გენერალური კონფერენცია
დები და ძმები ქრისტეში
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


დები და ძმები ქრისტეში

დაე, უფრო მეტად დავტკბეთ ჩვენ შორის არსებული სულიერი ნათესაობით და დავაფასოთ განსხვავებული თვისებები და ძღვენთა მრავალფეროვნება, რომელიც ყველას გაგვაჩნია.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს კონფერენციის საოცარი სესიები გვქონდა. ჩვენი ხელმძღვანელების მიერ გაზიარებულ გზავნილებში ყველამ ვიგრძენით უფლის სული და მისი სიყვარული. ჩემთვის პრივილეგიაა, მოგმართოთ ამ საღამოს ამ სესიის ბოლო გამომსვლელის როლში. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ უფლის სული იყოს ჩვენთან, როდესაც ერთად ვხარობთ, როგორც დები და ძმები ქრისტეში.

ჩვენმა ძვირფასმა წინასწარმეტყველმა, რასელ მ. ნელსონმა, განაცხადა: „მოვუწოდებ ჩვენს წევრებს ყველგან, წინ გაუძღვნენ ცრურწმენასთან დაკავშირებულ განწყობებისა და მოქმედებების უგულებელყოფის საქმეში. გევედრებით, მხარი დაუჭიროთ ღვთის ყოველი შვილის მიმართ პატივისცემის გამოხატვას.1 ვართ რა გლობალური და მუდმივად მზარდი ეკლესია, ჩვენი წინასწარმეტყველის ამ მოწვევის შესრულება არის მხსნელის სასუფევლის აშენების სასიცოცხლო წინაპირობა მსოფლიოს ყველა ერში.

იესო ქრისტეს სახარება გვასწავლის, რომ ჩვენ ყველანი ზეციური მშობლების სულიერი ძენი და ასულნი ვართ და ჩვენ მათ ჭეშმარიტი სიყვარულით ვუყვარვართ2 და დედამიწაზე დაბადებამდე ვცხოვრობდით ღვთის გარემოცვაში როგორც ერთი ოჯახი.3 სახარება ასევე გვასწავლის, რომ ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შეგვქმნა.3 ამიტომ, ყველანი მის წინაშე თანასწორნი ვართ,4 რადგან მან „ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი“.5 მაშასადამე, ჩვენ ყველას ღვთიური ბუნება, მემკვიდრეობა და პოტენციალი გვაქვს, რამეთუ „ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში“.6

ჩვენ, როგორც ქრისტეს მოწაფეებს, გვიწვევენ გავაძლიეროთ რწმენა და სიყვარული ჩვენი სულიერი დებისა და ძმების მიმართ და მოვახდინოთ ეს სიყვარულში და ერთიანობაში გადაჭდობილი გულებით, მიუხედავად განსხვავებებისა და ამგვარად გავზარდოთ ჩვენში ღვთის ყოველ შვილში არსებული ღირსების პატივისცემის უნარი.7

განა ნეფის ხალხი დაახლოებით ორი საუკუნის მანძილზე ზუსტად ამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც ქრისტე ემსახურა მათ?

„და ჭეშმარიტად, ღვთის ხელით შექმნილ ადამიანთა შორის, არ იქნებოდა უფრო ბედნიერი ხალხი. …

არ იყვნენ იქ ლამანიელები ან რაიმე სხვა რჯული; არამედ იყვნენ ერთნი, ქრისტეს შვილები და ღვთის სასუფევლის მემკვიდრეები.

და რაოდენ კურთხეულნი იყვნენ“!8

პრეზიდენტმა ნელსონმა ხაზი გაუსვა ჩვენი თანამემამულეების ღირსებისა და პატივისცემის გავრცელების მნიშვნელობას, როდესაც თქვა: „ჩვენი შემოქმედი მოუწოდებს თითოეულ ჩვენგანს, უარი ვთქვათ ცრურწმენაზე ღვთის შვილების ნებისმიერი ჯგუფის მიმართ. ვისაც სხვა რასის მიმართ ცრურწმენა აქვს, უნდა მოინანიოს! … თითოეულ ჩვენგანს ევალება გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ჩვენს გავლენის სფეროებში, რათა შევინარჩუნოთ ის ღირსება და პატივისცემა, რომელსაც იმსახურებს ღვთის ყოველი ძე და ასული“.9 სინამდვილეში, ადამიანის ღირსება გულისხმობს ჩვენი განსხვავებების პატივისცემას.20

ღმერთთან მამა-შვილური წმინდა კავშირის გათვალისწინებით, პრეზიდენტ ნელსონის ეს წინასწარმეტყველური მითითება უდავოდ გახდება ურთიერთგაგების ხიდების აგებისკენ და არა ცრურწმენისა და განცალკევების კედლების შექმნისკენ გადადგმული ფუნდამენტური ნაბიჯი.11 თუმცა, როგორც პავლე მოციქულმა გააფრთხილა ეფესელები, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ინდივიდუალური და კოლექტიური ძალისხმევა, რათა ვიმოქმედოთ თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით ერთმანეთის მიმართ.12

არის ასეთი ზღაპარი ებრაელ რაბინზე, რომელიც ორ მეგობართან ერთად მზის ამოსვლით ტკბებოდა. მან ჰკითხა მეგობრებს: „როგორ იგებთ, რომ ღამე დამთავრდა და ახალი დღე დაიწყო“?

ერთმა უპასუხა: „როცა აღმოსავლეთისკენ გაიხედები და ცხვარს თხისგან გაარჩევ“.

მეორემ თქვა: „როცა ჰორიზონტისკენ გაიხედები და ზეთისხილის ხეს ლეღვის ხისგან განასხვავებ“.

შემდეგ ისინი ბრძენ რაბინისკენ მობრუნდნენ და იგივე შეკითხვა დაუსვეს. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მან უპასუხა: „როდესაც აღმოსავლეთისკენ გაიხედები და დაინახავ ქალის ან მამაკაცის სახეს და შეძლებ თქმას: „ეს ჩემი დაა; ეს ჩემი ძმაა“.13

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ახალი დღის სინათლე უფრო კაშკაშად ანათებს ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ჩვენს თანამემამულეებს პატივისცემითა და ღირსებით ვუყურებთ და როცა როგორც ქრისტეში ჭეშმარიტ ძმებსა და დებს ვეპყრობით მათ.

თავისი მიწიერი მსახურების დროს იესომ იმდენად სრულყოფილად აჩვენა ეს პრინციპი, რადგან ის დადიოდა, ქველმოქმედებდა“,14 იწვევდა რა მათ, მისულიყვნენ მასთან და ეგემათ მისი სიკეთე, განურჩევლად მათი წარმოშობისა, სოციალური კლასისა თუ კულტურისა. ის ემსახურებოდა, კურნავდა და ყველას გასაჭირი გულთან ახლოს მიჰქონდა, განსაკუთრებით მათი, ვინც იმ დროს განსხვავებულად, დამცირებულად ან გარიყულად ითვლებოდა. იგი არავის კრავდა ხელს, სამართლიანად და სიყვარულით ეპყრობოდა ყველას, რადგან უყურებდა მათ, როგორც თავის ძმებსა და დებს, ერთი მამის შვილებს.15

ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი შემთხვევა იყო, როდესაც მხსნელი გალილეაში გაემგზავრა. მან განზრახ აირჩია გზა, რომელიც სამარიაზე გადიოდა.16 შემდეგ იესომ გადაწყვიტა, იაკობის ჭასთან დაესვენა. ის რომ იქ იჯდა, სამარიელი ქალი მიუახლოვდა. მას ჭურჭელი წყლით უნდა აევსო. თავისი ყოვლისმცოდნეობით იესომ მიმართა მას: „წყალი დამალევინე“.17

ამ ქალს გაუკვირდა, რომ ებრაელმა სამარიელ ქალს დახმარება სთხოვა, ამიტომ გაოცებულმა თქვა: “როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს, დამალევინეო?“ (რადგან იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.)18

მაგრამ იესომ გვერდზე გაწია სამარიელებსა და ებრაელებს შორის დიდი ხნის მტრობა და სიყვარულით ემსახურა ამ ქალს და დაეხმარა გაეგო, თუ ვინ იყო ის სინამდვილეში - მესია, რომელიც ყველაფერს იტყოდა და ვის მოსვლასაც ელოდებოდა ეს ქალი.19 ამ სათუთი მსახურების გავლენამ აიძულა ის ქალი, ქალაქში გაქცეულიყო, რათა მომხდარის შესახებ ხალხისთვის ეამბო და ეთქვა: „ის ხომ არ არის ქრისტე“?20

მე ღრმად თანავუგრძნობ მათ, ვისაც უხეში, დაუფიქრებელი ადამიანები ცუდად ეპყრობოდნენ, ამცირებდნენ ან დევნიდნენ, რადგან, ჩემი ცხოვრების განმავლობაში, პირადად მინახავს ტკივილი, რომელსაც კარგი ადამიანები განიცდიან განსჯის ან გათავისუფლების გამო, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი სხვანაირად ლაპარაკობენ, გამოიყურებიან ან სხვა სტილით ცხოვრობენ. გულწრფელ მწუხარებას ვგრძნობ გულში მათ მიმართ, ვისაც გონება დაბინდული აქვს, ვისი ხედვა შეზღუდულია და ვისაც გული აქვს გაქვავებული იმის გამო, რომ მათგან განსხვავებულ ადამიანებს არასრულფასოვნად თვლიან. სხვების შესახებ შეზღუდული წარმოდგენა რეალურად ხელს უშლის მათ უნარს, დაინახონ ისინი, როგორც ღვთის შვილები.

როგორც წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს, ჩვენ ვცხოვრობთ მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე სახიფათო დღეებში.21 მსოფლიო ზოგადად პოლარიზებულია რასობრივ, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ნიადაგზე ძლიერი განხეთქილებების გამო. ასეთი დაყოფა ზოგჯერ გავლენას ახდენს თანამემამულეებთან მიმართებით ადამიანების აზროვნებასა და მოქმედებებზე. ამის გამო, იშვიათი არ არის, იხილო ისეთი ადამიანები, რომლებიც ახასიათებენ სხვა კულტურების, რასებისა და ეთნიკურობის აზროვნებას, ქცევას და მეტყველებას როგორც არასრულფასოვანს, იყენებენ წინასწარ შეგონებას, მცდარ და ხშირად სარკასტულ იდეებს, ქმნიან მათ მიმართ ზიზღის, გულგრილობის დამოკიდებულებას, უპატივცემულობას და ცრურწმენასაც კი. ასეთი დამოკიდებულების ფესვებია სიამაყეში, ქედმაღლობაში, შურსა და ეჭვიანობაში, რაც არის ხორციელი ბუნების მახასიათებლები22 და სრულიად ეწინააღმდეგება ქრისტეს თვისებებს. ეს ქცევა შეუსაბამოა მათთვის, ვინც ცდილობს მისი ჭეშმარიტი მოწაფე გახდეს.23 ფაქტობრივად, წმინდანთა თემში წინასწარ შეგონების აზრებსა და ქმედებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

ჩვენ, როგორც აღთქმის სვილებს, შეგვიძლია დავეხმაროთ ამგვარი ქცევის აღმოფხვრაში, თუ მაცხოვრის თვალით24 შევხედავთ ჩვენ შორის არსებულ აშკარა განსხვავებებს და აქცენტს გავაკეთბთ იმაზე, რაც საერთო გვაქვს - ჩვენი ღვთაებრივი იდენტობა და ნათესაობა. და მეტიც - შეგვიძლია ვეცადოთ და მოყვასის ოცნებებში, იმედებში, მწუხარებაში და ტკივილში საკუთარი თავი დავინახოთ. ჩვენ ყველანი, როგორც ღვთის შვილები, თანამგზავრები ვართ, თანაბარნი ჩვენს არასრულყოფილი მდგომარეობითა და ზრდის უნარით. ჩვენ გვიწვევენ, ვიაროთ ერთად, მშვიდობიანად, ღვთისა და ყველა ადამიანის მიმართ სიყვარულით სავსე გულით, როგორც აბრაამ ლინკოლმა თქვა: „სიძულვილი - არავის მიმართ, მოწყალება - ყველას“.25

ოდესმე თუ გიფიქრიათ, როგორ ვავლენთ უფლის სახლში ჩაცმულობით, ადამიანის მიმართ ღირსებისა და თანასწორობის პრინციპს? ჩვენ ყველანი ერთი მიზნით მივდივართ ტაძარში და აღვსილნი ვართ სურვილით - ვიყოთ სუფთანი და წმინდანი მის წმინდა გარემოცვაში. თეთრ სამოსში გამოწყობილებს, უფალი ყველას მიგვიღებს, როგორც საყვარელ შვილებს, ღვთის მამაკაცებსა და ქალებს, ქრისტეს შთამომავლებს.26 ჩვენ გვაქვს პრივილეგია, შევასრულოთ იგივე წეს-ჩვეულებები, დავდოთ იგივე აღთქმები და პირობა - ვიცხოვროთ უფრო მაღალი და წმინდა ცხოვრებით და მივიღოთ იგივე მარადიული დაპირებები. საერთო მიზნით გაერთიანებულნი, ერთმანეთს სხვა თვალით ვხედავთ და ერთიანობით აღვნიშნავთ ჩვენს განსხვავებებს, როგორც ღვთის ღვთაებრივი შვილები.

ცოტა ხნის წინ მე მაღალი თანამდებობის პირებსა და მთავრობის წარმომადგენლებს ბრაზილიის ტაძარში ღია კარის დღეზე გიდობას ვუწევდი. ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტთან გასახდელთან გავჩერდი. ჩვენ ვსაუბრობდით თეთრ სამოსზე, რომელიც ტაძარში ყველას აცვია. მე ავუხსენი მას, რომ თეთრი სამოსის ასეთი უნივერსალური გამოყენება არის სიმბოლო იმისა, რომ ყველანი ერთნაირები ვართ ღმერთის თვალში და რომ ტაძარში ჩვენი ვინაობა არა ქვეყნის ვიცე პრეზიდენტი ან ეკლესიის წინამძღოლია, არამედ ჩვენი მარადიული იდენტობა - მოსიყვარულე მამაზეციერის შვილი.

გამოსახულება
იგუაზუს ჩანჩქერი

მდინარე იგუაზუ სამხრეთ ბრაზილიაში და ჩაედინება პლატოზე. ის ჩანჩქერების სისტემას ქმნის, რომელიც მსოფლიოში ცნობილია როგორც იგუასუს ჩანჩქერი - ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავი ქმნილება დედამიწაზე. ის მსოფლიოს შვიდიდან ერთ-ერთ საოცრებად ითვლება. წყლის კოლოსალური მოცულობა ერთ მდინარეში ჩაედინება და შემდეგ იყოფა და ასობით უბადლო ჩანჩქერს ქმნის. მეტაფორულად რომ ვთქვათ, ჩანჩქერების ეს ფენომენალური სისტემა არის ღმერთის ოჯახის ანარეკლი დედამიწაზე, რადგან ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე სულიერ საწყისსა და არსს, რომელიც ჩვენი ღვთაებრივი მემკვიდრეობიდან და ნათესაობიდან გამომდინარეობს. თუმცა, თითოეული ჩვენგანი, განსხვავებული მოსაზრებებით, გამოცდილებითა და გრძნობებით, ჩაედინება სხვადასხვა კულტურაში, ეთნიკურობასა და ეროვნებაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ წინ მივიწევთ, როგორც ღვთის შვილები, როგორც ძმები და დები ქრისტეში, ღვთაებრივი კავშირის დაკარგვის გარეშე, რაც უნიკალურ ხალხად და საყვარელ საზოგადოებად გვაქცევს.27

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, დაე, ჩვენი გული და გონება გაერთიანდეს ცოდნითა და მოწმობით, რომ ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ ღმერთის წინაშე, რომ ყველანი ვართ დაჯილდოებულნი ერთნაირი მარადიული პოტენციალითა და მემკვიდრეობით. დაე, უფრო მეტად დავტკბეთ ჩვენ შორის არსებული სულიერი ნათესაობით და დავაფასოთ განსხვავებული თვისებები და მრავალი სხვადასხვა ძღვენი, რომელიც ყველას გაგვაჩნია. თუ ასე მოვიქცევით გპირდებით, რომ ჩვენ, იგუაზუს ჩანჩქერის წყლის მსგავსად, ჩვენი საკუთარი გზით მივედინებით, ისე რომ არ დავკარგავთ ღვთაებრივ კავშირს, რომელიც გვაიდენტიფიცირებს როგორც განსაკუთრებულ ხალხს - ქრისტეს შვილებსა და ღვთის სასუფევლის მემკვიდრეებს.28

მე ვმოწმობ, რომ როდესაც ამ გზით მიწიერ ცხოვრებაში მივედინებით, ახალი დღე დაიწყება ახალი შუქით, რომელიც გაანათებს ჩვენს ცხოვრებას და გამოავლენს შესანიშნავ შესაძლებლობებს, რომ მეტად დავაფასოთ და ვიყოთ უფრო სრულად კურთხეულნი ღმერთის მიერ შექმნილი მრავალფეროვნებით.29 ჩვენ აუცილებლად ვიქცევით იარაღად მის ხელში, რათა ხელი შევუწყოთ პატივისცემასა და ღირსებას მის ყველა ძესა და ასულს შორის. ღმერთი ცოცხალია. იესო არის სამყაროს მხსნელი. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი არის ჩვენი დროის ღმერთის წინასწარმეტყველი. მე ვმოწმობ ამ ჭეშმარიტების შესახებ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა