გენერალური კონფერენცია
მოზარდი თაობის მხარდასაჭერად
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


მოზარდი თაობის მხარდასაჭერად

ახალგაზრდების ცხოვრებაში არსებული ურთიერთობები ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მათ არჩევანზე.

თქვენთან საუბრის მომზადებისას, ჩემი ყურადღება მიიპყრო ჰელამანისა და ამონის ხალხის ახალგაზრდა ვაჟების ამბავმა. მე ვიგრძენი მორმონის წიგნის წინასწარმეტყველების ძალა, რომლებიც ამ ამბავს ასწავლიდნენ მშობლებს, ეპისკოპოსებს და მეურვეობის წევრებს.

ჰელამანი იყო კაცი, რომლის ნდობაც ახალგაზრდა ამონიელებს შეეძლოთ. ის დაეხმარა მათ სამართლიანობის განვითარებასა და მომწიფებაში. ისინი იცნობდნენ მას და უყვარდათ იგი და სუდათ, რომ „[ის] ყოფილიყო მათი წინამძღოლი“.1

ჰელმანს შვილებივით უყვარდა ეს ახალგაზრდა მამაკაცები და ის ხედავდა მათ პოტენციალს.2 უხუცესმა დეილ გ. რენლანდმა გვასწავლა: „სხვებს რომ მარჯვედ ვემსახუროთ, ჩვენ უნდა დავინახოთ ისინი … მამაზეციერის თვალით. მხოლოდ მაშინ შევძლებთ სულის ჭეშმარიტი ფასის გააზრებას. მხოლოდ მაშინ შევძლებთ მამაზეციერის სიყვარულის შეგრძნებას, რომელიც მას ყოველი თავისი შვილის მიმართ აქვს“.3 დღესდღეობით, ეპისკოპოსები დალოცვილები არიან, დაინახონ მათ მზრუნველობაში მყოფი ახალგაზრდების ღვთაებრივი იდენტობა.

ჰელამანმა „დაითვალა“4 მის მზრუნველობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცები. მან უპირატესობა მიანიჭა მათთან მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

სიკვდილ-სიცოცხლის გადამწყვეტ მომენტში, ჰელამანმა და მისმა ახალგაზრდა მეომრებმა დაკარგეს მათი მადევარი არმიის კვალი. ჰელამანმა დაარიგა ახალგაზრდები:

„აჰა, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ისინი შეიძლება შეჩერდნენ იმისათვის, რომ ჩვენ მათ თავს დავესხათ …

„ამიტომ, რას იტყვით, ჩემო შვილებო … ?“5

ამ ერთგულმა ახალგაზრდა მამაკაცებმა უპასუხეს: „მამა, აჰა, ჩვენი ღმერთი არის ჩვენთან და იგი არ დაუშვებს, რომ დავეცეთ; ამიტომ, მოდი წინ წავიდეთ.“6 ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა, რადგან ჰელამანმა მხარი დაუჭირა ამ ახალგაზრდებს მათ გადაწყვეტილებაში,7 ემოქმედათ.8

ახალგაზრდა ამონიელებს დიადი საქმე ჰქონდათ და ისინი ვაჟკაცურად „[ეხმარებოდნენ] ხალხს“.9 „ამ მცირეოდენი ძალით“, ჰელამანის ხელმძღვანელობით, „იმედი და დიდი სიხარული“10 ვრცელდებოდა გამოცდილი ნეფიელების გულებში. დღეს ეპისკოპოსს შეუძლია გაუძღვეს თავის გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდებს, მეურვეობის კურთხევისა და ისრაელის შეკრების საქმეში. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა, რომ „ამ მისიით გამოაგზავნეს [ისინი] დედამიწაზე“.11

ამ ახალგაზრდა ამონიელების მსგავსად, რომლებიც „ყოველთვის და ყველაფერში ერთგულები იყვნენ, რასაც კი მიანდობდნენ“,12 ჰელამანი ერთგულად მიჰყვებოდა თავის ლიდერებს. გამოწვევისა თუ წარუმატებლობის მიუხედავად, ჰელამანი ყოველთვის რჩებოდა „გამბედაობით აღვ[სილი]“13 თავისი მიზნის მისაღწევად. როდესაც მას უბრძანეს „გამო[სულიყო] … [თავისი] ახალგაზრდა შვილებით“,14 ის დაემორჩილა.

ახალგაზრდები დღეს დალოცვილები არიან, რადგან ეპისკოპოსები მიჰყვებიან ჩვენი ხელმძღვანელების რეკომენდაციებს, „ითათბირონ მეურვეობის ახალგაზრდა ქალების პრეზიდენტებთან“.15 პალოს პრეზიდენტები უზრუნველყოფენ, რომ ეპისკოპოსებს და ახალგაზრდა ქალების პრეზიდენტებს მიეცეთ ინსტრუქციები ახალგაზრდების წინაშე თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულების კუთხით.16

ჰელამანი პატივს სცემდა აღთქებს. როდესაც ამონი ასწავლიდა სახარებას ახალგაზრდა მამაკაცების მშობლებს, მშობლებმა ის ღია გულით მიიღეს. ისინი იმდენად ერთგულნი იყვნენ თავიანთი მართალი მოწაფეობის ახალი ცხოვრებისა, რომ დადეს აღთქმა, „და[ეთმოთ] თავიანთი ჯანყის იარაღი“.17 ერთადერთი რამ, რამაც ისინი აღთქმის დარღვევაზე და ნაცნობ საბრძოლო წარსულში დაბრუნებაზე დააფიქრა იყო ის, რომ ნეფიელებს საფრთხე ემუქრებოდათ.

ამონიელების სურვილი იყო დახმარებოდნენ ამ ადამიანებს, რომლებმაც მათ უსაფრთხო სახლი შესთავაზეს. ჰელამანმა, სხვებთან ერთად, დაარწმუნა ისინი, აღესრულებინათ თავიანთი აღთქმა - არასოდეს ებრძოლათ. ის უფრო მეტად ენდობოდა იმ ძალას, რომელსაც ღმერთი მისცემდა, ვიდრე იმ ძალას, რომლის გამოვლენა ამონიელებს შეეძლოთ თავიანთი მახვილებითა და ისრებით.

როდესაც ჰელამანი და მისი ახალგაზრდა მეომრები საშინელი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, ჰელამანმა სიმტკიცე გამოიჩინა. „აჰა, ამას არ აქვს მნიშვნელობა – ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი გამოგვიხსნის“.18 ერთ შემთხვევაში, შიმშილით სიკვდილის ზღვარზე ყოფნისას, მათი პასუხი იყო: „ღმერთისადმი ლოცვაში გადმო[ეღვარათ] სული, რათა [მას] გან[ემტკიცებინა] და გამო[ეხსნა] მტრის ხელიდან, … [და] უფალმა … ჩა[უსახა] იმედი, რომ გამო[იხსნიდა],19 „მათი ღრმა რწმენის გამო იმაში, რისი რწმენაც ასწავლეს“.20

ჰელამანისგან შევიტყვეთ, რომ ამ ახალგაზრდა მამაკაცებს მშობლები მხარს უჭერდნენ. ამ ერთგულმა მშობლებმა იცოდნენ, რომ მათ ეკისრებოდათ მთავარი პასუხისმგებლობა შვილების სწავლებაზე. მათ ასწავლეს შვილებს მცნებების დაცვა და რომ ღმერთის „წინაშე უბიწოდ ევლოთ“21 . დედებმა ასწავლეს, რომ „თუ არ დაეჭვდებიან, ღმერთი მათ გამოიხსნის“.22 მათმა მამებმა აღთქმის დადების საუკეთესო მაგალითი აჩვენეს.23 ამ ყოფილმა მეომრებმა იწვნიეს ბრძოლის შემზარაობა. მათ თავიანთი გამოუცდელი ვაჟები ჰელამანს მიანდეს და ეხმარებოდნენ „ბევრი სურსათ-სანოვაგეს“ მიტანაში.24

ჰელამანი მარტო არ იყო, როცა თავის ახალგაზრდა ჯარს ემსახურებოდა. მას გარშემო ჰყავდა ადამიანები, რომლებსაც მხარდაჭერისა და მითითებებისთვის მიმართავდა. მან დახმარებისთვის მიმართა მთავარსარდალ მორონის და ის მოვიდა.

უფლის სასუფევლის არცერთი მსახური არ მსახურობს მარტო. უფალმა გვაკურთხა მეურვეობებითა და პალოებით. მისი აღდგენილი ორგანიზაციის მეშვეობით ჩვენ გვაქვს რესურსები, სიბრძნე და შთაგონება ნებისმიერი გამოწვევის დასაძლევად.

ეპისკოპოსი ხელმძღვანელობას უწევს მეურვეობას საბჭოების მეშვეობით.25 ის ატარებს ყოველკვარტალურ მზრუნველობის გასაუბრებებს და შემდეგ მოუწოდებს უხუცესთა ქვორუმს და მოწყალების საზოგადოებას, შეასრულონ ოჯახების მზრუნველობასთან დაკავშირებული მოვალეობები. ეს პრეზიდენტობები ხელმძღვანელობენ საჭიროებების შეფასებასა და შთამაგონებელი გადაწყვეტილებების მოძიებას. პალოს პრეზიდენტები დახმარებას სთავაზობენ უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტებს ამ პასუხისმგებლობების შესრულებისას.

ხელმძღვანელებისა და მშობლებისთვის საჭირო მითითებები გვხვდება სახარების ბიბლიოთეკასა და სახარების მიხედვით ცხოვრების აპებში. ამ შთაგონებულ რესურსებში ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ წმინდა წერილები, თანამედროვე წინასწარმეტყველების სწავლებები და ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო. სახარების ბიბლიოთეკაში ახალგაზრდების ჩანართს აქვს მრავალი რესურსი ქვორუმისა და კლასის პრეზიდენტობებისთვის26 და ახალგაზრდების გასაძლიერებლად: არჩევანის გაკეთების გზამკვლევი. როდესაც მეურვეობის ყველა წევრი სწავლობს ამ შთაგონებულ წყაროებს და ეძიებს მითითებებს სულიწმინდისაგან, ყველას შეუძლია მიიღოს უფლის მითითება ახალგაზრდების გასაძლიერებლად.

მთელი მეურვეობა იქნება დალოცვილი და გაძლიერებული, როდესაც წევრები ყურადღებას გაამახვილებენ მოზარდ თაობაზე. მიუხედავად ჩვენი არასრულყოფილებისა და ნაკლოვანებებისა, ზეციერი მამა მოგვიწოდებს თითოეულ ჩვენგანს, მისი სულის თანხლებით, დახმარების ხელი გავუწოდოთ სხვებს. მან იცის, რომ ჩვენ ვიზრდებით და ვიწმინდებით, როცა მივყვებით სულიწმინდის მითითებებს.27 არ აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენი ძალისხმევა არასრულყოფილია. როდესაც ჩვენ ვთანამშრომლობთ უფალთან შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ჩვენი ძალისხმევა შეესაბამება იმას, რასაც ის გააკეთებდა ახალგაზრდებისთვის.

როცა სულიწმინდის მითითებას მივყვებით და ვეხმარებით ახალგაზრდებს, ჩვენ ვხდებით მამაზეციერის სიყვარულის მოწმენი მათ ცხოვრებაში. უფლის კარნახით მოქმედება ამყარებს სიყვარულისა და ნდობის ურთიერთობებს. ახალგაზრდების ცხოვრებაში არსებული ურთიერთობები ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მათ არჩევანზე.

ახალგაზრდები შეისწავლიან გამოცხადების ნიმუშს, როდესაც ისინი ჩვენთან ერთად მონაწილეობენ სხვათა მსახურების ძიებისა და შემდეგ მიღებული კარნახის მიხედვით მოქმედების პროცესში. როდესაც ახალგაზრდები მიმართავენ უფალს ამ შთამაგონებელი მითითებებისთვის, მათი ურთიერთობები და მისდამი ნდობა ღრმავდება.

ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს ნდობას ახალგაზრდების მიმართ მხარდაჭერისა და მიმართულების შეთავაზებით და არა მათ ნაცვლად მოქმედებით.28 როდესაც ჩვენ უკან დავიხევთ და ახალგაზრდებს საშუალებას მივცემთ, ისწავლონ ერთობლივი თათბირის, შთამაგონებელი კურსის არჩევისა და მათი გეგმის განხორციელების გზით, ისინი შეიგრძნობენ ნამდვილ სიხარულს და ზრდას.

პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი ასწავლიდა, რომ „ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რას სწავლობენ ისინი თქვენგან, რანი არიან ისინი სინამდვილეში და რანი შეიძლება გახდნენ. ვფიქრობ, ამდენს ლექციებიდან ვერ ისწავლიან. ისინი მიიღებენ ამის შეგრძნებას თქვენგან - თუ რანი ხართ თქვენ; თქვენი აზრით, თუ რანი არიან ისინი და თქვენი მოსაზრებით, რანი შეიძლება გახდნენ ისინი“.29

ჩვენი ახალგაზრდები გვაოცებენ თავიანთი სიმამაცით, რწმენითა და შესაძლებლობებით. როდესაც ისინი ირჩევენ, იყვნენ იესო ქრისტეს სრულად ჩართული მოწაფეები, მისი სახარება მათ გულებში აღიბეჭდება. მის კვალზე სიარული გახდება მათი ნაწილი და არ იქნება უბრალოდ ის, რასაც ისინი აკეთებენ.

ჰელამანი დაეხმარა ახალგაზრდა ამონიელებს დაენახათ, როგორ ცხოვრობდა იესო ქრისტეს მამაცი მოწაფე. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ახალგაზრდებისთვის ძლიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცხოვრობენ ქრისტეს მოწაფეები დღეს. ერთგული მშობლები ლოცულობენ ამ მაგალითებისთვის მათი შვილების ცხოვრებაში. ვერცერთი პროგრამა ვერ ჩაანაცვლებს მოსიყვარულე, აღთქმის დამცავი მოზრდილების მხარდაჭერას.

მღვდლების ქვორუმის პრეზიდენტს და ეპისკოპოსს შეუძლიათ მისცენ ახალგაზრდებს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გახდნენ ერთგული ქმარი და მოსიყვარულე მამა.30 ეს ხდება მართალი გზით თავმჯდომარეობისას31 . ეპისკოპოსებს, ახალგაზრდების მიმართ ყურადღების გამახვილებით, ექნებათ გავლენა, რომელიც თაობებს გადაეცემა.32

ახალგაზრდები დღეს, მამაზეციერის ყველაზე კეთილშობილ სულებს შორის არიან33. ისინი იყვნენ ჭეშმარიტებისა და არჩევანის თავისუფლების მტკიცე დამცველთა შორის წინამიწიერ სამყაროში.34 ისინი დაიბადნენ ამ დღეებში, რათა უფალი იესო ქრისტეზე მათი ძლევამოსილი მოწმობის საშუალებით შეეკრიბათ ისრაელი. უფალი იცნობს თითოეულ მათგანს და იცის მათი დიდი პოტენციალის შესახებ. ის მოთმინებით ეკიდება მათ ზრდას. ის გამოისყიდის და დაიცავს მათ. ის განკურნავს და გაუძღვება მათ. ის შთააგონებს მათ. ჩვენ, მათი მშობლები და ხელმძღვანელები, მოგვამზადეს მათ დასახმარებლად. ჩვენ გვაქვს მხსნელის ეკლესია, რომელიც დაგვეხმარება მომავალი თაობის აღზრდაში.

მე ვმოწმობ, რომ ქრისტეს ეკლესია, რომელიც აღდგენილია წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით და რომელსაც დღეს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, დაარსდა, რათა დაეხმაროს ახალგაზრდებს თავიანთი დიდი მიზნის შესრულებაში ამ უკანასკნელ დღეებში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ალმა 53:19.

  2. „თუ აირჩევ, თუ გსურს, … შეგიძლია იყო რაღაც დიდის, დიდებულის, ჯადოსნურის ნაწილი! … თქვენ ხართ იმ საუკეთესოთა შორის, რომლებიც უფალს ოდესმე გამოუგზავნია ამ ქვეყნად. თქვენ გაქვთ უნარი იყოთ უფრო ჭკვიანი და ბრძენი და გქონდეთ უფრო მეტი გავლენა მსოფლიოში, ვიდრე ნებისმიერ წინა თაობას!” (რასელ მ. ნელსონი, “Hope of Israel” [მსოფლიო ახალგაზრდების სულიერი საათი, 3 ივნისი, 2018 წ], სახარების ბიბლიოთეკა).

  3. დეილ გ. რენლანდი, “Through God’s Eyes (ღვთის თვალით დანახული),”, ლიახონა, ნოემ. 2015 წ.

  4. ალმა 56:55.

  5. ალმა 56:43–44.

  6. ალმა 56:46.

  7. „ჩვენი მამაზეციერის აღზრდის მიზანი ის კი არ არის, რომ მისმა შვილებმა გააკეთონ რაც სწორია; არამედ ის, რომ მისმა შვილებმა აირჩიონ იმის კეთება, რაც არის სწორი“ (დეილ გ. რენლანდი, “Choose You This Day (აირჩიე საკუთარი თავი ამ დღეს),” ლიახონა, ნოემ. 2018 წელი, 104).

  8. „როცა ჩვენ ვაძლიერებთ ახალგაზრდებს მოწვევით და ვაძლევთ მათ მოქმედების საშუალებას, ეკლესია წინ წავა სასწაულებრივი გზებით“ (დევიდ ა. ბედნარი, 2020 Temple and Family History Leadership Instruction (2020 წლის სატაძრო და ოჯახური ისტორიის ხელმძღვანელობის ინსტრუქცია), 27 თებერვალი, 2020 წ სახარების ბიბლიოთეკა).

  9. ალმა 53:22.

  10. ალმა 56:17.

  11. რასელ მ. ნელსონი, “Hope of Israel (ისრაელის იმედი),”სახარების ბიბლიოთეკა.

  12. ალმა 53:20.

  13. ალმა 58:12.

  14. ალმა 56:30.

  15. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: მსახურება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, 7.1.2, სახარების ბიბლიოთეკა.

  16. იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 6.7.2.

  17. ალმა 23:7.

  18. ალმა 58:37.

  19. ალმა 58:10–11.

  20. ალმა 57:26.

  21. ალმა 53:21.

  22. ალმა 56:47.

  23. იხ ალმა 23:7; 24:17–19.

  24. ალმა 56:27.

  25. იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 7.1.1.

  26. „როდესაც ჩვენ ვეძიებთ მარადიულ ჭეშმარიტებას, შემდეგი ორი კითხვა დაგვეხმარება იმის გაგებაში, ცნება ღვთისგან მოდის თუ სხვა წყაროდან: ეს კონცეფცია თანმიმდევრულად ისწავლება თუ არა წმინდა წერილებში და ცოცხალი წინასწარმეტყველების მიერ? დაგიდასტურათ სულიწმინდამ ეს კონცეფცია? ღმერთი ავლენს მოძღვრების ჭეშმარიტებებს წინასწარმეტყველების მეშვეობით და სულიწმინდა გვიდასტურებს ამ ჭეშმარიტებებს და გვეხმარება მათ გამოყენებაში“ (ჯონ კ. პინგრი უმცროსი, “Eternal Truth (მარადიული ჭეშმარიტება),” ლიახონა, ნოემ. 2023 წელი).

  27. იხ. მოძღვრება და აღთქმები 4:2–4.

  28. „თუ [ჩვენი] ახალგაზრდობა ზედმეტად გადატვირთულია [ღვთის საქმით], ის უფრო მეტად გადატვირთული იქნება სამყაროს მხრიდან. … დიაკვანთა და მასწავლებელთა რამდენი ქვორუმის პრეზიდენტობა შედგება ჩვეულებრივი მოწოდებისგან, ვინმეს მიმართ აღასწულოს ლოცვა და დაარიგოს ზიარება? ძმებო, ესენი მართლაც განსაკუთრებული სულები არიან და მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი რამ გააკეთონ, თუ შანსი მიეცემათ!” (Neal A. Maxwell, “Unto the Rising Generation (მოზარდი თაობისთვის),” Ensign, Apr. 1985, 11).

  29. ჰენრი ბ. აირინგი, “Teaching Is a Moral Act” ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის სულიერების საათი, 27 აგვისტო, 1991 წ.), 3 speeches.byu.edu.

  30. იხ. “Aaronic Priesthood Quorum Theme (აარონის მღვდლობის ქვორუმის თემა)”, სახარების ბიბლიოთეკა.

  31. იხილეთ „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“, სახარების ბიბლიოთეკა.

  32. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეპისკოპოსები დიდ ყურადღებას გაამახვილებენ ახალგაზრდა კაცების სამღვდელო პასუხისმგებლობებზე და დაეხმარებიან მათ ქვორუმის მოვალეობებში. ახალგაზრდა მამაკაცების ქმედუნარიანი ზრდასრული მრჩევლები მოწვეულნი იქნებიან, რათა დაეხმარონ აარონის მღვდლობის ქვორუმის თავმჯდომარეობას და ეპისკოპოსობას მათ მოვალეობებში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მეტი ახალგაზრდა მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი გაუძლებს გამოწვევას და დარჩება აღთქმის გზაზე ჩვენს ახალგაზრდობაზე ლაზერის მსგავსი ფოკუსირების გამო“ (ქუენტინ ლ. კუკი, “Adjustments to Strengthen Youth,” ლიახონა, ნოემ. 2019 წელი).

  33. „ჩვენმა ზეციურმა მამამ თავისი ყველაზე კეთილშობილი სულები - ალბათ, შეიძლება ითქვას, საუკეთესო გუნდი - შემოინახა ამ ბოლო ეტაპისთვის. ეს კეთილშობილი სულები — ეს საუკეთესო მოთამაშეები, ეს გმირები — ხართ თქვენ!“ (რასელ მ. ნელსონი, „ისრაელის იმედი“, სახარების ბიბლიოთეკა).

  34. „მოზარდი, რომელიც გიყვარს, შეიძლება იყოს ერთ-ერთი მამაცი მეომარი თავისუფალი ნებისა და ჭეშმარიტების მხარეს. … ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ იმით, თუ როგორ ვუპასუხებთ მათ გადაწყვეტილებას, თავად გააკეთონ არჩევანი. ისინი იგრძნობენ, ჩავთვლით თუ არა მათ ერთგულ მეომრებად წინამიწიერი სამყაროდან, ჯერ კიდევ მორალური არჩევანის თავისუფლების დაცვის ერთგულებად, ვისაც გაცნობიერებული აქვს მისი დიდი მნიშვნელობა მათთვის ბედნიერების მოსატანად. თუ ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ ისინი ერთგულ მეომრებად წინამიწიერი სამყაროდან, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავინახოთ მათი მოთხოვნა დამოუკიდებლობის შესახებ, როგორც მათი პოტენციალის ნიშანი. ნიშანი იმისა, რომ ისინი გამოცდიან არჩევანის თავისუფლების ძალას, რომელიც მათ ბედნიერებას მოუტანს“ (ჰენრი ბ. აირინგი, “A Life Founded in Light and Truth (სინათლეში და ჭეშმარიტებაში დაფუძნებული ცხოვრება” [ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის სულიერების საათი, 15 აგვისტო, 2000], speeches.byu.edu).

ამობეჭდვა