გენერალური კონფერენცია
უფლის ტაძრები და სახლები, მოფენილი დედამიწაზე
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


უფლის ტაძრები და სახლები, მოფენილი დედამიწაზე

როცა ღირსეულად და ლოცვით შედიხართ მის წმინდა სახლში, თქვენ უფლის ძალით იქნებით შეიარაღებულნი.

ხომ მოგწონთ ამწუთას შესრულებული სიმღერის ლამაზი სიტყვები? „მე გაგაძლიერებ, დაგეხმარები და ფეხზე დაგაყენებ, … ჩემს სამართლიან, ყოვლისშემძლე ხელს გაგიწვდი“. უფალი აძლიერებს ყველა ასაკის წმინდანებს, რომლებიც მის წმინდა სახლში მოდიან. კინშასიდან ზოლიკოფენამდე, ფუკუოკადან ოკლენდამდე, ახალგაზრდები, საკუთარი ინიციატივით, ავსებენ ჩვენს სატაძრო სანათლავებს. წარსულში, წეს-ჩვეულებების შემსრულებლები თმა ჭაღარა ადამიანები იყვნენ, მაგრამ დღეისათვის, ეს ასე აღარ არის. მოხმობილი მისიონერები, მსახურების მისიონერები და დაბრუნებული მისიონერები ყველა კუთხეში არიან. მთელ მსოფლიოში იზრდება გრძნობა, რომელიც უფლის სახლისკენ გვიზიდავს.

სულ რაღაც ერთ წელზე მეტი ხნის წინ, ოჯახისთვის ძვირფასმა მეგობარმა, რომელიც 95 წლისაა და შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრობს და მისიონერები 70 წლის განმავლობაში ასწავლიდნენ, უთხრა თავის ქალიშვილს: „მე მინდა შენთან ერთად ტაძარში წავიდე. ”

მისმა ქალიშვილმა უპასუხა: „კარგი, დედა, მაგრამ ჯერ უნდა მოინათლო“.

გამოსახულება
ასაკოვანი ქალბატონის ნათლობა.

„კარგი“, უპასუხა დედამ, „მაშინ, მინდა, რომ მოვინათლო”. და ის მოინათლა. რამდენიმე დღის შემდეგ ის მოწიწებით სატაძრო სანათლავში შევიდა. და სულ რაღაც ერთი თვის წინ, მან სატაძრო შემოსვა და ჩაბეჭდვა მიიღო. „ღმერთის შესახებ ცოდნა და ძალა ფართოვდება; დედამიწის ფარდა ირღვევა.“

გამოსახულება
ასაკოვანი და ტაძრის წინ.

დაფიქრებულხართ, რატომ უბრძანა უფალმა თავის წინასწარმეტყველს, რომ დედამიწაზე თავისი წმინდა ტაძრები მოფინოს? რატომ მისცემდა ის, ამ კონკრეტულ დროს, საჭირო წინასწარმეტყველებას თავის აღთქმულ ხალხს, რომ მათი წმინდა მეათედებით უფლის ასობით სახლი აშენებულიყო?

ამ დილით პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა გვაჩვენა მთელ მსოფლიოში მშენებარე ტაძრების სურათი. მე და ქეითი ცოტა ხნის წინ ფილიპინებში ვიყავით. დაფიქრდით ამ სასწაულზე: მანილას ტაძრის მიძღვნა 1984 წელს ჩატარდა. 2010 წლეს, 26 წლის შემდეგ, სებუში მეორე ტაძარი დასრულდა. ახლა, 14 წლის შემდეგ, 11 ტაძარი შენდება - ისინი დაპროექტებულია ან მიძღვნისთვის მზადდება. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ: ლაოაგი, ტუგუეგარაო, სანტიაგო, ურდანეტა, ალაბანგი, ნაგა, ტაკლობან სითი, ილოილო, ბაკოლოდი, კაგაიან დე ორო და დავაო. განსაცვიფრებელია ღვთის საკვირველი საქმეების ხილვა!

გამოსახულება
ტაძრები ფილიპინებზე.

მთელ მსოფლიოში, უფლის სახლები უფრო და უფრო გვიახლოვდება. რატომ ჩვენს დროში?

ბოლო დღეები

უფალმა გაგვაფრთხილა, რომ ბოლო დღეებში ერებს შორის გასაჭირი იქნებოდა, ადამიანები იქნებიან „თავის მოყვარენი“, „ყველაფერი იქნება მღელვარებაში“ დაბნეულობა უხვად იქნება, და „ადამიანებს გულები უღალატებთ“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახეთ, რომ მამაკაცებისა და ქალების გულებს აქვთ ცდუნება: სამყაროს მხრიდან ცდუნება, მიმზიდველი ხმების გამო ყურადღების გაფანტვა, სულიერი საზრდოს უგულებელყოფა, მოწაფეობის მოთხოვნებისგან დაღლილობა. შესაძლოა, თქვენ დაღონდით, როცა დაინახეთ, რომ საყვარელი ადამიანი, რომელიც ერთ დროს გულწრფელად საუბრობდა იესო ქრისტესადმი რწმენის შესახებ, მოწმობდა მორმონის წიგნის შესახებ და გადაწყვეტილი ჰქონდა, დახმარებოდა ღვთის სამეფოს მშენებლობაში, უცებ ჩამოშორდა რწმენას და ეკლესიას. მე გირჩევთ, ნუ მიეცემით სასოწარკვეთილებას! ჩვენი გზა კარგია! რადგან ღმერთთან ერთად, შეუძლებელი არაფერია.

ამ წინასწარმეტყველებით, მღელვარებით და ურწმუნოებით სავსე სამყაროში უფალი დაგვპირდა, რომ იქნებოდა მართალი ხალხი, ხალხი, რომელიც მოუთმენლად ელოდა უფლის დაბრუნებას; ხალხი, რომელიც დგას წმინდა ადგილებში და ფეხი არ მოუცვლია. მან ისაუბრა აღთქმული ხალხის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მტრის ტყუილს, იძლიერებდა რწმენას, ფიქრობდა ცელესტიალურად და მთლიანად ენდობოდა მაცხოვარს, იესო ქრისტეს.

რატომ გვიახლოებს უფალი ახლა, ასობით თავის ტაძარს? სამყაროში არსებული არეულობისა და ცდუნების ფონზე, იგი დაჰპირდა თავისი აღთქმის წმინდანებს, რომ განამკიცებდა და დალოცავდა მათ და მისი დანაპირები სრულდება!

დაპირება კირტლანდის ტაძრიდან

როგორ გვაძლიერებს, გვანუგეშებს და გვიცავს ეს წმინდა სახლები? ჩვენ ვპოულობთ პასუხს წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის ვედრებაში კირტლანდის ტაძრის მიძღვნაში. ზუსტად ამ ტაძარში წმინდანები მღეროდნენ: „ჩვენ, ღვთის შვილები, ვადიდებთ მხსნელის სახელს“. თავად მაცხოვარი გამოჩნდა და დაბრუნდნენ ძველი წინასწარმეტყველები, რომლებიც მღვდლობის დამატებით გასაღებებს უბოძებდნენ აღდგენილ სახარებას.

იმ წმინდა დღეს, კირტლანდის ტაძარში, წინასწარმეტყველი ლოცულობდა, რომ უფლის წმინდა სახლში წმინდანები შეიარაღებულიყვნენ ღვთის ძალით, რომ იესო ქრისტეს სახელი ყოფილიყო მათზედ, რომ უფლის ანგელოზებს დაეფარათ ისინი და რომ ისინი გაზრდილიყვნენ უფალში და მიეღოთ სულიწმინდის სისავსე. ეს ძლიერი ვედრება სრულდება ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ერთგულად თაყვანს ვცემთ ღმერთს უფლის სახლში.

ძალით შეიარაღებულნი

უფლის სახლში ჩვენ, ფაქტობრივად, დაჯილდოებულები ვართ ზეციური ძალით. ჩვენი რწმენა იესო ქრისტესადმი დადასტურებული და განმტკიცებულია. ჩვენ სულიერად ვართ დარწმუნებულნი ჩვენს ნამდვილ ვინაობასა და ცხოვრების მიზნებში. და როცა ვართ ერთგულნი, ჩვენ კურთხეულნი ვართ ცდუნებებისგან დაცვით და ყურადღების გაფანტვისგან. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი მაცხოვრის სიყვარულს, როდესაც ის გვიხსნის ჩვენი სირთულეებისგან და გამოწვევებისგან. ჩვენ ღვთის ძალით ვართ შეიარაღებულნი.

მისი სახელია ჩვენზედ

უფლის წმინდა სახლში ჩვენ მის სახელს უფრო სრულყოფილად ვიღებთ საკუთარ თავზე. როდესაც ჩვენ ვინათლებით იესო ქრისტეს ეკლესიაში, ჩვენ ვადასტურებთ მის რწმენას და მზადყოფნას, დავიცვათ მისი მცნებები. ტაძარში ჩვენ კვლავ ვადასტურებთ და პატივისცემით გადავწყვეტთ, რომ ჩვენი აღთქმების მეშვეობით, მუდამ ვივლით მის კვალზე.

გამოსახულება
ჰიბერ ველის ტაძრის გალესვა.

ამ ეკლესიის ახალგაზრდობა არაჩვეულებრივია. რთულ სამყაროში ისინი საკუთარ თავზე ქრისტეს სახელს იღებენ. ჰებერ სიტიში, იუტას შტატში, გაიმართა საჯარო შეხვედრა, რათა განეხილათ საკითხები ტაძრის დაგეგმილი მშენებლობის შესახებ. სამასი ახალგაზრდა შეიკრიბა მიმდებარე პარკში, დაგეგმილი ტაძრის მშენებლობის მხარდაჭერის გამოსახატავად. ერთ-ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ღია ფორუმზე მთავრობის ლიდერებთან საუბრობდა, გაბედულად განაცხადა: „იმედი მაქვს, რომ ამ ტაძარში დავქორწინდები. [ტაძარი დამეხმარება] ვიყო სუფთა და წმინდა“. მეორე ახალგაზრდამ დაახასიათა ტაძარი, როგორც სინათლისა და იმედის სიმბოლო. ეკლესიის ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები მთელ მსოფლიოში ავლენენ თავიანთ სურვილს, მიიღონ იესო ქრისტეს სახელი.

გამოსახულება
ახალგაზრდები ჰიბერ სითის პარკში

ანგელოზები ჩვენთან ერთად

კირტლანდის ტაძარში წინასწარმეტყველი ჯოზეფი ლოცულობდა, რომ „ანგელოზებმა იზრუნონ [უფლის წმინდანებზე]“. ტაძარში რეგულარულად ჩვენი წინაპრებისთვის წეს-ჩვეულებების შესრულებას მოაქვს ტკბილი და მტკიცე დადასტურება იმისა, რომ ცხოვრება საბურველის მიღმაც გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ უფლის სახლში მრავალი ჩვენი გამოცდილება მეტისმეტად წმინდაა საჯაროდ გასაზიარებლად, არის ზოგიერთი, რისი გაზიარებაც შეგვიძლია. ორმოცი წლის წინ, როცა ფლორიდაში ვცხოვრობდით, მე და ქეითი, ატლანტაში, ჯორჯიას შტატის ტაძარში ჩავედით. 1984 წლის 9 მაისს, ოთხშაბათს ღამით, როცა ტაძარში სესია დავასრულეთ, ერთ-ერთი წეს-ჩვეულების შემსრულებელი მომიახლოვდა და მკითხა, მქონდა თუ არა დრო ერთი საწყისი წეს-ჩვეულებისთვის მზადებაში მიმეღო მონაწილეობა. იმ ადამიანის სახელი, რომელსაც მე წარმოვადგენდი, უჩვეულოდ ჟღერდა. მისი სახელი იყო ელეზერ სერსი.

მეორე დღეს, ტაძარი წმინდანებით გაივსო. როდესაც იმ დღეს ვემზადებოდი მეორე შემოსვის შესასრულებლად, მომცეს იმ ადამიანის სახელი, რომელიც უნდა წარმომედგინა. საოცარი ის იყო, რომ ეს იგივე სახელი იყო, რაც წინა ღამეს - ელეზერ სერსი. შემოსვის დასრულების შემდეგ უფლის სული ვიგრძენი. მოგვიანებით, ნაშუადღევს, ტაძარში ყოფნისას, ქეითიმ დაინახა ოჯახის უფროსი მეგობარი, და დოლი ფერნანდესი, რომელიც იმ დროს ატლანტაში ცხოვრობდა. რადგან მას ოჯახის მამრობითი სქესის წევრები არ ახლდნენ, მან მკითხა, შემეძლო თუ არა დავხმარებოდი მისი მამის თავის მშობლებთან ჩაბეჭდვაში. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის პატივი იყო.

როცა საკურთხევლის ბოლოში დავიჩოქე ამ წმინდა წეს-ჩვეულების შესასრულებლად, კიდევ ერთხელ გავიგონე სახელი, რომელიც ახლა ჩემს გონებაში იყო ჩაწერილი - მისი მამა, ელეზერ სერსი. მე ბოლომდე მჯერა, რომ ამ ცხოვრების შემდეგ შევხვდები და ჩავიხუტებ ადამიანს, რომელიც მიწიერ ცხოვრებაში ცნობილია ელეაზერ სერსის სახელით.

უფლის სახლში ჩვენი გამოცდილება მეტწილად სასიხარულო სიმშვიდესა და ჩუმ გამოცხადებას უკავშირდება და არა დრამატულ ჩარევას. თუმცა დარწმუნებული იყავით: ანგელოზები მართლაც ზრუნავენ ჩვენზე!

სულიწმინდის სისრულე

სულიწმიდის ძღვენი გვეძლევა, როცა ეკლესიის წევრად ვმტკიცდებით. ყოველ კვირას, როცა ღირსეულად ვიღებთ პურსა და წყალს ჩვენი მხსნელის ხსოვნის ნიშნად, ჩვენ გვპირდებიან, რომ უფლის სული ყოველთვის ჩვენთან იქნება. როცა ნებაყოფლობით მივდივართ უფლის სახლში, უწმინდეს ადგილას დედამიწაზე, ჩვენ ვიზრდებით უფალში და „ვიღებთ სულიწმინდის [უფრო დიდ] სისავსეს“. სულიწმინდის ძალით ჩვენ აღვსილი ვართ სიმშვიდით, სიხარულით და ენით აღუწერელი იმედით. ჩვენ ვიღებთ ძალას, დავრჩეთ იესო ქრისტეს მოწაფეებად მაშინაც კი, როცა აღმოვჩნდებით წმინდა ადგილების მიღმა.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა განაცხადა: „ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი, იესო ქრისტე, შეასრულებს თავის უძლიერეს საქმეებს ამ დღიდან და როცა კვლავ მოვა. ჩვენ დავინახავთ სასწაულ გამოვლენებს იმისა, რომ მამა ღმერთი და იესო ქრისტე მართავენ ამ ეკლესიას დიდებასა და სიდიადეში“. დედამიწაზე უფლის სახლების მოფენა ძლევამოსილი საქმე და სასწაულებრივი ნიშანია.

ჩემო საყვარელო მეგობრებო, თუ ჩვენ შეგვიძლია და ჯერ კიდევ არ გაგვიზრდია ტაძარში დასწრება, მოდით, რეგულარულად გამოვნახოთ მეტი დრო უფლის სახლში მსახურებისთვის. მოდით ვილოცოთ გამოცხადებული ტაძრებისთვის - რომ ქონების შეძენა შესაძლებელი გახდეს, რომ მთავრობებმა დაამტკიცონ გეგმები, რომ ნიჭიერმა მუშებმა დაინახონ თავიანთი უნარის განდიდება და რომ წმინდა მიძღვნამ მოიტანოს ზეციური მოწონება და ანგელოზების ჩამოსვლა.

დაპირებები

ტაძარი არის უფლის სახლი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. გპირდებით, როცა ღირსეულად და ლოცვით მიხვალთ მის წმინდა სახლში, თქვენ შეიარაღებული იქნებით მისი ძალით, მისი სახელი იქნება თქვენზე, მისი ანგელოზები იზრუნებენ თქვენზე და გაიზრდებით სულიწმინდის კურთხევაში.

უფალი დაგვპირდა: „ყოველი სული, რომელიც მიატოვებს ცოდვებს, ჩემთან მოვა და მოუხმობს ჩემს სახელს და დაემორჩილება ჩემს ხმას, დაიცავს ჩემს მცნებებს, იხილავს ჩემს სახეს და ეცოდინება, რომ მე ვარ“. ქრისტეს სახის დასანახად მრავალი განსხვავებული გზა არსებობს და არ არსებობს მის წმინდა სახლზე უკეთესი ადგილი.

დაბნეულობისა და არეულობის ამ დღეს, მე ვმოწმებ, რომ ტაძარი უფლის სახლია, რომელიც გვიცავს, გვმფარველობს და გვამზადებს იმ დიდებული დღისთვის, როდესაც იესო ქრისტე, თავის წმინდა ანგელოზებთან ერთად, დაბრუნდება სიდიადით, ძალითა და დიადი დიდებით. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. „როგორ განგვიმტკიცდება ღვთის მიმართ რწმენა“, ჰიმნები, no. 6.

  2. „ღმერთის სული“, საგალობლები, N 2.

  3. ამჟამად 182 მოქმედი ტაძარია. მათგან ექვსი, რეკონსტრუქციას გადის. შვიდი ელოდება მიძღვნას, კიდევ ერთი ელოდება ხელახლა მიძღვნას. კიდევ 45 მშენებარეა, ხოლო 94 გამოცხადებულია ან დაგეგმვისა და პროექტირების ეტაპზეა.

  4. იხ. ლუკა 21:10.

  5. 2 ტიმოთე 3:2.

  6. მოძღვრება და აღთქმები 88:91.

  7. უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა თქვა: „სახარების პრინციპები ჩემთვის და შენთვისაა, ეს იგივეა, რაც საჭე გემისთვის. სწორი პრინციპები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიპოვოთ გზა და მყარად ვიდგეთ, ურყევად, გაუნძრევლად, რათა არ დავკარგოთ ბალანსი და არ ჩავცვივდეთ უკანასკნელი დღეების მძვინვარე ქარიშხლის სიბნელესა და აურზაურში“ („ჩემი სახარების პრინციპები“, ლიახონა, 2021 წლის მაისი, გვ 126).

  8. მოძღვრება და აღთქმები 45:26.

  9. „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე“. (მათე 16:24).

  10. იხ. ლუკა 1:37.

  11. იხ. მოძღვრება და აღთქმები 87:8.

  12. Hymns, no. 2.

  13. იხ. მოძღვრება და აღთქმები 110. მანამდე წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა მიიღო აარონის მღვდლობა და მისი გასაღებები იოანე ნათლისმცემლისგან, ხოლო მელქიცედეკის მღვდლობა და მისი გასაღებები მან პეტრე, იაკობი და იოანე მოციქულებისგან მიიღო (იხ. მოძღვრება და აღთქმები 13:1; 27:12–13).

  14. მოძღვრება და აღთქმები 109:15; მუხლი 22.

  15. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა: „ტაძარი დაგვეხმარება ჩვენს ძიებაში. იქ ჩვენ დაჯილდოებულნი ვართ ღმერთის ძალით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დავძლიოთ სატანა, ყოველგვარი განხეთქილების წამქეზებელი“ („საჭიროა მშვიდობისმყოფელები“, ლიახონა, 2023 წლის მაისი, 101).

  16. იხილეთ რასელ მ. ნელსონი, „Choices for Eternity [არჩევანი მარადისობისთვის]“” (მსოფლიო ღვთისმოსაობა ახალგაზრდებისთვის, 15 მაისი, 2022), სახარების ბიბლიოთეკა.

  17. უხუცესი კოლინ სტაუფერი, პირადი მიმოწერა. 30 იანვარი, 2024 წ.

  18. მოძღვრება და აღთქმები 109:22.

  19. იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79.

  20. მოძღვრება და აღთქმები 109:15.

  21. იხ. რომაელთა 15:13.

  22. რასელ მ. ნელსონი, “გამოცხადება ეკლესიისთვის, გამოცხადება ჩვენი ცხოვრებისთვის,” Liahona, მაისი 2018, 96.

  23. ბრიგამ იანგმა თქვა: „ჩვენ გვექნება ასობით ტაძარი და გვეყოლება ათასობით კაცი და ქალი, რომლებიც იქ იმსახურებენ მიძინებულთათვის, სახარების მოსმენისა და მორჩილების პრივილეგიის გარეშე“ (ეკლესიის პრეზიდენტების სწავლება: ბრიგამ იანგი [1997], 312). პრეზიდენტმა ეზრა ტაფტ ბენსონმა თქვა: „ჩვენმა წინამორბედებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ტაძრები დაამშვენებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ლანდშაფტს, წყნარი ოკეანის კუნძულებს, ევროპაში და სხვაგან. თუ ეს გამოსასყიდი სამუშაო უნდა შესრულდეს იმ მასშტაბით, როგორიც უნდა იყოს, ასობით ტაძარი იქნება საჭირო“ (ეზრა ტაფტ ბენსონის სწავლება [1988], 247).

  24. მოძღვრება და აღთქმები 93:1.

  25. უხუცესმა დევიდ ბ. ჰეიტმა თქვა:

    „მართალია, რომ ზოგიერთმა მართლაც იხილა მაცხოვარი, მაგრამ როცა ლექსიკონში ჩაიხედება გაიგებს, რომ სიტყვას იხილააქვს სხვადასხვა მნიშვნელობა, როგორიცაა მისი გაცნობა, მისი ამოცნობა, მისი და მისი საქმის აღიარება, მისი მნიშვნელობის ჭვრეტა ან მისი გაგება.

    „ასეთი ზეციური განმანათლებლობა და კურთხევები ხელმისაწვდომია თითოეული ჩვენგანისთვის“ („ტაძრები და სამუშაო მათშიEnsign, ნოემბერი, 1990, 61).

ამობეჭდვა