გენერალური კონფერენცია
ქრისტესთან აღთქმის ურთიერთობაში სიარული
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ქრისტესთან აღთქმის ურთიერთობაში სიარული

ის ერთადერთი, რომელიც დაიჭრა და დაიმტვრა ჩვენთვის, ნებას დართავს მიწიერს, იმოქმედოს ჩვენზედ, მაგრამ ის არ გვთხოვს, რომ ამ გამოწვევებს მარტოდ გავუმკლავდეთ.

ჩემმა კარგმა მეგობარმა, ილანმა, ერთი ბილიკი მაჩვენა ისრაელში. „მას იესოს ბილიკს უწოდებენ“ - მითხრა მან, „რადგან ეს არის ნაზარეთიდან კაპერნაუმში მიმავალი ბილიკი და ითვლება, რომ მასზე იესო დადიოდა“. მე მაშინვე გადავწყვიტე, რომ მინდოდა იმ ბილიკზე სიარული, ასე რომ დავიწყე ისრაელში მოგზაურობის დაგეგმვა.

გამგზავრებამდე ექვსი კვირით ადრე კოჭში ფეხი მოვიტეხე. ჩემი მეუღლე მოტეხილობის გამო ნერვიულობდა, მე კი ყველაზე მეტად ვდარდობდი იმაზე, როგორ უნდა მევლო ერთი თვის შემდეგ იესოს ბილიკზე. რადგან ბუნებით ჯიუტი ვარ, თვითმფრინავის ბილეთები არ გავააუქმე.

მახსოვს იმ ლამაზ ივნისის დილას ჩვენს ისრაელელ გიდთან შეხვედრა. მანქანიდან გადმოვედი, შემდეგ ყავარჯნები და მუხლის სკუტერი გადმოვიღე. ჩვენმა გიდმა, მაიამ, ჩემს თაბაშირს გახედა და მითხრა: „უი, არ მგონია, ასეთ მდგომარეობაში ამ ბილიკზე შეძლოთ სიარული“.

„იქნებ ასეც იყოს“ - ვუპასუხე მე. „მაგრამ ცდას არაფერი უდგას წინ“. მან თავი ოდნავ დამიკრა და ჩვენი მოგზაურობაც დაიწყო. როგორ მიყვარს ის გოგო, რადგან დაიჯერა, რომ მე მოტეხილი კოჭით იმ ბილიკზე შემეძლო სიარული.

ციცაბო ბილიკს და ლოდებს ცოტა ხანი მარტო გავუყევი. შემდეგ მაიამ, რომელსაც ჩემი შეუპოვრობით გული აუჩუყდა, წვრილი თოკი ამოიღო, ჩემი სკუტერის სახელურებს შეაბა და გამოქაჩა. ასე ქაჩვით მატარებდა ის ბორცვებზე, ლიმნის ბაღებში და გალილეის ზღვის ნაპირზე. მოგზაურობის ბოლოს მე ჩემს ტკბილ გიდს მადლობა გადავუხადე. ის დამეხმარა იმის მიღწევაში, რასაც დამოუკიდებლად ვერანაირად ვერ მოვახერხებდი.

როცა უფლმა ენოქი მოიხმო, ევლო და მის შესახებ ექადაგა, ენოქი ყოყმანობდა.1 ის ხომ უბრალოდ ბიჭი იყო და არ ეხერხებოდა ლაპარაკი. როგორ შეეძლო ამ მდგომარეობაში იმ ბილიკზე სიარული? მას თავისი „მოტეხილობა“ აბრმავებდა. უფლის პასუხი იმაზე, რაც ხელს უშლიდა, მარტივი და მყისიერი იყო: „იარე ჩემთან“.2 ჩვენც, ენოქის მსგავსად, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ერთადერთი, რომელიც დაიჭრა და დაიმტვრა ჩვენთვის3 ნებას დართავს მიწიერს, იმოქმედოს ჩვენზედ, მაგრამ ის არ გვთხოვს, რომ ამ გამოწვევებს მარტოდ გავუმკლავდეთ.4 როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი ისტორია ან გზა, რომელსაც ამჟამად მივყვებით, უფალი გვიწვევს, მასთან ერთად ვიაროთ.5

იფიქრეთ იმ განსაცდელში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც უკაცრიელ ადგილას შეხვდა უფალს. იაკობი სახლიდან ძალიან შორს იყო. ღამის სიბნელეში მან სიზმარი ნახა, რომელშიც არა მხოლოდ კიბე, არამედ მნიშვნელოვანი აღთქმის დაპირებებიც იყო, მათ შორის, რასაც მე ხუთი თითის დაპირებას ვუწოდებ.6 იმ ღამეს უფალი იაკობის გვერდით იდგა. მან საკუთარი თავი წარუდგინა მას როგორც იაკობის მამის ღმერთი და შემდეგ დაჰპირდა:

  • შენთან ვარ.

  • დაგიცავ.

  • შინ დაგაბრუნებ.

  • არ მიგატოვებ.

  • ჩემს დაპირებას შევასრულებ.7

იაკობი არჩევნის წინაშე დადგა. მას შეეძლო აერჩია ისეთი ცხოვრება, სადაც მას უბრალოდ თავისი მამის ღმერთი ეცოდინებოდა ან შეეძლო აერჩია, ეცხოვრა მასთან ერთგული აღთქმის ცხოვრებით. წლების შემდეგ იაკობი მოწმობდა უფალთან აღთქმის დაპირებებში ცხოვრების შესახებ: „[ღმერთმა] მისმინა გაჭირვების ჟამს და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე“.8 უფალი ჩვენც გვიპასუხებს გასაჭირის ჟამს, ისევე როგორც იაკობს, თუკი გადავწყვეტთ, რომ მას უნდა დავუკავშიროთ ჩვენი ცხოვრება. ის დაგვპირდა, რომ ჩვენთან ერთად ჩვენს გზაზე ივლიდა.

ჩვენ ამას ვეძახით აღთქმის გზაზე სიარულს - გზაზე, რომელიც იწყება ნათლობის აღთქმით და რომელსაც შემდგომ მივყავართ უფრო ღრმა აღთქმების დადებისკენ - ტაძარში. შესაძლოა გესმით ეს სიტყვები და მოსანიშნ უჯრებზე ფიქრობთ. ან იქნებ მხოლოდ მოთხოვნების გზას ხედავთ. მეტი ყურადღებით თუ დააკვირდებით, რაღაც უფრო მიმზიდველს იხილავთ. აღთქმა მხოლოდ კონტრაქტი არ არის - თუმცა ეს მნიშვნელოვანია. ის ურთიერთობას ეხება. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „აღთქმის გზა მთლიანად ეხება ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან“.9

განვიხილოთ ქორწინების აღთქმა. ქორწინების თარიღი მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდება ერთობლივი ცხოვრების შედეგად. იგივე ეხება აღთქმის ურთიერთობას ღმერთთან. პირობები შეიქმნა, შესაბამისად, მოლოდინიც არის. და მაინც, ის იწვევს ყოველ ჩვენგანს, შეძლებისდაგვარად, გულის მთელი მოწადინებით, „წინ მივისწრაფოთ“10 უფლის გვერდში დგომით და გვწამდეს, რომ მისი დაპირებული დალოცვები მოვა. წმინდა წერილი გვახსენებს, რომ ეს დალოცვები ხშირად მოდის უფლის დროსა და მის სურვილის შესაბამისად: 38,11 12 წლის შემდეგ12 ან დაუყოვნებლივ.13 როგორც თქვენი ბილიკი მოითხოვს, ისე მოვა მისი დახმარება.14

მისი მისია შემწყნარებლის მისიაა. იესო ქრისტე დაგვხვდება იქ, სადაც ვართ და როგორებიც ვართ. აი რატომ იყო ბაღი, ჯვარი და სამარხი. მხსნელი დასაძლევად გამოგვიგზავნეს.15 მაგრამ ადგილზე დგომით არ მოვა ნანატრი ხსნა. ზუსტად ისე, როგორც უფალმა იაკობი არ მიატოვა ტალახში, ის არცერთ ჩვენგანს არ მიატოვებს.

მისი მისია ამაღლების მისიაა. ის იმუშავებს ჩვენთან,16 რათა აგვამაღლოს იქამდე, სადაც თავად არის და ამ პროცესში მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დავემსგავსოთ მას. იესო ქრისტე მოვიდა, რათა აგვამაღლოს.17 მას სურს, დაგვეხმაროს. აი რისთვის არის ტაძარი.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს: მხოლოდ აღებული კურსით არ ავმაღლდებით; საჭიროა მეგზური - ჩვენი მხსნელი. და ამისთვის არსებობს აღთქმის ურთიერთობა.

ისრაელში ყოფნისას გოდების კედელს ვეწვიე. იუდეველებისთვის ეს ყველაზე წმინდა ადგილია ისრაელში. ეს არის მათი ტაძრის ნარჩენი. ადამიანთა უმეტესობა იქ საუკეთესო ტანსაცმელით მიდის; მათი სამოსი მათი ღმერთთან ურთიერთობის ერთგულების სიმბოლოა. ისინი კედელთან მიდიან, რათა წმინდა წერილი წაიკითხონ, ღმერთს თაყვანი სცენ და ლოცვები აღავლინონ. ისინი ღმერთს ტაძარს ევედრებიან და ამ ვედრებაში ატარებენ ყოველ დღეს, ამას უძღვნიან ყოველ ლოცვას - ამდენად ძლიერია მათი სურვილი, ჰქონდეთ აღთქმის სახლი. მე აღფრთოვანებული ვარ მათი თავდადებით.

ისრაელიდან რომ დავბრუნდი უფრო ყურადღებით დავიწყე აღთქმებთან დაკავშირებით ჩემს ირგვლივ მყოფთა საუბრების მოსმენა. შევნიშნე, ადამიანები კითხულობდნენ: რატომ უნდა ვიარო აღთქმის გზით? საჭიროა ამ სახლში შესვლა აღთქმების დასადებად? რატომ უნდა ვატარო წმინდა სამოსელი? უნდა მივყვე უფალთან აღთქმის ურთიერთობას? ამ კარგ და მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი მარტივია: გააჩნია, რა ტიპის ურთიერთობის შექმნა გსურთ იესო ქრისტესთან.18 ყოველმა ჩვენგანმა ამ ღრმა პირად კითხვებზე საკუთარი პასუხი უნდა მოძებნოს.

აი ჩემი პასუხი: მე მივყვები ამ გზას როგორც „ზეციური მშობლების “საყვარელი ასული“,19 რომელსაც ზეცა იცნობს20 და ძალიან ენდობა.21 როგორც აღთქმის შვილს, მე უფლება მაქვს მივიღო დაპირებული22 დალოცვები. მე ავირჩიე23 უფალთნ ერთად სიარული. მე მომიხმეს24 ქრისტეს მოწმედ ვიდგე. როცა გზაზე სიარული მიძნელდება მე შესაძლებლობის მადლი მაძლიერებს25 . ყოველ ჯერზე, როცა მისი სახლის ზღურბლზე გადმოვაბიჯებ, მე უფრო ღრმა აღთქმის ურთიერთობას ვგრძნობ მასთან. მე განვიწმინდები26 მისი სულით, შევიმოსები27 მისი ძალით და ხელდასხმით ვინიშნები28 მისი სასაუფევლის ასაშენებლად. ყოველდღიური მონანიებითა და კვირაობით ზიარების მიღებით მე ვსწავლობ სიმტკიცეს29 და სიკეთისკეთებას.30 მე ამ გზაზე იესო ქრისტესთან ერთად დავდივარ და მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ის კვლავ მოვა. და შემდეგ ჩავიბეჭდები, როგორც მისი31 და ავმაღლდები, როგორც ღვთის წმინდა32 შვილი.

აი რატომ დავდივარ აღთქმის გზით.

აი რატომ ვეჭიდები აღთქმის დაპირებებს.

აი რატომ შევდივარ მის აღთქმის სახლში.

აი რატომ ვატარებ წმინდა სამოსელს, როგორც მუდმივ შეხსენებას.

რადგან მსურს, ვიცხოვრო აღთქმის ურთიერთობაში მასთან.

ალბათ თქვენც ეს გსურთ. დაიწყეთ იქ, სადაც ხართ.33 არ მისცეთ უფლება თქვენს მდგომარეობას, ხელი შეგიშალოთ. გახსოვდეთ: ამ გზაზე წინსვლა სიჩქარესა და პოზიციაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.34 ჰკითხეთ ვინმეს, ვისაც ენდობით, ვინც აღთქმის გზაზე დგას, გაგაცნონ მხსნელი, რომელიც მათ შეიცნეს. შეიტყვეთ მეტი მის შესახებ. უფალთან აღთქმის დადებით განავითარეთ მასთან ურთიერთობა. ასაკს ან მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს. შეგიძლიათ მასთან ერთად იაროთ.

იესოს ბილიკზე სიარული რომ დავასრულეთ, მაიამ თოკი არ წაიღო. მან ის სკუტერზე მიბმული დატოვა. მომდევნო დღეებში ჩემი მოზარდი ძმისშვილები და მათი მეგობარი იერუსალიმის ქუჩებში სკუტერზე მიბმული თოკით რიგრიგობით დამატარებდნენ.35 ისინი ზრუნავდნენ იმაზე, რომ არაფერი გამომეტოვებინა იესოსთან დაკავშირებული ისტორიებიდან. მე შემახსენეს მოზარდი თაობის ძალა. ჩვენ შეგვიძლია თქვენგან ვისწავლოთ. თქვენ გაქვთ გულწრფელი სურვილი, შეიცნოთ ჩვენი გიდი, იესო ქრისტე. თქვენ ენდობით თოკის ძალას, რომელიც მასთან გვაკავშირებს. თქვენ მასთან სხვების მიყვანის ნიჭი გაქვთ.36

კიდევ კარგი, რომ ამ გზაზე ერთად მივაბიჯებთ და ერთმანეთს ვამხნევებთ.37 ქრისტესთან პირადი ურთიერთობის გამოცდილების გაზიარებით ჩვენ პირად ერთგულებას ვაძლიერებთ. მე ამაზე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ენოქის ხალხმა გზიდან გადაუხვია, მათ ქრისტე უარყვეს და „მიჰყვნენ საკუთარ რჩევებს ბნელეთში“ (იხ. მოსე 6:27-28). როცა ენოქმა ადამიანებში რწმენა დაკარგა, მან რჩევისთვის უფალს მიმართა. ეს მოწოდება ენოქს იგივეა, რაც უფლის ჩვენდამი მოწოდება: „იარე ჩემთან“ (მოსე 6:34; იხ. აგრეთვე მათე 11:28). მაგრამ იქნებ თქვენც, ენოქის მსგავსად, არ ხართ დარწმუნებული, რომ ამ მდგომარეობაში შეგიძლიათ ამ გზაზე სიარული? იქნებ რამე გბოჭავთ? იქნებ აღთქმის გზაზე სიარულის ერთადერთი მიზანი ჩვენი მდგომარეობაა, რადგან შებოჭილები ვართ და მისი დახმარება გვჭირდება.

  2. იხ. მოსე 6:23-34.

  3. “Jesus of Nazareth, Savior and King,” Hymns, no. 181.

  4. იხ. ეფერი 12:27.

  5. იხ. მათე 11:28-30.

  6. ჩემს გოგონებს ყოველ დილით სურთ ამ ხუთი თითის პრინციპის ჩაჩურჩულება შვილებისთვის (ჩემი შვილიშვილებისთვის) - შეხსენება მამაზეციერის შესახებ, რომელმაც იცის ყოველი შვილის არსებობის შესახებ.

  7. იხ. დაბადება 28:10-22. აბრაამის აღთქმა აგრეთვე იყო იმ ღამის მნიშვნელოვანი ნიშანი. აბრაამის აღთქმის ეს ელემენტები მთავარ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში და იესო ქრისტეს სახარებაში: (1) მარადიული მემკვიდრეობის დაპირება (მუხლი 13); (2) მარადიული შთამომავლობა (მუხლი 14); და (3) კურთხევა და პასუხისმგებლობა დედამიწის ყველა ერის დალოცვის შესახებ (მუხლი 14).

  8. დაბადება 35:3. იაკობის მშობლებმა მას უბრძანეს, სახლიდან წასულიყო, რათა დაშორებულიყო ესავს, რომელიც მას მოკვლით ემუქრებოდა, და შესაძლებლობა ჰქონოდა შეხვედროდა ვინმე, ვისთანაც აღთქმაში დაქორწინდებოდა ( დაბადება 27:41–45; 28:1–2, 5).

  9. რასელ მ. ნელსონი, “The Everlasting Covenant,” Liahona, ოქტომბერი 2022, 11.

  10. 2 ნეფი 31:20.

  11. იხ. იოანე 5:5. ბეთ-ხაზდას აუზთან განკურნების ამბავი

  12. იხ. მარკოზი 5:25. ქალი, რომელიც ქრისტეს სამოსელს შეეხო.

  13. იხ. მათე 14:31, ამბავი პეტრეზე, რომელმაც წყალზე გაიარა.

  14. „როგორ განგვიმტკიცდება ღვთის მიმართ რწმენა“, ჰიმნები, no. 6.

  15. იხ. 1 ნეფი 11:16-33.

  16. იხ. ფილიპელთა 1:6; 2:13; მორმონის სიტყვები 1:7.

  17. იხ. იოანე 12:32.

  18. ბილიკი ხშირად მონიშნულია რაღაც მინიშნებებით. ეს იმისთის კეთდება, რომ დარწმუნდეთ, რომ სწორ გზაზე ხართ და სწორი მიმართულებით მიდიხართ. ურთიერთობა შეიძლება ასევე განისაზღვროს ძირითადი მახასიათებლებით. ზოგიერთი მათგანი მოიცავს მოლოდინს (იხ. იერემია 29:11; მოძღვრება და აღთქმები 132:7); დათმობა (იხ. მოსია 3:19; ალმა 7:23; 13:28); თავმდაბლობა; მორჩილება; მოთმინება; ლტოლვა; ნდობა (იხ. იგავები 3:5); და სიყვარული (იხ. რომანელთა 8:31–39).

  19. Young Women Theme,” Gospel Library, emphasis added; see also Bonnie H. Cordon, “Beloved Daughters,” Liahona, Nov. 2019, 67

  20. იხ. იოანე 4:1-29, ქალი ჭასთან.

  21. იხ. ალმა 38:1-3.

  22. იხ. რიცხვნი 6:23-27.

  23. იხ. იესო ნავეს ძე 24:22.

  24. იხ. მოძღვრება და აღთქმები 25:3; ემა სმითის ისტორია.

  25. იხ. 1 კორინთელთა 15:9–10.

  26. იხ. 2 ნეშტთა 20:1–17, განსაკუთრებით მუხლი 14.

  27. იხ. მოძღვრება და აღთქმები 109:1-46.

  28. იხ. 1 მეფე 16:11-13.

  29. იხ. ესთერი 4:16, ესთერის ამბავი.

  30. იხ. საქმეები 10:38.

  31. იხ. ესაია 43:1-5.

  32. იხ. მეორე რჯული 28:1-9.

  33. კარგმა მეგობარმა შემახსენა, რომ მოწოდება მოქმედებისკენ მნიშვნელოვანია ნებისმიერ ურთიერთობაში.

  34. საუბარი კრისტენ ოლსენთან, 2023 წ. სექტემბერი.

  35. მადლობა მაკ ოსვალდს, კამდენ ოსვალდს, ეშტონ მათნის და ჯაკ ბუტლერს, რომლებიც სკუტერით დამატერებდნენ.

  36. „თქვენ გახსოვთ, რომ მე მოვიწვიე უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ახალგაზრდები, ჩაეწერონ უფლის ახალგაზრდულ ბატალიონში, რათა მონაწილეობა მიიღონ უდიდეს საქმეში დედამიწაზე – ისრაელის შეკრებაში. ეს მოსაწვევები გათვლილია ჩვენს ახალგაზრდებზე, რადგან ისინი დაჯილდოებულნი არიან სხვების დახმარების ნიჭით და დაჯერებულად უზიარებენ სხვებს თავიანთ მრწამსს“(Russell M. Nelson, “Witnesses, Aaronic Priesthood Quorums, and Young Women,” Liahona, Nov. 2019, 39).

  37. ღვთის სასუფეველი… ალყაში მოქცეულ ქალაქს ჰგავს, რომელიც ყოველი მხრიდან სიკვდილით არის გარშემორტყმული. თითოეულ ადამიანს თავისი ადგილი აქვს კედელზე, საიდანაც იგი ქალაქს იცავს და ვერავინ ვერ დაიკავებს მის პოზიციას, თუმცა „არაფერი გვიშლის ხელს, რომ ერთმანეთი გავამხნევოთ“ The Renaissance and Reformation Movements [1987], 335).

ამობეჭდვა