გენერალური კონფერენცია
ქრისტეს სიხარულში შთანთქმულნი
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


ქრისტეს სიხარულში ჩაფლობა

მე ვმოწმობ, რომ ჩვენს ზეციურ მამას ესმის თქვენი ცრემლიანი ვედრება და ის ყოველთვის გიპასუხებთ სრულყოფილი სიბრძნით.

გვიყვარხართ, უხუცესო კერონ. შეიძლება, ეს აქცენტი 10 წუთით ვითხოვო?

სანატრელი საოცრებები

ახალ აღთქმაში ჩვენ ვკითხულობთ ბრმა ბარტიმეიოსის შესახებ, რომელმაც იესოს სასწაულისთვის მოუხმო. „იესომ უთხრა მას: „წადი, შენმა რწმენამ გიხსნა.“ და მყისვე აეხილა თვალი“.

არის კიდევ სხვა შემთხვევა, როდესაც ბეთსაიდაში მყოფ მამაკაცს განკურნება სურდა. ამჯერად, პირიქით, სასწაული დაუყოვნებლივ არ მომხდარა. სამაგიეროდ, იესომ იგი ორჯერ აკურთხა, სანამ განიკურნებოდა“.

მესამე მაგალითში, პავლე მოციქულმა „სამჯერ [შეევედრა] უფალს“ გასაჭირის ჟამს, თუმცა, როგორც ცნობილია, მისი გულწრფელი ვედრება არ დაკმაყოფილდა.

სამი სხვადასხვა ადამიანი. სამი უნიკალური გამოცდილება.

ამიტომ, შეკითხვა: რატომ იღებს ზოგი ადამიანი სანატრელ საოცრებებს მალე, ზოგს კი მოთმინებით უწევს მოთმენა და უფალზე დაყრდნობა? შეიძლება არ ვიცოდეთ რატომ, მაგრამ კიდევ კარგი, ვიცით, ვის „ვუყვარვართ“ და „ყველაფერს აკეთებს [ჩვენი] კეთილდღეობისათვის და ბედნიერებისთვის“.

საღვთო მიზნები

ღმერთი, რომელიც ყველაფერს თავიდან ბოლომდე ხედავს, გვარწმუნებს: „შენი გასაჭირი და ტანჯვა ხანმოკლე იქნება“. და ის „შენსავე სასარგებლოდ“ იქნება“.

უხუცესმა ორსონ ფ. უიტნიმ, ცდილობდა რა, ეჩვენებინა ჩვენთვის ტანჯვის უფრო ღრმა მნიშვნელობა, განაცხადა: „არანაირი ტკივილი, რომლითაც ვიტანჯებით, არცერთი განსაცდელი არ იკარგება. ის ჩვენ გვასწავლის. … ყველაფერი, … რასაც ჩვენ [მოთმინებით] ვუძლებთ, … გვიყალიბებს ხასიათს, განწმენდს ჩვენს გულებს, გვიფართოებს სულს და შეგვმატებს სირბილესა და შემბრალებლობას. … მწუხარებითა და ტანჯვით, შრომითა და განსაცდელით ვიძენთ ცოდნას, რომლის მისაღებადაც აქ მოვდივართ და რომელიც უფრო მეტად დაგვამსგავსებს ჩვენს [ზეციურ მშობლებს]“.

პავლე მოციქულმა, ესმოდა რა, რომ „ქრისტეს ძალა დამკვიდრდე[ბა] [მასში], გასაჭირის ჟამს, თავმდაბლურად თქვა: „ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“.

ცხოვრებისეული სირთულეები გვცდის. თავად მხსნელმაც კი „ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება“ და გახდა სრულყოფილი.

და ერთ დღეს ის მოწყალებით განაცხადებს: „მე გამოგადნე , წამების ბრძმედში გამოგცადე “.

ღვთაებრივი დანიშნულების მინდობა იმედს შთაბერავს დაქანცულ სულებს და აღვიძებს მათში გამბედაობას ტანჯვისა და გულისტკივილის დროს.

ღვთიური ხედვა

წლების წინ, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გაგვიზიარა ეს ღირებული აზრი: „როდესაც ყველაფერს მარადიული ხედვით ვუყურებთ, ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ჩვენს ტვირთს“.

გამოსახულება
ჰოლი და თრეი პორტერი

მე და ჩემი მეუღლე, ჯილი, ახლახან გავხდით ამ ჭეშმარიტების მოწმენი, ჰოლი და რიკ პორტერების ერთგული ცხოვრების წყალობით. მათი 12 წლის ვაჟი, თრეი, ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. გმირულ ბრძოლაში საყვარელი შვილის გადასარჩენად, სასტიკად დამწვარი ხელებითა და ფეხებით, ჰოლი მოგვიანებით მოწმობდა ზიარების შეკრებაზე მეურვეობაში დიდი სიმშვიდისა და სიხარულის შესახებ, რომელიც უფალმა გადმოღვარა მათ ოჯახზე ტანჯვის დროს, და მოწმობის დროს იყენებდა სიტყვებს სასწაულებრივი, წარმოუდგენელიდა საოცარი.

გამოსახულება
მკურნალი ხელები

ამ ძვირფასი დედის გაუსაძლისი მწუხარება არაჩვეულებრივი სიმშვიდით შეიცვალა, რომელიც ამ აზრმა მოუტანა: „ჩემი ხელები არ არის ხელები, რომლებიც იხსნიან. ეს ხელები მხსნელს ეკუთვნის. ნაცვლად იმისა, რომ ვუყურებდე ნაიარევს ჩემს ხელებზე, როგორც შეხსენებას იმისა, რისი გაკეთებაც ვერ შევძელი, მე ვიხსენებ ნაიარევებს, რომლებიც ჩემს მხსნელს აქვს.

ჰოლის მოწმობა ასრულებს ჩვენი წინასწარმეტყველის დაპირებას: „როცა ცელესტიალურად აზროვნებ, განსაცდელებსა და წინააღმდეგობას ახლებურად ხედავ“.

უხუცესმა დ. ტოდ კრისტოფერსონმა თქვა: „მე მჯერა, რომ უბედურების დაძლევისა და მისგან გაზრდის გამოწვევამ მოგვხიბლა, როდესაც ღმერთმა წარადგინა გამოსყიდვის გეგმა წინამიწიერ სამყაროში. ჩვენ ახლა უნდა მივუდგეთ ამ ამოცანას, რადგან ვიცით, რომ ჩვენი ზეციერი მამა დაგვეხმარება. მაგრამ, აუცილებელია, რომ ღმერთს მივმართოთ. ღმერთის გარეშე, ტანჯვისა და უბედურების ბნელი გამოცდილება უიმედობას, სასოწარკვეთას და სიმწარესაც კი იწვევს“.

საღვთო პრინციპები

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უკმაყოფილების სიბნელე და ამის ნაცვლად მძიმე განსაცდელის ჟამს მივიღოთ მეტი სიმშვიდე, იმედი და სიხარულიც კი, მე გაგიზიარებთ სამ ღვთაებრივ პრინციპს.

პირველი - იესო ქრისტეს პირველ ადგგილზე დაყენებით ჩვენი რწმენა ძლიერდება. „მე დამეყრდენით ყოველ ფიქრში, - ამბობს უფალი. „ნუ ეჭვობთ, ნუ გეშინიათ“. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა:

„[ჩვენი] მარადიული სიცოცხლე დამოკიდებულია [ჩვენს] რწმენაზე [ქრისტეში] და მის გამოსყიდვაში“.

„როდესაც ახლახანს მიღებული ტრავმით გამოწვეულ ძლიერ ტკივილს ვებრძოდი, ვიგრძენი კიდევ უფრო ღრმა მადლიერება იესო ქრისტეს და მისი გამოსყიდვის ძღვენის მიმართ, რომელსაც გონებით ვერ ჩასწვდები. დაფიქრდით ამაზე! მხსნელმა აიტანა „ყველანაირი ტკივილი, ტანჯვა და ცდუნება, რათა შეძლებოდა ჩვენი ნუგეშისცემა, განკურნება და საჭირო დროს გადარჩენა“.

იგი აგრძელებს: „ტრავმამ მაიძულა, კვლავ და კვლავ მეფიქრა „ისრაელის წმინდის სიდიადეზე“. ჩემი კურნების დროს, უფალმა გამოავლინა თავისი ღვთიური ძალა მშვიდობიანი, უტყუარი გზით“.

„სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით“ - გვამხნევებს მხსნელი. „მე ვძლიე სოფელს“.

მეორე- ჩვენი მარადიული დანიშნულების ხედვას უფრო ნათელი მომავალი მოაქვს. საუბრისას ძალაზე, რომელიც თან ახლავს „მამის წარმოუდგენელი დაპირებული კურთხევების … ყოველდღიურ ხილვას“, და ლინდა რივზმა დაამოწმა: „არ ვიცი, რატომ გვაქვს მრავალი განსაცდელი, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებით, ჯილდო არის იმდენად დიდი, … სასიხარულო და ჩვენს გაგებას აღემატება, რომ დაჯილდოების დღეს შეიძლება, ვუთხრათ ჩვენს მოწყალე, მოსიყვარულე მამას: „სულ ეს იყო საჭირო? … რა მნიშვნელობა ექნება … რას განვიცდით აქ, თუ საბოლოოდ ეს განსაცდელები … გვხდის საუკუნო სიცოცხლის ღირსად … ღვთის სასუფეველში“?

პრეზიდენტმა ნელსონმა გაგვიზიარა ეს შთაგონება: „განიხილეთ უფლის პასუხი ჯოზეფ სმითს, როდესაც ის ლიბერთის ციხეში შვებას ითხოვდა. უფალმა ასწავლა წინასწარმეტყველს, რომ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გამოცდილებას შესძენდა და მის სასარგებლოდ იქნებოდა. „თუ ამას კარგად გაუძლებ“, დაჰპირდა უფალი, „ღმერთი აგამაღლებს სიმაღლეებში“. უფალი ასწავლიდა ჯოზეფს, ეაზროვნა ცელესტიალურად, მარადიული ჯილდოს პერსპექტივით და არა იმ დღის მტანჯველ სირთულეებზე დაყრდნობით“.

