გენერალური კონფერენცია
გამხნევების მემკვიდრეობა
2022 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


გამხნევების მემკვიდრეობა

მინდა გაგამხნეოთ: გააგრძელეთ მცდელობა, გახდეთ მამაზეციერთან და იესო ქრისტესთან დაბრუნების ღირსნი.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ერთად შევიკრიბეთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის გენერალურ კონფერენციაზე. ჩვენ ვგრძნობთ თქვენს რწმენასა და სიყვარულს, სადაც არ უნდა იყოთ. ჩვენ განვისწავლეთ შთაგონებული სწავლებებით, ძლიერი დამოწმებებით და ჩინებული მუსიკით.

მინდა გაგამხნეოთ: გააგრძელეთ მცდელობა, გახდეთ მამაზეციერთან და იესო ქრისტესთან დაბრუნების ღირსნი. სადაც არ უნდა იყოთ აღთქმის გზაზე, თქვენ მიწიერი ცხოვრების ფიზიკურ სირთულეებსა და ეშმაკის წინააღმდეგობას წააწყდებით.

როგორც დედა მეუბნებოდა, როცა ვწუწუნებდი, როგორი ძნელი იყო რაღაც: „ჰალ, რა თქმა უნდა, ძნელია. ასეც უნდა იყოს. ცხოვრება გამოცდაა“.

მას ამის თქმა შეეძლო მშვიდად, ღიმილით, რადგან ორი რამ იცოდა: ბრძოლის მიუხედავად, ყველაზე მნიშვნელოვანია შინ, მამაზეციერთან დაბრუნება. და მან იცოდა, რომ ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ მხსნელის რწენით.

მან იგრძნო, რომ იგი მასთან ახლოს იყო. სიცოცხლის ბოლო დღებში, როცა უკვე იცოდა, რომ მალე წავიდოდა ამ ქვეყნიდან, იგი თავის საძინებელში მხსნელის შესახებ მესაუბრებოდა. მის საწოლთან ახლოს სხვა ოთახში შესასვლელი კარი იყო. მან გაიღიმა, კარებს გახედა, როცა მშვიდად საუბრობდა იმის შესახებ, რომ მალე იხილავდა უფალს. მე ახლაც მახსოვს, როგორ ვუყურებდი კარებს და წარმოვიდგენდი სხვა ოთახს.

დედა ახლა სულების სამყაროშია. მას თვალი არ მოუშორებია იმ ჯილდოსგან, რომელიც სურდა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ფიზიკურ და პირად სირთულეებს უმკლავდებოდა.

გამხნევების მემკვიდრეობა რომელიც მან დაგვიტოვა, უკეთ აღწერილია მორონი 7-ში, სადაც მორმონი ამხნევებს თავის შვილს მორონის და მის ხალხს. ეს იყო გამხნევების მემკვიდრეობა შთამომავლებისთვის, ისე როგორც დედაჩემის - თავისი ოჯახისთვის. მორმონმა დაუტოვა გამხნევების მემკვიდრეობა ყველას, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ყველა მორალური გამოცდის მიუხედავად, გახდეს მარადიული სიცოცხლის ღირსი.

მორმონი, მორონი 7 -ის პირველ მუხლებში იწყებს დამოწმებით იესო ქრისტეს, ანგელოზებისა და ქრისტეს სულის შესახებ, რაც გვაძლევს საშუალებას, განვასხვავოთ კეთილი და ბოროტი და გავაკეთოთ სწორი არჩევანი.

იგი წინ აყენებს იესო ქრისტეს, ისევე როგორც ყველანი, ვინც წარმატებით ამხნევებს მათ, ვისაც უჭირს ზეციური სახლისკენ მიმავალ გზაზე სიარული.

„ვინაიდან, ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩება, ქრისტეს სიტყვების შესაბამისად, თუ არ იწამებს მის სახელს; ამიტომ, თუ ყოველივე ეს შეწყდა, მაშინ ასევე რწმენაც შეწყდა; და საშინელია ადამიანის მდგომარეობა, ვინაიდან იგი არის ისე, თითქოს არ მომხდარა გამოსყიდვა.

„მაგრამ, აჰა, ჩემო საყვარელო ძმებო, უკეთესად ვიმსჯელებ თქვენზე, ვინაიდან განვსჯი, რომ გაქვთ ქრისტეში რწმენა, თქვენი თვინიერების გამო; ვინაიდან თუ არ გაქვთ მასში რწმენა, მაშინ არ შეესაბამებით იმას, რომ ითვლებოდეთ მისი ეკლესიის ხალხს შორის“.1

მორმონი ხედავდა თავმდაბლობას, როგორც მათი რწმენის ძალის დასტურს. იგი ხედავდა, რომ ისინი მხსნელზე იყვნენ დამოკიდებულნი. იგი მათ ამხნევებდა მხოლოდ და მხოლოდ რწმენით. მორმონი აგრძელებდა მათ გამხნევებას, ეხმარებოდა რა მათ, ეხილათ, რომ მათი რწმენა და თავმდაბლობა გახდებოდა მათი დაჯერებულობისა და წარმატების საწინდარი ბრძოლაში.

„და კიდევ, ჩემო საყვარელო ძმებო, მინდა გითხრათ იმედის შესახებ. როგორ შეგიძლიათ, მოიპოვოთ რწმენა, თუ არ გექნებათ იმედი?

“და რა არის ის, რისი იმედიც უნდა გქონდეთ”? “აჰა, გეუბნებით: გექნებათ იმედი, რომ ქრისტეს გამოსყიდვით და მისი აღდგომის ძალით აღდგებით მარადიული სიცოცხლისთვის, მასში თქვენი რწმენის გამო, დაპირების შესაბამისად.

„ამითომ, თუ ადამიანს აქვს რწმენა, მას უნდა ჰქონდეს იმედი; ვინაიდან რწმენის გარეშე შეუძლებელია რაიმე იმედი.

„და კვლავ, აჰა, მე გეუბნებით: მას ვერ ექნება რწმენა და იმედი, თუ არ იქნება თვინიერი და გულით მდაბალი“.2

შემდეგ მორმონი ამხნევებს მათ, მოწმობს, რომ ისინი არიან თავიანთი გულის ძღვენის მიღების გზაზე, არიან რა აღვსილნი ქრისტეს წმინდა სიყვარულით. მან ერთად ჩააქსოვა მათთვის რწმენა იესო ქრისტეში, თავმდაბლობა, მორჩილება, სულიწმინდა და მარადიული სიცოცხლის მიღების მტკიცე იმედი. ის ასე ამხნევებს მათ:

„არავინ არ არის ღმერთის წინაშე მისაღები, გარდა გულში თვინიერისა და მდაბლისა; და თუ ადამიანი გულში თვინიერი და მდაბალია და აღიარებს სულიწმინდის ძალით, რომ იესო არის ქრისტე – უნდა ჰქონდეს გულმოწყალება; ვინაიდან თუ არ აქვს გულმოწყალება, იგი არის არარაობა; ამიტომ, მას უნდა ჰქონდეს გულმოწყალება“.3

უკან რომ ვიხედები ვხედავ, როგორ აძლიერებდა, წინ უძღვოდა, მხარს უჭერდა და ცვლიდა დედაჩემს გულმოწყალების ეს ძღვენი - ქრისტეს წმინდა სიყვარული სირთულეებთან ბრძოლაში, შინ მიმავალ გზაზე .

„და გულმოწყალება სულგრძელია და კეთილი, არ შურს და არ ყოყოჩობს და არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს ურჯულოებით, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს, ყველაფერს ითმენს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს იტანს.

„ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, თუ არ გაქვთ გულმოწყალება, ხართ არარაობა, ვინაიდან, გულმოწყალება არასდროს ქრება. „ამიტომ, ჩაეჭიდეთ გულმოწყალებას, რომელიც არის ყველაზე დიადი, ვინაიდან ყოველივე უნდა გაქარწყლდეს –

„მაგრამ, გულმოწყალება არის ქრისტეს წმინდა სიყვარული და გრძელდება მარად; და ვისაც ექნება ის უკანასკნელ დღეს, კეთილი იქნება მასთან.

„ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, ილოცეთ მამისადმი გულის მთელი ძალით, რათა აღივსოთ ამ სიყვარულით, რომელიც მან უბოძა თავისი ძის, იესო ქრისტეს, ყოველ ჭეშმარიტ მიმდევარს; რომ იქცეთ ღვთის შვილებად; რათა მისი გამოცხადებისას ჩვენ ვიყოთ მისი მსგავსნი, ვინაიდან მას ვიხილავთ, როგორიც არის; დაე, გვქონდეს ეს იმედი; დაე, განვიწმინდოთ ისე, როგორი წმინდაც არის იგი.4

მე მადლიერი ვარ მორმონის მაგალითითა და სწავლებით გამხნევებისა. მე ასევე დალოცვილი ვიყავი დედაჩემის მემკვიდრეობით. წინასწარმეტყველებმა, ადამის დროიდან დღემდე, გამაძლიერეს სწავლებისა და მაგალითის მეშვეობით.

მათ, ვისაც პირადად ვიცნობ და მათი ოჯახების პატივისცემის გამო, მე გადავწყვიტე, საჯაროდ არ განვიხილო მათი ბრძოლის დეტალები და არ ვისაუბრი მათ დიად ძღვენებზე. მიუხედავად ამისა, რაც ვიხილე - გამამხნევა და შემცვალა უკეთესობისკენ.

ჩემი მეუღლის კონფიდენციალურობის დარღვევის რისკით გაგიზიაერბთ მოკლე ანგარიშს მისი გამხნევების შესახებ. მე ამას ძალიან ფრთხილად გავაკეთებ. ის ისეთი ტიპის ადამიანია, რომელიც არასოდეს არ ეძიებს ქებას და არც უხარია იგი.

ჩვენ 60 წელია შეუღლებულები ვართ. სწორედ ამ გამოცდილების გამო მესმის ამ წმინდა წერილის სიტყვების მნიშვნელობა: რწმენა, იმედი, თვინიერება, გაძლება, უანგარობა, ჭეშმარიტებით ხარება, ბოროტი ფიქრების განდევნა და უპირველეს ყოვლისა, გულმოწყალება.5 ამ გამოცდილებაზე დარდნობით სემიძლია დაგიმოწმოთ, რომ ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია ყველა ამ შესანიშნავი იდეალის განხორციელება ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც იგი ამ ცხოვრების აურზაურზე მაღლა დადგება.

თქვენ, ვინც მილიონობით გვისმენთ, იცნობთ ასეთ ადამიანებს. მრავალი თქვენგანი არის ასეთი ადამიანი. ჩვენ ყველას გვჭირდება ასეთი გამამხნევებელი მაგალითი და მოსიყვარულე მეგობრები.

როცა მზრუნველი დის ან ძმის როლში იმყოფებით ვინმესთან, თქვენ უფლის წარმომადგენელი ხართ. იფიქრეთ იმაზე, რას იზამდა ან იტყოდა იგი. იგი მოიწვევდა მათ, მოსულიყვნენ მასთან. იგი გაამხნევებდა მათ. იგი შეამჩნევდა და შეაქებდა მათთვის საჭირო ცვლილებების დაწყებას. და ის მისაბაძად სრულყოფილი მაგალითი იქნებოდა.

თქვენ ახლა ამის გაკეთება სრულად არ შეგიძლიათ, მაგრამ რადგან ამ კონფერენციას უსმენთ იცოდეთ, რომ უკვე დაადექით ამ გზას. მხსნელმა დაწვრილებით იცის თქვენი სირთულეების შესახებ. მან იცის თქვენი რწმენაში, იმედში და გულმოწყალებაში ზრდის დიდი პოტენციალი.

მცნებები და აღთქმები, რომლებსაც იგი გთავაზობთ, არ არის თქვენი მართვის ტესტი. ისინი არის ის საჩუქარი, რომელიც აგამაღლებთ ღმერთის ყველა ძღვენის მისაღებად და შინ, მამაზეციერთან და უფალთან, დაბრუნებისკენ, რომლებსაც უყვარხართ.

იესო ქრისტემ ჩვენი ცოდვების საფასური გადაიხადა. ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ ეს მარადიული სიცოცხლის კურთხევა, თუ გვექნება მისი რწმენა იმდენად, რომ მოვინანიოთ და გავხდეთ როგორც ბავშვი, სუფთა და მზად ღვთის ყველა ნიჭის მისაღებად.

ვლოცულობ, მიიღოთ უფლის მოწვევა და შესთავაზოთ იგი მამაზეციერის სხვა შვილებსაც.

მე ვლოცულობ ჩვენი მისიონერებისთვის მთელ მსოფლიოში. დაე, მიიღონ შთაგონება, გაამხნეონ ყოველი ადამიანი, მოისურვოს და იწამოს, რომ ეს მოწვევა იესო ქრისტესგან არის და რომ იგი მოდის მისი მსახურებისგან, რომლებმაც აიღეს საკუთარ თავზე უფლის სახელი.

მე ვმოწმობ, რომ იგი ცოცხალია და მართავს თავის ეკლესიას. მე მისი მოწმე ვარ. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი არის ღმერთის ცოცხალი წინასწარმეტყველი მთელ დედამიწაზე. მე ვიცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა