გენერალური კონფერენცია
„მოვალეობის გზას ადგას“
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


„მოვალეობის გზას ადგას“

თქვენ, ვინც დღეს მოვალეობის გზას ადგახართ და წინ მიიწევთ, მხსნელის აღდგენილი ეკლესიის ძალას წარმოადგენთ.

მე გულმოდგინედ ვლოცულობ სულიწმინდის დახმარებისთვის, რათა შევძლო ჩემი სიყვარულის, აღფრთოვანებისა და მადლიერების გამოხატვა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრების მიმართ მთელ მსოფლიოში.

ბოლო ურმიდან

1947 წელს აღინიშნა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა პირველი პიონერების სოლთ-ლეიქ ველზე ჩასვლის 100 წლის იუბილე. იმ წელს მრავალი შთამბეჭდავი ზეიმი გაიმართა, უთვალავი მადლობა ითქვა იესო ქრისტეს თავდადებული მოწაფეების მიმართ, რომლებმაც გაკაფეს ბილიკები, ააშენეს სახლები, უნაყოფო უდაბნოში ნათესები დათესეს და თემები შექმნეს.

1947 წლის ოქტომბრის გენერალურ კონფერენციაზე პირველი პრეზიდენტობის პირველმა მრჩეველმა, პრეზიდენტმა ჯ. რუბენ კლარკმა, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი გამოსვლით პატივი მიაგო იმ ერთგულ პიონერებს.

თავის გზავნილში პრეზიდენტმა კლარკმა მოკლედ მოიხსენია ცნობილი ხელმძღვანელები - ბრიგამ იანგი, ჰიბერ ს. კიმბალი, ვილფორდ ვუდროფი, პარლი პ. პრატი და მრავალი სხვა, რომლებიც დასავლეთისკენ გადასვლის პროცესს ჩაუდგნენ სათავეში. თუმცა, მისი მთავარი მიზანი არ იყო ამ ღირსეული პიროვნებების მიღწევებზე საუბარი. მისი გამოსვლა უფრო იმ მტკიცე სულებს ეძღვნებოდა, რომელთა სახელები არ არის ცნობილი და არც ოფიციალურად ჩაწერილა ეკლესიის ისტორიაში. მისი გზავნილის სათაურია: „ბოლო ურმიდან“.1

პრეზიდენტმა კლარკმა დეტალურად აღწერა იმ ადამიანების თვისებები და გამოწვევები, რომლებიც იმ ურმების გრძელი რიგის ბოლოში იყვნენ და გადაფარული ურმით მოგზაურობდნენ. ის აქებდა იმ უცნობ, არააღიარებულ გმირებს, რომლებიც დღითიდღე, კვირიდან კვირაში და თვიდან თვეში ყლაპავდნენ მათ წინ მიმავალი ურმების მტვერს; მათ გზად დაუნდობელი დაბრკოლებები დახვდათ, რომლებიც გადალახეს.

პრეზიდენტმა კლარკმა განაცხადა: „ბოლო ურემში მყოფნი წინ მიისწრაფოდნენ, დაღლილ-დაქანცულები, ფეხებზე წყლულებით, ზოგჯერ თითქმის იმედგაცრუებულნი, მაგრამ გაძლიერებულნი რწმენით, რომ ღმერთს ისინი უყვარს, რომ აღდგენილი სახარება ჭეშმარიტია და რომ მათზე წინ მიმავალ ძმებს უფალი ხელმძღვანელობდა და მიმართულებას აძლევდა“.2

იგი ასრულებს თავის გზავნილს ამაღელვებელი მადლიერებით: „ამ თავმდაბალ სულებს, რწმენაში, შრომაში, მართალ ცხოვრებაში, ფასდაუდებელი მემკვიდრეობის ჩამოყალიბებაში დიდებულებს, მორჩილად ვუძღვნი ჩემს სიყვარულს, პატივისცემასა და მოწიწებას“.3

არანაკლებ სასარგებლონი

1990 წელს, პრეზიდენტმა ჰოვარდ ვ. ჰანტერმა, იმ დროს თორმეტ მოციქულთა ქვორუმის პრეზიდენტმა, გაავრცელა გზავნილი ეკლესიის უამრავი წევრის ფასდაუდებელი წვლილის შესახებ, რომლებიც გულმოდგინედ და ერთგულად მსახურობენ და საერთოდ არ არიან ან არასაკმარისად არიან საჯაროდ აღიარებულნი.

პრეზიდენტმა ჰანტერმა აგვიხსნა:

„[ახალგაზრდა ვაჟკაცზე, კაპიტან მორონიზე] ასე ამბობდნენ:

„ყველა ადამიანი რომ ყოფილიყო და იყო და გამხდარიყო მორონის მაგვარი, აჰა, ჯოჯოხეთის ძალებიც კი დაინგრეოდა სამუდამოდ; დიახ, ეშმაკს არასდროს ექნებოდა ძალა ადამიანთა შვილების გულებზე“ (ალმა 48:17).

„როგორი კომპლიმენტია ცნობილი და ძლიერი ადამიანისთვის. … ორი მუხლის შემდეგ ვკითხულობთ ჰელამანისა და მისი ძმების შესახებ, რომლებმაც მორონისთან შედარებით ნაკლებად თვალსაჩინო როლი შეასრულეს:

„ახლა, აჰა, ჰელამანი და მისი ძმები იყვნენ მორონიზე არანაკლებ სასარგებლონი ხალხისათვის“ (ალმა 48:19)“.

პრეზიდენტმა ჰანტერმა განაგრძო: „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ჰელამანი არ იყო ისეთივე შესამჩნევი ან თვალსაჩინო, როგორც მორონი, ის ისეთივე სასარგებლო იყო; ანუ ის ისეთივე გამოსადეგი იყო, როგორც მორონი“.4

შემდეგ პრეზიდენტმა ჰანტერმა გვირჩია, ვიყოთ არანაკლებად სასარგებლონი. მან თქვა: „თუ ფიქრობთ, რომ ბევრი რამ, რასაც წელს აკეთებთ ან მომავალ წლებში გააკეთებთ, არ გაგხდით ცნობილ პიროვნებად - გამაგრდით. საუკეთესო ადამიანების უმეტესობა არც თუ ისე ცნობილი იყო. იმსახურეთ და გაიზარდეთ, ერთგულად და ჩუმად“.5

მოვალეობის გზას ადგას

მე მადლობელი ვარ ეკლესიის მილიონობით წევრის, რომლებიც დღეს მხსნელთან6 მიმავალ გზას ადგანან და წინ მიისწრაფვიან აღთქმის გზაზე ჩვენი თანამედროვე ბოლო ურმით და რომლებიც არანაკლებ სასარგებლონი არიან. თქვენი მტკიცე რწმენა მამაზეციერისა და უფალი იესო ქრისტესადმი და თქვენი უპრეტენზიო, მიძღვნილი ცხოვრება შთამაგონებს, ვიყო უკეთესი ადამიანი და მოწაფე.

მიყვარხართ! აღფრთოვანებული ვარ თქვენით. მადლობას გიხდით! და გაქებთ.

ლამანიელი სამუელის განცხადება მორმონის წიგნიდან ყველაზე კარგად უყრის თავს თქვენ მიმართ ჩემს გრძნობებს.

„მათი უმეტესი ნაწილი მოვალეობის გზას ადგასდა წინდახედულად დადის ღვთის წინაშე და ყურადღებით იცავს მის მცნებებს, წესებსა და განაჩენს. …

„დიახ, მე გეუბნებით, რომ მათი უმეტესი ნაწილი ამას აკეთებს და დაუღალავი სიბეჯითით ისწრაფის, რომ შეძლოს დანარჩენი ძმების მიყვანა ჭეშმარიტების ცოდნასთან“.7

მე მწამს, რომ ფრაზა „მოვალეობის გზას ადგას“ აღწერს გამჭრიახ ძმებსა და დებს, რომლებიც საეკლესიო შეხვედრებზე და სხვა ადგილებში მარტო მჯდომარე ადამიანებს ეძებენ და გვერდით უსხდებიან მათ. ისინი შეგნებულად ცდილობენ, ანუგეშონ ისინი, ვისაც ეს სჭირდება8 და ამისთვის არ ელიან შექებას ან აღიარებას.

მე მწამს, რომ ფრაზა „მოვალეობის გზას ადგას“ აღწერს მეუღლეებსა და შვილებს, რომლებიც მხარს უჭერენ მეწყვილეს, მშობელს ან შვილს, რომელიც უფლის აღდგენილ ეკლესიაში ხელმძღვანელის პოზიციაზე მსახურობს. მათი მყარი, მშვიდი და, როგორც წესი, არაღიარებული გავლენა შესაძლებელს ხდის მრავალი ინდივიდისა და ოჯახის კურთხევას ისე, რომ ეს სრულად ცნობილი მხოლოდ მარადისობაში გახდება.

ფრაზა „მოვალეობის გზას ადგას“ აღწერს პიროვნებებს, რომლებმაც ადრე ზურგი შეაქციეს ღმერთს, ახლა კი მორჩილებით ისევუბრუნდებიან მას,9 ცოდვებს ინანიებენ და ეძიებენ მხსნელის მკურნალ, განმწმენდ ძალას. ცოდვილი შემოვლითი გზებიდან აღთქმის გზის „აკრძალულ ბილიკებზე“ დაბრუნებით ქრისტესთან მისვლა10 11 სულიერად არსებითი და სამართლიანად მკაცრია. როდესაც ისინი რწმენით წინ მიისწრაფვიან და სიკეთის კეთებით არ იღლებიან, ისინი დიდი საქმის საძირკველს იმზადებენ საკუთარ ცხოვრებაში,12 „ყველა თაობაში და მარადისობაში“.13

ფრაზა „მოვალეობის გზას ადგას“ აღწერს მართალ პიროვნებებს, რომლებსაც მაცხოვართან უღელში ჩაბმა სურთ მისი სახარების უფლებამოსილი აღთქმებისა და წეს-ჩვეულებების მეშვეობით - მაგრამ შეიძლება აეკრძალოთ ამის კეთება მათი კონტროლის მიღმა არსებული ფაქტორების გამო. გპირდებით, რომ თქვენი პირადი ტანჯვა შემსუბუქდება, თქვენი მორჩილება და ერთგულება - მოთმინებით დაუმორჩილოთ თქვენი ნება ღმერთს, „უფლის მიერ დანიშნული დროის შესაბამისად“ დაჯილდოვდება.14 „ღამით გლოვა დაისადგურებს და ცისკრის ჟამს მხიარულება“.15

ფრაზა “მოვალეობის გზას ადგას“ აღწერს შთაგონებულ მთარგმნელებსა და თარჯიმნებს მთელ მსოფლიოში, რომლებიც ემსახურებიან უფალს, ეხმარებიან რა მეგობრებსა და წევრებს, „მოისმ[ინონ] სახარების [სისრულე] [თავიანთ] ენასა და მეტყველებაზე,16 მათი ხმები, ჟესტების ენა და ნათარგმნი დოკუმენტები მარადიულ ჭეშმარიტებას გადმოსცემს, თუმცა ცოტამ თუ იცის მათი სახელები ან ოდესმე გამოხატავენ მათ მიმართ მადლიერებას. ენების ძღვენით, რომლითაც ისინი დალოცვილნი არიან, მთარგმნელები და თარჯიმნები გულმოდგინედ, თავდაუზოგავად და, ყველაზე ხშირად, ანონიმურად ემსახურებიან ადამიანებს რწმენის სულიერი ძღვენის მიღებაში და ეს ღვთის სიტყვის კითხვითა და მოსმენით ხერხდება.17

ფრაზა „მოვალეობის გზას ადგას“ აღწერს ერთგულ, შეუღლებულ მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც პატივს სცემენ თავიანთი აღთქმების ვალდებულებებს - გამრავლდნენ და აავსონ დედამიწა და ისინი დალოცვილნი არიან ძალითა და მოთმინებით, ჩუმად ამყოფონ შვილები ზიარების შეკრებაზე. სულ უფრო და უფრო არეულ სამყაროში, სადაც ამდენი უბედურება და არასწორი პრიორიტეტებია, ეს გაბედული სულები ყურადღებას არ აქცევენ საერო ხმებს, რომლებიც ეგოცენტრიზმს ადიდებენ; ისინი პატივს სცემენ ცხოვრების სიწმინდესა და მნიშვნელობას მამაზეციერის ბედნიერების გეგმაში.

მრავალი დაქორწინებული წყვილი ასევე ენდობა ღმერთს, როდესაც მათი გულის მართალი სურვილები არ სრულდება ისე და იმ დროს, როგორც ისინი იმედოვნებდნენ და ოცნებობდნენ. ისინი „უფლის მოიმედენი“ არიან18 და არ ითხოვენ მისგან მათი მიწიერი ვადების შესრულებას. „ვინაიდან, სამყაროს დასაბამიდან არავის არ გაუგონია, ყურს არ სმენია, არც თვალით უნახავს, ო, ღმერთო, შენ გარდა, რაოდენ ბრწყინვალე რამ მოუმზადე მას, ვინც გელოდება“.19

ფრაზა „მოვალეობის გზას ადგას“ აღწერს ათასობით ბაგა ჯგუფის ხელმძღვანელებს და დაწყებითი საზოგადოების მასწავლებლებს, რომლებსაც უყვართ ბავშვები და ყოველ კვირას ეკლესიაში ასწავლიან მათ.

განიხილეთ ამ ერთგული მოწაფეების მიერ გაწეული სამსახურის მარადიული გავლენა და საოცარი კურთხევების დაპირება მათ, ვინც ბავშვებს ემსახურება.

„მოიყვანა [იესომ] ბავშვი, ჩააყენა მათ შუა, მოეხვია და უთხრა მათ:

„ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის მე კი არ მიღებს, არამედ ჩემს მომავლინებელს.“20

ფრაზა „მოვალეობის გზას ადგას“ აღწერს თავდადებულ შვილებს, რომლებიც სათუთად ზრუნავენ მოხუც მშობლებზე, ძილს მოკლებულ დედას, რომელიც შეშინებულ ბავშვს ანუგეშებს, როცა სახლის დარაჯად დგას, როგორც „ლომი კართან“,21 ეკლესიის წევრებს, რომლებიც ადრე მოდიან და ბოლოს რჩებიან სკამების დასაწყობად და ასაღებად; შთაგონებულ პიროვნებებს, რომლებიც იწვევენ ოჯახს, მეგობრებსა და თანამოაზრეებს, მოვიდნენ და იხილონ, მოვიდნენ და დაეხმარონ, მოვიდნენ და დარჩნენ.22

მე მოვიყვანე აღთქმის დაცვისა და იესო ქრისტეს თავდადებული მოწაფეების მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. ეს ადამიანები, თქვენ მსგავსად, „მოვალეობის გზაზე [დგომით]“ წინ მიისწრაფვიან. მთელ მსოფლიოში, ქრისტეზე ორიენტირებულ ოჯახებში და ეკლესიის ერთეულ წევრებს შორის, უკანასკნელ დღეთა წმინდანების მილიონობით დამატებითი მაგალითი მოიძებნება, სადაც „[მთელ სულს]“23 უძღვნიან ღმერთს.

თქვენ გიყვართ და მსახურობთ, უსმენთ და სწავლობთ, ზრუნავთ და ანუგეშებთ, ასწავლით და მოწმობთ სულიწმინდის ძალით. თქვენ ხშირად მარხულობთ და ლოცულობთ და სულ უფრო ძლიერდებით თავმდაბლობაში და მეტ სიმტკიცეს იძენთ რწმენაში, „ავსებ[თ] რა [თქვენს] სულებს სიხარულითა და ნუგეშით, დიახ, გულის განწმენდამდე და კურთხევამდე, იმ კურთხევით, რომელიც მოდის ღმერთისადმი საკუთარი გულის დათმობით“.24

დაპირება და დამოწმება

ისინი, ბოლო ურმიდან, რომლებიც არანაკლებ სასარგებლონი არიან და თქვენ, ვინც დღეს წინ მიისწრაფვით თქვენი მოვალეობის გზაზე, მაცხოვრის აღდგენილი ეკლესიის ძალა ხართ. უფალი დაგვპირდა: „ყველა სატახტო და სამფლობელო, სამთავრო და ძალაუფლება, გახდება ცხადი და ებოძება ყველას, რომლებმაც სახელოვნად გაძლეს იესო ქრისტეს სახარებისთვის“.25

მე სიხარულით ვმოწმობ, რომ ჩვენი მამაზეციერი და მისი საყვარელი ძე ცოცხალია, რომ მათი დაპირებები ჭეშმარიტია. უფალი იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა