გენერალური კონფერენცია
მიმოხილვის ობიექტივიდან ღვთის ოჯახის დანახვა
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


მიმოხილვის ობიექტივიდან ღვთის ოჯახის დანახვა

მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, რწმენის თვალით შევამციროთ მასშტაბი და იმედითა და სიხარულით შევხედოთ საკუთარ თავსა და ოჯახს.

როცა ჩვენი უმცროსი ქალიშვილი, ბერკლი, პატარა იყო, მე კითხვის დროს დავიწყე სათვალის ხმარება - ისეთის, რომელიც ყველაფერს ადიდებს და აახლოებს. ერთხელ, როცა ერთად ვისხედით და წიგნს ვკითხულობდით, მე მას სიყვარულით, თუმცა სინანულით შევხედე, რადგან ის უკვე ისე გაიზარდა. გავიფიქრე: „როგორ გაფრინდა დრო! რამხელა გოგოა უკვე“!

როცა ცრემლის მოსაწმენდად სათვალე მოვიხსენი, მივხვდი: „უი, სათვალის ბრალია, სულაც არ გაზრდილა ჩემი შვილი! არაფერია“!

ზოგჯერ ჩვენ მხოლოდ ახლოდან, გადიდებული მასშტაბით ვხედავთ საყვარელ ადამიანებს. დღეს გიწვევთ, დააპატარაოთ მასშტაბი და სხვა ობიექტივში ჩაიხედოთ — მარადიულში, რომელიც ფოკუსირებულია დიდ სურათზე, თქვენს დიდ ისტორიაზე.

კოსმოსში გაფრენის ადრეულ წლებში უპილოტო რაკეტებს ფანჯრები არ ჰქონდა. მაგრამ აპოლო 8 -ს მთვარეზე გაფრენისას ხომალდს უკვე ჰქონდათ ფანჯრები. ღია სივრცეში ყოფნისას ასტრონავტები გაოცებულნი იყვნენ დედამიწის დანახვით და ეს შთამბეჭდავი სურათი გადაიღეს, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო! ამ ასტრონავტებმა ისეთი ძლიერი გრძნობა განიცადეს, რომ მას პერსონალური სახელი მიენიჭა: მიმოხილვის ეფექტი.

გამოსახულება
კოსმოსიდან დანახული დედამიწა

NASA

ახალი პოზიციიდან ყურება ყველაფერსცვლის. ერთ-ერთმა კოსმონავტმა თქვა: ის „ამცირებს ნივთებს იმ ზომამდე, როცა გგონია, რომ ყველაფერი მართვადია. … ჩვენ ეს შეგვიძლია! მშვიდობა დედამიწაზე - პრობლემა არ არის. ეს ისეთი ტიპის ენერგიას აძლევს ადამიანს … ისეთი ტიპის ძალას“.1

როგორც ადამიანებს, ჩვენ მიწიერი ხედვა გვაქვს, მაგრამ ღმერთს სამყაროს გრანდიოზული მიმოხილვა გააჩნია. ის ხედავს ყოველ ქმნილებას, ყოველ ჩვენგანს და ის იმედით არის სავსე.

შესაძლებელია, ამ პლანეტის ზედაპირზე ცხოვრებისას ხედავდე ისე, როგორც ღმერთი ხედავს, რათა ეს მიმოხილვის გრძნობა გაგვიჩნდეს? მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, რწმენის თვალით შევამციროთ მასშტაბი და იმედითა და სიხარულით შევხედოთ საკუთარ თავსა და ოჯახს.

წმინდა წერილიც გვეთანხმება ამაში. მორონი საუბრობს მათზე, რომელთა რწმენა „იმდენად ძლიერი“ იყო, რომ „იხილეს საკუთარი თვალით ის, რაც იხილეს რწმენის თვალით და გაიხარეს.“.2

მხსნელზე მიპყრობილი მზერით ისინი სიხარულს გრძნობდნენ და იცოდნენ ჭეშმარიტება: ქრისტეს წყალობით ყველაფერი მოგვარდება. ყველაფერი, რაზედაც თქვენ თქვენ და თქვენ ღელავთ - მოგვარდება! და ისინი, ვინც რწმენის თვალით უყურებენ საქმეს იგრძნობენ რომ ყველაფერი კარგად იქნება, ახლა.

მე მძიმე ეტაპი გავიარე საშუალო სკოლაში, როდესაც კარგ არჩევანს არ ვაკეთებდი. მახსოვს, ვხედავდი, რომ დედა ტიროდა და ვფიქრობდი, რამე ხომ არ ვაწყენინე. იმ დროს ვნერვიულობდი, რომ მისი ცრემლები იმას ნიშნავდა, რომ ჩემში იმედი გაუცრუვდა და თუ მას ჩემი იმედი აღარ ჰქონდა, ალბათ უკან დასაბრუნებელი გზაც აღარ იყო.

მაგრამ მამაჩემი უფრო გადიდებული მასშტაბით უყურებდა ყველაფერს. მან გამოცდილებიდან იცოდა, რომ შფოთვა ძალიან ჰგავდა სიყვარულს, თუმცა იგივე არ იყო.3 ის რწმენის თვალს იყენებდა, რათა დაენახა, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა და მისმა იმედიანმა მიდგომამ შემცვალა.

როცა სკოლა დავამთავრე და ბი-უაი-იუ- ში გავემგზავრე, მამა წერილებს მიგზავნიდა და მახსენებდა, ვინ ვიყავი. იგი გახდა ჩემი გულშემატკივარი - ყველას სჭირდება გულშემატკივარი: ვინმე, ვინც არ გეტყვის: „ძალიან ნელა მირბიხარ“ და სიყვარულით შეგახსენებს, რომ შენ ეს შეგიძლია.

მამა ლეხის ხილვის მაგალითი იყო. მანაც, ლეხის მსგავსად იცოდა, რომ დაკარგულ ახლობლებს დევნა არ სჭირდება. „უბრალოდ უნდა იდგე იქ, სადაც ხარ და იქიდან ეძახდე მათ. უნდა მიხვიდე ხესთან, იქ დადგე, ღიმილით სახეზე მიირთმევდე ხილს და მუდამ ეძახდე საყვარელ ადამიანებს, აჩვენებდე საკუთარ მაგალითზე, რომ ხილის დაგემოვნება ბედნიერებაა“!4

ეს წარმოდგენა მეხმარებოდა სისუსტის მომენტებში, როცა ხესთან ვიდექი, ხილს ვჭამდი, მაგრამ ვტიროდი, რადგან ვწუხდი; და მართლაც, რამდენად გვეხმარება ეს? მოდით, ამის ნაცვლად ავირჩიოთ იმედი - ჩვენი შემქმნელის და ერთმანეთის იმედი, რომელიც აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, გავხდეთ იმაზე უკეთესი ადამიანი, ვიდრე ვართ.

მალევე უხუცეს ნილ ა.მაქსველის გარდაცვალების შემდეგ ჟურნალისტმა ჰკითხა მის ვაჟს, რა ენატრებოდა მას ყველაზე მეტად. მან თქვა: „სადილი მშობლების სახლში“, რადგან ის ყოველთვის მიდიოდა იქიდან შეგრძნებით, რომ მამას სჯეროდა მისი.

ეს იყო დრო, როცა ჩვენი ზრდასრული შვილები კვირაობით მეუღლეებთან ერთად მშობლებთან სადილზე დადიოდნენ. კვირის განმავლობაში მე გონებაში იმის სიას ვადგენდი, რა უნდა შემეხსენებინა მათთვის კვირას, მაგალითად: „როცა სახლში ხარ, იქნებ ეცადო და ბავშვებთან მეტი დრო გაატარო“ ან „ნუ დაივიწყებ, რომ კარგი მსმენელი უნდა იყო“.

როცა ძმა მაქსველის კომენტარი წავიკითხე, სიები გადავყარე და ის კრიტიკული ტონი შევცვალე. ასე რომ, როცა ჩემს ზრდასრულ შვილებს ყოველ კვირას მოკლე ხნით ვხვდებოდი, მე იმ მრავალ დადებით რამეზე ვახდენდი ფოკუსირებას, რასაც ისინი უკვე აკეთებდნენ. როცა ჩვენი ყველაზე უფროსი ვაჟი, რაიანი, რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა, მახსოვს, როგორი მადლიერი ვიყავი იმისთვის, რომ ჩვენი ერთად გატარებული დრო უფრო ბედნიერი და პოზიტიური იყო.

სანამ საყვარელ ადამიანთან შევალთ კონტაქტში, ვკითხოთ საკუთარ თავს: „სასარგებლოა თუ გულსატკენი ის, რის თქმას ან გაკეთებას ვაპირებ“? ჩვენი სიტყვები ჩვენი ერთ-ერთი ზეძალაა, ოჯახის წევრები კი დაფას გვანან. ისინი ჩვენ წინ დგანან და გვეუბნებიან: „დაწერე, რას ფიქრობ ჩემზე!“ ეს გზავნილები გააზრებული თუ უნებლიე, იმედის მომცემი და გამამხნევებელი უნდა იყოს.5

ჩვენ ის კი არ გვევალება, რომ რთულ პერიოდში მყოფ პიროვნებას ჭკუას ვარიგებდეთ და ვაგრძნობინოთ, რომ ის ცუდი ან უიმედო ადამიანია. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ვიგრძნოთ, რომ შენიშვნა უნდა მივცეთ, მაგრამ მოდით, ხშირად ვუთხრათ ჩვენს საყვარელ ადამიანებს - სიტყვიერად თუ უსიტყვოდ, ის, რისი მოსმენაც სურთ: „ჩვენი ოჯახი სრულია იმიტომ, რომ შენ მისი წევრი ხარ“. „შენ ცხოვრების ბოლომდე გვეყვარები - რაც არ უნდა მოხდეს“.

ზოგჯერ თანაგრძნობა რჩევაზე მეტად გვჭირდება; ლექციაზე მეტად - მოსმენა, ვინმე, ვინც მოგვისმენს და იფიქრებს: „რას ვიგრძნობდი, რომ მეთქვა ის, რაც მათ თქვეს?“

გახსოვდეთ, რომ ოჯახები ღვთისგან ბოძებული ლაბორატორიაა, სადაც ჩვენ რაღაცას ვარკვევთ, ამიტომ არასწორი ნაბიჯები და გათვლები არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ სავარაუდოა. განა არ იქნებოდა საინტერესო, სიცოცხლის ბოლოს გვეხილა, რომ ეს ურთიერთობები, თუნდაც ის რთული მომენტები, სწორედ ის იყო, რაც მხსნელის დამსგავსებაში დაგვეხმარა? ყოველი რთული ურთიერთქმედება გვაძლევს შესაძლებლობას ვისწავლოთ, როგორ გვიყვარდეს უფრო ღრმად, ღმერთის დონეზე.6

მოდით, დაპატარავებული მასშტაბით შევხედოთ ოჯახს, რათა დავინახოთ იგი როგორც მძლავრი მექანიზმი, რომელიც გვასწავლის იმ გაკვეთილებს, რომლებისთვისაც აქ მოვევლინეთ და რომლებსაც ვსწავლობთ, როცა მხსნელს მივმართავთ დახმარებისთვის.

მოდით ვაღიაროთ, რომ დაცემულ სამყაროში ვერ ვიქნებით სრულყოფილი მეუღლე, მშობელი, ვაჟი ან ქალიშვილი, შვილიშვილი, დამრიგებელი ან მეგობარი - მაგრამ არსებობს მილიონობით გზა იმისთვის, რომ კარგი იყოთ.7 მოდით, დავრჩეთ ხესთან, დავაგემოვნოთ ღვთის სიყვარული და გავუზიაროთ იგი სხვებს. ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ამაღლებით, ჩვენ ერთად ავმაღლდებით.

სამწუხაროდ, ხილის დაგემოვნების მოგონება არ არის საკმარისი; ჩვენ კვლავ და კვლავ უნდა დავაგემოვნოთ იგი ისე, რომ ჩვენს ობიექტივში ზეციური მიმოხილვა გამოჩნდეს და ეს შესაძლებელი ხდება წმინდა წერილის შესწავლით, რომელიც აღვსილია სინათლით და სიბნელეს განდევნის. ვიყოთ მუხლმოდრეკილი მანამ, სანამ ჩვენი შემთხვევითი ლოცვა ძალას არ შეიძენს. ამ დროს გული ლბება და ჩვენ ღვთის თვალით ვხედავთ ყველაფერს.

ამ უკანასკნელ დღეებში ჩვენი უდიდესი სამუშაო ალბათ ჩვენს საყვარელ ადამიანებთან იქნება დაკავშირებული - ბოროტ სამყაროში მცხოვრებ კარგ ადამიანებთან. ჩვენი იმედი იცვლება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ ისინი საკუთარ თავს და რანი არიან ისინი სინამდვილეში. და სიყვარულის ამ ობიექტივში ისინი იხილავენ, რანი უნდა გახდნენ.

მაგრამ მოწინააღმდეგეს არ სურს, რომ ჩვენ ან ჩვენი ახლობლები ერთად დავბრუნდეთ შინ. და რადგან ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, რომელიც შეზღუდულია დროში და მას გარკვეული რაოდენობის წლები აქვს დათმობილი,8 ის ცდილობს დაამკვიდროს ჩვენში პანიკის ძალიან რეალური გრძნობა. როდესაც ყველაფერს გადიდებული მასშტაბით უყურებ ძნელია იმის დანახვა, რომ ჩვენი მიმართულება მეტად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიჩქარე.

გახსოვდეთ: „თუ გინდა ჩქარა იარო - მარტო იარე. თუ გინდა შორს წახვიდე - ერთად იარეთ“.9 საბედნიეროდ ღმერთი, რომელსაც თაყვანს ვცემთ, არ არის დროში შეზღუდული. ის ხედავს, რანი არიან ჩვენი ახლობლები სინამდვილეში და რანი ვართ ჩვენ .10 ამიტომ ის გვითმენს, იმედი აქვს, რომ ჩვენც მომთმენნი ვიქნებით ერთმანეთის მიმართ.

ვაღიარებ: არის შემთხვევები, როდესაც დედამიწაზე, ჩვენს დროებით სახლში, თავს ისე, როგორც მწუხარების კუნძულზე ვგრძნობთ. ეს არის მომენტები, როცა ერთი თვალით რწმენას ვუმზერ, მეორე თვალით კი ვტირი.11 ნაცნობი შეგრძნებაა?

სამშაბათს მქონდა ასეთი შეგრძნება.

ხომ შეიძლება, ამის ნაცვლად ჩვენი წინასწარმეტყველის დამოკიდებულება ავირჩიოთ, როცა ის სასწაულებს გვპირდება ოჯახებში? თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი სიხარული გაიზრდება მაშინაც კი, როცა აურზაური იმატებს. ის გვპირდება, რომ მიმოხილვის ეფექტის შეგრძნება ახლაცარის შესაძლებელი, რა პირობებშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ.12

ამჟამად ჩვენს ცხოვრებაში რწმენის ამ თვალის არსებობა არის იმ რწმენის აღდგენა ანუ გამოძახილი, რომელიც ამ პლანეტაზე მოსვლამდე გვქონდა. ის ამ მომენტის გაურკვევლობის მიღმა იყურება, გვაძლევს რა საშუალებას, „მხნედ გავაკეთოთ ყოველივე, რისი ძალაც შეგვწევს; [და] შემდეგ… დავდგეთ წყნარად“.13

ამჟამად არის თქვენს ცხოვრებაში სირთულე, რომლის მოგვარებაც თქვენი აზრით შეუძლებელია? რწმენის თვალის გარეშე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ღმერთმა დაკარგა ყოველივეს კონტროლი და განა ეს მართლა ასეა?

ან იქნებ თქვენი ყველაზე დიდი შიშია ის, რომ ამ რთული პერიოდის გავლა მარტო მოგიწევთ, მაგრამ ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ღმერთმა მიგატოვათ და განა ეს ასეა?

მე ვმოწმობ, რომ მხსნელს, გამოსყიდვის გამო, შეუძლია ნებისმიერი კოშმარი თქვენს ცხოვრებაში დალოცვად აქციოს. მან მოგვცა დაპირება „უცვლელი აღთქმით“, რომ თუ ვეცდებით, გვიყვარდეს იგი და მის კვალზე ვიაროთ „ყოველივე რაშიც [ვიყავით] გაჭირვებულნი, [ჩვენ] სასარგებლოდ იმოქმედებს“.14 ყოველივე .

და რადგან აღთქმის შვილები ვართ, შეგვიძლია ახლამოვითხოვოთ ეს იმედის მომცემი გრძნობა.

ჩვენი ოჯახები სრულყოფილი როდია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვსრულყოთ ჩვენი სიყვარული სხვების მიმართ, სანამ ის არ გახდება მუდმივი, უცვლელი, უპირობო ანუ ისეთი სიყვარული, რომელიც ცვლილებებს უჭერს მხარს და გვაძლევს ზრდისა და დაბრუნების საშუალებას.

ეს მხსნელის საქმეა - შინ დააბრუნოს ჩვენი საყვარელი ადამიანები. ეს არის მისი საქმე და მისი დრო. ჩვენი საქმეა - უზრუნველვყოთ იმედი და გული, რომელთანაც ისინი მოინდომებენ მოსვლას. „ჩვენ არ გაგვაჩნია არც [ღვთისგან] ბოძებული განკითხვის უფლებამოსილება და არც მისი გამოსყიდვის ძალა, მაგრამ ჩვენ უფლებამოსილნი ვართ მისი სიყვარულის გამოსავლენად“.15 პრეზიდენტი ნელსონი აგრეთვე გვასწავლიდა, რომ სხვებს ჩვენი სიყვარული განსჯაზე მეტად ესაჭიროებათ. „მათ თქვენს სიტყვებში და მოქმედებებში იესო ქრისტეს წმინდა სიყვარულის ანარეკლი უნდა იხილონ“.16

სიყვარული გულებს ცვლის. ეს არის ყველაზე სუფთა მამოძრავებელი ძალა და სხვებს შეუძლიათ იგრძნონ ეს. მოდით, ჩავეჭიდოთ ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებს, რომლებიც 50 წლის წინ გვიბოძეს: „არცერთი ოჯახი არ არის წარუმატებელი მანამ, სანამ ცდილობს“.17 რა თქმა უნდა, გაიმარჯვებენ ისინი, ვისაც უფრო ძლიერად და ხანგრძლივად უყვართ!

მიწიერ ოჯახებში ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ იმას, რასაც ღმერთმა ჩვენ მიმართ მოიმოქმედა - მივუთითებთ გზას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანებიც ამ მიმართულებით წავლენ, იციან რა რომ გზას თავად ირჩევენ.

და როცა ისინი საბურველის მეორე მხარეს გადავლენ და მიუახლოვდებიან თავიანთი ზეციური სახლის სიყვარულის „გრავიტაციის ძალას“18 მჯერა, რომ ეს მათთვის ნაცნობი იქნება, რადგან ისინი ასე აქ უყვარდათ.

მოდით, გამოვიყენოთ ეს მიმოხილვის ობიექტივი და დავინახოთ ჩვენი საყვარელი ადამიანები და ისინი, ვისთანაც ერთად ვცხოვრობთ, როგორც თანანმგზავრები ამ მშვენიერ პლანეტაზე.

მე და თქვენ? ჩვენ ეს შეგვიძლია! მოდით, გავძლოთ და ვიმედოვნოთ! ჩვენ შეგვიძლია, დავრჩეთ ხესთან და სახეზე ღიმილით დავაგემოვნოთ მისი ნაყოფი, ისე რომ ჩვენს თვალებში ქრისტეს სინათლე სხვებისთვის გახდეს იმედი, როცა ცხოვებაში სიბნელის საათები ექნებათ. როცა ისინი ჩვენს სახეზე სინათლეს იხილავენ, ის მოიზიდავს მათ. შემდეგ ჩვენ შევძლებთ, დავეხმაროთ მათ, გადაიტანონ ყურადღება სიყვარულისა და სინათლის თავდაპირველ წყაროზე - „ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავზე“, იესო ქრისტეზე.19

მე ვმოწმობ, რომ ეს - ყოველივე ეს - იმაზე ბევრად უფრო კარგად მოგვარდება, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია! იესო ქრისტეზე მიპყრობილი რწმენის თვალით, დაე, დავინახოთ, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება და ახლავიგრძნოთ ეს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა