გენერალური კონფერენცია
გაიხარეთ მღვდლობის გასაღებების ძღვენით
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


გაიხარეთ მღვდლობის გასაღებების ძღვენით

მღვდლობის გასაღებები განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ღვთის მღვდლობა, რათა განხორციელდეს უფლის მიზნები და დაილოცოს ყველა, ვინც მიიღებს აღდგენილ სახარებას.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, დღეს პრეზიდენტ ოუქსისთვის და ჩემთვის ისტორიული დღეა. ზუსტად 40 წლის წინ, 1984 წ. 7 აპრილს, ჩვენ მოგვიხმეს თორმეტ მოციქულთა ქვორუმში. იმ დღიდან ჩვენ ყოველი გენერალური კონფერენციით ვტკბებოდით, დღევანდელის ჩათვლით. კიდევ ერთხელ სულიწმინდა უხვად მოგვეფინა ყველას. იმედია, მომდევნო თვეებში ხშირად ჩაუღრმავდებით ამ კონფერენციის გზავნილებს.

როცა დავიბადე, ეკლესიაში სულ ექვსი მოქმედი ტაძარი იყო. იუტაში: სეინტ ჯორჯში, ლოგანში, მანტიში და სოლთ-ლეიქ სითიში. კანადაში: ალბერტაში და კარდსტონში და ერთიც ლაიე, ჰავაიში. ორი უფრო ძველი ტაძარი მოკლე ხნის განმავლობაში მოქმედებდა ოჰაიოში - კირტლანდში და ილინოისში - ნავუში. როდესაც ეკლესიის ძირითადი ნაწილი დასავლეთისკენ გადაინაცვლა, წმინდანები იძულებულნი გახდნენ, ეს ორი ტაძარი მიეტოვებინათ.

ნავუს ტაძარს ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც ის განადგურდა. მოგვიანებით ის პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ აღაშენა და მიძღვნის ცერემონიაც ჩაატარა. კირტლანდის ტაძარი ეკლესიის მტრებმა წაბილწეს. მოგვიანებით კირტლანდის ტაძარი ქრისტეს საზოგადოებამ შეისყიდა და მრავალი წლის განმავლობაში ეს შენობა მათ საკუთრებაში იყო.

გასულ თვეს ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიამ იყიდა კირტლანდის ტაძარი და მასთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილი ნავუში. ჩვენ დიდად ვაფასებთ გულთბილ და ურთიერთსასარგებლო დისკუსიებს ქრისტეს საზოგადოების ლიდერებთან, რის შედეგადაც ამ შეთანხმებებს მივაღწიეთ.

გამოსახულება
კირტლანდის ტაძარი

კირტლანდის ტაძარს არაჩვეულებრივი მნიშვნელობა აქვს იესო ქრისტეს სახარების აღდგენაში. რამდენიმე იქ მომხდარი მოვლენა ათასწლეულების განმავლობაში იყო ნაწინასწარმეტყველები და აუცილებელი იყო უფლის აღდგენილი ეკლესიისთვის, მისი უკანასკნელი დღეების მისიის შესასრულებლად.

ამ მოვლენებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მოხდა აღდგომის კვირას, 1836 წლის 3 აპრილს. იმ დღეს ჯოზეფ სმითი და ოლივერ ქაუდერი მთელი რიგი გასაოცარი გამოცხადებების მოწმენი გახდნენ. პირველი: მათ უფალი იესო ქრისტე გამოეცხადათ. წინასწარმეტყველმა ჩაიწერა, რომ მხსნელის „თვალები იყო, ვითარცა ალი ცეცხლისა, თმები მის თავზე იყო სპეტაკი, როგორც სუფთა თოვლი; სახე უბრწყინავდა მზეზე უფრო მეტად და ხმა მისი იყო აღელვებული დიდი წყლების ხმასავით“.

ამ ვიზიტის დროს უფალმა დაადასტურა თავისი ვინაობა. მან თქვა: „მე ვარ პირველი და უკანასკნელი, მე ვარ ის, რომელიც ცოცხალია, მე ვარ ის, რომელიც მოკლეს, მე ვარ თქვენი ქომაგი მამასთან“.

შემდეგ იესო ქრისტემ განაცხადა, რომ მან მიიღო ეს ტაძარი როგორც თავისი სახლი და მოგვცა ეს გასაოცარი დაპირება: „გამოვეცხადები ჩემს ხალხს გულმოწყალებით ამ სახლში“.

ეს მნიშვნელოვანი დაპირება ეხება ყოველ მიძღვნილ ტაძარს. გიწვევთ, დაფიქრდეთ, რას ნიშნავს პირადად თქვენთვის უფლის დაპირება.

მხსნელის შემდეგ მოსე გაცხადდა. მოსემ დაამტკიცა ჯოზეფ სმითზე ისრაელის შეკრების გასაღებები და ათი ტომის დაბრუნება.

ამ ხილვის შემდეგ „ელიასი გამოცხადდა და აბრაამის სახარების წყობა გადმო[ს]ცა“ ჯოზეფს.

შემდეგ წინასწარმეტყველი ელია გამოეცხადათ. მისმა გამოჩენამ შეასრულა მალაქიას დაპირება, რომ უფალი, მეორედ მოსვლამდე, ელიას გამოგზავნიდა, რომელიც „დააბრუნებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან“. შემდეგ ელიამ ჩაბეჭდვის ძალის გასაღებები ჯოზეფ სმითს გადასცა.

უფლის ხელმძღვანელობით, სამი ზეციური მაცნის მიერ დედამიწაზე დაბრუნებული ამ გასაღებების მნიშვნელობის გადაჭარბება შეუძლებელია. მღვდლობის გასაღებები წარმოადგენს პრეზიდენტობის უფლებამოსილებასა და ძალას. მღვდლობის გასაღებები განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ღვთის მღვდლობა, რათა განხორციელდეს უფლის მიზნები და დაილოცოს ყველა, ვინც მიიღებს იესო ქრისტეს აღდგენილ სახარებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეკლესიის დაარსებამდე ზეციურმა მაცნეებმა დაამტკიცეს აარონის და მელქიცედეკის მღვდლობა წინასწარმეტყველ ჯოზეფზე და მისცეს მას ორივე მღვდლობის გასაღებები. ამ გასაღებების მიღებით ჯოზეფ სმითმა მიიღო უფლებამოსილება, დაეარსებინა ეკლესია 1830 წელს.

შემდეგ, აუცილებელი იყო ამ სამი დამატებითი სამღვდელოების გასაღებების დამტკიცება კირტლანდის ტაძარში 1836 წელს, კერძოდ: ისრაელის შეკრების, აბრაამის სახარებისა და ჩაბეჭდვის ძალის გასაღებების. ეს გასაღებები ანიჭებდა ჯოზეფ სმითს და უფლის ეკლესიის ყველა მომდევნო პრეზიდენტს, საბურველის ორივე მხარეს ისრაელის შეკრების, ყველა აღთქმული შვილის აბრაამის დალოცვით კურთხევის, მღვდლობის წეს-ჩვეულებებზე და აღთქმებზე დამტკიცების ბეჭდის დასმისა და ოჯახების მარადიული შეკრების უფლებამოსილებას. მღვდლობის გასაღებების ეს ძალა უსასრულო და სულისშემკვრელია.

წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლებოდა თქვენი ცხოვრება, მღვდლობის გასაღებები რომ არ აღედგინათ დედამიწაზე. მღვდლობის გასაღებების გარეშე თქვენ არ იქნებოდით ღვთის ძალით შემოსილნი. მღვდლობის გასაღებების გარეშე ეკლესიას შეეძლო ემსახურა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან სწავლებისა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციას. მღვდლობის გასაღებების გარეშე, არცერთ ჩვენგანს არ ექნებოდა წვდომა არსებით წეს-ჩვეულებებზე და აღთქმებზე, რომლებიც მარადიულად გვაკავშირებს ჩვენს საყვარელ ადამიანებთან და საშუალებას გვაძლევს საბოლოოდ ვიცხოვროთ ღმერთთან.

სამღვდელოების გასაღებები განასხვავებს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას ნებისმიერი სხვა ორგანიზაციისგან დედამიწაზე. მრავალ ორგანიზაციას შეუძლია გააუმჯობესოს და აუმჯობესებს კიდევაც თქვენს ცხოვრებას აქ, დედამიწაზე. მაგრამ არცერთ სხვა ორგანიზაციას არ შეუძლია და ვერ გააუმჯობესებს თქვენს სიკვდილის შემდეგ ცხოვრებას.

მღვდლობის გასაღებები გვანიჭებს უფლებამოსილებას, გავავრცელოთ აბრაამისთვის დაპირებული კურთხევები ყოველ ქალზე და მამაკაცზე, რომელიც იცავს აღთქმას. სატაძრო სამუშაო ამ დახვეწილ კურთხევებს ხელმისაწვდომს ხდის ღვთის ყველა შვილისთვის, მიუხედავად იმისა, სად და როდის ცხოვრობდნენ ან ამჟამად სად ცხოვრობენ. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხაროთ მღვდლობის გასაღებებით დედამიწაზე!

მე გიწვევთ ყურადღებით განიხილოთ შემდეგი სამი მტკიცებულება:

  1. ისრაელის შეკრება არის მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთს უყვარს ყოველი თავისი შვილი, სადაც არ უნდა იყოს ის.

  2. აბრაამის სახარება არის დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთს უყვარს ყოველი თავისი შვილი, სადაც არ უნდა იყოს იგი. ის იწვევს ყველას მოვიდნენ მასთან - „შავს თუ თეთრს, მონას თუ თავისუფალს, მამრსა თუ მდედრს … ყველა ერთია ღვთისთვის“.

  3. ჩაბეჭდვის ძალა არის ზებუნებრივი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად უყვარს ღმერთს ყველა თავისი შვილი და სურს, რომ თითოეულმა მათგანმა აირჩიოს მასთან, შინ, დაბრუნება.

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით აღდგენილი მღვდლობის გასაღებები შესაძლებელს ხდის ყველა ქალისთვის და მამაკაცისთვის, ვინც აღთქმას იცავს, დატკბნენ საოცარი პირადი სულიერი პრივილეგიებით. და აქ კიდევ ბევრი რამ არის სასწავლი კირტლანდის ტაძრის წმინდა ისტორიიდან.

ჯოზეფ სმითის მიძღვნითი ლოცვა კირტლანდის ტაძარში არის სახელმძღვანელო იმისა, თუ როგორ გვაძლევს ტაძარი სულიერ ძალას მე და თქვენ, რათა გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს ამ უკანასკნელ დღეებში. მე გიწვევთ, შეისწავლოთ ეს ლოცვა, რომელიც ჩაწერილია მოძღვრება და აღთქმები 109-ში. მიძღვნითი ლოცვა, რომელიც მიღებული იყო გამოცხადებითგვასწავლის, რომ ტაძარი არის „ ლოცვის სახლი, მარხვის სახლი, რწმენის სახლი, სწავლების სახლი, დიდების სახლი, წესრიგის სახლი, ღვთის სახლი“.

თვისებების ეს სია არის ტაძრის აღწერილობაზე გაცილებით უფრო მეტი. ეს არის დაპირება იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდონ ისინი, ვინც მსახურობს და თაყვანს სცემს ღმერთს უფლის სახლში. მათ შეუძლიათ ელოდონ , რომ მიიღებენ პასუხებს ლოცვაზე, პირად გამოცხადებაზე, უფრო მეტ რწმენას, ძალას, კომფორტს, უფრო ღრმა ცოდნას და გაზრდილ ძალას.

ტაძარში გატარებული დრო დაგეხმარებათ იაზროვნოთ ცელესტიალურად და მიიღოთ ხედვა იმაზედ, თუ რანი ხართ, რანი შეიძლება გახდეთ და რანაირი ცხოვრებით შეგიძლიათ იცხოვროთ მარადის. რეგულარული მსახურება ტაძარში გააუმჯობესებს თქვენს ხედვას საკუთარ თავზე და იმას, თუ როგორ ერგებით ღვთის დიდებულ გეგმას. მე ამას გპირდებით.

ჩვენ ასევე გვპირდებიან, რომ ტაძარში შეგვიძლია „მივიღოთ სულიწმიდის სისავსე“. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს დაპირება მარადიული ჭეშმარიტების თითოეული გულმოდგინე მაძიებლისთვის, ზეცის გახსნის თვალსაზრისით.

ჩვენ ასევე გვასწავლეს, რომ ყველა, ვინც ღმერთს თაყვანს სცემს ტაძარში, მიიღებს ღვთის ძალასა და ანგელოზებს, რომლებიც „[ზრუნავენ] მათზე“. რამდენად გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობა როცა გეცოდინებათ, რომ როგორც ღვთის ძალით შეიარაღებულ, ტაძარში შემოსილს ქალს ან მამაკაცს, თქვენ მარტოდ არ მოგიწევთ ამ ცხოვრების სიმარტოვეში გამკლავება? რა გამბედაობას გაძლევთ იმის ცოდნა, რომ ანგელოზები ნამდვილად დაგეხმარებიან?

და ბოლოს, ჩვენ გვპირდებიან, რომ „სიბოროტის არცერთ[ი] შეთქმულებ[ა]“ არ გაიმარჯვებს მათზე, ვინც თაყვანს სცემს ღმერთს უფლის სახლში.

ტაძარში შესაძლებელი სულიერი პრივილეგიების გაგება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, აი, ჩემი დაპირება. არაფერი დაგეხმარებათ რკინის მოაჯირზე მტკიცედ ჩაჭიდებაში იმაზე მეტად ვიდრე ტაძარში რაც შეიძლება ხშირად ღვთის თაყვანისცემა. არაფერი დაგიცავთ ამაზე მეტად როცა სამყაროს ბნელეთის ბურუსის წინაშე აღმოჩნდებით. არაფერი გააძლიერებს თქვენს დამოწმებას უფალი იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის შესახებ ან დაგეხმარებათ ღვთის დიდებული გეგმის წვდომაში ამაზე მეტად. არაფერი დაგიამებთ სულს ამაზე მეტად ტკივილის დროს. არაფერი არ გახსნის ამაზე მეტადზეცას. არაფერი!

ტაძარი არის ღვთის მიერ ყოველი ჩვენგანისთვის მომზადებული ყველაზე დიდი კურთხევების კარიბჭე, რადგან ტაძარი ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც შეგვიძლია მივიღოთ აბრაამისთვის აღთქმული ყველა კურთხევა. აი რატომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალაშია, რათა გავხადოთ ტაძრის კურთხევები უფრო ხელმისაწვდომი წევრებისთვის მთელ მსოფლიოში. დღეს სიამოვნებით ვაცხადებ, რომ ამ 15 ადგილას ვგეგმავთ ახალი ტაძრის აშენებას:

  • უტუროა, ფრანგული პოლინეზია

  • ჩუხუახუა, მექსიკა

  • ფლორიანოპოლისი, ბრაზილია

  • როზარიო, არგენტინა

  • ედინბურგი, შოტლანდია

  • ბრისბანი, ავსტრალიის სამხრეთი რეგიონი

  • ვიქტორია, ბრიტანეთის კოლუმბია

  • იუმა, არიზონა

  • ჰიუსტონი, ტეხასი, სამხრეთი რეგიონი

  • დეს მოინსი, აიოვა

  • ცინცინატი, ოჰაიო

  • ჰონოლულუ, ჰავაი

  • ვესტ ჯორდანი, იუტა

  • ლეხი, იუტა

  • მარაკაიბო, ვენესუელა

ძვირფასო დებო და ძმებო, მე ვმოწმობ, რომ ეს არის უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია. უფალი ეკლესიის სათავეში დგას. ჩვენ მისი მოწაფეები ვართ.

მოდით გავიხაროთ მღვდლობის გასაღებების აღდგენით, რაც შესაძლებელს გახდის თქვენთვის და ჩემთვის, დავტკბეთ ყოველი სულიერი კურთხევით, რომლის მისაღებად მზად ვართ და ვიმსახურებთ. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა