის სესიას. თავისდასამდაბლებელი იყო ჩემი მხარდაჭერა. საგულდაგულოდ დავითვალე ნაბიჯები ჩემთვის დანიშნულ ადგილამდე, რათა არ დავცემულიყავი პირველივე დავალების დროს.

იმ სესიის დასასრულს მოხდა ისეთი რამ, რამაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ქვორუმის წევრები ჩამწკრივდნენ და თითო-თითოს მოგვესალმნენ. ყოველმა მათგანმა სიყვარული და მხარდაჭერა გაგვიზიარა. გულიანი abrazo (ჩახუტებით) მათ გვითხრეს: „ნუ ღელავთ, აქ არის თქვენი ადგილი“.

მხსნელთან ურთიერთობაში იგი ჩვენს გულს ხედავს და „მიკერძოებული არ არის“.3 დაფიქრდით, როგორ აირჩია მან მოციქულები. იგი არ აქცევდა ყურადღებას სტატუსს ან სიმდიდრეს. იგი გვიწვევს, ვიაროთ მის კვალზე და მე მჯერა, იგი გვარწმუნებს, რომ ჩვენი ადგილი მასთან არის.

ეს გზავნილი განსაკუთრებით ეხება ეკლესიის ახალგაზრდებს. მე ვხედავ თქვენში იმას, რასაც პრეზიდენტი ნელსონი ხედავს. მან თქვა: „არის რაღაც უდაოდ განსაკუთრებული ამ ახალგაზრდა თაობაში. მამაზეციერი ალბათ ძალიან გენდობათ, რადგან ამ დროს დედამიწაზე გამოგაგზავნათ. თქვენ დიდებისთვის ხართ დაბადებულნი“!4

მადლიერი ვარ იმისთვის, რაც ვისწავლე ახალგაზრდებისგან. მადლიერი ვარ იმისთვის, რასაც შვილები, მისიონერები და ჩემი დისშვილები და ძმისშვილები მასწავლიან.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მე ჩემს ძმისშვილთან ერთად ფერმაში ვმუშაობდი. იგი ექვსი წლის არის და აქვს „წმიდა გული“. ის, ნეში რომ ჰქვია, ჩემი საყვარელი ძმისშვილია, და მჯერა, რომ მე ანუ ვინც კონფერენციაზე სიტყვით გამოდის, მისი საყვარელი ბიძა ვარ.

როცა იგი გადაწყვეტილების მოძებნაში დამეხმარა, მე ვთქვი: „ნეშ, ეს დიდებული იდეაა. ასეთი ჭკვიანი როგორ ხარ? მან ცოტა დაბნეულმა შემომხედა, თვალების გამომეტყველება კი ამბობდა: „ბიძია რაიან, როგორ არ იცი ამ კითხვაზე პასუხი“?

მან მხრები აიჩეჩა, გაიღიმა და დაჯერებულად თქვა: „იესო“.

იმ დღეს ნეშმა შემახსენა ეს უბრალო, თუმცა ღრმა სწავლება. პასუხი ყველაზე უბრალო და ყველაზე რთულ პრობლემაზე ყოველთვის იგივეა. პასუხია - იესო. იგი ყველაფრის პასუხია.

იოანეს სახარებაში მხსნელმა უთხრა თავის მოწაფეებს, რომ მათ ადგილს მოუმზადებდა. თომა დაიბნა და უთხრა მხსნელს:

„უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?“

„ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“.5

მხსნელმა ასწავლა თავის მოწაფეებს, რომ იგი არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. იგი არის პასუხი კითხვაზე, როგორ მივიდეთ მამაზეციერთან. მე ახალგაზრდობაში მოვიპოვე მოწმობა უფლის ღვთიური როლის შესახებ .

როცა არგენტინაში მისიონერად ვმსახურობდი, პრეზიდენტმა ჰოვარდ ვ. ჰანტერმა მოგვიწვია, გაგვეკეთებინა რაღაც, რამაც ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მან თქვა: „ჩვენ უნდა შევიცნოთ ქრისტე იმაზე მეტად, რაც შევიცანით; ჩვენ უნდა ვიხსენბდეთ მას იმაზე ხშირად, რაც ვიხსენებთ; ჩვენ უნდა ვემსახუროთ მას იმაზე გაბედულად, რაც ვემსახურებით.6

იმ დროს მე ვდარდობდი იმაზე, როგორ გავმხდარიყავი უკეთესი მისიონერი. და ეს იყო პასუხი - შეიცანი ქრისტე, გახსოვდეს იგი და ემსახურე მას. მისიონერები მთელ მსოფლიოში გაერთიანებულები არიან ამ მიზნით - მოიწვიონ სხვები, მოვიდნენ ქრისტესთან და ისინი ეხმარებიან მათ, მიიღონ აღდგენილი სახარება უფალში რწმენისა და მისი გამოსყიდვის, მონანიების, ნათლობის, სულიწმინდის მიღებისა და ბოლომდე გაძლების მეშვეობით“.7 ჩემს მეგობრებს კი, რომლებიც მისიონერებს უსმენენ, ვიწვევ - მოვიდნენ ქრისტესთან. ერთად ჩვენ ვეცდებით, შევიცნოთ უფალი, გავიხსენოთ იგი და ვემსახუროთ მას.

მისიაში მსახურება ჩემი ცხოვრების წმინდა დრო იყო. პრეზიდენტმა პინკოკმა, ჩემს ბოლო გასაუბრებაში მასთან, როცა სრული დროის მისიონერი ვიყავი, ისაუბრა მისიონერთა ხელმძღვანელობაში ცვლილებების შესახებ, რადგან მას და მის მეუღლეს მსახურების ვადა ეწურებოდათ. ჩვენ ორივეს გვიჭირდა იმის მიტოვება, რაც ასე ძალიან გვიყვარდა. ის ხედავდა, რომ ვწუხდი იმ აზრის გამო, რომ სრული დროის მისიონერი აღარ ვიქნებოდი. იგი დიდი რწმენის მქონე ადამიანი იყო. მან სიყვარულით დამმოძღვრა, ზუსტად ისე, როგორც ამას ორი წლის განმავლობაში აკეთებდა. მან მაგიდასთან იესო ქრისტეს სურათზე მიმითითა და თქვა: „უხუცესო ოლსენ, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ეს მისი საქმეა“. დავრწმუნდი, რომ მხსნელი დაგვეხმარება არა მხოლოდ მსახურების დროს, არამედ ყოველთვის, თუ ჩვენ ამის ნებას დავრთავთ.

და პინკოკი მთელი გულით გვასწავლიდა მარტივი ესპანური ფრაზებით. როცა ის ამბობდა: „Jesucristo vive“ მე ვიცოდი, რომ ეს ჭეშმარიტება იყო და უფალი ცოცხალია. როცა ამბობდა: „Elderes y hermanas, les amo“, მე ვიცოდი, რომ ჩვენ მას ვუყვარდით და სურდა, ყოველთვის გვევლო მხსნელის კვალზე.

მე და ჩემმა მეუღლემ ცოტა ხნის წინ კურთხევა მივიღეთ, გვემსახურა მისიის ხელმძღვანელებად ურუგვაის გამოჩენილ მისიონერებთან ერთად. მე ვიტყოდი, რომ ისინი მსოფლიოში საუკეთესო მისიონერები იყვნენ და მჯერა, რომ ყოველი მისიის ხელმძღვანელი იგივეს გრძნობს. ეს მოწაფეები ყოველ დღე გვასწავლიდნენ, გვევლო მხსნელის კვალზე.

ერთხელ, ჩვეულებრივი გასაუბრების დროს, კაბინეტში ერთ-ერთი ძალიან კარგი მისიონერი და შემოვიდა. იგი წარმატებული მისიონერი იყო, შესანიშნავი ტრენერი და თავდადებული ხელმძღვანელი. მისი დადნაფიცებისთვის ის მაგალითი იყო და ხალხსაც ის ძალიან უყვარდა. ის მორჩილი, თავმდაბალი და თავდაჯერებული იყო. ჩვენი წინა ვიზიტები ფოკუსირებული იყო მის რაიონზე და მათზე, ვისაც იგი ასწავლიდა. ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო. როცა ვკითხე, როგორ იყო, შევამჩნიე, რომ ღელავდა. მან თქვა: „პრეზიდენტო ოლსენ, არ ვიცი, ოდესმე შევძლებ ამას? ისიც არ ვიცი, საკმარისად კარგი თუ გავხდები ოდესმე. არ ვიცი, შევძლებ, გავხდე ისეთი მისიონერი, როგორიც უფალს სურს, რომ ვიყო“.

ის არაჩვეულებრივი მისიონერი იყო. ყველანაირად შესანიშნავი. მისიის პრეზიდენტის ოცნება. მე არასოდეს არ ვღელავდი მისი, როგორც მისიონერის, შესაძლებლობების გამო.

როცა მას ვუსმენდი, მიჭირდა რაიმეს თქმა. მე ჩუმად ვილოცე: „მამაზეციერო, ეს გამორჩეული მისიონერია. იგი შენია. ის ყველაფერს სწორად აკეთებს. არ მინდა, რამე გავაფუჭო. გთხოვ, დამეხმარე მისთვის პასუხის გაცემაში.

და სიტყვებიც მოვიდა. მე ვთქვი: „ჰერმანაძალიან ვწუხვარ, რომ ასე გრძნობ თავს. გთხოვ, მიპასუხო: შენ რომ მეგობარი გყოლოდა, რომელსაც ასწავლი და ასე გრძნობს თავს, რას ეტყოდი მას?

მან შემომხედა და გაიღიმა. უტყუარი მისიონერული სულისკვეთებითა და დარწმუნებით მან თქვა: „პრეზიდენტო, ეს ადვილია. მე ვეტყოდი მას, რომ მხსნელი მას ძალიან კარგად იცნობს. მე ვეტყოდი, რომ იგი ცოცხალია. შენ მას უყვარხარ. შენ კარგი ხარ და ეს თავადაც იცი“!

მან ჩაიცინა და დაამატა: „თუ ეს ჩემს მეგობრებს ეხება - მეც მეხება“.

როცა კითხვები ან ეჭვი გვებადება შეიძლება ვიგრძნოთ, რომ გამოსავალის პოვნაც ძალიან რთულია, პასუხების პოვნა კი - ძალიან დამაბნეველი. დაე, გვახსოვდეს, რომ მოწინააღმდეგე, ტყუილების მამა, არის დაბნეულობის არქიტექტორი.8

მხსნელი არის უბრალოების ოსტატი.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა:

„მოწინააღმდეგე ჭკვიანია. ათასი წლის მანძილზე იგი სიკეთეს ბოროტად ნიღბავდა, ბოროტს კი კეთილის ფორმას აძლევდა. მისი გზავნილები ხმამაღალი, თავხედური და თავმომწონეა.

„ამავე დროს მამაზეციერის გზავნილები საოცრად განსხვავებულია. იგი გვესაუბრება უბრალოდ, ჩუმად, ისეთი საკვირველი უბრალოებით, რომ შეუძლებელია, ვერ გაუგო მას“.9

რაოდენ მადლიერები ვართ, რომ ღმერთმა ისე შეგვიყვარა, რომ თავისი ძე გამოაგზავნა. იგი არის პასუხი.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა არცთუ ისე დიდი ხნის წინ თქვა:

„იესო ქრისტეს სახარება ჯერ არ ყოფილა ისე საჭირო, როგორც დღეს. …

„ … ეს ხაზს უსვამს ჩვენთვის გადაუდებელ აუცილებლობას, მივყვეთ უფლის მითითებებს მისი მოწაფეებისთვის, „მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას“.10

მათ, ვინც ირჩევს მსახურებას, მე შემიძლია დავუმოწმო კურთხევები, რომლებიც მოვა, როცა ყურად იღებენ წინასწარმეტყველის მოწოდებას. მსახურება თქვენ კი არა, ის მხსნელს ეხება. თქვენ მოგიხმობენ გარკვეულ ადგილას, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ ხალხთან მოგიხმობენ. თქვენ დაგეკისრებათ დიდი ვალდებულება და კურთხევა - დაეხმაროთ ახალ მეგობრებს გაიგონ, რომ პასუხია - იესო.

ეს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაა და ჩვენ მას ვეკუთვნით. ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი ნელსონი გვაგულიანებს, რომ გავაკეთოთ, უფრო ახლოს მიგვიყვანს მხსნელთან.

ჩვენო დიდებულო ახალგაზრდობავ, ჩემი ძმისშვილის, ნეშის, ჩათვლით, მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში, რაც არ უნდა რთული ან დამაბნეველი იყოს გამოწვევები, ყოველთვის შეგიძლიათ გახსოვდეთ, რომ პასუხი მარტივია; ის ყოველთვის იესოა.

როგორც არაერთხელ მსმენია მათგან, ვისაც მხარს ვუჭერთ როგორც წინასწარმჭვრეტლებს, წინასწარმჭვრეტლებსა და განმცხადებლებს, მეც ვიტყვი, რომ გვიყვარხართ, მადლობას გიხდით და გვჭირდებით. ეს არის ადგილი, რომელსაც თქვენ ეკუთვნით.

მე მიყვარს მხსნელი. მე ვმოწმობ მისი სახელით, თავად იესო ქრისტესი. მე ვმოწმობ, რომ იგი არის ჩვენი რწმენის ავტორი“11 და უბრალოების ოსტატი. პასუხია - იესო. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა