გენერალური კონფერენცია
აღთქმისადმი ნდობა იესო ქრისტეს მეშვეობით
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


აღთქმისადმი ნდობა იესო ქრისტეს მეშვეობით

როდესაც უფლის სახლში შევდივართ, ჩვენ ვიწყებთ წმინდა მოგზაურობას, რათა ვისწავლოთ, გავხდეთ ქრისტეს უფრო ამაღლებული და წმინდა მოწაფეები.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, მე ვლოცულობ, რომ შევძლოთ სულიერი განახლება ამ შაბათ-კვირას ჩვენი ხელმძღვანელებისგან მოსმენილი შთამაგონებელი გზავნილებით და გავიხაროთ იმაში, რასაც სიამოვნებით ვეძახი: „აღთქმისადმი ნდობა იესო ქრისტეს მეშვეობით“. ეს ნდობა კურთხევების მიღების ჩუმი, მაგრამ საიმედო საწინდარია, რომელსაც ღმერთი ჰპირდება მათ, ვინც იცავს თავიანთ აღთქმებს და ესოდენ აუცილებელია ჩვენს გამოწვევებით სავსე დროში.

პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის შთაგონებული ხელმძღვანელობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფლის ახალი სახლების მშენებლობამ ეკლესიის წევრებს შორის დიდი სიხარული გამოიწვია და ის უფლის სასუფევლის გაფართოების მნიშვნელოვანი სიმბოლოა.

გასული წლის ოქტომბერში, როდესაც ვიაზრებდი ჩემს სულის შემკვრელ გამოცდილებას ფეზერ რივერის კალიფორნიის ტაძრის მიძღვნისას, მიჩნდებოდა კითხვა: თავს ხომ არ ვკარგავთ ხოლმე, როდესაც ჩვენს ქალაქებსა და თემებში ახალ ტაძრებს ვხსნით და ვივიწყებთ ტაძრებში დადებული წმინდა აღთქმების დანიშნულებას.

თითოეული ტაძრის ფასადზე ამოტვიფრულია საზეიმო წარწერა: „სიწმიდე უფლისა“. აღნიშნული შთამაგონებელი სიტყვები არის ნათელი მოწვევა, რომ როდესაც შევდივართ უფლის სახლში, ვიწყებთ წმინდა მოგზაურობას, რათა ვისწავლოთ, გავხდეთ ქრისტეს უფრო ამაღლებული და წმინდა მოწაფეები. როდესაც სიწმინდეში ღვთის წინაშე აღთქმებს ვდებთ და ვიღებთ მხსნელის მიმდევრობის ვალდებულებას, ჩვენ მოვიპოვებთ გულის შეცვლის, სულის განახლებისა და უფალთან ურთიერთობის გაღრმავების ძალას. მსგავს ძალისხმევას მოაქვს ჩვენი სულის განწმენდა და აყალიბებს წმინდა კავშირს ღმერთთან და იესო ქრისტესთან, რომელიც გვპირდება, რომ შეგვიძლია დავიმკვიდროთ მარადიული სიცოცხლის ძღვენი. ამ წმინდა მოგზაურობის შედეგია ის, რომ ჩვენ, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მივიღებთ უფრო წმინდა და უფრო მაღალ ნდობას იესო ქრისტეს მეშვეობით დადებული აღთქმების მიმართ.

ასეთი ნდობა არის ღმერთთან ჩვენი ღვთაებრივი კავშირის მწვერვალი და დაგვეხმარება გავზარდოთ ჩვენი ერთგულება და მადლიერება იესო ქრისტესა და მისი გამომსყიდველი მსხვერპლის მიმართ. აღნიშნული, განამტკიცებს ჩვენს უნარს, გვიყვარდეს და ვემსახუროთ სხვებს და აძლიერებს ჩვენს სულს, ვიცხოვროთ არაწმინდა სამყაროში, რომელიც სულ უფრო ბნელი და დამთრგუნველი ხდება. ეს გვანიჭებს ძალას, დავძლიოთ ეჭვი და სასოწარკვეთა, შიში და იმედგაცრუება, გულისტკივილი და უიმედობა, როდესაც მტერი ცდილობს ჩვენს გულებში ღრმად შეღწევას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხოვრება რთულია, განსაცდელები ხანგრძლივი ან ვითარება დამძიმებული. ეს მუხლი ბიბლიიდან, თითოეულ ჩვენგანს სთავაზობს სანდო რჩევას, როდესაც დღევანდელი მსოფლიოს მძაფრ გამოწვევებს ვაწყდებით: „მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გაბედულებას“.

ძვირფასო ძმებო და დებო, ისინი, ვინც ჭეშმარიტ ნდობას მოიპოვებთ უფლის სახლში იესო ქრისტეს მეშვეობით დადებულ აღთქმებში, ფლობთ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალას, რომლის მიღებაც შეგვიძლია ამ ცხოვრებაში.

წელს რომ მოდი და გამომყევი -ს მიხედვით მორმონის წიგნს ვსწავლობდით, ჩვენ გავხდით მოწმენი იმისა, თუ როგორ ლამაზად აჩვენა ნეფიმ თავისი ერთგულებით, ამ ტიპის აღთქმისადმი ნდობის ძალა, როდესაც ის აწყდებოდა წარუმატებლობას და გამოწვევებს, მაგალითად, ფირფიტების მიღებისას, რომლების მოპოვება უფალმა უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ ნეფი უკიდურესად დაღონდა ლამანისა და ლემუელის შიშისა და რწმენის ნაკლებობის გამო, ის ინარჩუნებდა ნდობას, რომ უფალი მას ფირფიტებს გადასცემდა. მან უთხრა თავის ძმებს: „ისე, როგორც ცოცხალია უფალი და როგორც ცოცხლები ვართ, არ ჩავალთ მამაჩვენთან უდაბნოში, სანამ არ შევასრულებთ იმას, რაც გვიბრძანა უფალმა“. ნეფიმ, უფლის დანაპირებისადმი ნდობის წყალობით, შეძლო აღესრულებინა, რაც დავალებული ჰქონდა“. მოგვიანებით, თავის ხილვაში, ნეფიმ დაინახა ამ ტიპის ნდობის გავლენა და დაწერა: „მე, ნეფიმ, დავინახე ღვთის კრავის ძალა, რომ ის მოეფინა კრავის ეკლესიის წმინდანებს და უფლის აღთქმულ ხალხს, … და ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სამართლიანობით და ღმერთის ძალით, დიადი დიდებულებით“.

მე საკუთარი თვალით ვიხილე უფლის სიყვარულით სავსე დაპირებები და ძალა ღვთის შვილების ცხოვრებაში შემოდინებული, რაც აძლიერებს მათ, ცხოვრებისეულ გარემოებებთან გამკლავებაში. რამდენიმე დღის წინ, ტაძარში თაყვანისცემის შემდეგ, ჩემი მეუღე სახლში დაბრუნდა და მითხრა, რაოდენ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მასზედ იქ ნანახმა. როდესაც იგი უფლის სახლში შევიდა, დაინახა ინვალიდის ეტლში მჯდომი კაცი, რომელიც ძალიან ნელა მოძრაობდა და ქალი, რომელიც დიდი გაჭირვებით დადიოდა ხელჯოხის გამოყენებით. ორივე, გაბედულად მოდიოდა, რათა უფლისთვის თაყვანი ეცათ მის სახლში. როცა ჩემი მეუღლე საწყისი წეს-ჩვეულებების მხარეს შევიდა, მან დაინახა სასიამოვნო და, რომელსაც ერთი ხელი არ ჰქონდა და მეორე ხელის მხოლოდ ნაწილი ჰქონდა დარჩენილი. იგი ლამაზად და ღვთაებრივად ასრულებდა ნებისმიერ მისთვის მიცემულ დავალებას.

როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვსაუბრობდით ამ გამოცდილებაზე, ჩვენ დავასკვენით, რომ მხოლოდ წმინდა და გულწრფელ ნდობას ღმერთის მარადიული დაპირებებისადმი, რომლებსაც ის გვიბოძებს თავის სახლში მასთან დადებული წმინდა აღთქმების მეშვეობით, შეეძლო აეძულებინა ქრისტეს ეს საოცარი მოწაფეები, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები იმ სუსხიან დღეს, მიუხედავად მათი პირადი ცხოვრებისეული მდგომარეობისა.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თუ არის ერთი რამ, რაც შეგვიძლია გაგვაჩნდეს და რაც შეგვიძლია გადავცეთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, რაც ყველას დაეხმარებოდა მომავალ განსაცდელებსა და გასაჭირში - ეს არის იესო ქრისტეს მეშვეობით დადებული აღთქმების ნდობა. ასეთი ღვთაებრივი საკუთრების ფლობა, დაეხმარება მათ იცხოვრონ ისე, როგორც უფალი დაჰპირდა თავის ერთგულ მიმდევრებს: „მაგრამ ჩემი მოწაფეები დადგებიან წმინდა ადგილებზე და არ დაიძვრებიან“.

როგორ მოვიპოვოთ ასეთი ნდობა იესო ქრისტეს მეშვეობით? ეს მოდის თავმდაბლობით, ჩვენი ცხოვრების მაცხოვარზე ფოკუსირებით, იესო ქრისტეს სახარების პრინციპებით ცხოვრებით, ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებების მიღებით და აღთქმების დაცვით, რომლებსაც ვდებთ ღმერთთან მის წმინდა სახლში.

2019 წლის ოქტომბრის გენერალურ კონფერენციაზე, თავის დასკვნით სიტყვაში, ჩვენმა ძვირფასმა წინასწარმეტყველმა შეგვახსენა მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღთქმის ნდობის მისაღწევად და თქვა: „უფლის სახლში შესასვლელად საჭირო პირადი ღირსება მოითხოვს დიდ პირად სულიერ მზადებას. ინდივიდის ღირსება მოითხოვს უფლის მსგავსად გონებისა და გულის სრულ მოქცევას, პატიოსან მოქალაქეობას, გახდე კარგი მაგალითი და უფრო წმინდა ადამიანი“. ამიტომ, თუ ჩვენ შევცვლით მზადებას ტაძარში შესასვლელად, ჩვენ შევცვლით ტაძართან დაკავშირებულ ჩვენს გამოცდილებას, რაც გარდაქმნის ჩვენს ცხოვრებას ტაძრის გარეთ. „მაშინ გაძლიერდება შენი ნდობა ღმერთის გარემოცვაში; და მღვდლობის მოძღვრება ჩამოიღვრება შენს სულში, ვითარცა ზეციური ცვარი“.

ერთი ჩემი ნაცნობი ეპისკოპოსი დაწყებითი საზოგადოების ყველაზე უფროსი ბავშვების კლასს უწოდებს არა „დაწყებითი“, არამედ „ტაძრისათვის მოსამზადებელი“ კლასი. იანვარში, ეპისკოპოსი იწვევს ასეთი კლასის მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს თავის კაბინეტში, სადაც ისინი საუბრობენ, თუ როგორ გაატარებენ მთელ წელიწადს ტაძარში შესვლისთვის მოსამზადებლად. ეპისკოპოსი განიხილავს სატაძრო რეკომენდაციის გასაუბრებიდან შესაფერის კითხვებს, რომლებიც შემდგომ მათი დაწყებითი კლასის გაკვეთილებში შევა. ის მოუწოდებს ბავშვებს, მოემზადონ იმისთვის, რომ როდესაც ისინი ერთ წელიწადში ეპისკოპოსის კაბინეტში შევლენ, მათ ექნებათ თავდაჯერებულობა, აღთქმებისადმი ნდობა, მზად იქნებიან, მიიღონ სატაძრო რეკომენდაცია და შევიდნენ უფლის სახლში. წელს, ეპისკოპოსს ჰყავდა ოთხი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც იმდენად აღელვებული, მომზადებული და ნდობით სავსე იყო ტაძარში შესასვლელად, რომ სურდათ ეპისკოპოსს მათი რეკომენდაციები ახალ წელს, ღამის 12:01 საათზე დაებეჭდა.

მომზადება სჭირდება არა მხოლოდ მათ, ვინც პირველად მიდის ტაძარში. ჩვენ ყველანი მუდმივად უნდა ვემზადებოდეთ უფლის სახლში შესასვლელად. ჩემთვის ერთ-ერთმა ნაცნობმა პალომ გაითავისა დევიზი „სახლზე ორიენტირებული, ეკლესიისგან მხარდაჭერილი და ტაძართან დაკავშირებული“. სიტყვადაკავშირება იმით არის საინტერესო, რომ ის ნიშნავს ფოკუსირებას მიმართულებაზე, თუმცა, ასევე ნიშნავს შეკრულს ან მიმაგრებულს, ასევე მტკიცეს, შეუპოვარს, უტყუარს. ასე რომ, ტაძართან დაკავშირება გვაახლოებს მაცხოვართან, გვაძლევს სათანადო მიმართულებას და სტაბილურობას, ამასთან უზრუნუვლეყოფს ჩვენს აღთქმისადმი ნდობას იესო ქრისტეს მეშვეობით. ამიტომ, ჩვენ ყველამ მიზანმიმართულად უნდა განვამტკიცოთ ასეთი კავშირი, უფალთან მის წმინდა სახლში ჩვენი შეხვედრით, იმისგან დამოუკიდებლად, ტაძარი ახლოს არის თუ შორს.

ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, გვახსენებს ამ მნიშვნელოვან პრინციპებს, ამბობს რა, რომ „ტაძარი ჩვენი რწმენის სიმყარისა და სულიერი სიძლიერის ცენტრია, რადგან მხსნელი და მისი დოქტრინა ტაძრის შუაგულია. ყოველივე, რაც ტაძარში ისწავლება, მითითებებისა და სულიწმინდის მეშვეობით, ზრდის ჩვენ მიერ იესო ქრისტეს შეცნობას. მისი აუცილებელი წეს-ჩვეულებები, მღვდლობის წმინდა აღთქმების მეშვეობით, შეგვკვრავს უფალთან. ასე რომ, თუ ვიცავთ აღთქმებს, იგი გვიბოძებს თავის მკურნალ, გამაძლიერებელ ძალას. ო, როგორ დაგვჭირდება მისი ძალა მომავალში“.

მხსნელს სურს, რომ მზად ვიყოთ ნათლად გვესმოდეს, თუ რა მოქმედებაა საჭირო, როდესაც ვდებთ აღთქმებს ჩვენს მამაზეციერთან მისი სახელით. მას სურს, რომ მზად ვიყოთ ჩვენი უპირატესობების, დაპირებებისა და პასუხისმგებლობების განსაცდელად; მზად ვიყოთ სულიერი შეხედულებებისა და გამოღვიძებისთვის, რაც გვჭირდება ამ ცხოვრებაში. ვიცი, რომ როდესაც უფალი დაინახავს, თუნდაც სურვილის ნაპერწკალს ან სამართლიანი ძალისხმევის მცდელობას ჩვენს მზადყოფნაში, რომ ჩვენი ცხოვრება მივმართოთ მისკენ და ამ წეს-ჩვეულებებისა და აღთქმებისკენ, რომლებსაც ვდებთ მის სახლში, ის გვაკურთხებს, მთელი თავისი სრულყოფილებით, სასწაულებითა და სათუთი წყალობით, რომელიც ჩვენ გვჭირდება.

უფლის სახლი არის ადგილი, სადაც შეგვიძლია გარდავიქმნათ უფრო მაღალი და წმინდა გზებით. ამგვარად, როდესაც ჩვენ ტაძრიდან გამოვდივართ, შეცვლილნი ჩვენი აღთქმის დაპირებების იმედით, შეიარაღებულნი ზეციური ძალით, ჩვენ ტაძარი თან მიგვაქვს ჩვენს სახლებსა და ცხოვრებაში. გარწმუნებთ, რომ ჩვენში უფლის სახლის სულის არსებობა, სრულიად გვცვლის.

ჩვენ ასევე ვსწავლობთ ტაძარში, რომ თუ გვინდა, უფლის სული შეუზღუდავი იყოს ჩვენს ცხოვრებაში, უბრალოდ შეუძლებელია და არ უნდა გვქონდეს არაკეთილგანწყობილი გრძნობები ვინმეს მიმართ. ჩვენს გულებში ან გონებაში არაკეთილგანწყობილი გრძნობებისა თუ აზრებისთვის ადგილის დათმობა გამოიწვევს არაკეთილგანწყობილ სიტყვებსა და მოქმედებებს, იქნება ეს სოციალურ მედიაში თუ ჩვენს სახლებში, რაც გამოიწვევს უფლის სულის ჩვენი გულებიდან მოცილებას. ამიტომ, გთხოვთ, არ გააქროთ თქვენი ნდობა, არამედ პირიქით, გააძლიეროთ თქვენი ნდობა.

ტაძრების უწყვეტი და დაჩქარებული მშენებლობა გააგრძელებს ჩვენს აღელვებას, შთაგონებას და კურთხევას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია,რომ როდესაც შევცვლით მზადყოფნას ტაძარში შესასვლელად, ჩვენ შევცვლით ჩვენს გამოცდილებას ტაძარში, რაც გარდაქმნის ჩვენს ცხოვრებას ტაძრის გარეთ. დაე, ამ გარდაქმნამ აგვავსოს იესო ქრისტეს მეშვეობით ღმერთთან დადებული წმინდა აღთქმებისადმი ნდობით. ღმერთი ცოცხალია, იესო არის ჩვენი მხსნელი და ეს არის მისი აღდგენილი ეკლესია დედამიწაზე. მე მოწიწებით ვაცხადებ ამ ჭეშმარიტებებს ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს, წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა