წმინდა წერილი
მოსია 6


თავი 6

მეფე ბენიამინი იწერს ადამიანების სახელებს და ნიშნავს მღვდლებს, მათ განსასწავლად. მოსია მმართველობს, როგორც სამართლიანი მეფე. დაახლოებით 124–121 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, მეფე ბენიამინმა გადაწყვიტა, რომ შესაფერისი იქნებოდა ხალხისადმი მიმართვის შემდეგ ჩაეწერა ყოველი იმ ადამიანის სახელი, ვინც ღმერთთან დადო აღთქმა, რომ დაიცავდნენ მის მცნებებს.

2 და იყო ასე, რომ არ იყო არც ერთი სული, გარდა პატარა ბავშვებისა, რომელმაც არ დადო აღთქმა და არ აიღო საკუთარ თავზე ქრისტეს სახელი.

3 და კვლავ, იყო ასე, რომ როდესაც მეფე ბენიამინმა დაამთავრა ეს ყველაფერი და აკურთხა თავისი შვილი, მოსია, მმართველად და მეფედ თავის ხალხზედ და გადასცა სამეფოსთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება და ასევე დანიშნა მღვდლები მათ განსასწავლად, რათა ამგვარად ხალხს მოესმინა და სცოდნოდა ღმერთის მცნებები, რათა გამოეღვიძებინათ მათში ხსოვნა ფიცის შესახებ, რომელიც მათ დადეს, შემდეგ მან გაუშვა შეკრებილნი და ისინი დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, ყოველი თავის ოჯახში.

4 და მოსიამ დაიწყო მმართველობა მამამისის მაგივრად. და მან დაიწყო მმართველობა მისი ცხოვრების ოცდამეათე წელს, რაც დაახლოებით შეადგენს ოთხას სამოცდა თექვსმეტ წელს იმ დღიდან, რაც ლეხიმ დატოვა იერუსალიმი.

5 და მეფე ბენიამინმა იცხოვრა სამი წელი და გარდაიცვალა.

6 და იყო ასე, რომ მეფე მოსია დადიოდა უფლის გზებით და იცავდა მის სამართალსა და წესებს და იცავდა მის მცნებებს ყველაფერში, რასაც კი იგი უბრძანებდა მას.

7 და მეფე მოსიამ უბრძანა თავის ხალხს, რომ მიწა დაემუშავებინათ. ასევე თვითონაც ამუშავებდა მიწას ისე, რომ ტვირთად არ დასწოლოდა თავის ხალხს, რომ მოქცეულიყო იმისდა მიხედვით, როგორც მამამისი იქცეოდა ყველაფერში; და არ იყო განხეთქილება მის ხალხში სამი წლის განმავლობაში.