გენერალური კონფერენცია
სიტყვითა და საქმით იესო ქრისტეზე დამოწმება
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


სიტყვითა და საქმით იესო ქრისტეზე დამოწმება

როცა ვცდილობთ, ვიყოთ ჰარმონიაში იესო ქრისტეს სახარებასთან , ჩვენი საქციელი იქნება გამომსყიდველის ცოცხალი მოწმობა.

ერთ-ერთი დაპირება, რომელსაც ნათლობის დროს ვდებთ, არის საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელის აღება. ჩემი დღევანდელი მიზანია გავიხსენოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ ღმერთს, რომ მისი ძის სახელს ვიღებთ საკუთარ თავზე, როცა რაც შეიძლება ხშირად, სიტყვითა და საქმით ვმოწმობთ, რომ იესო არის ქრისტე.

როდესაც მხსნელი, აღდგომის შემდეგ, ემსახურებოდა და ასწავლიდა ხალხს ამერიკაში, მან განაცხადა:

„ნუთუ არ წაიკითხეს წმინდა წერილები, რომლებშიც ნათქვამია, რომ უნდა აიღოთ ქრისტეს სახელი, ანუ ჩემი სახელი? ვინაიდან ამ სახელს გიწოდებენ უკანასკნელ დღეს;

„და რომელიც საკუთარ თავზე აიღებს ჩემს სახელს და ბოლომდე გაძლებს, იგი გადარჩება უკანასკნელ დღეს“.1

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „ჩვენი ქმედებებისა და სიტყვების მეშვეობით საკუთარ თაზე მხსნელის სახელის აღება მოიცავს სხვებისადმი დამოწმებასა და განცხადებას: იესო არის ქრისტე“.2

ჩვენ, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს, გვაქვს კურთხევა და პრივილეგია, ვიყოთ უფლისა და მისი სახელის მოწმენი, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ.3 როცა ვცდილობთ, ვიყოთ ჰარმონიაში იესო ქრისტეს სახარებასთან, ჩვენი საქციელი გამომსყიდველის ცოცხალი მოწმობა ხდება. ამაზე მეტიც - ჩვენ სიტყვით ვმოწმობთ ქრისტეზე, როცა ვუზიარებთ სხვებს იმას, რაც გვწამს, რას ვგრძნობთ ან რაც ვიცით იესო ქრისტეს შესახებ.

როცა მორჩილად ვაზიარებთ ჩვენს დამოწმებას უფლის შესახებ, სულიწმინდა უდასტურებს4 მონდომებულ ადამიანებს გახსნილი გონებითა და გულით, რომ იესო ჭეშმარიტად არის ქრისტე.5

მსურს გაგიზიაროთ წევრების ორი ბოლოდროინდელი და შთამაგონებელი მაგალითი. ისინი აჩვენებენ ღმერთს, რომ უფალზე საუბრითა და საეკლესიო შეხვედრებზე მასზე წმინდა დამოწმებით ისინი საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელს იღებენ.

პირველი მაგალითი: როცა მე და ჩემი მეუღლე, ელეინი, 2022 წ, ესპანეთში გავემგზავრეთ, ჩვენ იქ პატარა ერთეულში საკვირაო შეხვედრას დავესაწარით. მე სცენაზე ვიჯექი, ჩემი მეუღლე კი მრევლთან დარბაზში. შევამჩნიე, რომ მის გვერდით მოხუცი ქალბატონი იჯდა. ზიარების შეკრების დასრულებისას მე ელეინთან მივედი და ვთხოვე, მისი ახალი მეგობარი გაეცნო ჩემთვის. ის ასეც მოიქცა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ქალბატონი არ იყო ეკლესიის წევრი, თუმცა დაახლოებით ორი წელი ეკლესიაში დადიოდა. ეს რომ გავიგონე ვკითხე იმ ღვთის მოშიშე ქალბატონს, რა აიძულებდა მას ისეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩვენი შეხვედრების დასწრება. ქალბატონმა სიყვარულით მიპასუხა: „მომწონს აქ მოსვლა, რადგან თქვენ შეკრებებზე იესო ქრისტეზე საუბრობთ“.

რა საკვირველია, ეკლესიის წევრები იმ ესპანურ ერთეულში შეკრებებზე საუბრობდნენ, ასწავლიდნენ და მოწმობდნენ იესო ქრისტეს შესახებ.

მეორე მაგალითი: მას შემდეგ, რაც ბრაზილიის რეგიონში დავასრულე მსახურება, მე ახალი დავალება მივიღე - ეკლესიის სათავო ოფისში მსახურება. როცა ა.წ. ივლისში სოლთ-ლეიქსში ჩამოვედით, ჩვენ საკვირაო შეკრებებს ჩვენს ახალ შესანიშნავ მეურვეობაში ვესწრებოდით. ერთ-ერთი ასეთი შეკრება მარხვისა და დამოწმების შეკრება იყო. მოწიწებით ზიარების მიღების შემდეგ წევრები გამოდიოდნენ და რიგრიგობით გულწრფელად მხსნელის შესახებ მოწმობდნენ. შეკრება იესო ქრისტეს ეძღვნებოდა და სულიწმინდა აშკარად იგრძნობოდა. ჩვენ განვისწავლეთ და რწმენაში განვმტკიცდით. იმ შეხვედრაზე ჭეშმარიტების გულწრფელი მაძიებელი ეკლესიის მეგობრები რომ ყოფილიყვნენ, აუცილებლად იგრძნობდნენ, რომ ეს იესო ქრისტეს ეკლესიაა.

რა დალოცვაა ხედავდე, რომ ჩვენი საეკლესიო შეხვედრები განსაკუთრებული შესაძლებლობაა ჩვენთვის, დავამოწმოთ ქრისტეზე და მივანიშნოთ ღმერთს, რომ გვიხარია საკუთარ თავზე მისი ძის სახელის აღება.

ახლა, ნება მიბოძეთ, გაგიზიაროთ, მოქმედებების მეშვეობით იესო ქრისტეს სახელის აღების ძლიერი მაგალითი.

შარშან აგვისტოში მე უხუცეს ჯონატან ს. შმიტთან ერთად კალიფორნიაში, იუბა სითიში, ფეზერ რივერის ტაძრის გახსნაზე ვიმყოფებოდი. იქ პატივი მერგო, სატაძრო ტურის გიდი ვყოფილიყავი. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში ეკლესიის წევრი, ვირჯილ ატკინსონი იმყოფებოდა. მას სხვა რწმენის შვიდი მეგობარი ახლდა. ვიზიტის ბოლოს, ჩაბეჭდვის ოთახში, ძმა ატკინსონმა ძალიან ემოციურად გამოხატა თავისი სიყვარული მეგობრებისადმი, რომლებიც იმ დღეს მასთან ერთად ტაძარში იმყოფებოდნენ. თითქმის მაშინვე იმ ჯგუფიდან ერთ-ერთი ქალბატონი წამოდგა და თქვა: „ჩვენ ყველას გვიყვარს ვირჯილი. ის არასდროს არ გვახვევდა თავზე თავის რელიგიას. თუმცა მას არ რცხვენია თავისი რწმენის. ის თავისი მრწამსის შესაბამისად ცხოვრობს.

წლების მანძილზე ძმა ატკინსონის ქრისტესმიერი ცხოვრება მისი მეგობრებისთვის ძლიერი დამოწმება იყო. მისი მაგალითი არის მტკიცე დასტური იმისა, რომ მან იესო ქრისტეს სახელი აიღო საკუთარ თავზე.

და ბოლოს, თქვენი ნებართვით, გაგიზაირებთ გაკვეთილს, რომელიც ვისწავლე - როგორ ავიღოთ საკუთარ თავზე ქრისტეს სახელი და დავამოწმოთ მის შესახებ ეკლესიის სწორი სახელწოდების გამოყენებით.

2018 წლის გენერალურ კონფერენციაზე ღვთის წინასწარმეტყველმა, პრეზიდენტმა ნელსონმა, გაგვიზიარა გზავნილი სათაურით „ეკლესიის წრორი სახელწოდება“. მან თქვა:“ეს არის შესწორება. ეს არის უფლის ბრძანება. ჯოზეფ სმითს არ დაურქმევია აღდგენილი ეკლესიასთვის სახელი; არც მორმონს. თავად მხსნელმა თქვა: „ვინაიდან ასე უნდა ეწოდებოდეს ჩემს ეკლესიას უკანასკნელ დღეებში - უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია [მოძღვრება და აღთქმები 115:4]“.6

ჩვენ ყველანი იმ დღეს გამოვედით კონფერენციიდან გადაწყვეტილებით, შეგვესრულებინა წინასწარმეტყველის რჩევა და იმ დღიდანვე დაგვეწყო ეკლესიის სწორი სახელწოდების გამოყენება. მე სულ ვაკვირდებოდი საკუთარ თავს, რომ ეკლესიის სწორი სახელწოდება გამომეყენებინა. თავიდან რამდენჯერმე დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ძველი სტილით რომ არ მომეხსენიებინა ეკლესია. რამდენიმე მცდელობის შემდეგ მე უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს, როცა ეკლესიის შესაფერის სახელწოდებას ვიყენებდი. უნდა ვაღიარო: ხშირად ძალიან სწრაფად გამოვთვამდი ეკლესიის სახელს. ვშიშობდი, რომ ადამიანები არ მიაქცევდნენ ყურადღებას ეკლესიის სრულ სახელწოდებას. შესაძლოა, ის ძალიან გრძელი იქნებოდა მათთვის.

თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ ეკლესიის სრული სახელის შეგნებულმა წარმოთქმამ მომცა ძვირფასი შესაძლებლობა, იესო ქრისტეს სახელი წარმომეთქვა და ფაქტობრივად დამემოწმებინა მხსნელის შესახებ, როცა მისი ეკლესიის სახელწოდებაში მის სახელს წარმოვთქვამდი. მე ასევე შევნიშნე, რომ როდესაც სხვებთან საუბრისას ეკლესიის სწორ სახელს ვამბობდი, უფრო ხშირად ვიხსენებდი იესო ქრისტეს და ვგრძნობდი მის გავლენას ჩემს ცხოვრებაში.

წინასწარმეტყველის რჩევის შესრულებით ჩვენ ყველას შეგვიძლია, ეკლესიის სწორი სახელის გამოყენებით უფრო მეტი დავამოწმოთ იესო ქრისტეს შესახებ და შესაბამისად, უფრო სრულად ავიღოთ საკუთარ თავზე უფლის სახელი.

ამ დილით მე სიხარულით ვმოწმობ, რომ პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი არის ღვთის ცოცხალი წინასწარმეტყველი და რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის ქრისტეს აღდგენილი ეკლესია. მე მორჩილად ვმოწმობ ღვთის ძეზე და მის ღვთიურობაზე. ის არის ღვთის პირმშო, ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი, ემანუელი.7 იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა