გენერალური კონფერენცია
ადექი! გეძახის
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


ადექი! გეძახის

სახარება არ არის გამოწვევებისა და პრობლემების თავიდან აცილების გზა, მაგრამ ის არის ჩვენი რწმენის გაძლიერებისთვის და სირთულეებთან გამკლავებისთვის გამოსავალი.

რამდენიმე ხნის წინ ვკითხე ჩემს მეუღლეს: „შეგიძლია მითხრა, რამდენადაც მახსოვს, ჩვენ არასდროს გვქონია სერიოზული პრობლემა ცხოვრებაში“?

მან შემომხედა და თქვა: „რა თქმა უნდა“! მე გეტყვი, რატომ არ გვქონია სერიოზული პრობლემები - იმიტომ, რომ ძალიან მოკლე მეხსიერება გაქვს!“

მისმა სწრაფმა და ჭკვიანურმა პასუხმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რომ იესო ქრისტეს სახარებით ცხოვრება არ გვაშორებს ტკივილს და განსაცდელებს, რომლებიც აუცილებელია ზრდისთვის.

სახარება არ არის გამოწვევებისა და პრობლემების თავიდან აცილების გზა, მაგრამ ის არის ჩვენი რწმენის გაძლიერებისთვის და სირთულეებთან გამკლავებისთვის გამოსავალი.

ამ ჭეშმარიტების გრძნობა მქონდა რამდენიმე თვის წინ, როცა ერთ დღეს მივდიოდი და უცებ მხედველობა დამებინდა, თვალებში დამიბნელდა და ყველაფერი ტალღოვანი გახდა. შემეშინდა. შემდეგ ექიმებმა მითხრეს: თუ სასწრაფოდ არ დაიწყებ მკურნალობას, შეიძლება რამდენიმე კვირაშიც დაკარგო მხედველობა“. უფრო მეტად შევშინდი.

და შემდეგ, მითხრეს: თქვენ გჭირდებათ ინტრავიტრეალური ინექციები - ინექციები პირდაპირ თვალში - ფართოდ ღია თვალში - ყოველ ოთხ კვირაში, მთელი ცხოვრების განმავლობაში“.

ეს იყო არასასიამოვნო გამოღვიძების ზარი.

შემდეგ, მსჯელობა დავიწყე, შეკითხვის ფორმით. მე საკუთარ თავს ვუთხარი: გასაგებია, ჩემი ფიზიკური მხედველობა არ არის კარგი, მაგრამ სულიერი ხედვა? მჭირდება მკურნალობა ამ მიმართულებით? და რას ნიშნავს მკაფიო სულიერი ხედვა?

მე ვიხსენებდი ბრმა კაცის ისტორიას, სახელად ბარტიმაიოსი, რომელიც აღწერილია მარკოზის სახარებაში. წმინდა წერილში ნათქვამია: „როცა გაიგო, იესო ნაზარეველიაო, მორთო ყვირილი და ამბობდა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!“.1

ზოგადად, უმრავლესობის თვალში, იესო მხოლოდ იოსების შვილი იყო, ამგვარად, რატომ უწოდა ბარტიმაიოსმა მას „დავითის ძე“? მხოლოდ იმიტომ, რომ მან აღიარა, რომ იესო ნამდვილად იყო მესია, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველებდნენ დავითის შთამომავლად დაბადებას.2

საინტერესოა, რომ ამ ბრმა კაცმა, რომელსაც ფიზიკური მხედველობა არ ჰქონდა, ამოიცნო იესო. ის სულიერად ხედავდა იმას, რისი დანახვაც ფიზიკურად არ შეეძლო, ხოლო ბევრს შეეძლო იესოს ფიზიკურად დანახვა, მაგრამ სულიერად სრულიად ბრმა იყო.

ამ მონათხრობიდან უფრო მეტს ვიგებთ მკაფიო სულიერი ხედვის შესახებ.

ჩვენ ვკითხულობთ: „ბევრი უწყრებოდა მას, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ უფრო მეტად ყვიროდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!“.3

ირგვლივ ეუბნებოდნენ, რომ გაჩუმებულიყო, მაგრამ ის კიდევ უფრო ხმამაღლა ყვიროდა, რადგან იცოდა, ვინ იყო სინამდვილეში იესო. მან უგულებელყო ეს ხმები და კიდევ უფრო ხმამაღლა იკივლა.

იმის ნაცვლად, რომ მასზე ემოქმედათ, ის თავად მოქმედებდა . მიუხედავად შეზღუდული ვითარებისა, მან გამოიყენა რწმენა, რათა თავის შეზღუდვებს გასცდენოდა.

ამრიგად, პირველი პრინციპი რომელსაც ვსწავლობთ, შემდეგია: ჩვენ ვინარჩუნებთ მკაფიო სულიერ ხედვას, როდესაც ყურადღებას ვამახვილებთ იესო ქრისტეზე და ვრჩებით იმის ერთგული, რაც ვიცით, რომ არის ჭეშმარიტი.

ძმებო და დებო, იმისათვის, რომ სულიერი მხედველობა შევინარჩუნოთ, უნდა გადავწყვიტოთ, რომ არ მოვუსმენთ ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს ხმებს. ამ დამაბნეველ და დაბნეულ სამყაროში, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთგული იმისა, რაც ვიცით, ჩვენი აღთქმების ერთგული, მცნებების ერთგული და კიდევ უფრო ძლიერად დავამტკიცოთ ჩვენი რწმენა, როგორც ეს ამ ადამიანმა გააკეთა. ჩვენ კიდევ უფრო ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ ჩვენი მოწმობა უფლის შესახებ მსოფლიოსთვის. ეს კაცი იცნობდა იესოს, ერთგული დარჩა იმისა, რაც სწამდა და მას არ აშორებდა იესოსგან მის გარშემო არსებული ხმები.

დღეს ბევრი ხმაა, რომელიც ცდილობს ჩვენი, როგორც იესო ქრისტეს მოწაფეების, ხმის დაკნინებას. მსოფლიოს ხმები ცდილობს ჩვენს გაჩუმებას, მაგრამ სწორედ ამიტომ უნდა გამოვაცხადოთ უფრო ხმამაღლა და ძლიერად ჩვენი მოწმობა მხსნელის შესახებ. მსოფლიოს ყველა ხმას შორის, უფალი იმედს ამყარებს ჩემსა და თქვენზე, რომ გამოვაცხადებთ ჩვენს მოწმობებს, ავიმაღლებთ ხმას და მისი ხმა გავხდებით. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ვინ დაამოწმებს იესო ქრისტეს შესახებ? ვინ წარმოთქვამს მის სახელს და გამოაცხადებს მის ღვთაებრივ მისიას?

ჩვენ გვაქვს სულიერი მუხტი, რომელიც მოდის იესო ქრისტეს შესახებ ჩვენი ცოდნიდან.

მაგრამ რა გააკეთა ბარტიმაიოსმა ამის შემდეგ?

უფლის ბრძანებით ადგადა კვლავ რწმენით მოქმედებდა.

წმინდა წერილში ნათქვამია: „მან გადაიგდო მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან“.4

ამ თავმდაბალ და ერთგულ კაცს ესმოდა, რომ იესოს ბრძანებით უკეთეს ცხოვრებამდე შეეძლო მისვლა. მან იცოდა, რომ თავის მდგომარეობაზე ზემოთ იდგა და პირველი, რაც გააკეთა, როცა იესოს მოწოდება გაიგო, იყო მათხოვრის ქურთუკის გადაგდება.

და კვლავ, ის მოქმედებდა, ნაცვლად იმისა, რომ მასზედ ემოქმედათ.

მას შეეძლო ეფიქრა: „ეს აღარ მჭირდება ახლა, როცა იესო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ეს ახალი დღეა. მე უბედური ცხოვრება დავასრულე. იესოსთან ერთად შემიძლია დავიწყო ახალი ცხოვრება - ბედნიერი და მხიარული, მასთან და მის მეშვეობით. არ მადარდებს, რას იფიქრებს ჩემზე მსოფლიო. იესო მიხმობს და ის დამეხმარება ახალი ცხოვრებით ვიცხოვრო“.

რა გასაოცარი ცვლილებაა!

მათხოვრის ქურთუკის გადაგდებით მან ყველანაირი თავის გამართლება მოიცილა.

და ეს არის მეორე პრინციპი — ჩვენ ვინარჩუნებთ მკაფიო სულიერ ხედვას, როდესაც ვტოვებთ ხორციელ ადამიანს, მოვინანიებთ და ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ქრისტეში.

ამის გაკეთების გზა არის აღთქმების დადება და დაცვა, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით ავდგეთ და უკეთესი ცხოვრებისკენ ვიაროთ.

სანამ ჩვენ ვპოულობთ საბაბს იმისთვის, რომ საკუთარი თავი შევიბრალოთ, ვწუხდეთ ჩვენი გარემოებების, პრობლემებისა და ყოველივე ცუდის გამო, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, თუნდაც ყველა ცუდი ადამიანის გამო, რომელიც, ჩვენი აზრით გვაუბედურებს, ჩვენ მხრებზე მათხოვრის ქურთუკი გვაქვს შემოცმული. მართალია, რომ ზოგჯერ ადამიანები, გათვითცნობიერებულად თუ არა, გულს გვტკენენ. მაგრამ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ვიმოქმედოთ ქრისტესადმი რწმენით და გადავაგდოთ გონებრივი და ემოციური ქურთუკები, რომლებსაც შესაძლებელია ჯერ კიდევ ვატარებთ საბაბების ან ცოდვების დასამალად.

არასდროს არ არის კარგი საბაბი თქვა: „მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ ზოგიერთი სამწუხარო და უსიამოვნო გარემოების გამო“. მე არ შემიძლია შევიცვალო და გამართლებული ვარ“.

როდესაც ასე ვფიქრობთ, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ჩვენზედ უნდა იმოქმედონ.

ჩვენ ვინახავთ მათხოვრის ქურთუკს.

რწმენით მოქმედება ნიშნავს ჩვენი მაცხოვრის იმედს, როცა გვწამს, რომ მისი გამოსყიდვის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ყველაფერზე მაღლა დავდგეთ თუ უფალი ამას ბრძანებს.

მესამე წესი ბოლო ოთხ სიტყვაში მდგომარეობს: „[ის] მივიდა იესოსთან“.

როგორ შეეძლო იესოსთან მისვლა, თუ ბრმა იყო? იესომდე მისვლის ერთადერთი გზა იყო მისი ხმის კვალზე სიარული.

და ეს არის მესამე პრინციპი—ჩვენ ვინარჩუნებთ მკაფიო სულიერ ხედვას, როდესაც გვესმის უფლის ხმა და ნებას ვაძლევთ მას, გაგვიძღვეს.

როგორც კი ამ კაცის ხმა ირგვლივ არსებულ ხმებზე მაღალი გახდა, მან შეძლო უფლის ხმის გამორჩევა ყველა სხვა ხმათა შორის.

ეს არის იგივე რწმენა, რამაც პეტრე მოციქულს წყალზე სიარულის საშუალება მისცა, სანამ მისი სულიერი ყურადღება უფალზე იყო ფოკუსირებული და არა მის ირგვლივ ქარიშხალზე.

ამ ბრმა კაცის ამბავი მთავრდება შემდეგი სიტყვებით: „ და მყისვე აეხილა თვალი და გაედევნა მას გზაზე“.5

ამ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ის, რომ ამ ადამიანმა გამოავლინა ჭეშმარიტი რწმენა იესო ქრისტეს მიმართ და მიიღო სასწაული, რადგან ითხოვა ნამდვილი მოწადინებით, ნადვილი მოწადინებით გაჰყოლოდა მას.

და მთავარი მიზეზი იმ კურთხევებისა, რომლებსაც ვიღებთ ჩვენს ცხოვრებაში, არის იესო ქრისტეს კვალზე სიარული. საუბარია იმაზე, რომ ამოვიცნოთ უფალი, დავდოთ ღმერთთან აღთქმები და დავიცვათ ისინი უფლის გამო, შევცვალოთ ჩვენი ბუნება უფლის მეშვეობით, და ბოლომდე გავძლოთ მისკვალზე სიარული.

ჩემთვის მკაფიო სულიერი ხედვის შენარჩუნება იესო ქრისტეზე ყურადღების მიმართვას უკავშირდება.

ამრიგად, ნათელია თუ არა ჩემი სულიერი ხედვა, როცა თვალის ინექციებს ვიკეთებ? ვინ ვარ მე, რომ ვილაპარაკო? მაგრამ, მე მადლიერი ვარ იმისთვის, რასაც ვხედავ.

მე ნათლად ვხედავ უფლის ხელს ამ წმინდა საქმეში და ჩემს ცხოვრებაში.

სადაც არ უნდა წავიდე, ვხედავ მრავალი ადამიანის რწმენას, ვინც ჩემს რწმენას აძლიერებს.

მე ჩემს ირგვლივ ანგელოზებს ვხედავ.

მე ვხედავ ბევრის რწმენას, ვინც ფიზიკურად ვერ ხედავს უფალს, მაგრამ ცნობს მას სულიერად, რადგან ახლოდან იცნობს მას.

მე ვმოწმობ, რომ ეს სახარება არის პასუხი ყველაფერზე, რადგან იესო ქრისტე არის პასუხი ყველასათვის. მადლიერი ვარ იმისთვის, რასაც ვხედავ, როცა ჩემს მაცხოვარს მივყვები.

მე გპირდებით, რომ როცა გვესმის უფლის ხმა და მას მივყვებით აღთქმის გზაზე, ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე დალოცვილნი ვიქნებით მკაფიო ხედვით, სულიერი წვდომით, მშვიდი გულითა და გონებით.

მოდით, ჩვენს ირგვლივ არსებულ ხმებზე ხმამაღლა გამოვაცხადოთ ჩვენი მოწმობა იმ სამყაროში, რომელსაც იესო ქრისტეს შესახებ მოსმენა უფრო მეტად და არა ნაკლებად სჭირდება. მოდით, გავიხადოთ მათხოვრის ქურთუკი, რომელიც, შესაძლოა, ჯერ კიდევ გვაცვია და ამასოფელზე მაღლა დავდგეთ, უკეთესი ცხოვრებისთვის ქრისტეში და ქრისტეს მეშვეობით. დაე, თავი დავაღწიოთ ყველა საბაბს, რომ არ მივყვეთ იესო ქრისტეს და ვიპოვოთ ყველა კარგი მიზეზი, რომ მივყვეთ მას, როდესაც გვესმის მისი ხმა. ეს არის ჩემი ლოცვა იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა