წმინდა წერილი
ჰელამანი 16


თავი 16

ნეფი ნათლავს ნეფიელებს, რომლებმაც დაუჯერეს სამუელს. მოუნანიებელი ნეფიელები სამუელს ვერ კლავენ ისრებითა და ქვებით. ზოგიერთნი გულს იქვავებენ, სხვები კი ხედავენ ანგელოზებს. ურწმუნოები ამბობენ, არ არის გონივრული იწამონ ქრისტე და მისი იერუსალიმში მოსვლა. დაახლოებით 6–1 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ მრავალმა მოისმინა ლამანიელი სამუელის სიტყვები, რომლებსაც იგი ქალაქის გალავნიდან აცხადებდა. და რამდენმაც იწამა მისი სიტყვები, წავიდა და ნეფის ეძებდა; და როდესაც მოვიდნენ და იპოვეს იგი, აღიარეს მასთან თავიანთი ცოდვები და არ უარყოფდნენ, სურდათ რა, რომ უფლისათვის მონათლულიყვნენ.

2 მაგრამ, ყველა იქ მყოფნი, რომლებმაც არ იწამეს სამუელის სიტყვები, განრისხდნენ მასზე; და ქვებს ესროდნენ მას გალავანზე და მრავალმა ისრები დაუშინა, როდესაც იგი გალავანზე იდგა; მაგრამ, უფლის სული მასთან იყო, ასე რომ არ ხვდებოდა მას არც ქვები და არც ისრები.

3 ახლა, როდესაც მათ იხილეს, რომ ვერ სწვდებოდნენ მას, უფრო მეტმა იწამა მისი სიტყვები, ასე რომ ნეფისთან წავიდნენ, რათა მონათლულიყვნენ.

4 რადგან, აჰა, ნეფი ნათლავდა, წინასწარმეტყველებდა და ქადაგებდა, ხალხისადმი ღაღადებდა მონანიებას, ანახებდა ნიშნებსა და საოცრებებს, ხალხში ახდენდა სასწაულებს, რათა მათ სცოდნოდათ, რომ ქრისტე მალე მოვიდოდა –

5 ელაპარაკებოდა მათ ყოველივე იმაზე, რაც მალე დადგება, ვინაიდან იმ დროს, როდესაც ყოველივე ეს მოხდება, სცოდნოდათ და ხსომებოდათ, რომ ეს მანამდე გაანდეს მათ იმ მიზნით, რომ იწამონ; ამიტომ, ყოველმა, ვინც იწამა სამუელის სიტყვები, მივიდა მასთან, რათა მონათლულიყო, რადგან მოდიოდნენ მონანიებითა და თავიანთი ცოდვების აღიარებით.

6 მაგრამ, მათმა უმრავლესობამ არ იწამა სამუელის სიტყვები, ამიტომ, როდესაც იხილეს, რომ მას ვერ სწვდებოდნენ ქვებითა და ისრებით, მათ შეჰღაღადეს მთავარსარდლებს სიტყვებით: შეიპყარით ეს კაცი და შებოჭეთ, რადგან ეშმაკი არის მასში; და იმ ეშმაკის ძალის გამო, რომელიც მასშია, ვერ მოვარტყით ქვები და ისრები, ამიტომ, შეიპყარით, შებოჭეთ და აქედან მოაშორეთ.

7 და ისინი მივიდნენ მასზე ხელის აღსამართავად და, აჰა, იგი გალავნიდან გადმოხტა და მათი მიწიდან გაიქცა, დიახ, თავის საკუთარ ქვეყანაში, და დაიწყო თავის ხალხში ქადაგება და წინასწარმეტყველება.

8 და აჰა, ნეფიელთა შორის აღარავის სმენია მის შესახებ და ასეთი იყო ხალხის საქმიანობა.

9 და ასე დასრულდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის ოთხმოცდამეექვსე წელი.

10 და ასე დასრულდა მოსამართლეთა მმართველობის ოთხმოცდამეშვიდე წელი, ხალხის უმეტესი ნაწილი იმყოფებოდა საკუთარ ამპარტავნობაში და სიბოროტეში და ხალხის მცირე ნაწილი ღმერთის წინაშე უფრო წინდახედულად მოქმედებდა.

11 და ასეთი პირობები იყო მოსამართლეთა მმართველობის ოთხმოცდამერვე წელს.

12 და მცირეოდენი ცვლილება იყო ხალხის საქმიანობაში, გარდა იმისა, რომ ხალხმა დაიწყო უფრო მეტად გამძვინვარება ურჯულოებაში და უფრო მეტად და მეტად კეთება იმისა, რაც ღმერთის მცნებებს ეწინააღმდეგებოდა, მოსამართლეთა მმართველობის ოთხმოცდამეცხრე წელს.

13 მაგრამ, იყო ასე: მოსამართლეთა მმართველობის ოთხმოცდამეათე წელს, ხალხს მიეცა დიდი ნიშნები და საოცრებები და წინასწარმეტყველთა სიტყვებმა იწყო აღსრულება.

14 და ანგელოზები გამოეცხადნენ ადამიანებს, ბრძენ ადამიანებს და აუწყეს მათ სასიხარულო ამბები დიდი ბედნიერებისა; ამგვარად, ამ წელიწადს წმინდა წერილმა იწყო აღსრულება.

15 ამისდა მიუხედავად, ხალხმა დაიწყო გულის გაქვავება, ყველამ, გარდა ღრმად მორწმუნეთა ნაწილის, როგორც ნეფიელებისა, ასევე ლამანიელების; და დაიწყეს საკუთარ ძალასა და საკუთარ სიბრძნეზე დაყრდნობა, სიტყვებით:

16 შესაძლოა, მათ ზოგიერთი რამ სწორად გამოიცნეს მრავალი არსებულიდან, მაგრამ, აჰა, ჩვენ ვიცით, რომ ყველა ეს დიდი და საოცარი საქმე, რომელზედაც ილაპარაკეს, ვერ ახდება.

17 და მათ დაიწყეს ბჭობა და ერთმანეთში კამათი, სიტყვებით:

18 არ არის მიზანშეწონილი, რომ ასეთი არსება, როგორც ქრისტე, რომ მოვიდეს; და თუ ეს ასე იქნება და იგი არის ძე ღვთისა, ზეცისა და მიწის მამა, როგორც იყო ნათქვამი, რატომ ჩვენც არ გამოგვეცხადება ისე, როგორც მათ იერუსალიმში?

19 დიახ, ამ მიწაზე რატომ არ გამოგვეცხადება ისე, როგორც იერუსალიმის მიწაზე?

20 მაგრამ, აჰა, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ბოროტი ჩვეულება, რომელიც ჩვენი მამებისგან გადმოგვეცა, რათა გვაიძულოს, ვიწამოთ რაღაც დიდი და საოცარი, რომელიც უნდა მოვიდეს, მაგრამ არა ჩვენთან, არამედ მიწაზე, რომელიც არის ძალზედ შორს, მიწაზე, რომელზეც ჩვენ არაფერი ვიცით, ამიტომ, მათ შეუძლიათ გვამყოფონ უმეცრებაში, რადგან ვერ ვიხილავთ ჩვენი თვალებით, რომ ეს არის ჭეშმარიტება.

21 და ისინი, იმ ბოროტის მზაკვრული და საიდუმლო ხელოვნებით, შექმნიან დიდ საიდუმლოებას, რომლის გაგებაც ჩვენ არ შეგვიძლია, რომელიც მათი სიტყვებისა და მათივე მოსამსახურებად გვაქცევს, რადგან მათზე ვიქნებით დამოკიდებულნი, რომ სიტყვა გვასწავლონ; და ამგვარად გვამყოფებენ უმეცრებაში, თუ მათ მივანდობთ ჩვენს თავს მთელი ჩვენი ცხოვრების დღეებში.

22 და კიდევ მრავალ სხვა უგუნურსა და ამაოს იგონებდა ხალხი გულში და იყო დიდად შეშფოთებული, რადგან სატანა მათ განუწყვეტლივ უბიძგებდა ურჯულოების ჩადენისკენ; დიახ, იგი დადიოდა გარშემო, ავრცელებდა რა ჭორებსა და განხეთქილებებს მთელი მიწის პირზე, რათა ადამიანთა გული გაექვავებინა იმის საწინააღმდეგოდ რაც არის კეთილი და იმის საწინააღმდეგოდ, რაც უნდა მოსულიყო.

23 და მიუხედავად ნიშნებისა და საოცრებების, რომლებიც უფლის ხალხში მოხდა და მრავალი სასწაულისა, რაც მათ მოახდინეს, სატანას ჰქონდა დიდი გავლენა ადამიანთა გულზე, მთელი მიწის პირზე.

24 და ასე დასრულდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის ოთხმოცდამეათე წელი.

25 და ასე დასრულდა ჰელამანის წიგნი, ჰელამანისა და მისი შვილების ჩანაწერების მიხედვით.