გენერალური კონფერენცია
რომ გიცნობდნენ შენ
2022 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


რომ გიცნობდნენ შენ

იოანე 17:3.

ჩემი გულწრფელი სურვილია, ყველამ შეიცნოთ იესო მისი მრავალი სახელით და დაემსგავსოთ მას.

რამდენიმე წლის წინ ჩემს მშობლიურ არიზონაში, ზიარების შეკრებისას, მივიღე გამოცდილება, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. როცა ზიარების ლოცვისას გაისმა ჩვენი მზაობა, „ავიღოთ საკუთარ თავზე [იესო ქრისტეს] სახელი“,1 სულიწმინდამ შემახსენა, რომ იესოს მრავალი სახელი აქვს. შემდეგ გულში კითხვა გამიჩნდა: „იესოს რომელი სახელი უნდა ავიღო საკუთარ თავზე ამ კვირას“?

იესოს სამი სახელი ამომიტივტივდა გონებაში და მე ისინი ჩავიწერე. ყოველი ამ სამი სახელიდან მოიცავდა ქრისტეს თვისებას, რომლის უფრო ღრმა განვითარება მსურდა. მომდევნო კვირას ამ სამ სახელზე ვიყავი ფოკუსირებული და ვეცადე, მათთვის შესაფერისი თვისებები და ხასიათი მიმეღო. დაწყებული იმ დროიდან მე სულ ამ შეკითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს და ეს იყო ჩემი პირადი მსახურების ნაწილი: „იესოს რომელი სახელი უნდა ავიღო საკუთარ თავზე ამ კვირაში“? ამ კითხვაზე პასუხის გაცემამ და ქრისტეს მსგავსი შესაფერისი თვისებების განვითარების მცდელობამ ჩემი ცხოვრება დალოცა.

თავის დიად საშუამავლო ლოცვაში იესომ გამოხატა ეს მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ , ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინა — იესო ქრისტე“.2 დღეს მინდა გაგიზიაროთ ის კურთხევები და ძალა, რომელიც მოდის იესო ქრისტეს მრავალი სახელის ცოდნით.

ადამიანის გაცნობის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხერხია მისი სახელის გაგება. ამბობენ, რომ „ადამიანის სახელი მისთვის ყველაზე ტკბილი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ნებისმიერ ენაზე.3 გქონიათ შემთხევა, როცა ვინმეს სხვა სახელით მიმართეთ ან მისი სახელი დაგავიწყდათ? მე და ჩემი მეუღლე, ალექსისი, ხანდახან ერთ-ერთ ჩვენს შვილს „ლოლას“ ვეძახდით. სამწუხაროდ, როგორც მიხვდით, ლოლა ჩვენი ძაღლია! კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ვინმეს სახელის დავიწყება იმ ადამიანისთვის ნიშანია იმისა, რომ თქვენ მას კარგად არ იცნობთ.

იესო იცნობდა ადამიანებს და სახელებით მიმართავდა მათ. ძველ ისრაელს უფალმა უთხრა: „„ნუ გეშინიათ, რადგან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ“.4 აღდგომის დილას მარიამის დამოწმება გამყარდა, როცა იესომ მას სახელით მიმართა.5 ამის მსგავსად ღმერთმა ჯოზეფ სმითს სახელით მიმართა, როცა იგი რწმენის შესახებ შეჰღაღადებდა მას.6

ზოგიერთ შემთხვევაში იესო თავის მოწაფეებს ახალ სახელებს არქმევდა, რაც მიუთითებდა მათ ბუნებაზე, შესაძლებლობებსა და პოტენციალზე. იეჰოვამ იაკობს ახალი სახელი დაარქვა - ისრაელი, რაც ნიშნავს „ის, ვინც ღმერთს უთმობს პირველობას“ ანუ „მიანდე ღმერთს პირველობა“.7 იესომ იაკობსა და იოანეს დაარქვა ბანერგეს, რაც ნიშნავს „ქუხილის ძენი“.8 ხედავდა რა მომავალში სიმონის ლიდერობას, იესომ მას კეფა ანუ პეტრე უწოდა, რაც ნიშნავს კლდეს.9

ზუსტად ისე, როგორც იესო იცნობს თითოეულ ჩვენგანს სახელით, ჩვენთვისაც მისი უკეთ შეცნობის ერთ-ერთი ხერხია მისი მრავალი სახელის შესწავლა. ზუსტდ ისე, როგორც ისრაელისა და პეტრეს სახელები, იესოს მრავალი სახელიც არის ის წოდებები, რომლებიც გვეხმარება მისი მისიის, მიზნის, ხასიათისა და თვისებების შესწავლაში. როცა იესოს მრავალ სახელს შევიცნობთ, ჩვენ უკეთ გავიგებთ მის ღვთიურ მისიას და უანგარო ხასიათს. მისი მრავალი სახელის შეცნობა ასევე შთაგვაგონებს, უფრო დავემსგავსოთ მას - განვავითაროთ ქრისტეს თვისებები, რომლებსაც შემოაქვთ სიხარული და მიზანი ჩვენს ცხოვრებაში.

რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა შეისწავლა იესო ქრისტესთან დაკავშირებული ყველა წმინდა წერილი, რომელიც თემატურ სახელმძღვანელოშია მოცემული.10 შემდეგ მან მოიწვია ახალგაზრდა ზრდასრულები, შეესწავლათ იგივე ნაწყვეტები წმინდა წერილებიდან. ქრისტეს მრავალი სახელის შესახებ პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „შეისწავლეთ ყველაფერი, რაც არის იესო ქრისტე, ლოცვითა და ძალისხმევით ეძიეთ გაიგოთ, რას ნიშნავს მისი ყოველი სახელი და წოდება პირადად თქვენთვის“.11

მივიღე რა პრეზიდენტ ნელსონის მოწვევა, დავიწყე იესოს მრავალი სახელის ჩემი საკუთარი სიის შედგენა. ახლა ჩემს სიაში 300-ზე მეტი სახელია და დარწმუნებული ვარ, კიდევ უამრავია, რომელიც ჯერ არ აღმომიჩენია.

მართალია, იესოს რამდენიმე სახელი მხოლოდ მას ეკუთვნის,12 მაგრამ მსურს, გაგიზაროთ ხუთი სახელი და წოდება, რომელიც ყოველ ჩვენგანს მიესადაგება. გიწვევთ, შეადგინოთ თქვენი საკუთარი სია, როცა შეიცნობთ ქრისტეს მისი მრავალი სახელის მიხედვით. და ამ პროცესში თქვენ აღმოაჩენთ სხვა სახელებსაც, ქრისტესთვის დამახასითებელი სხვა თვისებებით, რომლების საკუთარ თავზე აღებას მოისურვებთ, როგორც იესოს აღთქმის მოწაფეები.13

პირველი: იესო არის მწყემსი კეთილი.14 და ამიტომ, იესო იცნობს თავის ცხვარს,15 „სახელით მოუხმობს თავის ცხვარს“,16 და როგორც ღვთის კრავმა, მან სიცოცხლე დათმო თავისი ცხვრისთვის.17 შესაბამისად, იესოს სურს, ვიყოთ კარგი მწყემსები, განსაკუთრებით ოჯახებში, და როგორც მზრუნველი დები და ძმები. ჩვენი ქრისტესადმი სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი გზაა მისი ცხვრის გამოკვება.18 გზააბნეული ცხვრის საპოვნელად, მწყემსი კეთილი მიდის უდაბნოში და პოულობს დაკარგულ ცხვარს, შემდეგ რჩება მასთან, სანამ უსაფრთხო ადგილას არ მიიყვანს.19 ჩვენ, როგორც კეთილი მწყემსები, როგორც არსებული პირობები შეგვიწყობს ხელს, უნდა ვცდილობდეთ, მეტი დრო დავუთმოთ ადამიანებზე მზრუნველობას მათ სახლებში. ჩვენს მზრუნველობაში სმს-ები და ტექნოლოგიები უნდა გამოყენებულ იქნეს კონტაქტის გაღრმავების და არა მისი შეცვლის მიზნით.20

მეორე, იესო არის სიკეთის მღვდელმთავარი.21 იცოდა რა, რომ რამდენიმე საათში მას ჯვარზე გააკრავდნენ, იესომ თქვა: „ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს“.22 დღეს, როცა ჩვენი სამყარო ხშირად პოლარიზებული და დაყოფილია, არსებობს დიდი საჭიროება ჩვენთვის, ვიქადაგოთ, ვიყოთ პოზიტიურები, ოპტიმიზმითა და იმედით აღვსილნი. წარსულის ნებისმიერი გამოწვევების მიუხედავად, რწმენა ყოველთვის მიგვითითებს23 იმედით სავსე მომავლისკენ, გვრთავს რა ნებას, აღვასრულოთ იესოს მოწვევა - გამაგრდით.24 სიხარულით სახარების მიხედვით ცხოვრება გვეხმარება, გავხდეთ სიკეთის მოწაფენი.

იესოს სხვა წოდებაა იგივე გუშინ და დღეს და უკუნისამდეც.25 თანმიმდევრულობა ქრისტეს თვისებაა. იესო ყოველთვის აღასრულებდა მამის ნებას,26 და მისი ხელი სულ გაწვდილია ჩვენი ხსნის, დახმარებისა და განკურნებისთვის.27 რაც უფრო თანმიმდევრულად ვიცხოვრებთ სახარების მიხედვით, მით უფრო მეტად დავემსგავსებით იესოს.28 მიუხედავად იმისა, რომ სამყარო განიცდის დიდ რხევებს პოპულარობის თვალსაზრისით, როდესაც ადამიანებს წინ და უკან აგდებს და მოძღვრების ყოველ ქარს მიაქვს,29 სახარების მიხედვით თანმიმდევრული ცხოვრება გვეხმარება, ვიყოთ მტკიცე და ურყევი ცხოვრების ქარიშხლების დროს.30 ჩვენ ასევე შევძლებთ თანმიმდევრულობის დემონსტრირებას, თუ მივიღებთ პრეზიდენტ ნელსონის მოწვევას: „გამონახეთ დრო უფლისთვის“.31 დიდი სულიერი ძალა მოდის პატარა უბრალო ქმედებით,32 როგორიცაა „წმინდა ჩვევებისა და სამართლიანი ყოველდღიური საქმეების განვითარება“33 ყოველდღიური ლოცვის, მონანიების, წმინდა წერილის შესწავლისა და მსახურების ფორმით.

მეოთხე: იესო არის ისრაელის წმინდა.34. მისი ცხოვრება სიწმინდის ნიმუშია. იესოს კვალზე სიარულით ჩვენ შეგვიძლია, გავხდეთ ისრაელის წმინდანი.35 ჩვენი სიწმინდე იზრდება, როცა რეგულარულად დავდივართ ტაძარში, სადაც ყოველი შესასვლელის თავზე ამოტვიფრულია „უფალს - სიწმინდე“. ყოველ ჯერზე ტაძარში მსახურების შემდეგ ჩვენ გამოვდივართ იქიდან, შემოსილები უფრო დიდი ძალით, რათა სიწმინდის ადგილად ვაქციოთ ჩვენი სახლები.36 ყველას, ვისაც ამჟამად არ აქვს ტაძარში შესვლის რეკომენდაცია, გიწვევთ, გაესაუბროთ თქვენს ეპისკოპოსს და მოემზადოთ იმ წმინდა ადგილას შესასვლელად ან დასაბრუნებლად. ტაძარში გატარებული დრო ჩვენს ცხოვრებას სიწმინდეს მატებს.

და ბოლოს, იესოს სახელია სარწმუნო და ჭეშმარიტი.37 ისევე, როგორც იესო იყო მარად სარწმუნო და ყოველთვის ჭეშმარიტი, მისი გულწრფელი სურვილია, ჩვენ გამოვავლინოთ ეს თვისებები ჩვენს ცხოვრებაში. როცა ჩვენი რწმენა მცირდება, ჩვენ შეგვიძლია, შევღაღადოთ იესოს: „უფალო, მიხსენი მე!“, ზუსტად როგორც პეტრე, როცა იძირებოდა გალილეის ზღვაში ქარიშხლის დროს.38 იმ დღეს იესო დაიხარა, რათა გადაერჩინა მოწაფე, რომელიც წყალში იძირებოდა. მან იგივე ჩემ მიმართ გააკეთა, და თქვენთვისაც ამას იზამს. არასოდეს არ თქვათ უარი იესოზე და იგი არასოდეს არ იტყვის უარს თქვენზე!

როცა ერთგულები და ჭეშმარიტები ვართ, ჩვენ მივყვებით იესოს მოწვევას „ჩემში დარჩით“, რაც ასევე ნიშნავს „დარჩი ჩემთან“.39 როდესაც ჩვენ კითხვების წინაშე ვდგებით, როცა დაგვცინიან ჩვენი რწმენის გამო, ამაქვეყნის დიდი და ვრცელი შენობებიდან ჩვენზე ზიზღით თითით აჩვენებენ და დაგვცინიან, ჩვენ ერთგულად ვრჩებით სარწმუნო და ჭეშმარიტ პიროვნებებად. ასეთ მომენტებში ვიხსენებთ იესოს ვედრებას: „მე დამეყრდენით ყოფელ ფიქრში, ნუ ეჭვობთ, ნუ გეშინიათ “.40 და როცა ასე ვიქცევით, იგი გვაძლევს საჭირო რწმენას, იმედსა და ძალას, რათა მასთან სამუდამოდ დავრჩეთ.41

ძვირფასო დებო და ძმებო, იესოს სურს, ვიცნობდეთ მას, რადგან მხოლოდ მისი სახელით გადავრჩებით.42 იესო არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა მისი მეშვეობით.43 იესო არის ერთადერთი გზა! და ამიტომ, იესო გეძახით: „მოდით ჩემთან“,44 „მოდით და გამომყევით,”45 „იარეთ ჩემთან“,46 და „შემიცანით“.47

მე მთელი გულით ვმოწმობ იესო ქრისტეზე, რომ იგი ცოცხალია, რომ მას უყვარხართ და რომ იგი სახელით გიცნობთ. იგი არის ძე ღვთისა,48 მამის მხოლოდშობილი ძე.49 იგი არის ჩვენი კლდე, გამომსყიდველი, ფარი, ნუგეში და მხსნელი.50 იგი არის „სინათლე ბნელში მანათობელი“.51 იგი არის ჩვენი მხსნელი52 და გამომსყიდველი.53 იგი არის აღდგომა და სიცოცხლე.54 ჩემი გულწრფელი სურვილია, ყველამ შეიცნოთ იესო მისი მრავალი სახელით და დაემსგავსოთ მას, როცა ბაძავთ მის ღვთაებრივ თვისებებს ცხოვრებაში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. მოძღვრება და აღთქმები 20:77.

  2. იოანე 17:3; ამ ლოცვის შესახებ პრეზიდენტმა დევიდ ო. მაკქეიმ თქვა: „ეს ტექსტი აღებულია ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ლოცვიდან - ვფიქრობ, უდიდესი ლოცვიდან, რომელიც ოდესმე წარმოთქმულა ამ სამყაროში, გარდა უფლის ლოცვისა. ეს იყო ქრისტეს ლოცვა, რომელიც მან წარმოთქვა გეთსიმანიის ბაღში შესვლამდე, მისი გაცემის ღამეს. … მე არ ვიცი ბიბლიაში ამაზე უფრო მნიშვნელოვანი თავი“ (in Conference Report, Apr. 1967, 5).

  3. Dale Carnegie, How to Win Friends and Influence People, rev. ed. (1981), 83.

  4. ესაია 43:1;

  5. იხილეთ იოანე 20:16.

  6. იხილე იოსებ სმითი—ისტორია 1:17-13.

  7. Bible Dictionary, “Israel.”

  8. მარკოზი 3:17.

  9. იხ. ლუკა 23:5456; იაკობი 1:42.

  10. See Russell M. Nelson, “I Studied More Than 2,200 Scriptures about the Savior in Six Weeks: Here Is a Little of What I Learned,” Inspiration (blog), Feb. 28, 2017, ChurchofJesusChrist.org. ამ გამოცდილების შემდეგ პრეზიდენტმა ნელსონმა წამოიძახა: „მე სხვა ადამიანი ვარ ახლა“! (“Drawing the Power of Jesus Christ into Our Lives,” Liahona, May 2017, 39).

  11. Russell M. Nelson, “Prophets, Leadership, and Divine Law” (worldwide devotional for young adults, Jan. 8, 2017), broadcasts.ChurchofJesusChrist.org.

  12. მაგ: იესო არის მესია, ქრისტე, დიდი იეჰოვა, პირმშო მკვდართაგან და ღვთის მხოლოდშობილი ძე.

  13. გარდა პრეზიდენტ ნელსონის მოწვევისა, შეგვესწავლა წმინდა წერილები იესოს შესახებ თემატური სარჩევიდან, თქვენ ასევე შეგიძლიათ შეისწავლოთ იესოს მრავალი სახელი ბიბლიის ლექსიკონიდან სათაურითქრისტე, სახელები. თქვენ ასევე შეგიძლიათ, შეისწავლოთ უხუცეს ჯეფრი რ. ჰოლანდის წიგნი Witness for His Names (2019) and a devotional talk by Elder Ronald A. Rasband titled “Name above All Names” (Brigham Young University–Hawaii devotional, Oct. 20, 2020), speeches.byuh.edu.

  14. იხილეთ იოანე 10:11.

  15. იხილეთ იოანე 10:14.

  16. იოანე 10:3.

  17. იხ. იოანე 10:11-15; 1 ნეფი 27:-33–15.

  18. იხ. იოანე 21:15-17.

  19. მე განსაკუთრებით მომწონს ჯოზეფ სმითის ლუკა 15:4-ს თარგმანი, სადაც წერია: „რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის?”(in ლუკა 15:4, footnote a, emphasis added).

  20. როგორც უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა შენიშნა: „ყველა ფიქრობს, რომ სმს -ის გაგზავნა მზრუნველობისთვის საკმარისია. არის შემთხვევები, როდესაც თქვენ უნდა იყოთ სახლში და უნდა შეხედოთ ადამიანებს თვალებში, რადგან იქ მიიღებთ შთაბეჭდილებებს და შთაგონებას, რომელსაც სხვანაირად ვერასდროს მიიღებდით“. (“An Evening with Elder David A. Bednar” [broadcast for religious educators], Feb. 7, 2020], broadcasts.ChurchofJesusChrist.org).

  21. იხ. ებრაელთა 9:11.

  22. იოანე 16:33.

  23. See Jeffrey R. Holland, “‘Remember Lot’s Wife’: Faith Is for the Future” (Brigham Young University devotional, Jan. 13, 2009), 2, speeches.byu.edu. „რწმენა ყოველთვის მიგვითითებს მომავლისკენ. რწმენა ყოველთვის უკავშირდება კურთხევებს და ჭეშმაიტებას და მოვლენებს, რომლებიც კიდევ ეფექტურები იქნება ჩვენს ცხოვრებაში“.

  24. იხ. მათე 9:2; მარკოზი 6:50; იოანე 16:33; 3 ნეფი 1:13; მოძღვრება და აღთქმები 61:36.

  25. იხ. ებრაელებს 13:8; see also Bible Dictionary, “Christ, names of.”

  26. იხილეთ იოანე 8:29.

  27. იხ. ალმა 5:33; ალმა 19:36; 3 ნეფი 9:14.

  28. See, for example, David A. Bednar, “More Diligent and Concerned at Home,” Liahona, Nov. 2009, 20: “Consistency is a key principle as we lay the foundation of a great work in our individual lives. … ჩვენ უნდა ვიყოთ და უნდა გავხდეთ უფრო თანმიმდევრულნი“.

  29. იხ. ეფესელთა 4:14.

  30. იხ. მოსია 5:15.

  31. Russell M. Nelson, “Make Time for the Lord,” Liahona, Nov. 2021, 120.

  32. იხ. ალმა 37:6.

  33. ეს არის ფრაზა, რომელიც პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა რამდენჯერმე გაიმეორა თავისი მსახურებისას. See, for example, “YSA Face to Face with Elder Oaks and Elder Ballard” (broadcast for young single adults, Nov. 19, 2017), ChurchofJesusChrist.org.

  34. იხ. 2 ნეფი 9:18–19, 41.

  35. ბოლო საერთაშორისო სულიერების საათზე და ვენდი ნელსონმა დადო პოსტი შეკითხვით, რომელსაც, მისი თქმით, შეეძლო, ადამიანის ცხოვრება შეეცვალა, გაეზარდა დაჯერებულობა და შეემცირებინა მღელვარება, მოეხდინა მოტივაცია, გაეზარდა მადლიერება და შეემცირებინა სტრესი, დაგვხმარებოდა ცდუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და მოეტანა სიხარული, ნუგეში, სიყვარული და სიმშვიდე. კითხვა იყო შემდეგი: „რას იზამდა წმინდა ახალგაზრდა ზრდასრული ადამიანი“? შემდეგ მან მოგვიწოდა, გამოგვეყენებინა ეს კითხვა მხოლოდ ერთ სიტუაციაში ყოველ დღე, სამი დღის განმავლობაში. See “One Question That Can Change Your Life” (worldwide devotional for young adults, May 15, 2022), broadcasts.ChurchofJesusChrist.org.

  36. იხ. მოძღვრება და აღთქმები 109:12–13, 22.

  37. იხ. გამოცხადება 19:11.

  38. მათე 14:30.

  39. იოანე 15:4. ბერძნული სიტყვა დარჩი არის μείνατε (meinate or menó), რაც ნიშნავს დარჩენას.

  40. მოძღვრება და აღთქმები 6:36.

  41. უხუცესმა ჯეფრი ჰოლანდმა ერთხელ შენიშნა, რომ ესპანურში ინგლისური ფრაზა „დარჩი ჩემთნ“ ითარგმნება როგორც „permaneced en mi“ აზრი კი ასეთია: „დარჩი, მაგრამ სამუდამოდ.“ … მოდით სამუდამოდ, თქვენი და ყველა თაობისთვის, რომელიც უნდა მოგყვეს, და ჩვენ დავეხმარებით ერთმანეთს, ვიყოთ ბოლომდე ძლიერნი“ („დარჩი ჩემში“ (“Abide in Me,” Liahona, May 2004, 32).

  42. იხ. 2 ნეფი 31:21.

  43. იხ. იოანე 14:6.

  44. მათე 11:28; 3 ნეფი 9:14; 27:22.

  45. მათე 16:24; ლუკა 18:22; იოანე 21:19; 2 ნეფი 31:10.

  46. გამოცხადება 3:4; მოსე 6:34.

  47. მათე 11:29; მოძღვრება და აღთქმები 19:23.

  48. იხ. 3 ნეფი 9:15.

  49. იხ. იოანე 1:14; ალმა 5:48.

  50. იხ. 2 ნეფი 22:2-3.

  51. იხ. მოძღვრება და აღთქმები 6:21.

  52. იხ. ლუკა 2:11.

  53. იხ. მოძღვრება და აღთქმები 18:11-13.

  54. იხილეთ იოანე 11:25.

ამობეჭდვა