წმინდა წერილი
3 ნეფი 1


მესამე ნეფი

ნეფის წიგნი
ნეფის შვილისა, რომელიც იყო ძე ჰელამანის

და ჰელამანი იყო შვილი ჰელამანისა, რომელიც იყო ძე ალმასი, რომელიც იყო ძე ალმასი და ნეფის შთამომავალი, რომელიც იყო იუდას მეფის ციდკიაჰუს მმართველობის პირველ წელს იერუსალიმიდან წამოსული ლეხის შვილი.

თავი 1

ნეფი, ჰელამანის შვილი, მიდის მიწიდან და მისი ძე, ნეფი, აწარმოებს ჩანაწერებს. მრავალი ნიშნისა და საოცრების მიუხედავად, ბოროტნი გეგმავენ სამართლიანთა დახოცვას. დგება ქრისტეს შობის დღე. ნიშანი მოცემულია და ამოდის ახალი ვარსკვლავი. მატულობს ტყუილი და თვალთმაქცობა და გადიანტონის მძარცველები ხოცავენ მრავალ ადამიანს. დაახლოებით 1–4 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 ახლა, იყო ასე, რომ ოთხმოცდათერთმეტმა წელმა ჩაიარა და გავიდა ექვსასი წელი იმ დროიდან, რაც ლეხიმ იერუსალიმი დატოვა; და ეს იყო წელი, როდესაც ლაქონეუსი მიწის მთავარი მოსამართლე და მმართველი იყო.

2 და ნეფი, ძე ჰელამანისა, ზარაჰემლას მიწიდან წავიდა, გადასცა რა მეთვალყურეობა სპილენძის ფირფიტებზე და ყველა ჩანაწერებზე, რომლებიც ინახებოდა და ყოველივე იმაზე, რაც ლეხის იერუსალიმიდან წამოსვლის შემდეგ წმინდად ინახებოდა, თავის შვილს, ნეფის, რომელიც იყო მისი უფროსი შვილი.

3 შემდეგ იგი წავიდა იმ მიწიდან და არავინ იცის საით; და მისი შვილი, ნეფი, მის მაგივრად ინახავდა ჩანაწერებს, დიახ, ამ ხალხის ჩანაწერებს.

4 და იყო ასე, რომ ოთხმოცდამეთორმეტე წლის დასაწყისში, აჰა, წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებებმა უფრო სრულად იწყო ახდენა; რადგან ხალხში უფრო დიდი ნიშნები და უფრო დიდი სასწაულები იჩენდა თავს.

5 მაგრამ იქ იყვნენ ზოგიერთნი, რომლებიც ამბობდნენ, რომ დრო გავიდა იმ სიტყვების ასახდენად, რომლებიც ლამანიელმა სამუელმა ილაპარაკა.

6 და მათ დაიწყეს თავიანთი ძმების დაცინვა სიტყვებით: აჰა, დრო გავიდა და სამუელის სიტყვები არ აღსრულდა; ამიტომ, ამაო იყო ამ ყველაფერში თქვენი სიხარული და რწმენა.

7 და იყო ასე, რომ მათ დიდი ხმაური გამოიწვიეს მთელ მიწაზე; და ადამიანებმა, რომლებსაც სწამდათ, იწყეს ღრმად დაღონება, ეშინოდათ რა, რომ რამენაირად არ ამხდარიყო ყოველივე ის, რაც ითქვა.

8 მაგრამ, აჰა, ისინი მტკიცედ მოელოდნენ იმ დღეს, იმ ღამესა და დღეს, რომელიც უნდა ყოფილიყო, როგორც ერთი დღე, ვითარცა არ ყოფილიყო ღამე, რათა სცოდნოდათ, რომ მათი რწმენა არ იყო ამაო.

9 ახლა, ეს იყო ასე, რომ ურწმუნოთა მიერ დაინიშნა დღე, როდესაც უნდა მოეკლათ ყოველი, ვისაც ამ ჩვეულებების სწამდა, თუ არ ახდებოდა ის ნიშანი, რომელიც წინასწარმეტყველმა სამუელმა მისცა.

10 ახლა, ეს იყო ასე, რომ როდესაც ნეფის შვილმა, ნეფიმ, იხილა თავისი ხალხის სიბოროტე, მისი გული ძალზედ დამწუხრდა.

11 და იყო ასე: იგი გამოვიდა, მიწამდე ქედი მოიხარა და ძლიერად შეჰღაღადა თავის ღმერთს თავისი ხალხისათვის, დიახ, მათთვის, რომლებიც ლამის უნდა განადგურებულიყვნენ, თავიანთი მამების ჩვეულებებში რწმენის გამო.

12 და იყო ასე, რომ იგი ძლიერად ღაღადებდა უფლისადმი მთელი ის დღე; და აჰა, უფლის ხმა მას მოესმა სიტყვებით:

13 თავი აწიე და გამხნევდი; რადგან, აჰა, მოახლოვდა ჟამი და ამაღამ ნიშანი იქნება მოცემული და მომდევნო დღეს ამქვეყნად მოვალ, რათა ქვეყანას ვაჩვენო, რომ აღვასრულებ ყველაფერს, რაც ჩემი ნებით, ჩემი წმინდა წინასწარმეტყველების პირით ითქვა.

14 აჰა, მე ჩემებთან მოვდივარ, რათა ყველაფერი აღვასრულო, რაც გავანდე ადამიანთა შვილებს ქვეყნის დასაბამიდან და აღვასრულო ნება, როგორც მამის, ისე შვილის; მამის – ჩემ გამო და შვილის – ჩემი ხორცის გამო. და, აჰა, მოახლოვდა ჟამი, და ამაღამ ნიშანი იქნება მოცემული.

15 და იყო ასე, რომ ნეფისადმი ნათქვამი სიტყვები იმგვარად ახდა, როგორც ნათქვამი იყო; რადგან, აჰა, არ დაბნელდა მზის ჩასვლისას და ხალხმა იწყო გაოცება, რადგან როდესაც დაღამდა, არ დაბნელდა.

16 და იქ იყვნენ მრავალნი, რომლებსაც არ სწამდათ წინასწარმეტყველების სიტყვები, რომლებიც მიწაზე დაეცნენ, ვითარცა მკვდრები, რადგან მათ იცოდნენ, რომ ის დიდი განადგურების გეგმა, რომელიც მათ მოამზადეს მათთვის, ვისაც წინასწარმეტყველის სიტყვების სჯეროდა, ჩაიშალა, რადგან ის ნიშანი, რომელიც იყო მოცემული, უკვე აღსრულდა.

17 და მათ იწყეს მიხვედრა იმაზედ, რომ ძე ღვთისა მალე მოევლინებოდათ; დიახ, საბოლოო ჯამში, ყველა ხალხი მთელი დედამიწის პირზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, როგორც ჩრდილოეთ მიწაზე ისე სამხრეთ მიწაზე, ისე ძლიერად იყო გაოგნებული, რომ მიწაზე დაეცა.

18 რადგან იცოდნენ, რომ წინასწარმეტყველები მოწმობდნენ ყოველივე ამაზე მრავალი წლის განმავლობაში და ნიშანი, რომელიც იყო მოცემული, უკვე აღსრულდა; და ისინი შეშინდნენ, თავიანთი ურჯულოებისა და თავიანთი ურწმუნოების გამო.

19 და იყო ასე, რომ მთელი იმ ღამის განმავლობაში არ დაბნელდა, არამედ სინათლე იყო, ვითარცა შუადღეს. და იყო ასე, რომ დილით კვლავ მზე ამოვიდა, საკუთარი წესის შესაბამისად; და მათ იცოდნენ იმ ნიშნის გამო, რომელიც მათ მიეცათ, რომ ეს იყო ის დღე, როდესაც უფალი დაიბადებოდა.

20 და ეს ახდა, დიახ, ყველაფერი, იოტისოდენიც კი, წინასწარმეტყველთა სიტყვების შესაბამისად.

21 და იყო ასე, რომ ასევე გამოჩნდა ახალი ვარსკვლავი, სიტყვის შესაბამისად.

22 და იყო ასე, რომ ამ დროიდან სატანამ დაიწყო ხალხში სიცრუის გავრცელება, რათა გაექვავებინა მათი გულები იმ მიზნით, რომ მათ არ ეწამათ იმ ნიშნებისა და საოცრებების, რომლებიც მათ იხილეს; მაგრამ, ამ ტყუილებისა და სიცრუის მიუხედავად, ხალხის უმეტესმა ნაწილმა იწამა და უფლის რწმენაში მოიქცა.

23 და იყო ასე, რომ ნეფი წავიდა ხალხში და ასევე სხვა მრავალნიც, ნათლავდნენ რა მოსანანიებლად, რომელშიც იყო ცოდვების დიდი მიტევება. და ამგვარად, ხალხმა კვლავ მიიღო მიწაზე მშვიდობა.

24 და არ იყო დაპირისპირება, გარდა იმისა, რომ ზოგიერთებმა დაიწყეს ქადაგება, ცდილობდნენ რა დაემტკიცებინათ წმინდა წერილებით, რომ აღარ იყო საჭირო მოსეს რჯულის დაცვა. ახლა, ამაში ისინი ცდებოდნენ, არ ესმოდათ რა წმინდა წერილის.

25 მაგრამ, იყო ასე, რომ ისინი მალე მოიქცნენ და დარწმუნდნენ, რა შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი, რადგან მათ გაანდეს, რომ რჯული ჯერ არ იყო აღსრულებული და უნდა აღსრულდეს იოტისოდენიც კი; დიახ, მათ სიტყვა მიეცათ, რომ უნდა აღსრულდეს; დიახ, რომ არ გადაივლის არც ერთი იოტი ან წერტილი, სანამ იგი სრულიად არ აღსრულდება; ამიტომ, იმავე წელს ისინი მიიყვანეს თავიანთი შეცდომის გააზრებამდე და მათ აღიარეს თავიანთი შეცდომები.

26 და ასე ჩაიარა ოთხმოცდამეთორმეტე წელმა, მოუტანა რა ხალხს სასიხარულო ამბები, ნიშნების ახდენით, წმინდა წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველების სიტყვების შესაბამისად.

27 და იყო ასე, რომ ოთხმოცდამეცამეტე წელმაც მშვიდობიანად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით გადიანტონის მძარცველებს, რომლებიც მთებში ცხოვრობდნენ და ავსებდნენ მიწას; რადგან ისეთი ძლიერი იყო მათი გამაგრებები და სამალავი ადგილები, რომ ხალხი ვერ სძლევდა მათ; ამიტომ, ისინი მრავალ მკვლელობას სჩადიოდნენ და ხოცვა-ჟლეტა მოჰქონდათ ხალხში.

28 და იყო ასე, რომ ოთხმოცდამეთოთხმეტე წელს ისინი ძალზედ მომრავლდნენ, რადგან ნეფიელებისგან იყო მრავალი განდგომილი, რომელიც მათთან გაიქცა, რის გამოც მიწაზე დარჩენილი ნეფიელები ძალზედ დამწუხრდნენ.

29 ასევე ლამანიელებს შორისაც იყო დიდი მწუხარების მიზეზი; რადგან, აჰა, მათ ბევრი შვილი ჰყავდათ, რომლებიც გაიზარდნენ, განმტკიცდნენ და წლებიც ემატებოდათ, ასე რომ გახდნენ თავნებები და ზოგიერთებმა, რომლებიც იყვნენ ზორამიელები, ისინი გზას ააცდინეს თავიანთი ტყუილებითა და პირფერი სიტყვებით, რათა გადიანტონის მძარცველებს შეერთებოდნენ.

30 და ამგვარად, ლამანიელებიც ასევე იტანჯებოდნენ და დაიწყეს დასუსტება საკუთარ რწმენაში და სამართლიანობაში, თავიანთი მოზარდი თაობის სიბოროტის გამო.