გენერალური კონფერენცია
„ილოცეთ, ის აქ არის“.
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


„ილოცეთ, ის აქ არის“.

მე გიწვევთ ილოცოთ, რათა იცოდეთ, რომ მამაზეციერი აქ არის, ილოცოთ, რათა გაიზარდოთ და დაემსგავსოთ მას და ილოცოთ, რათა აჩვენოთ სხვებს მისი სიყვარული.

დებო და ძმებო, როცა ვპასუხობ შთაგონებას, ვესაუბრო ბავშვებს, მე სიხარულს ვგრძნობ!

გოგონებო და ბიჭებო, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოთ, მსურს, რაღაც გაგიზიაროთ.

ჩვენს მამაზეციერს უყვარხართ! თქვენ მისი შვილები ხართ. ის თქვენ გიცნობთ. მას სურს, დაგლოცოთ. მთელი გულით ვლოცულობ, რომ იგრძნოთ მისი სიყვარული.

გიყვართ საჩუქრების მიღება? მინდა გესაუბროთ განსაკუთრებული საჩუქრის შესახებ, რომელიც მამაზეციერმა გიბოძათ, რათა დაგეხმაროთ. ეს საჩუქარი ლოცვის ძღვენია. რამხელა კურთხევაა ლოცვა! ჩვენ შეგვიძლია ვესაუბროთ ზეციურ მამას ნებისიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.

გამოსახულება
იესო ბავშვებთან ერთად

იესომ, დედამიწაზე ყოფნისას, ლოცვა გვასწავლა. მან თქვა: „ითხოვეთ და მიიღებთ“.

რა ძღვენის მისაღებად შეგიძლიათ ილოცოთ? არსებობს მრავალი ძღვენი,მაგრამ მინდა, სამი გაგიზიაროთ:

  1. ილოცოთ, რათა იცოდეთ.

  2. ილოცოთ, რათა გაიზარდოთ.

  3. ილოცოთ, რათა აჩვენოთ.

მოდით, თითოეულ მათგანზე ვისაუბროთ.

პირველი: ილოცოთ, რათა იცოდეთ.

რა უნდა იცოდეთ?

არის სიმღერა ლოცვაზე, რომელსაც მთელი მსოფლიოს დაწყებითი საზოგადოების ბავშვები მღერიან. ის შეკითხვით იწყება. იცით, რომელი სიმღერაა? მე რომ უფრო გაბედული ვყოფილიყავი, გიმღერებდით მას!

„მამაზეციორო, მართლა აქ ხარ? და ყოველი ბავშვის ლოცვა გესმის და პასუხობ“?

როგორ შეიტყოთ, რომ მამაზეციერი მართლაც აქ არის, როცა მას ვერ ხედავთ?

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოგიწვიათ: „გადაუშალეთ გული თქვენს მამაზეციერს. … და შემდეგ მოუსმინეთ“! ყური დაუგდეთ გულს და აზრებს, რომლებიც გონებაში გიჩნდებათ.

მამაზეციერს აქვს განდიდებული სხეული, ძვლებითა და ხორცით და ის თქვენი სულების მამაა. რადგან მამაზეციერს აქვს სრული ძალა და ცოდნა ყოველივეს შესახებ, ის ხედავს ყველა თავის შვილს და მას ესმის ყოველი ლოცვა. თქვენ თავად შეგიძლიათ გაიგოთ , რომ ის აქ არის და რომ მას უყვარხართ.

როცა იცით, რომ მამაზეციერი რეალურია და მას უყვარხართ, შეგიძლიათ გაბედულად და იმედიანად იცხოვროთ! „ილოცეთ, ის აქ არის; ესაუბრეთ, ის გისმენთ“.

ოდესმე მარტოდ გიგრძვნიათ თავი? ერთხელ, როცა ჩვენი შვილიშვილი, ეშლი, ექვსი წლის იყო, ის სულ მარტო აღმოჩნდა სათამაშო მოედანზე. იქ დგომისას, როცა თავს უმნიშვნელოდ და უხილავად გრძნობდა, მას თავში აზრი მოუვიდა: „მოიცადე! მე არ ვარ მარტო! მე ქრისტე მყავს“! ეშლი იქვე, სათამაშო მოედანზე დაიჩოქა, ხელები გულზე დაიკრიბა და მამაზეციერისადმი ილოცა. როცა თვალები გაახილა, მან თავისი ასაკის გოგონა დაინახა, რომელმაც ჰკითხა, თამაში ხომ არ უნდოდა. ეშლიმ შეიტყო, რომ: „ჩვენ უფლისთვის მნიშვნელოვანნი ვართ და სინამდვილეში არასოდეს არ ვართ მარტონი“.

ზოგჯერ გინდათ იცოდეთ რატომ ხდება რაღაც მძიმე თქვენს ცხოვრებაში ან რატომ არ მიიღეთ კურთხევა, რომლისთვისაც ასე ლოცულობდით. ხშირად ყველაზე კარგი შეკითხვა მამაზეციერისადმი არის არა რატომ არამედ რა?

გახსოვთ, უდაბნოში მოგზაურობისას ნეფის და მის ოჯახს რომ შიოდათ? როცა ნეფი ძმებთან ერთად სანადიროდ წავიდა, მას მშვილდი გაუტყდა. მაგრამ მას არ უკითხავს, რატომ.

გამოსახულება
ნეფი ეკითხება ლეხის, სად იშოვოს საკვები.

ნეფიმ ახალი მშვილდი გააკეთა და ჰკითხა თავის მამას, ლეხის, სად წასულიყო საკვების საშოვნად. ლეხიმ ილოცა და უფალმა აჩვენა, სად უნდა წასულიყო ნეფი. მამაზეციერი წინ გაგიძღვებათ, როცა ჰკითხავთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ და რა შეგიძლიათ ისწავლოთ.

მეორე: ილოცოთ, რათა გაიზარდოთ.

მამაზეციერს სურს, დაგეხმაროთ ზრდაში! მას იმდენად ვუყვარვართ, რომ გამოგვიგზავნა თავისი ერთადერთი ძე, იესო ქრისტე, რათა გზა ეჩვენებინა ჩვენთვის. იესო ეწამა, აღესრულა და აღდგა, რათა ცოდვების მიტევება შეგვძლებოდა და გავზდილიყავით და მას დავმსგავსებოდით.

გსურთ გაიზარდოთ მოთმინებასა და პატიოსნებაში? გსურთ გაიზარდოთ შესაძლებლობებში? იქნებ ძალიან მორცხვი ხართ და გსურთ, გამბედაობაში გაიზარდოთ ? „ილოცეთ, ის აქ არის“! უფლის სულის მეშვეობით თქვენი გული გარდაიქმნება და შეძლებთ ძალის მიღებას.

ჩემმა ახალმა მეგობარმა, ჯონამ, მომწერა: „დილაობით, გზად სკოლაში, ხშირად ვნერვიულობ. მეშინია, არ დამაგვიანდეს, რამე არ დამრჩეს ან ტესტის გამო. 10 წლის ასაკიდან, დედასთან ერთად სკოლაში რომ მივდივარ, გზად ვლოცულობ. ღმერთს ვთხოვ დახმარებას, რომელიც მჭირდება და ჩემი ოჯახისთვისაც ვლოცულობ. მე ასევე ვფიქრობ იმაზე, რისთვისაც მადლიერი ვარ. [მამაზეციერისადმი ლოცვა] დამეხმარა. ზოგჯერ მანქანიდან რომ გადმოვდივარ, შვებას ჯერ კიდევ არ ვგრძნობ, მაგრამ საკლასო ოთახში შესვლისას უკვე სიმშვიდე მეუფლება“.

ჯონას რწმენა იზრდება როცა ის ყოველდღე ლოცულობს და შემდეგ წინ დგამს ნაბიჯს.

მესამე: ილოცეთ, რათა აჩვენოთ.

თქვენ შეგიძლიათ ილოცოთ იმისთვის, რომ ღმერთი დაგეხმაროთ, აჩვენოთ სხვებს მამაზეციერის სიყვარული. მამაზეციერი, თავისი სულის მეშვეობით, დაგეხმარებათ შენიშნოთ ვინმე, ვინც მოწყენილია, რათა შეძლოთ მისი ნუგეში. ის დაგეხმარებათ აჩვენოთ მისი სიყვარული ვინმეს მიტევებით. ის მოგანიჭებთ გამბედაობას, ემსახუროთ ვინმეს და გაუზიაროთ მათ, რომ ისინი ღვთის შვილები არიან. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს, შეიცნონ და შეიყვარონ იესო და მამაზეციერი ისე, როგორც თქვენ გიყვართ ისინი.

მთელი ცხოვრების მანძილზე ვლოცულობდი, რომ მამაჩემი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი გამხდარიყო. ახალგაზრდობიდანვე ვიცოდი, რამდენი დალოცვის მიღება შეეძლო მას . ჩვენს ოჯახს მარადიულად ჩაბეჭდვის დალოცვის მიღება შეეძლო. მე, ჩემი ოჯახი და მეგობრები ხშირად ვლოცულობდით მისთვის, მაგრამ ის არ შეუერთდა ეკლესიას. მამაზეციერი არავის არ აძალებს არჩევნის გაკეთებას. მას შეუძლია, სხვა გზით გამოგვიგზავნოს ლოცვებზე პასუხი.

გამოსახულება
პრეზიდენტი პორტერი მშობლებთან და და-ძმასთან ერთად.

როცა საკმაოდ გავიზარდე, პატრიარქის დალოცვა მივიღე. ამ დალოცვაში პატრიარქმა მითხრა, რომ ყველაზე კარგი რამ, რისი გაკეთებაც შემეძლო, რათა დავხმარებოდი ჩემს ოჯახს სამარადისოდ ერთად ყოფნაში, იყო ჩემი იესო ქრისტეს სახარების სამაგალითო მოწაფეობა. ამის გაკეთება კი შემეძლო!

მამამ 86 წლის ასაკამდე იცოცხლა. მისი გარდაცვალებიდან ხუთი დღის შემდეგ სიხარულის წმინდა შეგრძნება გამიჩნდა. მამაზეციერმა, სულიწმინდის მეშვეობით მაგრძნობინა, რომ მამაჩემს სურდა იესო ქრისტეს სახარების დალოცვების მიღება. არასოდეს დამავიწყდება დღე, როცა ტაძარში ჩემს დასთან და ძმებთან ერთად საკურთხეველთან დავიჩოქე მშობლებთან ერთად ჩასაბეჭდად. მე ამ დალოცვისთვის დაწყებით საზოგადოებაში დავიწყე ლოცვა და მივიღე იგი, როცა უკვე ბებია გავხდი.

იქნებ თქვენც ლოცულობთ თქვენი ოჯახის და საყვარელი ადამიანების დალოცვისთვის. არ დაყაროთ ფარ-ხმალი! მამაზეციერი გიჩვენებთ , რა შეგიძლიათ გააკეთოთ.

გადაუშალეთ გული მამაზეციერს. როცა გულწრფელად სთხოვთ დახმარებას, თქვენ მის სულს მიიღებთ, რათა წინ გაგიძღვეთ. ყოველდღიური ლოცვა აგავსებთ მამაზეციერისა და იესო ქრისტესადმი სიყვარულით. ეს დაგეხმარებათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში იქონიოთ მათ კვალზე სიარულის სურვილი!

წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიელ ბავშვებს ყოველ დღე ერთად რომ ელოცათ. მთელი სამყარო უფრო მეტი ღვთის სიყვარულით იქნებოდა დალოცვილი!

გამოსახულება
ბავშვები მთელი მსოფლიოდან თამაშობენ.

მე გიწვევთ ილოცოთ, რათა იცოდეთ რომ მამაზეციერი აქ არის, ილოცოთ, რათა გაიზარდოთ და დაემსგავსოთ მას და ილოცოთ, რათა აჩვენოთ სხვებს მისი სიყვარული. მე ვიცი, რომ ის ცოცხალია და რომ თქვენმას უყვარხართ. „ილოცეთ, ის აქ არის“. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა