გენერალური კონფერენცია
დიდხანს და ბედნიერად
2022 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


დიდხანს და ბედნიერად

ჭეშმარიტი, ხანგრძლივი სიხარული და მარადისობა საყვარელ ადამიანებთან არის ღვთის ბედნიერების გეგმის არსი.

ძვირფასო მეგობრებო, ძმებო და დებო, გახსოვთ, როგორ გწამდათ ან გინდოდათ, გეწამათ, რომ „დიდხანს და ბედნიერად“ მართლა არსებობს?

შემდეგ ცხოვრება იწყება. ჩვენ „ვიზრდებით“. ურთიერთობები რთულდება. ეს სამყარო არის ხმაურიანი, ხალხმრავალი, მომწოლი, აღვსილი პრეტენზიებითა და პოზირებით. თუმცა „ღრმად გულში“1 ჩვენ გვწამს ან გვსურს, გვწამდეს, რომ სადღაც, რამენაირად, „დიდხანს და ბედნიერად“ რეალური და შესაძლებელია.

„დიდხანს და ბედნიერად“ არ არის გამოგონილი სიტყვები ზღაპრებიდან. ჭეშმარიტი, ხანგრძლივი სიხარული და მარადისობა საყვარელ ადამიანებთან არის ღვთის ბედნიერების გეგმის არსი. მის სიყვარულით მომზადებულ გზას შეუძლია, გახადოს ჩვენი მარადიული მოგზაურობა ხანგრძლივი და ბედნიერი.

ჩვენ ბევრი რამ გვაქვს აღსანიშნავი და რისთვისაც მადლიერნი უნდა ვიყოთ. თუმცა არცერთი ჩვენგანი და არც ერთი ოჯახი არ არის სრულყოფილი. ჩვენი ურთიერთობები მოიცავს სიყვარულს, სოციალურობასა და ხასიათს, თუმცა ხშირად მათ ასევე ახლავს ხახუნს, ტკივილი, ზოგჯერ კი ღრმა ტკივილი.

„ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.“2 იესო ქრისტეში გაცოცხლება მოიცავს უკვდავებას - ჩვენი ფიზიკური აღდგომის უფლის ძღვენს. როცა რწმენაში და მორჩილებაში ვცხოვრობთ, გაცოცხლებულნი ქრისტეში შეიძლება ასევე მოიცავდეს სიხარულით სავსე მარადიულ სიცოცხლეს ღმერთთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.

უფლის წინასწარმეტყველი მნიშვნელოვნად გვაახლოვებს მხსნელთან, მათ შორის ტაძრის წმინდა წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მეშვეობით, რომლებიც უკვე მრავალ ადგილას ასე ახლოა ჩვენთან. ჩვენ გვაქვს დიდი შესაძლებლობა და ძღვენი, აღმოვაჩინოთ ახალი სულიერი წვდომა, სიყვარული, მონანიება და პატიება ერთმანეთისა და ჩვენი ოჯახების მიმართებაში, დროსა და მარადისობაში.

ჩემი მეგობრების ნებართვით მინდა გაგიზიაროთ იესო ქრისტესთან დაკავშირებული ორი წმინდა, უჩვეულო გამოცდილება, რომელიც აერთიანებს ოჯახებს, კურნავს რა თაობათა შორის არსებულ კონფლიქტსაც კი.3 „უსაზღვრო და მარადიულ[ს]“,4 „უფრო ძლიერ[ს], ვიდრე სიკვდილის მარწუხები“,5 იესო ქრისტეს გამოსყიდვას შეუძლია, მოუტანოს მშვიდობა ჩვენს წარსულს, მომავალს კი - იმედი.

როცა ჩემი მეგობრები უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები გახდნენ, მათ შეიტყვეს, რომ ცოლ-ქმრული ურთიერთობა სულაც არ არის „სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ“. უფლის სახლში ოჯახებს შეუძლია, სამარადისოდ გაერთიანდნენ (ჩაიბეჭდონ).

მაგრამ ჩემს მეგობარს არ უნდოდა მამასთან ჩაბეჭდვა. „ის არ იყო კარგი ქმარი დედაჩემისთვის“. ის არ იყო კარგი მამა შვილებისთვის“ - ამბობდა იგი. „მამას ლოდინი მოუწევს. მე არ მაქვს არანაირი სურვილი, ჩავატარო მისთვის სატაძრო სამუშაო და სამარადისოდ ჩავიბეჭდო მასთან“.

ერთი წლის განმავლობაში იგი მარხულობდა, ლოცულობდა, ბევრს საუბრობდა უფალთან მამასთან დაკავშირებით. როგორც იქნა, იგი მზად იყო. მამამისის სატაძრო სამუშაო დასრულდა. მოგვიანებით მან თქვა: „მამა დამესიზმრა, თეთრებში გამოწყობილი. იგი შეიცვალა. მან მითხრა: „შემომხედე. სულ სუფთა ვარ“. დიდი მადლობა, რომ ტაძარში ჩემთვის სამუშაო ჩაატარე“. მამამ დაამატა: „ადექი და წადი ტაძარში; შენი ძმა ნათლობას ელის“.

ჩემი მეგობარი ამბობს: „ჩემი წინაპრები და ახალი გარდაცვლილები მოუთმენლად ელიან, როდის შესრულდება მათთვის ეს სამუშაო“.

„ჩემთვის“ - თქვა მან, „ტაძარი არის განკურნების, სწავლისა და იესო ქრისტეს გამოსყიდვის აღიარების ადგილი.

მეორე გამოცდილება. მეორე მეგობარი ბეჯითად იკვლევდა თავისი ოჯახის ისტორიას. მას დიდი პაპის პოვნა სურდა.

ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ერთხელ, დილით ადრე, მან იგრძნო, რომ მის ოთახში მამაკაცის სული იმყოფებოდა. მას სურდა, რომ ის ეპოვათ და ოჯახის წევრად ეღიარებინათ. ეს ადამიანი ძალიან ნანობდა, რომ შეცდომა დაუშვა და არ მოინანია. ეს ადამიანი დაეხმარა ჩემს მეგობარს მიმხვდარიყო, რომ მას არ ჰქონდა დნმ-ური კავშირი მამაკაცთან, რომელიც მას თავისი დიდი პაპა ეგონა. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ“, - თქვა ჩემმა მეგობარმა, „აღმოვაჩინე დიდი პაპა და შევიტყვე, რომ ის არ იყო ის ადამიანი, რომელიც ჩემი ოჯახის ჩანაწერებში ფიგურირებდა როგორც დიდი პაპა“.

მისი ოჯახური კავშირები გაირკვა; „მე თავისუფალი ვარ, სიმშვიდეს ვგრძნობ“ - თქვა ჩემმა მეგობარმა. დიდი მნიშვნელობა აქვს იცოდე, ვინ არიან შენი ოჯახის წევრები“. ჩემი მეგობარი ამბობს: „დაბრეცილი ტოტი არ ნიშნავს, რომ ხე არ ვარგა“. როგორ მოვევლინეთ ამ ქვეყანას ნაკლებად მნიშვნელოვანია იმაზე, რანი ვართ, როცა ამაქვეყნიდან მივდივართ“.

წმინდა წერილები, ასევე პირადი განკურნებისა და სიმშვიდის წმინდა გამოცდილება, მათ შორის სულების სამყაროში მყოფთა, ხაზს უსვამს ხუთ დოქტრინალურ პრინციპს.

პირველი: ღმერთის გამოსყიდვისა და ბედნიერების გეგმის ცენტრალური ფიგურა, იესო ქრისტე, თავისი გამოსყიდვის მეშვეობით გვპირდება ჩვენი სულისა და სხეულის გაერთიანებას, „რათა აღარასოდეს იქნეს განცალკევებული, რათა შე[ვძლოთ] სიხარულის სისავსის მიღება“.6

მეორე: გამოსყიდვა - გამო-სყიდვა - მოდის, როცა ვავლენთ რწმენას და მონანიების ნაყოფს.7 როგორც მიწიერ ცხოვრებაში, ისე უკვდავებაში. სატაძრო წეს-ჩვეულებები დამოუკიდებლად არ გვცვლის არც ჩვენ და არც მათ, ვინც სულების სამყაროშია. მაგრამ ეს ღვთიური წეს-ჩვეულებები იძლევა უფალთან აღთქმის განწმენდის საშუალებას, რომელსაც შეუძლია, მოგვიტანოს ჰარმონია მასთან და ერთმანეთთან.

ჩვენი სიხარული სრულია, როცა ვგრძნობთ იესო ქრისტეს მადლსა და მიტევებას. და როცა ერთმანეთს ვთავაზობთ მის მადლსა და მიტევებას, ჩვენ მიერ მიღებულ და გაცემულ მადლს შეუძლია, ცხოვრებისეული უსამართლობა სამართლიანი გახადოს.8

მესამე: ღმერთი სრულყოფილად გვიცნობს და ვუყვარვართ. „ღმერთი არ შეურაცხყოფს“9 და მოტყუებითაც ვერ მოატყუებთ მას. სრულყოფილი მადლითა და სამართალით იგი თავის უსაფრთხოების მკლავებში მოაქცევს თავმდაბლებსა და მათ, ვინც მოინანია.

კირტლანდის ტაძარში წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს ჰქონდა ხილვა, რომ მისი ძმა, ალვინი, იხსნეს ცელესტიალურ სასუფეველში. წინასწარმეტყველი ჯოზეფი გაოცებული იყო, რადგან ალვინი გარდაიცვალა ნათლობის ხსნის წეს-ჩვეულების მიღებამდე.10 ნუგეშისცემით უფალმა განმარტა, რატომ: უფალი „გან[გვსჯის] [ჩვენი] საქმეებისა და გულის საწადელის შესაბამისად“.11 ჩვენს სულებში ჩაწერილია ჩვენი საქმეები და წადილი.

საბედნიეროდ ვიცით, რომ ცოცხალნი და „გარდაცვლილნი, რომელნიც მოინანიებენ, გამოსყიდულნი იქნებიან ღვთის სახლის წეს-ჩვეულებების მიმართ მორჩილებით“12 და ქრისტეს გამოსყიდვით. სულების სამყაროში მათაც კი, ვინც ცოდავს ან შესცოდავს, აქვთ შესაძლებლობა, მოინანიონ.13

ამის საპირისპიროდ ისინი, ვინც შეგნებულად ირჩევენ ბოროტებას, ვინც განგებ აჭიანურებენ მონანიებას ან ვინც რაიმე წინასწარ განზრახვით ან შეგნებულად არღვევენ მცნებებს, აქვთ რა ადვილად მონანიების იმედი, განიკითხებიან ღმერთის მიერ და „საღად ემახსოვრებათ ყველა [მათი] დანაშაული“.14 არ შეიძლება, შეგნებულად ჩაიდინო ცოდვა შაბათს, კვირას კი, ზიარების მიღებით, ავტომატურად ელოდო მიტევებას. მისიონერებსა და მათ, ვინც ამბობს, რომ სულიწმიდის კარნახის მიყოლა ნიშნავს მისიის სტანდარტებისა ან მცნებების დაუმორჩილებლობას მინდა გაიხსენოთ, რომ მისიის სტანდარტებისა და მცნებების დაცვა იწვევს სულიწმინდას. არცერთმა არ უნდა გადავდოთ მონანიება. მონანიების კურთხევების მიღება იწყება მონანიებით.

მეოთხე: უფალი გვაძლევს ღვთიურ შესაძლებლობას, დავემსგავსოთ მას, როცა ჩვენ ვატარებთ ჩანაცვლებით წეს-ჩვეულებებს მათთვის, ვისაც ამის გაკეთება არ შუძლია. ჩვენ ვხდებით უფრო სრულყოფილები,15 როცა ვხდებით „გამარჯვებულნი … სიონის მთაზე“.16 როდესაც ვემსახურებით სხვებს, დაპირების სულიწმიდას შეუძლია, დაამტკიცოს წეს-ჩვეულებები და განწმინდოს როგორც გამცემი, ასევე მიმღები. როგორც გამცემს ასევე მიმღებს შეუძლიათ, დადონ და გააღრმავონ გარდაქმნის აღთქმები და დროთა განმავლობაში მიიღონ აბრაამის, ისაკისა და იაკობის დაპირებული კურთხევები.

და ბოლოს, მეხუთე: როგორც ოქროს წესი17 გვასწავლის, მონანიებისა და მიტევების განწმენდი სიმეტრია გვიწვევს, თითოეულმა ჩვენგანმა შესთავაზოს სხვებს ის, რაც თავად გვჭირდება და გვსურს.

ზოგჯერ ჩვენი მზადყოფნა, ვაპატიოთ სხვებს, საშუალებას აძლევს მათაც და ჩვენც ვირწმუნოთ, რომ შეგვიძლია მოვინანიოთ და მივიღოთ პატიება. ზოგჯერ მონანიების სურვილი და პატიების უნარი სხვადასხვა დროს გვიჩნდება. ჩვენი მხსნელი არის ჩვენი შუამავალი ღმერთთან, მაგრამ იგი ასევე გვეხმარება, მოვიდეთ საკუთარ თავთან და ერთმანეთთან მასთან მიმავალ გზაზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჭრილობა და ტკივილი ღრმაა, ჩვენი ურთიერთობების დამოუკიდებლად გამოსწორება და გულების მორჩენა რთულია, შესაძლოა შეუძლებელიც კი. მაგრამ ზეცას შეუძლია, მოგვცეს ძალა და სიბრძნე, რომელიც აღემატება ჩვენს ძალას რათა ვიცოდეთ, როდის ჩავეჭიდოთ რაიმეს და როდის გავუშვათ იგი საჭირო დროს.

ჩვენ ნაკლებად ვგრძნობთ სიმარტოვეს როცა ვხვდებით, რომ მარტონი არ ვართ. ჩვენს მხსნელს ყოველთვის ესმის ჩვენი.18 ჩვენი მხსნელის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია, ღმერთის ფერხთით დავდოთ ჩვენი სიამაყე, წყენა, ცოდვები. როგორც არ უნდა ვიგრძნოთ თავი დასაწყისში, ჩვენ უფრო სრულყოფილნი ვხდებით, როცა ვენდობით მას, რათა გავხადოთ ჩვენი ურთიერთობები უფრო სრული.

უფალი, რომელიც ხედავს და ესმის სრულყოფილად, მიუტევებს მას, ვისაც თავად სურს; ჩვენ (ვართ რა არასრულყოფილნი) უნდა მივუტევოთ ყველას. როცა მხსნელს ვუახლოვდებით, ჩვენ ნაკლებად ვფიქრობთ საკუთარ თავზე. ჩვენ ნაკლებად განვიკითხავთ და მეტს მივუტევებთ. მისი ღვაწლის, წყალობისა და მადლის19 მეშვეობით შეიძლება გავთავისუფლდეთ კამათისგან, წყრომისგან, შეურაცხყოფისგან, მიტოვებისგან, უსამართლობისგან და ფიზიკური და გონებრივი გამოწვევებისგან, რომელნიც ზოგჯერ თან ახლავს ფიზიკურ სხეულს მოკვდავ სამყაროში. დიდხანს და ბედნიერად არ ნიშნავს, რომ ყოველი ურთიერთობა იქნება ბედნიერი და მარადიული. მაგრამ მილენიუმის ათასმა წელმა, როდესაც სატანა იქნება შებოჭილი,20 შეიძლება მოგვცეს საჭირო დრო და გასაოცარი საშუალებები სიყვარულისთვის, გაგებისა და გამოსწორებისთვის მარადისობისთვის მზადების გზაზე.

ჩვენ ზეციურ კომუნიკაბელურობას ვპოულობთ ერთმანეთში.21 ღმერთის საქმე და დიდება მოიცავს დიდხანს და ბედნიერად ცხოვრების უზრუნველყოფას.22 მარადიული სიცოცხლე და ამაღლება ნიშნავს, იცნობდე ღმერთს და იესო ქრისტეს, რათა ღვთის ძალის მეშვეობით ჩვენც ვიყოთ იქ, სადაც ისინი არიან.23

ძვირფასო დებო და ძმებო, ღმერთი, ჩვენი ზეციური მამა და მისი ძე ცოცხალია. ისინი ყოველ ერს, ტომს, ოჯახს და ყოველ ჩვენგანს სიმშვიდეს, სიხარულსა და გამოჯანმრთელებას გვთავაზობენ. უფლის წინასწარმეტყველი წინ მიგვიძღვის. უკანასკნელ დღეებში გამოცხადება გრძელდება. დაე, უფრო ახლოს მოვიდეთ მხსნელთან მის წმინდა სახლში და დაე, მან მიგვიყვანოს უფრო ახლოს ღმერთთან და ერთმანეთთან, ქრისტეს თანაგრძნობასთან, ჭეშმარიტებასთან და წყალობასთან გადაჭდობილი გულებით, ყოველ ჩვენს თაობაში - დროსა და მარდისობაში, დიდხანს და ბედნიერად. იესო ქრისტეში ეს შესაძლებელია; იესო ქრისტეში ეს ჭეშმარიტია. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა