გენერალური კონფერენცია
მისი უღელი ადვილია და მისი ტვირთი – მსუბუქი
2022 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


მისი უღელი ადვილია და მისი ტვირთი – მსუბუქი

მოდით გავიხსენოთ, რომ ყოველი ადამიანი დედამიწაზე არის ღვთის შვილი და ღმერთს უყვარს ყოველი ჩვენგანი.

ეს ამბავი უკავშირდება ადამიანს სახელად ჯეკი, რომელსაც ჰყავდა საყვარელი მონადირე ძაღლი, კესი. ჯეკი ძალიან ამაყობდა კესით და ხშირად ტრაბახობდა, როგორი გაწვრთვნილი იყო იგი. ამის დასამკიცებლად ჯეკმა მეგობრები მოიწვია, რათა თავად ენახათ კესი საქმეში. მონადირეთა კლუბში მოსვლისთანავე ჯეკმა კესი აუშვა, თავად კი შიგნით შევიდა.

აი დადგა დრო, როცა აღელვებული ჯეკი მზად იყო, კესის საოცარი უნარები ეჩვენებინა ყველასთვის. თუმცა, კესი უცნაურად იქცეოდა. იგი აღარ უჯერებდა ჯეკს და არ ასრულებდა მის ბრძანებებს. მას მხოლოდ პატრონის გვერდით ყოფნა უნდოდა.

ჯეკი შერცხვენილი და იმედგაცრუებული იყო, ის კესიზე ბრაზობდა; მალე მან ყველას შესთავაზა, დაშლილიყვნენ. კესი საბარგულშიც კი არ ჩახტა, ასე რომ ჯეკმა მოთმინება დაკარგა, სტაცა მას ხელი და უხეშად თავის ადგილას ჩასვა. ის ბრაზობდა, რადგან მისი მეგობრები მთელი გზა ძაღლის საქციელს დასცინოდნენ. ჯეკს არ ესმოდა, რა დაემართა კესის. ის კარგად გაწვრთნილი იყო და ყოველთვის ერთადერთი სურვილი ჰქონდა - ესიამოვნებინა პატრონისთვის და მომსახურებოდა მას.

სახლში დაბრუნებისას ჯეკმა, როგორც ყოველთვის, კესი ჭრილობებზე, ეკლებზე და ტკიპებზე შეამოწმა. როცა მან ძაღლს მკერდზე ხელი მოუსვა, თავიდან რაღაც სისველე იგრძნო და ხელი რომ აიღო, ის სისხლით ჰქონდა დასვრილი. მისდა სასირცხვილოდ და სამარცხვინოდ მან აღმოაჩინა, რომ კესის მკერდზე გრძელი, ფართო ჭრილობა ჰქონდა. და კიდევ ერთი - მარჯვენა ფეხზე, ძვლამდე.

ჯეკმა კესი ხელში აიყვანა და ტირილი დაიწყო. მას ძალიან რცხვენობა იმის გამო, თუ როგორ არასწორად შეაფასა თავისი ძაღლის საქციელი და როგორ მოექცა მას. კესი უცნაურად იქცეოდა კლუბში, რადგან დაშავებული იყო. მისი საქციელი გამოწვეული იყო ტკივილით, ტანჯვით და ჭრილობებით. მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა დაუმორჩილებლობასა და სიყვარულის ნაკლებობასთან.1

მე ეს ამბავი წლების წინ მოვისმინე და არ დამვიწყებია. ჩვენ ირგვლივ რამდენი დაჭრილი პიროვნებაა? რამდენჯერ განვიკითხავთ სხვებს მათი გარეგნობის, მოქმედებების ან უმოქმედობის გამო? ჩვენ რომ სრულად გვესმოდეს მათი, ჩვენი განკითხვით კიდევ უფრო კი არ დავუმძიმებდით ტვირთს, არამედ მათ მიმართ თანაგრძნობისა და დახმარების სურვილი გაგვიჩნდებოდა.

მე ბევჯერ ჩავიდინე ეს დანაშაული ცხოვრებაში, მაგრამ უფალი მოთმინებით მასწავლიდა პირადი და მრავალი სხვა ადამიანის გამოცდილებიდან. მე ახლა უფრო სრულად ვაფასებ ჩვენი ძვირფასი მაცხოვრის მაგალითს, რადგან მან ამდენი თავისი დრო დახარჯა სხვებისთვის სიყვარულით მსახურებაზე.

ჩემი უმცროსი ქალიშვილი ბავშვობიდან იძენდა ცხოვრებისეულ გამოცდილებას ემოციური ხასიათის პრობლემების გამო. მას ცხოვრებაში მრავალჯერ ჰქონია შემთხვევები როცა ფიქრობდა, რომ აღარ შეეძლო. ჩვენ მუდამ მადლიერნი ვიქნებით იმ მიწიერი ანგელოზების, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ იმ დროს: ვინც მის გვერდით იჯდა; მას უსმენდა; ტიროდა მასთან; უზიარებდა უნიკალურ ნიჭს, სულიერ წვდომას და სიყვარულს. ასეთ სიყვარულით სავსე ვითარებაში ტვირთი ხშირად ორივე მხარეს მსუბუქდებოდა.

უხუცესმა ჯოზეფ ბ. ვერსლინმა, 1 კორინთელთა ციტირებისას თქვა: „თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა“.2

იგი აგრძელებს:

„პავლე მოციქულის გზავნილი წმინდანთა ამ ახალ სხეულს მარტივი და პირდაპირი იყო: რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თუ მოწყალება არ გაქვთ, თქვენ ცვლილებებს ვერ მოახდენთ. შეგიძლიათ ისაუბროთ ენებზე, წინასწარმეტყველების ნიჭი გქონდეთ, გესმოდეთ ყოველი სასწაული, … გქონდეთ ყოველივე ცოდნა; მთების დაძრაც რომ შეგეძლოთ ადგილიდან ეს არაფერს არ გარგებდათ თქვენ.

„მაგრამ, გულმოწყალება არის ქრისტეს წმინდა სიყვარული“.[მორონი 7:47]. და მხსნელი იყო ამ სიყვარულის მაგალითი“.3

იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“.4

ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელებმა ბევრჯერ მოგვმართეს სიტყვით მოწყალების, ერთობის, სიყვარულის, სიკეთის, თანაგრძნობის, მიტევებისა და წყალობის თემებზე. მე მწამს, რომ მხსნელი გვიწვევს, ვიაროთ უფრო მაღალი, წმინდა გზით4-მისი სიყვარულის გზით, სადაც ყველას შეუძლია იგრძნოს, რომ ეს მათი ადგილია და ისინი საჭირონი არიან.

ჩვენ გვიბრძანეს, გვიყვარდეს სხვები,6 და არ განვიკითხოთ ისინი.7 მოდით, მოვიხსნათ ეს მძიმე ტვირთი; ის ჩვენი სატარებელი არ არის.8 ამის ნაცვლად შეგვიძლია, დავიდგათ მხსნელის სიყვარულისა და თანაგრძნობის უღელი.

„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან;

„ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.“9

მხსნელი არ იწონებს ცოდვებს, მაგრამ გვთავაზობს სიყვარულს და გვიბოძებს მიტევებას, როცა მოვინანიებთ. ქალს, რომელიც მრუშობაში ამხილეს, მან უთხრა: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან “.10 ვისაც იგი შეეხო, მისი წმინდა სიყვარულიიგრძნეს და ამ სიყვარულმა განკურნა და შეცვალა ისინი. მისმა სიყვარულმა შთააგონა ისინი, გასჩენოდათ ცხოვრების შეცვლის სურვილი. მისი მიბაძვით ცხოვრებას მოაქვს სიხარული და სიმშვიდე და მან მოიწვია სხვები, იცხოვრონ ასეთი ცხოვრებით - სინაზით, სიკეთითა და სიყვარულით.

უხუცესმა გარი ე. სტივენსონმა თქვა: „როცა ჩვენ წვიმისა და ქარიშხლების, ავადმყოფობისა და ტკივილის წინაშე აღმოვჩნდებით, ჩვენი უფალი, მწყემსი და აღმზრდელი სიყვარულითა და სიკეთით მოგვივლის. იგი განკურნავს ჩვენს გულებს და აღადგენს ჩვენს სულს“.11 ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრები, განა ამის მსგავსად არ უნდა მოვიქცეთ?

მხსნელი გვთხოვს, შევიცნოთ იგი12 და ვაკეთოთ ის, რასაც იგი აკეთებდა.13 იგი არის მოწყალებისა და წმინდა სიყვარულის განსახიერება. როდესაც თანდათან ვისწავლით ვაკეთოთ, რასაც ის გვთხოვს - არა მოვალეობის ან კურთხევების გამო, არამედ მხოლოდ მისი და ჩვენი ზეციერი მამის სიყვარულის გამო13- მისი სიყვარული შემოვა ჩვენში და ყველაფერი, რასაც იგი გვთხოვს არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ საბოლოო ჯამში ბევრად უფრო ადვილი15 და მხიარული იქნება, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა. ამისთვის დაგვჭირდება პრაქტიკა; შეიძლება წლები დაგვჭირდეს, როგორც ჩემ შემთხვევაში, მაგრამ მხოლოდ სურვილიც კი საკმარისია, რომ სიყვარული ჩვენი მამოძრავებელი ძალა გახდეს და ის მიიღებს ამ სურვილს,16 ამ თესლს და საბოლოოდ გადააქცევს მას ლამაზ ხედ უამრავი უტკბილესი ნაყოფით.17

ჩვენს ერთ-ერთ საყვარელ ჰიმნში არის ასეთი სიტყვები: „ვინ ვარ მე, რომ განვიკითხო, როცა თავად სრულყოფილი არ ვარ“? ჩუმ გულში დამალულია სევდა, რომელსაც თვალით ვერ იხილავ“.18 ჩვენ შორის ვის შეიძლება ჰქონდეს ფარული სევდა? ერთი შეხედვით მეამბოხე მოზარდს, განქორწინების შვილებს, მარტოხელა დედას ან მამას, ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს, ვინც ეჭვქვეშ აყენებს რწმენას, ვისაც რასისა ან კულტურის გამო ავიწროებენ, ვინც თავს მარტოდ გრძნობს, ვისაც სურს დაქორწინება, ვისაც აქვს მავნე ჩვევები და მრავალ სხვას, რომლებსაც მრავალფეროვან რთულ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აქვს საქმე, ხშირად მათაც კი, ვისი ცხოვრება გარეგნულად სრულყოფილი ჩანს.

არც ერთ ჩვენგანს არ აქვს სრულყოფილი ცხოვრება და ოჯახი; რა თქმა უნდა, არც მე. როდესაც ჩვენ ვცდილობთ, თანაგრძნობა გამოვიჩინოთ სხვების მიმართ, ვინც დგანან გამოწვევებისა და არასრულყოფილებების წინაშე, ეს შეიძლება დაეხმაროს მათ იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან თავიანთ ბრძოლაში. საჭიროა,ყველამ იგრძნოს, რომ ისინი ნამდვილად ეკუთვნიან ქრისტეს სხეულს და საჭირონი არიან იქ.19 ეშმაკის დიდი სურვილია ღვთის შვილების დაყოფა და მან დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ერთობაში იმხელა ძალაა!20 და როგორ გვჭირდება, ხელჩაკიდებულებმა ვიაროთ მიწიერი ცხოვრების ამ რთულ მოგზაურობისას.

ჩვენმა წინასწარმეტყველმა, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, თქვა: „ნებისმიერი შეურაცხყოფა ან ცრურწმენა სხვის მიმართ ეროვნების, რასის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის, განათლების ხარისხის, კულტურის ან სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენბებლების გამო შეურაცხმყოფელია ჩვენი შემქმნელისთვის! ასეთი არასათანადო მოპყრობით ჩვენ ვაკნინებთ მისი აღთქმული შვილების სტატუსს“!21

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ნელსონმა ყველას მოუწოდა, დამდგარიყვნენ და დარჩენილიყვნენ აღთქმის გზაზე, რომელიც დაგვაბრუნებს ჩვენს მხსნელთან და მამაზეციერთან, მან ასევე მოგვცა შემდეგი რჩევა: „თუ მეგობრები და ოჯახი … ჩამოშორდებიან ეკლესიას, მაინც გიყვარდეთ ისინი. სხვისი არჩევნის განსჯა არ არის თქვენი საქმე, ზუსტად ისე, როგორც თქვენ არ იმსახურებთ კრიტიკას ერთგულების გამო“.22

მეგობრებო, მოდით გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი დედამიწაზე არის ღვთის შვილი23 და ღმერთს უყვარს ყოველი ჩვენგანი.24 არიან თქვენს გზაზე ადამიანები, რომელთა განსჯის სურვილი გაქვთ? თუ ასეა გახსოვდეთ, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენთვის, ვივარჯიშოთ მხსნელის მსგავსად სიყვარულში.25 როდესაც ვბაძავთ მის მაგალითს ჩვენ შეგვიძლია, ჩავებათ მასთან ერთად უღელში და დავეხმაროთ, გავაღვივოთ ჩვენი მამის ყოველი შვილის გულში სიყვარულისა და კუთვნილების განცდა.

„ჩვენ გვიყვარს იგი იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა“.26 როცა მხსნელის სიყვარულით ვართ აღვსილნი, მისი უღელი ჭეშმარიტად შეიძლება იყოს ადვილი, მისი ტვირთი კი - მსუბუქი.27 მე ამაზე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. See Jack R. Christianson, Healing the Wounded Soul (2008), 27.

  2. 1 კორინთელთა 13:1; იხ.მორონი 7:44–48.

  3. Joseph B. Wirthlin, “The Great Commandment,” Liahona, Nov. 2007, 28.

  4. იოანე 13:35, მუხლი 34.

  5. See Russell M. Nelson, “Opening Remarks,” Liahona, Nov. 2018, 6–8.

  6. იხ. მათე 22:36-40; იოანე 13:34-35.

  7. იხ. მათე 7:1–4; Dieter F. Uchtdorf, “The Merciful Obtain Mercy,” Liahona, May 2012, 70–77; see also Robert C. Gay, “Taking upon Ourselves the Name of Jesus Christ,” Liahona, Nov. 2018, 97–100.

  8. გამონაკლისს შეადგენენ ეპისკოპოსები და პალოს პრეზიდენტები . „ყოველი ეპისკოპოსი და პალოს პრეზიდენტი არის „მოსამართლე ისრაელში“ (მოძღვრება და აღთქმები 107:72). ამ უფლებამოსილებით ისინი ეხმარებიან წევრებს, მოინანიონ ცოდვა და მოვიდნენ ქრისტესთან, რომელიც პატიობს ცოდვებს (see 32.1 and 32.3)” (General Handbook: Serving in The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, 31.1.7, ChurchofJesusChrist.org).

  9. მათე 11:28-30.

  10. იოანე 8:11, მუხლები 3–10.

  11. Gary E. Stevenson, “Hearts Knit Together,” Liahona, May 2021, 23.

  12. იხილეთ მათე 11:29.

  13. იხ. 3 ნეფი 27:21-22.

  14. იხილეთ მათე 22:37–39.

  15. იხ. მოსია 24:15.

  16. იხ. ალმა 32:27.

  17. იხ. ალმა 32:41.

  18. “Lord, I Would Follow Thee,” Hymns, no. 220.

  19. იხ. 1 კორინთელთა 12:12–27; “Songs Sung and Unsung,” Liahona, May 2017, 49–51.

  20. See Sharon Eubank, “By Union of Feeling We Obtain Power with God,” Liahona, Nov. 2020, 55–57; see also Dale G. Renlund, “The Peace of Christ Abolishes Enmity,” Liahona, Nov. 2021, 83–86; Sharon Eubank, “Turning Enemies into Friends” (Brigham Young University devotional, Jan. 23, 2018), speeches.byu.edu.

  21. Russell M. Nelson, “Choices for Eternity” (worldwide devotional for young adults, May 15, 2022), broadcasts.ChurchofJesusChrist.org.

  22. Russell M. Nelson, “Choices for Eternity,” broadcasts.ChurchofJesusChrist.org.

  23. იხ. რომაელთა 8:16.

  24. იხ. ესაია 49:16; რომაელთა 34:38-39.

  25. იხ. ლუკა 6:31-38.

  26. 1 იოანე 4:19. „ჩვენ აქ ვსაუბრობთ პირველ დიდ მცნებაზე, რომელიც მიეცა კაცობრიობის ოჯახს - გვიყვარდეს ღმერთი მთელი გულით, უკომპრომისოდ და თავდაუზოგავად ანუ მთელი გულით, ძალით, გონებითა და ღონით. გიყვარდეს ღმერთი არის პირველი დიდი მცნება სამყაროში. მაგრამ მარადისობის პირველი დიადი ჭეშმარიტებაა ის, რომ ჩვენ ზუსტად ასე ვუყვარვართ ღმერთს - გულწრფელად, დაუზოგავად და უკომპრომისოდ, მთელი მისი გულით, ძალით, გონებითა და ღონით“.(Jeffrey R. Holland, “The Greatest Possession,” Liahona, Nov. 2021, 9).

  27. იხილეთ მათე 11:28-30.

ამობეჭდვა