აზრის ამ ცვლილებამ, კიდევ უფრო დიდი სიწმინდე მოუტანა ჯოზეფს, რაც ასახულია მის წერილში მეგობართან: „ციხის კედლებში ყოფნის ხუთი თვის შემდეგ ვგრძნობ, რომ ჩემი გული ყოველთვის უფრო სათნო იქნება, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა“. იგი წერდა: „ვფიქრობ, ვერასდროს ვიგრძნობდი თავს ისე, როგორც ახლა, რომ არ განმეცადა ის უსამართლობა, რომლის გამოც დავიტანჯე“.

მესამე - უფრო დიდი ძალა მოდის სიხარულზე ფოკუსირებით. მარადისობის ყველაზე მნიშვნელოვან, მტანჯველ საათებში, ჩვენი მხსნელი უკან არ დახეულა და შესვა მწარე თასიდან. როგორ გააკეთა მან ეს? ჩვენ ვკითხულობთ: „მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად [ქრისტემ] დაითმინა ჯვარი“, ძის „ნებას კი მამის ნება შთანთქავს“.

გამოსახულება
ქრისტე გეთსიმანიაში

სიტყვამ „შთანთქავს“, ძლიერ შემძრა. ჩემი ინტერესი მის მიმართ გამძაფრდა როდესაც გავიგე, რომ ესპანურად „შთაინთქა“ ითარგმნება როგორც „განადგურდა“, გერმანულად - „ჩაიყლაპა“, ჩინურად კი როგორც „შეიჭამა“. ასე რომ, როცა ცხოვრებისეული გამოწვევები მტკივნეული და დიდძალია, მახსენდება უფლის დაპირება, რომ ჩვენ „[არ გვეწვევა] არანაირი გაჭირვება, გარდა იმისა, რომელიც შთაინთქმებოდა ქრისტეს სიხარულით“.

მე ბევრ თქვენგანში ვხედავ ამ სიხარულს, რომელიც „ყოველგვარ გონებას აღემატება“, მაშინაც კი, როცა მწარე ფიალა ჯერ არ მოუშორებიათ. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ აღთქმებს იცავთ და ღვთის მოწმედ დგახართ. მადლობას გიხდით, რომ ყველას გვაკურთხებთ, მაშინაც კი, როცა „[თქვენს] ჩუმ გულში უხილავი მწუხარებაა“. რადგან როცა თქვენ მხსნელის შვებას სხვებს უზიარებთ, თქვენ მას თავად ჰპოვებთ - გვასწავლიდა პრეზიდენტი კამილ ნ. ჯონსონი.

ღვთიური დაპირებები

ახლა, მოდით ჩემთან ერთად დავბრუნდეთ ზიარების შეკრებაზე, სადაც ჩვენ ჰოლი პორტერის ოჯახის სასწაულის მოწმენი გავხდით, რომელსაც უფალი დაეხმარა. როდესაც ვიჯექი და ვფიქრობდი იმაზე, თუ რა შემეძლო მეთქვა ამ შესანიშნავი ოჯახისთვის და მათი მეგობრებისთვის, ასეთი აზრი გამიჩნდა: „გამოიყენე მაცხოვრის სიტყვები“. ასე რომ, დღევანდელ დღესაც დავხურავ, როგორც იმ კვირადღეს, უფლის სიტყვებით, „რომელიც კურნავს დაჭრილ სულს“.

„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“.

„და მე ასევე შეგიმსუბუქებთ ტვირთს, რომელიც მხრებზე გაწევთ, რომ თქვენ ვერც იგრძნობთ მას მხრებზე, მაშინაც კი, როდესაც მონობაში ხართ; … რათა ნამდვილად იცოდეთ, რომ მე, უფალი ღმერთი, ვეწვევი ჩემს ხალხს მათი გაჭირვების ჟამს.“

„ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან“.

ჩემი მოწმობა

სიხარულითა და პატივისცემით ვმოწმობ, რომ ჩვენი მხსნელი ცოცხალია და მისი დაპირებები ჭეშმარიტია“. განსაკუთრებით მათთვის, ვინც შეწუხებული ან „რაიმეთი დაავადებულია“ მე ვმოწმობ, რომ ჩვენს ზეციურ მამას ესმის თქვენი ცრემლიანი ვედრება და ის ყოველთვის გიპასუხებთ სრულყოფილი სიბრძნით. დაე, დაგლოცოთ ღმერთმა, როგორც ის ჩვენი ოჯახი დალოცა დიდი გასაჭირის ჟამს, „რათა თქვენი ტვირთი გახდეს მსუბუქი“, და „[შთაინთქას] ქრისტეს სიხარულში“. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა