გენერალური კონფერენცია
ღვთიური აღზრდის გაკვეთილები
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ღვთიური აღზრდის გაკვეთილები

მშობლები ხდებიან მამაზეციერის თანამშრომლები, რათა თავიანთი ძვირფასი შვილები უკან, ზეცაში დააბრუნონ.

ოდესმე ახალშობილი თუ აგიყვანიათ ხელში? ყოველი ახალშობილისგან სინათლე მოდის. ის სიყვარულის განსაკუთრებულ კავშირს ქმნის, რომელიც მისი მშობლების გულს სიხარულით აღავსებს.1 ერთ-ერთმა მექსიკელმა მწერლმა ასეთი სიტყვები დაწერა: „მე გავიგე, რომ როდესაც ახალშობილი მამის თითს თავისი პაწაწინა ხელით პირველად მოუჭერს, ის სამუდამოდ დაიჭერს მამას.“2

შვილების აღზრდა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული გამოცდილებაა. მშობლები ხდებიან მამაზეციერის თანამშრომლები, რათა თავიანთი ძვირფასი შვილები უკან, ზეცაში დააბრუნონ.3 დღეს მსურს გაგიზიაროთ აღზრდის რამდენიმე გაკვეთილი წმინდა წერილიდან და ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვებიდან, რაც დაგვეხმარება, დავტოვოთ აღზრდის მემკვიდრეობა.

ადით სახარების კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე

ჩვენ ოჯახებთან ერთად უნდა ავიდეთ სახარების კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა განაცხადა: „ოჯახები იმსახურებენ ღვთიურ მითითებებს ზეციდან. მშობლები არ უნდა აძლევდნენ შვილებს რჩევებს პირადი გამოცდილებიდან, შიშიდან ან სიბრალულიდან.“4

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კულტურული წარმომავლობა, აღზრდის სტილი და პირადი გამოცდილება შეიძლება ღირებული იყოს აღზრდისთვის, ეს შესაძლებლობები არასაკმარისია იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს შვილებს სამოთხეში დაბრუნებაში. ჩვენ გვჭირდება წვდომა უფრო ამაღლებულ „ფასეულობებზე და პრაქტიკებზე“5 - სიყვარულისა და მოლოდინის პრაქტიკაზე, სადაც ჩვენ შვილებთან ვურთიერთობთ „უფრო ამაღლებულად, უფრო წმინდად.“ პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა აღწერა სახარების კულტურა, როგორც „ცხოვრების გამორჩეული წესი, ღირებულებების, მოლოდინებისა და პრაქტიკის ერთობლიობა. … სახარების ეს კულტურა მოდის ხსნის გეგმიდან, ღვთის მცნებებიდან და ცოცხალი წინასწარმეტყველების სწავლებიდან. ის მიგვითითებს, თუ როგორ აღვზარდოთ ოჯახები და ვიცხოვროთ ჩვენი ინდივიდუალური ცხოვრებით.“7

იესო ქრისტე არის ამ სახარების კულტურის ცენტრი. ჩვენს ოჯახებში სახარების კულტურის მიღება გადამწყვეტია ნაყოფიერი გარემოს შესაქმნელად, სადაც რწმენის თესლი შეიძლება აყვავდეს. უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად პრეზიდენტმა ოუქსმა მოგვიწოდა, „დავთმოთ ნებისმიერი პირადი ან ოჯახური ტრადიციები ან პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს ეკლესიის სწავლებებს.“8 მშობლებო, ჩვენი მხრიდან სახარების კულტურის დამკვიდრების მორცხვობამ შესაძლოა მოწინააღმდეგეს მისცეს საშუალება, დაიმკვიდროს ფეხი ჩვენს ოჯახებში ან, უფრო უარესი, ჩვენი შვილების გულებში.

როდესაც ჩვენ სახარების კულტურას ოჯახის ცენტრში მოვაქცევთ, სულიწმინდის ძლიერი გავლენით,9 ჩვენი ამჟამინდელი აღზრდის სტილი, ტრადიციები და პრაქტიკა იქნება რჩეული, სწორი, დახვეწილი და გაძლიერებული.

აქციეთ თქვენი ოჯახი სახარების სწავლის ცენტრად

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა, რომ ოჯახი უნდა იყოს „სახარების შესწავლის [ცენტრი].“10 სახარების შესწავლის მიზანია „გავაღრმაოთ ჩვენი მოქცევა მამაზეციერსა და იესო ქრისტეზე და დაგვეხმაროს უფრო მეტად დავემსგავსოთ მათ.“11 მოდით განვიხილოთ აღზრდის სამი გადამწყვეტი ვალდებულება, რომელიც აღწერილია წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ, რაც დაგვეხმარება ოჯახში სახარების უფრო მაღალი კულტურის დამკვიდრებაში.

პირველი: ასწავლეთ თავისუფლად

მამაზეციერმა მისცა ადამს მითითებები იესო ქრისტესა და მისი მოძღვრების შესახებ, უთხრა რა: „[ასწავლე] ყოველივე ეს თავისუფლად შენს შვილებს.“12 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მამაზეციერმა უთხრა ადამს, ესწავლებინა ეს თავისუფლად, გულუხვად და შეუზღუდავად.13 წმინდა წერილიდან ვიტყობთ, რომ „ადამმა და ევამ დალოცეს ღვთის სახელი და გაანდეს ყოველივე თავიანთ ვაჟსა და ასულს.“14

ჩვენ გულუხვად ვასწავლით შვილებს, როცა მათთან აზრიანად ვატარებთ დროს. ჩვენ ვასწავლით შეუზღუდავად, როდესაც განვიხილავთ მგრძნობიარე თემებს, როგორიცაა ინტერნეტში გატარებული დრო და ამას ვაკეთებთ ეკლესიის ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენებით.15 ჩვენ უხვად ვასწავლით, როდესაც შვილებთან ერთად მოდი და გამომყევი -ს საშუალებით ვსწავლობთ წმინდა წერილებს და ნებას ვრთავთ სულიწმინდას, იყოს ჩვენი მასწავლებელი.

მეორე: ცხოვრებაში მოწაფეობის გამოყენება

იოანეს სახარებაში ვკითხულობთ, რომ როდესაც რამდენიმე იუდეველმა მაცხოვარს დაუსვა შეკითხვა მისი საქციელის შესახებ, იესომ ყურადღება გაამახვილა თავის მისაბაძ მაგალითზე - მამაზე. ის ასწავლიდა: „ძე თვითონ ვერაფერს გააკეთებს, რომ არ ეხილოს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.“16 მშობლებო, რა უნდა გავხადოთ ჩვენი შვილებისთვის მისაბაძი მაგალითი? მოწაფეობა.

როგორც მშობლებს, ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ ღმერთის პირველ ადგილზე დაყენების მნიშვნელობის შესახებ, როდესაც განვიხილავთ პირველ მცნებას, მაგრამ ჩვენ ამას ცხოვრებაში ვიყენებთ, როცა ამქვეყნიურს გვერდზე გადავდებთ და ყოველ კვირას კვირადღის სიწმინდეს დავიცავთ. ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ სატაძრო აღთქმების მნიშვნელობა, როდესაც ვსაუბრობთ ცელესტიალური ქორწინების დოქტრინაზე, მაგრამ ჩვენ ამას ცხოვრებაში ვიყენებთ, როცა ჩვენს აღთქმებს პატივს ვცემთ და მეუღლეს ღირსეულად ვექცევით.

მესამე: მოიწვიეთ მოქმედებისკენ

იესო ქრისტეს რწმენა უნდა იყოს ჩვენი შვილების მოწმობების საფუძველი და ეს მოწმობები თითოეულმა ბავშვმა ინდივიდუალური გამოცხადების მეშვეობით უნდა მიიღოს.17 იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს შვილებს მათი მოწმობების გაძლიერებაში, ჩვენ ვიწვევთ მათ, გამოიყენონ თავისუფალი არჩევანი18 და ვამზადებთ მათ ღვთის აღთქმის გზაზე სასიარულოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში.19

გონივრული იქნებოდა თითოეული ჩვენი შვილის წახალისება, მიიღონ პრეზიდენტ ნელსონის მოწვევა - აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ მოწმობაზე იესო ქრისტესა და მისი სახარების შესახებ. იმუშაონ ამაზე, მოუარონ მას, რათა გაიზარდოს, კვებონ ჭეშმარიტებით და არ მოწამლონ იგი ურწმუნო ქალებისა და მამაკაცების ცრუ ფილოსოფიებით.20

სამართლიანი, გამიზნული აღზრდა

ჩვენი მამაზეციერის, როგორც მშობლის, ღვთიური განზრახვები ცნობილი გახდა მოსესადმი მიცემულ გამოცხადებაში: „ვინაიდან, აჰა, ეს არის ჩემი საქმე და ჩემი ბრწყინვალება – აღვასრულო ადამიანის უკვდავება და მარადიული სიცოცხლე.“21 პრეზიდენტმა ნელსონმა დაამატა: „ღმერთი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, თქვენი თავისუფალი არჩევნის დარღვევის გარეშე, რათა დაგეხმაროთ არ გამოტოვოთ უდიდესი კურთხევები მარადისობაში.“22

როგორც მშობლები, ჩვენ ვართ ღვთის წარმომადგენლები ჩვენს შვილებზე ზრუნვის საქმეში.23 ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევქმნათ გარემო, სადაც ჩვენი შვილები შეძლებენ მისი ღვთაებრივი გავლენის შეგრძნებას.

მამაზეციერს არასოდეს ჰქონია განზრახული ჩვენთვის როგორც მშობლებისთვის, დავსხდეთ მაყურებლების როლში და შორიდან ვუყუროთ ჩვენი შვილების სულიერ ცხოვრებას. ნება მომეცით პირადი გამოცდილებიდან გაგიზიაროთ მიზანმიმართული აღზრდის ეს იდეა. როცა გვატემალის პატარა მრევლის დაწყებით საზოგადოებაში დავდიოდი, ჩემმა მშობლებმა დაიწყეს ჩემი განსწავლა პატრიარქის კურთხევის ღირებულების შესახებ. დედამ თავისი გამოცდილება გამიზიარა მისთვის პატრიარქის ასეთი ძვირფასი კურთხევის მიღებასთან დაკავშირებით. მან მასწავლა პატრიარქის კურთხევებთან დაკავშირებული დოქტრინა და თავისი დამოწმება გამიზიარა დაპირებული კურთხევების შესახებ. მისმა მიზანმიმართულმა აღზრდამ შთამაგონა პატრიარქის საკუთარი კურთხევის მიღებაზე.

12 წლის რომ ვიყავი, მშობლები პატრიარქის მოძებნაში დამეხმარნენ. ეს აუცილებელი იყო, რადგან ჩვენს ოლქში პატრიარქი არ იყო. პატრიარქის სანახავად მე გავემგზავრე პალოში, რომელიც ჩემგან 156 კილომეტრის (97 მილი) მოშორებით იყო. კარგად მახსოვს, როგორ დამასხა პატრიარქმა თავზე ხელები კურთხევა რომ მოეცა. ძლიერი სულიერი დასტური მქონდა იმისა, რომ მამაზეციერი მიცნობდა.

12 წლის ბიჭისთვის პატარა ქალაქიდან ეს ყველაფერს ნიშნავდა. იმ დღეს ჩემი გული მამაზეციერისკენ მიბრუნდა და ჩემი მშობლების გამიზნული აღზრდის შედეგად მე მათი მადლიერი ვიქნები მარადის.

და ჯოი დ. ჯონსმა, დაწყებითი საზოგადოების ყოფილმა გენერალურმა პრეზიდენტმა, გვასწავლა: „ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ჩვენი შვილების მოქცევა თავისით მოხდება. შემთხვევითი მოქცევა იესო ქრისტეს სახარების პრინციპი არ არის.“24 ჩვენმა სიყვარულმა და შთაგონებულმა მოწვევებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ გამოიყენებენ ჩვენი შვილები თავისუფალ არჩევანს. პრეზიდენტმა ნელსონმა ხაზგასმით აღნიშნა: „არც ერთი სხვა სამუშაო არ აღემატება მშობლის მართალ, განზრახულ მოვალეობას!“25

დასასრული

მშობლებო, ეს სამყარო სავსეა ფილოსოფიებით, კულტურებითა და იდეებით, რომლებიც ჩვენი შვილების ყურადღებაზე ნადირობენ. დიდი და ფართო შენობა უახლესი მედია არხების გამოყენებით ყოველდღიურად ავრცელებს თავისი წევრობის რეკლამას. „მაგრამ თავისი ძის ძღვენის მეშვეობით“ „ღმერთმა მოამზადა უკეთესი გზა.“26

როდესაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ღმერთთან აღთქმების მეშვეობით და ჩვენი შვილების აღზრდის საქმეში ვხდებით მისი რწმუნებულები, ის განწმენდს ჩვენს განზრახვებს, შთააგონებს ჩვენს სწავლებებს და განამტკიცებს ჩვენს მოწვევებს, რათა „ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რომელ წყაროს დაეყრდნონ თავიანთი ცოდვების მისატევებლად.“27 იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. ფსალმუნი 126:3.

  2. Johnny Welch, “The Puppet,” reproduced at inspire21.com/thepuppet; see also Johnny Welch, Lo que me ha enseñado la vida (1996).

  3. ეს შეიძლება შემაშინებელ ამოცანას ჰგავდეს, მაგრამ როგორც უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა თქვა: „მამაზეციერის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია სავარაუდოზე მეტი აღზრდის მემკვიდრეობა დავტოვოთ“ (“The Hands of the Fathers,” Liahona, ივლისი 1999, 18).

  4. რასელ მ. ნელსონი, “Thou Shalt Have No Other Gods,” Ensign, მაისი 1996, 15.

  5. დალინ ჰ. ოუქსი, “The Gospel Culture,” Liahona, მარტი 2012, 22.

  6. რასელ მ. ნელსონი, „გვესაჭიროება მშვიდობისმყოფელნი,“ Liahona, მაისი 2023, 99.

  7. დალინ ჰ. ოუქსი, “The Gospel Culture,” 22.

  8. დალინ ჰ. ოუქსი, “The Gospel Culture,” 22.

  9. იხ. მორონი 10:5.

  10. რასელ მ. ნელსონი, „გავხდეთ სამაგალითო უკანასკნელ დღეთა წმინდანები,“ Liahona, ნოემბერი 2018, 113.

  11. Conversion Is Our Goal,” in Come, Follow Me—For Individuals and Families: New Testament 2023, v.

  12. მოსე 6:58.

  13. იხ. American Dictionary of the English Language, “freely,” webstersdictionary1828.com/Dictionary/freely.

  14. მოსე 5:12.

  15. იხ. “Taking Charge of Technology” and For the Strength of Youth: A Guide for Making Choices (2022), სახარების ბიბლიოთეკა.

  16. იოანე 5:19.

  17. იხ. „მათე 16:17–18. Individual Revelation Needed for a Testimony of Jesus Christ,” in New Testament Student Manual (2018), 52.

  18. დეილ გ. რენლანდი, „აირჩიეთ დღეს,“ Liahona, ნოემბერი 2018, 104: „ჩვენი მამაზეციერის მშობლის როლი არ გულისხმობს, აიძულოს თავისი შვილები, გააკეთონ სწორი არჩევანი; მისმა შვილებმა უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი და საბოლოო ჯამში დაემსგავსონ მას.“

  19. იხ. “Appendix: Preparing Your Children for a Lifetime on God’s Covenant Path,” in Come, Follow Me—For Individuals and Families: New Testament 2023, სახარების ბიბლიოთეკა.

  20. რასელ მ. ნელსონი, „სძლიეთ სოფელს და შეისვენეთ,“ Liahona, ნოემბერი 2022, 97.

  21. მოსე 1:39. ამ მუხლში იესო ქრისტე საუბრობს მამაზეციერის სახელით.

  22. რასელ მ. ნელსონი, “Choices for Eternity” (worldwide devotional for young adults, May 15, 2022), broadcasts.ChurchofJesusChrist.org.

  23. რასელ მ. ნელსონი, “Salvation and Exaltation,” Liahona, May 2008, 10: „ნუ ცდილობთ შვილების კონტროლს. ამის ნაცვლად მოუსმინეთ მათ, დაეხმარეთ სახარების სწავლაში, შთააგონეთ ისინი და წაიყვანეთ ისინი მარადიული სიცოცხლისკენ. თქვენ ხართ ღვთის წარმომადგენლები ბავშვების მოვლის საქმეში, რომლებიც მან თქვენ განდოთ. დაე, მისი ღვთიური გავლენა დარჩეს თქვენს გულებში, როცა ასწავლით და არწმუნებთ მათ“.

  24. ჯოი დ. ჯონსი, “Essential Conversations,” Liahona, მაისი 2021, 12.

  25. რასელ მ. ნელსონი, „შაბათი შვებაა,“ Liahona, მაისი 2015, 131–32.

  26. ეფერი 12:11.

  27. 2 ნეფი 25:26.

ამობეჭდვა