გენერალური კონფერენცია
ცის საქანელის გახსნა
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ცის საქანელის გახსნა

ცის საქანელნი მრავალი გზით იხსნება. ენდეთ უფლის ჟამს; კურთხევა ყოველთვის მოვა.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, სამხრეთ ამერიკაში ყოფნის დროს, ვენესუელელმა ძმამ, როჯერ პარამ, შემდეგი ამბავი გამიზიარა:

„2019 წელს ვენესუელა პრობლემების წინაშე დადგა, რის გამოც ხუთი დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ იყო.

„ქუჩებში ქაოსი და ანარქია იყო, უამრავი ადამიანი სასოწარკვეთილი იყო - მათ საკმარისი საკვები არ ჰქონდათ.

„სურსათის ბიზნესების ძარცვა დაიწყო, ყველაფერს ანადგურებდნენ, რაც კი გზად ხვდებოდათ.

„მე პატარა საცხობი მქონდა და ძალიან ვნერვიულობდი ჩვენი ბიზნესის გამო“. ჩვენ გადავწყვიტეთ, რაც კი საკვები გვქონდა საცხობში, ყველაფერი გაჭირვებულებისთვის მიგვეცა.

„ერთ ძალიან ბნელ ღამეს ყველგან ბუნტი იყო. მე ერთადერთი რამ მაწუხებდა - ჩემი საყვარელი ცოლ-შვილის უსაფრთხოება.

„გამთენიისას ჩვენს საცხობში წავედი. სამწუხაროდ, ახლოს მდებარე კვების ყველა ობიექტი გაძარცვული იყო, გარდა ჩემი საცხობისა, რამაც გამაოცა. არაფრისთვის ხელი არ უხლიათ. მე მორჩილად მადლობა გადავუხადე ზეციურ მამას.

„სახლში მივედი და ოჯახს ღვთის დალოცვისა და უსაფრთხოების შესახებ ვუამბე.

„ისინი ყველანი ძალზედ მადლიერები იყვნენ.

„ჩემმა უფროსმა ვაჟმა, თორმეტი წლის როჰელიომ, თქვა: „მამა! მე ვიცი, რატომ დარჩა ჩვენი მაღაზია ხელუხლებელი. შენ და დედა ყოველთვის იხდით მეათედს“.

ძმა პარამ დაასრულა: „მე მალაქიას სიტყვები ამომიტივტივდა გონებაში. „შენთვის დავაკავებ მჭამელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახოთ მინდორში ვაზი“.[მალაქია 3:11] ჩვენ მადლიერებით დავიჩოქეთ და მამაზეციერს ამ სასწაულისთვის მადლობა გადავუხადეთ“.1

გამოსახულება
პარას ოჯახი

გამომცადეთ ამით

ყველაფერი, რაც გაგვაჩნია და რანიც ვართ - ღმერთისგან არის. როგორც ქრისტეს მოწაფეებს ჩვენ სურვილი გვაქვს, ყველაფერი ჩვენს ირგვლივ მყოფთ გავუზიაროთ.

უფალი ყველაფერს გვაძლევს და გვთხოვს, შემოსავლის მხოლოდ 10 პროცენტი დავუბრუნოთ. იგი დაგვპირდა, რომ თუ პატიოსნად გადავიხდით მეათედს, ის [გაგვიხსნის] ცის საქანელს და … გადმოგვიცლის კურთხევას აურწყველად“.2 ის დაგვპირდა, რომ ბოროტისგან დაგვიცავდა.3 ეს დაპირებები იმდენად უტყუარია.4 უფალი აცხადებს: „აბა, გამომცადეთ ამით“,5 ეს ფრაზა სხვაგან არსად გვხვდება წმინდა წერილში, მხოლოდ მალაქიას წიგნში.

ცის საქანელნი იხსნება მრავალი გზით. ზოგი მიწიერია, მაგრამ მრავალი - სულიერი. ზოგი ფაქიზი და შეუმჩნეველი. ენდეთ უფლის ჟამს; კურთხევა ყოველთვის მოვა.

ვწუხვართ მათ გამო, ვინც სასიცოცხლო საჭიროებისთვის იბრძვის. ეკლესიამ ახლახან დაუცველ ბავშვებსა და დედებს მთელ მსოფლიოში 54 მილიონი ა.შ.შ დოლარი გასცა.6 და თქვენი ყოველთვიური მარხვის შემოწირულობებით, ჩვენი კეთილი ეპისკოპოსები ყოველ კვირას ეხმარებიან ათასობით ადამიანს, რომლებსაც დროებით მაგიდაზე საკვები, ტანზე სამოსი და თავზე სახურავი სჭირდებათ. ამ სამყაროში სიღარიბის თავიდან დაღწევის ერთადერთი მუდმივი გამოსავალია იესო ქრისტეს სახარება.7

რწმენის საკითხი

პავლე მოციქული გვაფრთხილებდა, რომ ადამიანთა სიბრძნეს ესმის ადამიანური, მაგრამ უჭირს ღვთაებრივის გაგება.8 მსოფლიო ლაპარაკობს მეათდზე როგორც ფულზე, მაგრამ მეათედის წმინდა კანონი ძირითადად ჩვენი რწმენის საკითხია. მეათედის პატიოსნად გადახდა არის ერთ-ერთი გზა,რომლითაც გამოვხატავთ მზაობას, უფალი ყველაზე წინ დავაყენოთ ცხოვრებაში, ჩვენს ინტერესებზე და საზრუნავზე მაღლა. მე გპირდებით, რომ თუ უფალს ენდობით, ამას ზეციური დალოცვები მოჰყვება.

იესომ თქვა: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა – ღმერთსა!“9 აღმდგარმა მხსნელმა სთხოვა ნეფიელებს, შეეტანათ ჩანაწერში მისი დაპირებები, რომლებსაც მალაქიას წიგნში ვკითხულობთ.10 ჩვენს დროში უფალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მეათედის ღვთაებრივი კანონი და გამოაცხადა: „და ეს იქნება ჩემი ხალხის მიერ მეათედის გადახდის დასაწყისი. გადაიხდიან ერთ მეათედს თავიანთი შემოსავლიდან ყოველწლიურად; და ეს იქნება უცვლელი კანონი მათთვის სამუდამოდ.”.11

უფალმა ნათლად უბრძანა, როგორ უნდა გადაიხადონ მეათედი: „მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში “,12 ანუ მიიტანეთ მეათედი მის აღდგენილ სასუფეველში, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში.13 მან თქვა, რომ ამ წმინდა მეათედის გამოყენება ლოცვით განიხილებოდა პირველი პრეზიდენტობის საბჭოს, თორმეტ მოციქულთა ქვორუმის, თავმჯდომარე ეპისკოპოსობის მიერ „და ჩემი პირადი ხმისგან, - ამბობს უფალი.14

უფლის წმინდა ფონდი

ეს წმინდა თანხები არ ეკუთვნის ეკლესიის ხელმძღვანელებს. ისინი უფალს ეკუთვნის. მისი მსახურები კარგად აცნობიერებენ თავიანთი ხელმძღვანელობის წმინდა ბუნებას.

პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ მოგვიყვა ბავშვობის ეს გამოცდილება: „როცა პატარა ვიყავი, მამაჩემს კითხვა დავუსვი… ეკლესიის სახსრების ხარჯვის შესახებ. მან შემახსენა, რომ ღვთისგან ნაკისრი ვალდებულება მქონდა - მეათედისა და შემოწირულობების გადახდა. გადახდის შემდეგ [მითხრა მამამ] რაც გავეცი - ჩემი აღარ იყო. ის უფალს ეკუთვნის, მას მიუძღვენი“. შემდეგ მამამ თქვა: „[გორდონ], შენ არ უნდა გაწუხებდეს, როგორ განაგებენ ამ სახსრებს ეკლესიის ხელმძღვანელები. ისინი პასუხისმგებელნი არიან უფლის წინაშე, რომელიც მათ პასუხს მოსთხოვს“.15

ჩვენ ღრმად ვგრძნობთ „უფლის წინაშე პასუხისმგებლობის“ ტვირთს.

თქვენი უხვი მეათედი და შემოწირულობანი

თქვენი გულუხვი მეათედი და შემოწირულობით, რომელიც თქვენ მიუძღვენით უფალს, გასულ წელს მილიარდ დოლარზე მეტი გამოყენებულ იქნა გასაჭირში მყოფი ადამიანების დალოცვისთვის.16

გვაკისრია რა აღდგენილი სახარების გავრცელების მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, ჩვენ მთელ მსოფლიოში 414 მისიაში 71 000 -ზე მეტი მისიონერი გვყავს.17 თქვენი მეათედებისა და შემოწირულობების წყალობით მისიონერებს, მიუხედავად ოჯახური ფინანსური მდგომარეობისა, მსახურების შესაძლებლობა ეძლევათ.

ტაძრები მთელ მსოფლიოში უპრეცედენტო რაოდენობით შენდება. ამჟამად გვაქვს 177 მოქმედი ტაძარი, 59 მშენებლობის ან რემონტის პროცესშია, ხოლო კიდევ 79 იგეგმება.18 თქვენი მეათედის წყალობით ტაძრის კურთხევები ისეთ ადგილებში ხდება ხელმისაწვდომი, სადაც მხოლოდ უფალს შეეძლო განჭვრეტა.

195 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ათასობით სამლოცველოსა და სხვა შენობაში 30000-ზე მეტი სამრევლოა განთავსებული.19 თქვენი ერთგული მეათედის წყალობით ეკლესია ისეთ მოშორებულ ადგილებში იხსნება, სადაც ალბათ ვერასდროს ვერ ჩახვალთ, ისეთ მართალ წმინდანებს შორის, რომლებსაც, სავარაუდოდ, ვერასოდეს გაიცნობთ.

ეკლესია ამჟამად აფინანსებს ხუთ უმაღლეს სასწავლებელს.20 ეს 145 000 სტუდენტს გულისხმობს. ჩვენს სემინარებსა და ინსტიტუტებში ყოველ კვირას ას ათი ათასი კლასი ტარდება.21

ეს და მრავალი სხვა კურთხევა დიდწილად მოდის ყველანაირ ეკონომიკურ გარემოებაში მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოხუცებისგან, რომლებიც პატიოსან იხდიან მეათედს.

მეათედის ღვთაებრივი კანონის სულიერი ძალა არ იზომება შემოწირული თანხით, რადგან შეძლებულებსაც და ღარიბებსაც უფალმა უბრძანა, შემოსავლის 10 პროცენტი შემოეწირათ.22 ძალა მოდის უფალში ჩვენი ნდობის გამო.23

თქვენს გულუხვ მეათედებს დამატებულმა უფლის სიუხვემ გააძლიერა ეკლესიის რეზერვები, რაც საშუალებას გვაძლევს, არნახულად წინ წავწიოთ უფლის საქმე. უფალმა ყველაფერი იცის და თავის დროზე ჩვენ ვიხილავთ მისი წმინდა მიზნების შესრულებას.24

დალოცვები მრავალი გზით მოდის.

მეათედის კურთხევა მრავალი გზით მოდის. 1998 წელს, იუტაში ეკლესიის დიდ შეკრებაზე, მე უხუცეს ჰენრი ბ. აირინგის თან ვახლდი. ის ადგილი ცნობილია როგორც სილიკონის ფერდობები, ტექნოლოგიების დიდი ინოვაციების საზოგადოება. ეს იყო ეკონომიკური აღმავლობის დრო და უხუცესმა აირინგმა გააფრთხილა წმინდანები, არ მოეხდინათ სხვებთან შედარება და არ ესურვათ მეტი. მე ყოველთვის მეხსომება მისი დაპირება, რომ თუ ისინი პატიოსნად გადაიხდიდნენ მეათედს, მათი მატერიალური საკუთრების სურვილები შემცირდებოდა. ორი წლის განმავლობაში ტექნოლოგიური ბუშტი გასკდა. მრავალმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, კომპანიებს ფინანსურად უჭირდა. ვინც პრეზიდენტ აირინგს დაუჯერა - დალოცვები მიიღო.

მისმა დაპირებამ სხვა შემთხვევა გამახსენა. 1990 წელს საფრანგეთში, კარკასონში, მისიის პრეზიდენტად ვმსახურობდი, როცა 12 წლის შარლოტა ჰლიმი შემხვდა. ჰლიმისების რვა შვილიანი ოჯახი ერთად ცხოვრობდა. მათი ბინის კედელზე წინასწარმეტყველისა და მხსნელის სურათები ეკიდა. პატრიარქის კურთხევის მისაღებ გასაუბრებაში ვკითხე შარლოტას, თუ იხდიდა პატიოსნად მეათედს? მან მიპასუხა: „დიახ, პრეზიდენტო ანდერსენ. დედამ მასწავლა, რომ მეათედის გადახდას მიწიერი და სულიერი კურთხევები მოჰყვებოდა. დედამ მასწავლა, რომ თუ ყოველთვის გადავიხდით მეათედს, გასაჭირი არ გვექნებოდა. ხოდა, პრეზიდენტო ანდერსენ, არაფერი არ გვიჭირს“.

გამოსახულება
ჰლიმის ოჯახი

შარლოტამ ამ ამბის გაზიარების ნებართვა მომცა. ის ახლა უკვე 45 წლის არის და ტაძარშია ჩაბეჭდილი. მან თქვა: „ჩემი დამოწმება მეათედის შესახებ იმ დროს ძალიან რეალური იყო და ის ახლა კიდევ უფრო გაძლიერდა. მე ამ მცნებისთვის დიდად მადლიერი ვარ. მას ვიცავ და უხვ დალოცვებსაც ვიღებ“.25

ერთ დღეს, ყოველი ჩვენგანი დაასრულებს მიწიერ მოგზაურობას. ოცდახუთი წლის წინ, სიმსივნისგან გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩემმა სიდედრმა, მართა ვილიამსმა, ფოსტით მცირე თანხის ჩეკი მიიღო. მან მაშინვე სთხოვა ჩემს მეუღლეს, კესის, საჩეკო წიგნაკი, რათა მეათედი გადაეხადა. რადგან დედამისი ისე დასუსტებული იყო, რომ წერა უჭირდა, კესიმ ჰკითხა, ხომ არ სურდა, მის ნაცვლად გამოეწერა ჩეკი. დედამ უპასუხა: „არა, კესი“. თავად მინდა გამოვწერო“. და ჩუმად დაამატა: „მინდა, უფლის წინაშე მართალი ვიყო“. ერთ-ერთი ბოლო რამ, რაც კესიმ დედისთვის გააკეთა, იყო ეპისკოპოსისთვის მეათედის კონვერტის გადაცემა.

ღვთის მნიშვნელოვანი საქმე

ჩემო დებო და ძმებო, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია გამოყვანილია „წყვდიადიდან“26 და მას მთელ დედამიწაზე საოცარი კურთხევები მოაქვს. ზოგი მიესალმება ამას, ზოგი - არა. მე ვფიქრობდი ბრძენი გამალიელის სიტყვებზე, რომელმაც პეტრე და იოანე მოციქულების სასწაულები იხილა და გააფრთხილა იერუსალიმის საბჭო:

„ჩამოშორდით ამ ხალხს … ვინაიდან, თუ კაცისაგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიფუშება.

ხოლო, თუ ღვთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ, ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ.“27

მე და თქვენ ვართ დედამიწაზე ღვთის მნიშვნელოვანი საქმის ნაწილი. ის კი არ გაქარწყლდება, არამედ გააგრძელებს მოძრაობას მთელ მსოფლიოში და მოამზადებს გზას მაცხოვრის დაბრუნებისთვის. მე ვმოწმობ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის სიტყვების ჭეშმარიტებას: „ახლო მომავალში ჩვენ ვიხილავთ მხსნელის ძალის უდიდეს გამოვლინებას, რაც სამყაროს ოდესმე უნახავს. აწმყოსა და უფლის დაბრუნების დროის მონაკვეთის შუალედში … ის მორწმუნეებს უბოძებს უთვალავ პრივილეგიას, კურთხევასა და სასწაულს“.28

ეს არის ჩემი დამოწმება. იესო არის ქრისტე. ეს მისი წმინდა საქმეა. ის კვლავ მოვა. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. პირადი მიმოწერა როჯერ პარასთან, 2023 წლის 4 აგვისტო.

  2. მალაქია 3:10.

  3. იხ. მალაქია 3:11. უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა თქვა: „მაგალითად, ჩემს ცხოვრებაში მინახავს, რომ შესრულდა ღვთის დაპირება, რომ ჩემთვის დავაკავებდა მჭამელს [მალაქია 3:11]. ბოროტებისგან დაცვის ეს კურთხევა გადმოიღვარა ჩემზე და ჩემს ახლობლებზე ისე, რომ ეს ჩემი წვდომის ყოველგვარ შესაძლებლობებს სცდება. მაგრამ მე მჯერა, რომ ღვთიური უსაფრთხოება მოვიდა, ნაწილობრივ მაინც, ჩვენი გადაწყვეტილების გამო, ინდივიდუალურად და როგორც ოჯახის, გადავიხადოთ მეათედი“ (“Like a Watered Garden,” Liahona, Jan. 2002, 38).

  4. უფალი გაგვიხსნის ცის საქანელს ჩვენი საჭიროებების მიხედვით. თუ ჩვენ მეათედს ვიხდით გამდიდრების მიზნით, ჩვენ ამას მცდარი მიზნებისთვის ვაკეთებთ. … გამცემის ჯილდო ყოველთვის არ იქნება დაკავშირებული მატერიალურ ან ფინანსურ ჯილდოსთან“ (Teachings of Gordon B. Hinckley [1997], 657).

  5. მალაქია 3:10; იხ. ასევე 3 ნეფი 24:10.

  6. იხ. “The Church of Jesus Christ Is Helping Alleviate Global Malnutrition,” Aug. 11, 2023, newsroom.ChurchofJesusChrist.org; see also “How the Church of Jesus Christ and UNICEF Are Keeping Mothers and Children Healthy and Safe,” Aug. 17, 2023, newsroom.ChurchofJesusChrist.org.

  7. „და უწოდა უფალმა თავის ხალხს სიონი, რადგან ისინი იყვნენ ერთი გულითა და გონებით და ცხოვრობდნენ მართლად; და არ იყვნენ მათ შორის ღარიბნი“ (მოსე 7:18).

  8. იხილეთ 1 კორინთელთა 2:14. ადამიანის ლოგიკა ყოველთვის არ შეესაბამება ღვთის სიბრძნეს. მალაქიას დღეებში მრავალი ადამინაი ჩამოშორდა უფალს. უფალი ევედრებოდა თავის აღთქულ ხალხს: „მოიქეცით ჩემსკენ და მეც მოვიქცევი თქვენსკენ“, ამ ნაზ მოწვევას მოჰყვება ღრმად მნიშვნელოვანი კითხვა თითოეული ჩვენგანისთვის: „თქვენ კი ამბობთ: რისთვის მოვიქცეთო“? (მალაქია 3:7). ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: „რა უნდა შევცვალო? როგორ მოვიდე უფრო ახლოს შენთან“? უფალი პასუხობს მეათედის მნიშვნელობის სწავლებით, რომ ეს არის არა უბრალოდ ფინანსური კანონი, არამედ ხელშესახები გზა იმისთვის, რომ მისკენ მივმართოთ ჩვენი გულის სურვილები.

    ჩვენ ამას საკუთარ ოჯახში დავაკვირდით. კესის დედა ეკლესიას შეუერთდა 22 წლის ასაკში. მართა და ბერნარდ ვილიამსები მოკლე ხანს იარეს ეკლესიაში, შემდეგ სხვა შტატში გადავიდნენ საცხოვრებლად და ნაკლებად აქტიურები გახდნენ. ბერნარდმა მიიღო სამხედრო გაწვევა საზღვარგარეთ, მართა საცხოვრებლად გადავიდა ტამპაში, ფლორიდაში, სადაც მიიღო გულუხვი მოწვევა, ეცხოვრა დეიდასთან და ბიძასთან, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ეკლესიას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა და პირველ შვილს ელოდებოდა და არ დადიოდა ეკლესიაში, მართა უილიამსმა გადაწყვიტა, დაეწყო მეათედის ჩეკის გაგზავნა ეპისკოპოსთან. მოგვიანებით, როცა ჰკითხეს, რატომ, მან თქვა, რომ ახსოვდა რაღაც, რაც მისიონერებმა ასწავლეს მეათედის და ღვთის კურთხევების შესახებ: „ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა ღვთის კურთხევა ჩვენს ცხოვრებაში და ამიტომ დავიწყე მეათედის ჩეკის გაგზავნა ეპისკოპოსთან“. მართა და ბერნარდ ვილიამსები დაბრუნდნენ ეკელსიაში. მათი ყველაზე დიდი კურთხევა - ექვსი თაობა, დაილოცა მისი გადაწყვეტილების გამო, გადაეხადა მეათედი, როცა არაფერი ჰქონდა, გარდა ღმერთის რწმენისა და მისი დაპირებების იმედისა.

  9. მათე 22:21.

  10. იხ. 3 ნეფი 24.

  11. მოძღვრება და აღთქმები 119:3-4. „მეათედი არის შემოსავლის ერთ მეათედის გადახდა ღვთის ეკლესიისთვის (იხ. მოძღვრება და აღთქმები 119:3–4; interest is understood to mean income). ყოველი წევრი, რომელსაც შემოსავალი აქვს, მეათედს უნდა იხდიდეს“ (ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო; უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ეკლესიაშ მსახურება, 34.3.1, სახარების ბიბლიოთეკა).

  12. მალაქია 3:10.

  13. „ჩვენ ვიხდით მეათედს, როგორც მხსნელმა გვასწავლა, როცა მოგვაქვს მეათედი „საგანძურში“ [მალაქია 3:10; 3 ნეფი 24:10]. ჩვენ ამას ვაკეთებთ, როცა ვიხდით მეათედს ეპისკოპოსთან ან მრევლის პრეზიდენტთან. ჩვენ არ ვიხდით მეათედს საყვარელი საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის შემოწირულობებით. საქველმოქმედო ფონდებში შემოწირულობები მოდის ჩვენივე სახსრებიდან და არა იმ მეათედისგან, რომელიც უნდა შევიტანოთ „უფლის საგანძურში“ (Dallin H. Oaks, “Tithing,” Ensign, May 1994, 35).

  14. მოძღვრება და აღთქმები 120:1.

  15. Gordon B. Hinckley, “Rise to a Larger Vision of the Work,” Ensign, May 1990, 96.

  16. See “The 2022 Report on How the Church of Jesus Christ Cared for Those in Need,” Mar. 22, 2023, newsroom.ChurchofJesusChrist.org.

  17. მიღებულია ელ. ფოსტით მისიონერთა დეპარტამენტიდან, 14 სექტემბერი, 2023 წ.

  18. See “Temple List,” ChurchofJesusChrist.org/temples/list.

  19. მიღებულია ელ. ფოსტით წევრთა და სტატისტიკური ჩანაწერებიდან, 28 ივლისი, 2023 წელი.

  20. ეს მოიცავს Brigham Young University, Brigham Young University–Idaho, Brigham Young University–Hawaii, Ensign College, and BYU–Pathway Worldwide.

  21. მიღებულია ელ. ფოსტით სემინარიებიდან და ინსტიტუტებისგან 2023 წლის 28 ივლისს.

  22. See General Handbook, 34.3.1.

  23. პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუკსმა გაგვიზიარა ეს ამბავი უფალზე მინდობის შესახებ: „ჩემი დაქვრივებული დედა სამ მცირეწლოვან შვილს ინახავდა [მწირი] ხელფასით. … მე ვკითხე დედას, რატომ იხდიდა ის ხელფასის ამხელა ნაწილს მეათედისთვის. არასოდეს დამავიწყდება მისი ახსნა: „დალინ, ალბათ არსებობენ ადაიანები, რომლებსაც შეუძლიათ არ გადაიხადონ მეათედი, მე კი - არა. უფალმა არჩია, მამაშენი წაეყვანა და მე შვილების აღსაზრდელად დავეტოვებინე. მე ამას ვერ მოვახერხებ უფლის კურთხევის გარეშე და მე ამ კურთხევებს მივიღებ მეათედის პატიოსნად გადახდით“ (“Tithing,” 33).

  24. „რომ ჩემი განგებით, მიუხედავად გაჭირვებისა, რომელიც დაგატყდებათ, ეკლესია იდგეს დამოუკიდებელი, ცელესტიალური სამყაროს ქვეშ მყოფ ყველა სხვა არსებაზე მაღლა“ (მოძღვრება და აღთქმები 78:14).

  25. შარლოტა ჰილმი მარტინის პირადი მომოწერა, 2023 წლის 30 აგვისტო.

  26. მოძღვრება და აღთქმები 1:30.

  27. საქმეები 5:38-39

  28. Russell M. Nelson, “Overcome the World and Find Rest,” Liahona, Nov. 2022, 95.

ამობეჭდვა