გენერალური კონფერენცია
რაოდენ დიდი იქნება თქვენი სიხარული
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


რაოდენ დიდი იქნება თქვენი სიხარული

ახლა გიწვევთ, აიღოთ თქვენი „ნოუ-ჰაუ“, დაამატოთ თქვენი „ასაკოვანი“ დამოწმებები და წახვიდეთ მისიაში.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ჩემი დღევანდელი გამოსვლა უკავშირდება ისრაელის შეკრებას, რაც პრეზიდენტი ნელსონის თქმით „არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს დედამიწაზე ხდება. ვერაფერი ვერ შეედრება ამას სიდიადით, მნიშვნელობითა და დიდებულებით“.1

ეს შეკრება არის საბოლოო აღიარება იმისა, რომ „ღმერთის თვალში სული ძალზედ ძვირფასია“.2 დიახ, ასეა. ჩვენ ვკრებთ ღვთის შვილებს ამ უკანასკნელ დღეებში, რათა „მათზედ მრავალი კურთხევა [იქნეს] მოვლენილი“3 და შესრულდეს დაპირება: „თქვენია სიმდიდრენი მარადისობისა“.4 აქედან გამომდინარეობს, რომ ისრაელის შესაკრებად გვჭირდება მისიონერები - იმაზე გაცილებით მეტი, რაც მსახურობენ.5 მივმართავ ეკლესიის მრავალ გამოცდილ უფროსი ასაკის ადამიანს, რომლებსაც შეუძლიათ მისიონერებად მსახურება. უფალს სჭირდებით! თქვენ გვჭირდებით ნიუ-იორკში და ჩიკაგოში, ავსტრალიაში და აფრიკაში, ტაილანდში და მექსიკაში და ამ ქვეყნებს შორის მდებარე ყველა სხვა ადგილას.

მოდით, 2015 წელს დავუბრუნდეთ. მაშინ თორმეტ მოციქულთა ქვორუმის ახალი წევრი ვიყავი. ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ვალდებულება, რომელსაც ჩვენ, როგორც მოციქულებს გვაკისრია, არის მისიონერების მათი მოღვაწეობის სფეროში დანიშვნა. მე ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებდი როგორც სამოცდაათთა ქვორუმის წევრი,6 მაგრამ ახლა, როგორც მოციქული, მე ამ დავალების სრულ წონას ვგრძნობ. მე ლოცვით დავიწყე უამრავი ახალგაზრდა უხუცესისა და დის განთავსება, სათითაოდ, მთელი მსოფლიოს მისიებში. შემდეგ უფროსი ასაკის წყვილებზე გადავედი. სიაში ათი მყავდა. არც თუ ისე ბევრი. გაკვირვებულმა ვკითხე ჩემს კოლეგას მისიონერული დეპარტამენტიდან: „რამდენი გვჭირდება იმისთვის, რომ ამ კვირის მოთხოვნა შევასრულოთ“?

მან მიპასუხა: „300“.

ეს გამომაფხიზლებელი მომენტი გონებაში ჩამრჩა: 10 წყვილი 300 მოთხოვნის დასაფარად.

პრეზიდენტმა ნელსონმა შეაგულიანა წყვილები, „მუხლი მოიდრიკონ და ჰკითხონ მამაზეციერს, შესაფერისია ეს დრო იმისთვის, რომ მათ მისიაში იმსახურონ“?7 მან თქვა, რომ ყველა თვისებიდან „მსახურების სურვილი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია“.8

როგორც წმინდა წერილი ამბობს, „თუ გაქვთ სურვილი, ემსახუროთ ღმერთს, მაშინ მოწოდებულნი ხართ ამ საქმისთვის“.9 ეს საქმე კი მთლიანად მკის კანონს უკავშირდება. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: „მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ“.10

მე საკუთარ ოჯახში მინახავს ამ კანონის შესრულება.

წლების წინ, როცა ოჯახის სანახავად ვიყავი ჩასული, ეპისკოპოსმა ზიარების შეკრების დახურვა მთხოვა.11 სცენიდან ჩამოვდიოდი, როცა დედა და მისი შვიდი შვილი მომიახლოვდნენ. ქალბატონი გამეცნო - მას და რებეკა გუზმანი ერქვა.

მან მკითხა: „უხუცესო რასბანდ, რულონ და ვერდა რასბანდებს თუ იცნობთ“?

მე თვალები გამიბრწყინდა: „ისინი ჩემი მშობლები არიან“.

თქვენ უკვე მიხვდით, რაშია საქმე. რებეკას ნებართვით (ის ახლა ოჯახთან ერთად საკონფერენციო დარბაზში იმყოფება) მე მისი ოჯახის ამბავს გაგიზიარებთ.12

გამოსახულება
და ვერდა და უხუცესი რულონ რასბანდი.

ჩემი მშობლები - უხუცესი რულონ და და ვერდა რასბანდი ფლორიდაში, ფორტ-ლოდერდეილის მისიაში მსახურობდნენ.13 ქადაგებისას ღვთის ხელმა ისინი რებეკას კართან მიიყვანა. ის მაშინ მოზარდი იყო და ოსმონდების მუსიკა მოსწონდა (ჩვენი მეგობარი, დონი, ასევე აქ არის დღეს).14 მედიაში მოსმენილი ინტერვიუდან რებეკამ შეიტყო, რომ ისინი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები იყვნენ. ის გრძნობდა, რომ მათში რაღაც განსხვავებული იყო და ფიქრობდა, რომ ეს მათი რელიგიის დამსახურება იყო. რებეკამ ამ ეკლესიის მრწამსის კვლევაში ორი წელი სკოლის ბიბლიოთეკაში გაატარა. ასე რომ, როცა სიმპატიურმა ცოლ-ქმარმა მის კარზე დააკაკუნა და უკანასკნელ დღეთა წმინდანებად გააცნო თავი, ის ყურებს ვერ უჯერებდა.

„დედამ მითხრა, თავიდან მომეშორებინა ისინი“, - მოგვიანებით დაწერა რებეკამ, მაგრამ „გულმა მითხრა: არა! მე მათ თვალებში შევხედე და ისეთი სიყვარული და სითბო ვიგრძენი. ამას რომ ვიხსენებ, თვალზე ისევ ცრემლი მადგება, გულში კი დიდი ემოცია ჩნდება“.15

რებეკამ ისინი შინ მოიპატიჟა და ჩემმა მისიონერმა მშობლებმა მას, მის ორ ახალგაზრდა დას და დედას - მიუხედავად მისი ყოყმანისა, გზავნილი გაუზიარეს.

რებეკამ ასე აღწერა ეს: „თქვენი მშობლები ისე კარგად გვიხსნიდნენ ყველაფერს, რასაც ვეკითხებოდით. მე ახლაც ისე აღვიქვამ მათ სახეებს, თითქოს ისინი ანათებდა. წასვლისას ჩვენ ყოველთვის ვეხუტებოდით თქვენს დედას, და ის ყოველთვის ეხმარებოდა დედას, თავი კომფორტულად და ღირსეულად ეგრძნო. მამათქვენს ყოველთვის ნაპერწკალი უჩანდა თვალებში, როცა ის იესო ქრისტეს შესახებ საუბრობდა. ის ცდილობდა, მამაჩვენი ჩაერთო დისკუსიაში და საბოლოო ჯამში დაითანხმა იგი. მამაჩემი ადგილობრივი კლუბის შეფ-მზარეული იყო. მან თქვენი ოჯახისთვის სადილების კეთება დაიწყო, მამათქვენის საყვარელი ლიმნის ღვეზელის ჩათვლით“.16

როცა უხუცესმა და და რასბანდმა რებეკასა და მის ოჯახს მორმონის წიგნის წაკითხვა სთხოვეს, რებეკა ხუთ დღეში მორჩა წაკითხვას. მას უნდოდა, მაშინვე მონათლულიყო მაგრამ ოჯახის დანარჩენი წევრები ამისთვის მზად ჯერ არ იყვნენ. ოთხი თვის შემდეგ რებეკამ დაჟინებით მოითხოვა, მონათლულიყო და ეკლესიას შეერთებოდა. ის იხსენებს: „მთელი სულით ვიცოდი, რომ ეს ჭეშმარიტი იყო“.17 1979 წ. 5 აპრილს მისიონერბმა 19 წლის რებეკა, მისი დედა და ორი და მონათლეს. მამაჩემი ამ ნათლობის მოწმე იყო.

როცა რებეკა ოჯახთან ერთად ეკლესიაში შემხვდა, ჩვენ ერთობლივი ფოტო გადავიღეთ. მე ის მოხუც დედას მივუტანე და მან ის გულში ჩაიკრო. შემდეგ მითხრა: „რონი, ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში“.

გამოსახულება
გუზმანები, რასბანდები და ოსმონდსები.

დედაჩემის პასუხი კითხვას ბადებს უფროსი ასაკის წყვილებთან: „თქვენ რას აკეთებთ ცხოვრების ამ ეტაპზე“? არსებობს უამრავი რამ, რისი კეთებაც მხოლოდ უფროსი ასაკის მისიონერებს შეუძლიათ. თქვენ ხართ სიკეთის შესანიშნავი ძალა, გამოცდილები ეკლესიაში და მზად ხართ გაამხნევოთ და გადაარჩინოთ ღვთის შვილები.

მაგრამ, ზოგიერთნი ალბათ ფიქრობენ: „შვილიშვილები როგორ დავტოვო? ჩვენ ხომ ვერ დავესწრებით ოჯახის მნიშვნელოვან მოვლენებს, დაბადების დღეებს, მოგვენატრება მეგობრები და შინაური ცხოველებიც კი“. ეს რომ დედასთვის მეკითხა, რატომ წავიდა მამასთან ერთად მისიაში, ვიცი რომ მეტყოდა: „მე შვილიშვილები მყავს. მინდა იცოდნენ, რომ შენი დედ-მამა მისიაში მსახურობდა, გვინდოდა შთამომავლობისთვის მაგალითი დაგვეტოვებინა და ჩვენ დალოცვა მივიღეთ, ძალიან დიდი დალოცვა“.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისიონერების სანახავად რომ დავდიოდი უფროსი ასაკის მისიონერთა ლეგიონის საოცარი მსახურების მოწმე გავხდი. ცხადია, მათ უხარიათ „უფლის ნების შესაბამისად“ მსახურება18 და ის, რომ „უფლის საქმე[ს]“ აკეთებენ.18

ზოგიერთი თქვენგანისთვის და იმედია, ათასობით თქვენგანისთვის, მსოფლიოს რომელიმე კუთხეში სრული დროის მისიონერული სამსახური შესაფერისი ადგილი იქნება.19 ზოგს შინ ურჩევნია საეკლესიო მსახურება. ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა პირობების გამო ზოგს არ შეუძლია მსახურება. ჩვენ გვესმის ასეთი შემთხვევები და ვიმედოვნებ, იპოვით მსახურებაში მყოფი ადამიანების მხარდაჭერის გზებს. შეასრულეთ წინასწარმეტყველის რჩევა და ილოცეთ, რათა გაიგოთ, რა სურს უფალს თქვენგან.

მთელი მსოფლიოს მისიები დახმარებისთვის გევედრებიან. პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა უფროსი ასაკის მისიონერებზე: „ისინი არიან სულით ახალგაზრდები, აქვთ სიბრძნე და მუშაობის სურვილი“.20

მისიის სფეროში თქვენ უამრავი შესაძლებლობა გაქვთ: შეგიძლიათ მისიის ოფისში ან ტაძრებში იმსახუროთ, გააძლიეროთ ახალგაზრდა მისიონერები, გაამყაროთ პატარა სამრევლოები, იმუშაოთ ოჯახური ძიების ცენტრებში ან ისტორიულ ადგილებში, ასწავლოთ ინსტიტუტში, უზრუნველყოთ ჰუმანიტარული მომსახურება, იმუშაოთ ახალგაზრდა ზრდასრულებთან, დაეხმაროთ დასაქმების ცენტრებში ან ეკლესიის ფერმებში. მრავალფეროვანი მსახურების დეტალები, სად სჭირდებით და როგორ უნდა მოემზადოთ წასასვლელად, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე „უფროსი ასაკის მისიონერი“.21 გთხოვთ, ასევე გაესაუბროთ თქვენს ეპისკოპოსს ან მრევლის პრეზიდენტს.

მე მრავალი წყვილი მოვიხმე მსახურებაზე და მათ სახეებზე ვხედავდი ქრისტეს სინათლის ანარეკლს.22 დაბრუნებისას ისინი ამბობდნენ, რომ უფრო დაუახლოვდნენ უფალს და ერთმანეთს, გრძნობდნენ, რომ უფლის სული იღვრებოდა მათზედ და იცოდნენ, რომ უკეთესობისკენ ცვლიდნენ არსებულ მდგომარეობას.23 ვინ იტყოდა ამაზე უარს?

შეუღლებული წყვილისთვის მისია შეიძლება გახდეს მათი ცხოვრების წიგნის ერთ-ერთი მთავარი თავი. ამ თავს მოუხდებოდა სათაური „უფალს საქმე აქვს ჩემთვის“.24 შეიძლება თქვენთვის უცნობ სფეროში მოგიწიოთ მოღვაწეობა; თუმცა, სულიწმინდის ძალა თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში გაგრძნობინებთ.

ჩემი მშობლები, ისევე როგორც ათიათასობით დაბრუნებული მისიონერი წყვილი, მოწმობდნენ იმ სიხარულის შესახებ, რომელიც მისიონერულმა საქმემ მოუტანა. უფალმა თქვა უკანასკნელი დღეების წმინდა წერილში: „და თუ ასე იქნება, რომ თქვენ იშრომებთ მთელი თქვენი დღეები, ამ ხალხისათვის მონანიების ღაღადით და მოიყვანთ ჩემთან მხოლოდ ერთ სულს, რაოდენ დიდი იქნება თქვენი მასთან ერთად სიხარული ჩემი მამის სასუფეველში“!25

ესაიამ მისიის „ყანაში“ მსახურება პოეტურად აღწერა: წმინდა წერილი გვეუბნება რომ „საყანე სოფელია“.26 ამ დიადმა უძველესი დროის წინასწარმეტყველმა დაწერა: „რადგან მხიარულებით გახვალთ, და მშვიდობით იქნებით წაყვანილნი. მთანი და ბორცვნი შემოსძახებენ თქვენს წინაშე სიმღერას, და მინდვრის ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს.27 მთები, ბორცვები, მინდვრები და ხეები შეიძლება შევადაროთ მისიის პრეზიდენტებს, ეპისკოპოსებს, ოლქის ხელმძღვანელებს, წევრებსა და მათ, ვინც ეძებენ ჭეშმარიტებას, მაგრამ „არ იციან, სად უნდა იპოვონ იგი“,28 ისინი დაამოწმებენ, რომ უფროსი ასაკის მისიონერები, თავიანთი დამოწმებებით მხსნელისა და გამომსყიდველის შესახებ, უშუალოდ ლანდშაფტს ცვლიან.

მე, როგორც უფალი იესო ქრისტეს მოციქული, გთხოვთ, იმსახუროთ ისრაელის შეკრებაში როგორც მისიონერმა და შემდეგ, ალბათ კიდევ ერთხელ იმსახუროთ. გვჭირდებით - ძალიან გვჭირდებით. ჩვენ მადლობელნი ვართ თქვენი, უფროსი ასაკის წევრებო, თქვენი ცხოვრებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც თქვენს სახლებში, მეურვეობებში და პალოებში აჩვენებთ. ახლა გიწვევთ, აიღოთ თქვენი „ნოუ-ჰაუ“, დაამატოთ თქვენი „ასაკოვანი“ დამოწმებები და წახვიდეთ მისიაში. მე ვლოცულობ, რომ შემდეგში, როცა დავჯდები უფროსი ასაკის წყვილების გასამწესებლად, ასობით მსახურების მსურველი მეყოლება, რომელნიც მოუთმენლად ელიან მოხმობას.

მე ასევე გპირდებით, რომ მსახურებისას თქვენ იგრძნობთ უფლის სიყვარულს თქვენს ცხოვრებაში, შეიცნობთ მას, ის კი - თქვენ და „რაოდენ დიდი იქნება თქვენი სიხარული“.29 იესო ქრისტესადმი თქვენი თავდადებული მსახურება შთააგონებს და დალოცავს თქვენს ოჯახს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს. „[გაუმრავლდებათ] წყალობა, მშვიდობა და სიყვარული“30 მრავავლი წლის განმავლობაში. მე ამას გპირდებით. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. Russell M. Nelson, “Hope of Israel” (worldwide youth devotional, June 3, 2018), Gospel Library.

  2. მოძღვრება და აღთქმები 18:10.

  3. 3 ნეფი 10:18.

  4. მოძღვრება და აღთქმები 78:18.

  5. ეკლესიას მთელ მსოფლიოში ჰყავს 71 000 მეტი მისიონერი 414 მისიაში მთელ მსოფლიოში, ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკიდან ევროპამდე და აფრიკამდე, აზიამდე და ავსტრალია/ოკეანიამდე. სულ 34 000 უფროსი ასაკის მისიონერია. (მისიონერული დეპარტამენტის მონაცემები, 2023 წ. სექტემბერი)

  6. See Ronald A. Rasband, “The Divine Call of a Missionary,” Liahona, May 2010, 52–53.

  7. Russell M. Nelson, “Senior Missionary Moments,” Liahona, Apr. 2016, 27.

  8. Russell M. Nelson, “Senior Missionaries and the Gospel,” Liahona, Nov. 2004, 81.

  9. მოძღვრება და აღთქმები 4:3.

  10. იოანე 4:36.

  11. ნიუ-იორკში ვიყავი, შვილიშვილის, ბრუკლინის, ნათლობაზე და მეორე შვილიშვილის, ევას, კურთხევაზე. 2006 წ. აპრილი

  12. რებეკა გუზმანის წერილი უხუცეს რონალდ ა. რასბანდს. 8 სექტემბერი, 2009 წ.

  13. ჩემი მშობლები მსახურობდნენ ფლორიდაში, ფორტ- ლოდერდალეს მისიაში, 1979 წ.

  14. ოსმონდების ოჯახი პოპულარული ამერიკული მუსიკალური ჯგუფი იყო. მათ პოპ მუსიკით გაითქვეს სახელი. ამ ჯგუფი პოპულარობის პიკზე 1970 წლებში იყო. ისინი ტელე და სხვადასვა ტიპის შოუში მონაწილეობდნენ. დონიმ და მარიმ გააგრძელეს სასცენო კარიერა, ძძმებმა კი ბრანსონშ, მისურიშ, ათწლეულების მანძლზე მღეროდნენ.

  15. რებეკა გუზმანის წერილი, 8 სექტემბერი, 2009 წ.

  16. რებეკა გუზმანის წერილი, 8 სექტემბერი, 2009 წ.

  17. რებეკა გუზმანის წერილი, 8 სექტემბერი, 2009 წ.

  18. მოძღვრება და აღთქმები 64:29.

  19. უფროსი ასაკის მისიონერებს მრავალი ფორმის საშუალებები აქვთ და წყვილებს ან უფროსი ასაკის დებს შეუძლიათ ჩამოწერონ სურვილები, ასევე მიუთითონ სრული დროის მისიის ან ეკლესიაში მსახურების დავალება. საბოლოო ჯამში, სრული დროის მისიაში მოხმობას ეკლესიის წინასწარმეტყველი აწარმოებს. პალოს პრეზიდენტები აქვეყნებენ ეკლესიაში მსახურების დავალებებს. მსახურების ვადაა 6-დან 23 თვემდე და უფროსი ასაკის მისიონერებს, ახალგაზრდებთან შედარებით, აქვთ უფრო მოქნილი გრაფიკი, ნაკლებად დატვირთული ღონისძიებები. See seniormissionary.ChurchofJesusChrist.org.

  20. Russell M. Nelson, “Senior Missionaries and the Gospel,” Liahona, Nov. 2004, 79.

  21. See seniormissionary.ChurchofJesusChrist.org.

  22. იხ. ალმა 5:14. სახე შეიძლება აღიწეროს როგორც პიროვნების სულიერი განწყობა და მდგომარეობა.

  23. იხ. იუდა 1:22; მოსია 4:20.

  24. იხ. “მე წავალ, სადაც შენ მიხმობ” საგალობლები, no. 270 , no. 270.

  25. მოძღვრება და აღთქმები 18:15.

  26. უფალმა აგვიხსნა: „საყანე კი სოფელია; … მკა კი არის სოფლის აღსასრული“ (მათ 13:38-39).

  27. ესაია 55:12.

  28. მოძღვრება და აღთქმები 123:12.

  29. მოძღვრება და აღთქმები 18:15.

  30. იუდა 1:2

ამობეჭდვა